გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.05.2018
საქმის ნომერი
200310018002301763
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310018002301763

N3/13-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 მაისი, 2018 წელი ქ. თე-–--ი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თე-–--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თა------------ე

სხდომის მდივანი - ფი------------ე

 

მოსარჩელე - ეთ--------------–---–ი (პ.ნ 2----------)

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრი (ს.ნკ.2--------)

 

წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.წერილობითი სარჩელისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაცხადებული სასარჩელო მოთხოვნის თანახმად - ბათილად იქნეს ცნობილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 09 ნოემბრის ოქმი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის (უფროსი - ჯე---–-----------–---–ი) 2017 წლის 21 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის (უფროსი - ჯე---–-----------–---–ი) ის გადაწყვეტილებები, რომლითაც მას შეუწყდა სოციალური დახმარება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის - ეთ-------------–---–ის ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

 

მოსარჩელის განმარტებით, მას უკანონოდ შეუდგინეს -2017 წლის 09 ნოემბრის ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის უფროსის - ჯე---–-----------–---–ის მიერ უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები მისი ოჯახისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის, 2017 წლის 21 ნოემბრის N0--------- წერილის და ასევე სხვა გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რაც სამართლებრივად შეუძლებელია, რადგან აღნიშნული აქტები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ეთ-------------–---–ის ოჯახი სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული და საოციალური დახმარება დანიშნული ჰქონდა ექვს წევრზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადება დახმარების დანიშვნის მოთხოვნით N03/832 (ს.ფ.59)

-გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 60)

ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (ს.ფ.106,173)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ეთ-------------–---–ის ოჯახს სოციალური დახმარება ცენტრალიზებულად შეუჩერდა 2017 წლის 16 ოქტომბრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2017 წლის 15 ივლისს ეთ-------------–---–ის ოჯახის წევრმა, თა--------–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის N04/65129 წერილი; (ს.ფ. 62-64)

- მხარეთა ახნს-განმარტება.

 

3.1.3. ეთ-------------–---–მა მოითხოვა შერჩერებული სოციალური დახმარების აღდგენა. აღნიშნული საკითხის განხილვა და საჩივრებზე რეაგირება დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის N04/68292 წერილი. (ს.ფ.163, ს.ფ.272)

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ოქტომბრის N01/67736 წერილი (ს.ფ.164)

-სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის 2017 წლის 03 ნოემბრის N04-10/6745 წერილი (ს.ფ. 161-162)

-საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2017 წლის 27 ოქტომბრის N32629 წერილი (ს.ფ.165).

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის N04-23616 წერილი (ს.ფ.273)

მოსარჩელის საჩივარი (იხ. ს.ფ.154-158; ს.ფ.175-176)

 

3.1.4. 2017 წლის 09 ნომბერს ეთ-------------–---–ის ოჯახის მიმართ სოციალური აგენტის მიერ გამოიცა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასების შეწყვეტის შესახებ, მიზეზით - ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების- დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას. აღნიშნულ ფაქტზე შედგენილი იქნა ასევე წერილობითი აქტი. აღნიშნულის შედეგად ეთ-------------–---–ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცელი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნულზე მოსარჩელეს ეცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის 2017 წლის 14 ნოემბრის N0--------- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 09 ნოემბრის აქტი (ს.ფ.65)

-2017 წლის 09 ნოემბრის ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.66, ს.ფ. 235).

-სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის 2017 წლის 14 ნოემბრის N0--------- წერილი.

 

3.1.5.სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის 2017 წლის 21 ნოემბრის N0--------- წერილით ეთ-------------–---–ს მის საჩივარზე, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა- სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა, ეცნობა, რომ 2017 წლის 09 ნოემბრის ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ მიღებული იქნა კანონის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილებები ეთ-------------–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციულ ორგანოებში და მოთხოვნილი იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნული საჩივრები განხილული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–--------------------------------–------ის მიერ და მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ეთ-------------–---–ის 2017 წლის 17 ნოემბრის განცხადება (ს.ფ.144-148)

-.სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის 2017 წლის 21 ნოემბრის N0--------- წერილი (გადაწყვეტილება)

- სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის N0-------- წერილი (გადაწყვეტილება).

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ეთ-------------–---–ის წერილობითი საჩივრები

 

3.1.6.სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა კა-----------–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრში სოციალური აგენტის თანამდებობაზე. ეთ------------–---–თან მიმართებაში მოწმისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 15 ივლისს ეთ-------------–---–ის ოჯახის წევრმა, კერძოდ შვილმა თა--------–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და გადამოწმების მიზნით მივიდა ეთ------------–---–ის ოჯახში დეკლარაციის თავიდან შესავსებად, რაზეც ეთ------------–---–მა განუცხადა უარი. განმეორებით მისვლის შემდეგ ეთ-------------–---–ს განუმარტა, რომ თუ არ შეავსებინებდა დეკლარაციას და ხელს არ მოუწერდა მას შეუწყდებოდა სოციალური დახმარების მიღება. უარის განცხადების შემდეგ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რის გამოც ეთ------------–---–ს შეუწყდა სოციალური დახმარება. მოწმე განმარტავს, რომ მას უფლება ჰქონდა ერთ თვეში სამი ვიზიტი განეხორციელებინა, ეთ------------–---–თან იმყოფებოდა ორჯერ. მოწმის განმარტებით, როდესაც ეთ------------–---–ის ოჯახში განახორციელა პირველი ვიზიტი და მისი მისამართით ეთ------------–---–ის მხრიდან გამოწვეული იყო უარყოფითი რეაქცია, სახლში იმყოფებოდა მისი შვილი სრულწლოვანი ბიჭი (გა------–-------ე). მეორე ვიზიტის განხორციელებისას იმყოფებოდა სპეციალისტ ომ------------–---–თან, სპეციალისტ გე-–----–-------თან და მოადგილე თე--------–----თან ერთად, რომლებმაც ეთ------------–---–ს განუმარტეს, რომ იგი იყო ეკონომიკურად გაჭირვებული და ხელი მოეწერა, მაგრამ მან უთხრათ, რომ ხელს არაფერზე არ მოუწერდათ. მოწმის განმარტებით, როდესაც ოჯახში მიდიან ესაუბრებიან ოჯახის უფლებამოსილ პირს, რადგან ეთ------------–---–ი იყო სოციალური დახმარების მიმრები პირი მას გაესაუბრნენ, ის, რომ ამ ოჯახის უფლებამოსილი პირი იყო ეთ------------–---–ი ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. მეორე ვიზიტისას ეთ------------–---–ი, რომ იყო უფლებამოსილი პირი იმიტომ ჩათვალა, რომ პირველი ვიზიტისასა, როდესაც სახლში იმყოფებოდა ეთ------------–---–ის სრულწლოვანი შვილი მას მოსარჩელე არ აძლევდა საუბრის საშუალებას. გამომდინარე იქიდან, რომ ეთ------------–---–ს ჰქონდა დაწერილი, რომ მას სურდა მიეღო სოციალური დახმარება ჩათვალა, რომ უფლებამოსილი პირი იყო სწორედ ეთ------------–---–ი. ვიზიტის დროს ეთ------------–---–ს უთხრეს, რომ გასაუბრება უნდოდათ მისი ოჯახის სხვა წევრთან, მაგრამ მოსარჩელემ მათ განუმარტათ, რომ სახლში არ იყვნენ და ისინი პასუხს ვერ გასცემდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოწმე კა-----------–---–ის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი 25.04.2018).

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული ის არგუმენტაცია, რომელსაც ემყარება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ეთ-------------–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; ევროპის სოციალური ქარტია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“2017 წლის 09 ნოემბრის ოქმი ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის №0--------- და 2018 წლის 15 იანვრის N0-------- წერილები, რომლებიც უნდა შეფასდეს როგორც საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელის მოთხოვნები -სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3.„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის; შეფასების სისტემას წარმოადგენს სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს; სოციალური მომსახურება არის საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; სოციალური მომსახურების მიმწოდებელის წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას;

 

მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს..

 

სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილ პირს წარმოადგენ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო ) სპეციალურიუფლებამოსილებით აღჭურვილი პირი , რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას ; ოჯახის უფლებამოოსილი წარმომადგენელი არის მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანიწევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი , რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემებისსისწორისათვის ;

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად, 2. სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.ხოლო 121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სამართალ-ურთიერთობაში გამოყენებულ ტერმინებს ადგენს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესი, კერძოდ, წესის მე-2 მუხლის თანახმად, მაძიებელი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები; ხოლო ოჯახი ამ წესის მიზნებისათვის განმარტებულია როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ამასთან, შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი.

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოჯახის წევრები ანდობენ დაადასტუროს „ოჯახის დეკლარაციაში“ შესატანი მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა; სააგენტოს უფლებამოსილი პირი – პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;

ინტერვიუირება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ჩატარებული გამოკითხვა ოჯახის შესახებ საჭირო ინფორმაციის დადგენის და/ან დაზუსტების მიზნით;

 

სასამართლო აქვე მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის თანახმად:

 

1. ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

2. ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას:

ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად;

ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

4.ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) ოჯახს წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, გააცნოს თავისი უფლება-მოვალეობები, განუმარტოს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, მიზანი და მნიშვნელობა;

ბ) დამატებით შეახსენოს ოჯახის წევრებს წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები;

გ) შეხვდეს და გაესაუბროს ოჯახის წევრებს (სასურველია ყველას), რათა შეიქმნას ზოგადი შთაბეჭდილება მოცემული ოჯახის შესახებ;

დ) ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასების მიზნით ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით ზოგადად დაათვალიეროს ოჯახის საცხოვრისი (იგულისხმება ოჯახის საკუთრებაში და/ან მფლობელობაში არსებული თითოეული ნივთის _ მოძრავის თუ უძრავის, პროდუქციის (მათ შორის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მოხმარების) გულდასმით დათვალიერება, რაც დაეხმარება სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის შესახებ ფაქტობრივი მდგომარეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ოჯახის დეკლარაციის სწორად შევსებისათვის).

5.სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართებაინტერვიუ .

 

ამავე წესის მე-14 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; 2. შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოქმის შევსების თარიღი.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზეზ(ებ)ით შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევებში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე.. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად.

16. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს ოჯახს განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების და/ან ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის შესახებ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვსტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვინისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ " წესის მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის: სახელმწიფო საზღვრის ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის დაფიქსირებისას. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სოციალური დახმარების მიმღებ ეთ-------------–---–ის ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარების მიღება 2017 წლის 16 ოქტომბრიდან ოჯახის წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე ვადით გადაკვეთის გამო. სოციალური დახმარების შეჩერება არ გულისხმობს ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან რეგისტრაციის მოხსნას. ისგარემოება, რომ ეთ-------------–---–ს 2017 წლის 09 ნოემბრამდე მიმართული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისადმი, მათ შორის სოციალური სააგენტოსათვის, სოციალური დახმარებისათვის, მოწმობს იმ ფაქტს, რომ მის მიერ სახელმწიფოს მიეწოდებოდა ინფორმაცია მისი ოჯახის შესახებ. სააგენტო ვალდებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განეხორციელებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, რომ ოქმის შედგენის მომენტისათვის მას არ ჰქონია მოპოვებული დოკუმენტური ინფორმაცია საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრის ადგილმდებარეობის შესახებ მოცემული მომენტისათვის (ობიექტური ინფორმაცია). საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, ოქმის შევსების მომენტისათვის ეთ-------------–---–ი წარმოადგენდა თუ არა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ვინაიდან არ წარმოდგენილა მასალები, რომლის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის წევრებმა სწორედ ეთ-------------–---–ი დაასახელეს უფლებამოსილ წევრად, რომელსაც ერთპიროვნულად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია და მხოლოდ მასთან უნდა წარმართულიყო ინტერვიუ (სუბიექტური ინფორმაცია). საგულისხმოა, რომ სუბიექტური ინფორმაციის მიღება გულისხმობს არა მხოლო ერთი წევრისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემს, არამედ, ოჯახის სხვა წევრებისაგანაც მიღებულ განმარტებებს და ინფორმაციას, რაც ოქმის შემდგენი პირის მიერ არ ყოფილა განხორციელებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ოქმის შემდგენი პირის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, თავად ოქმის შემდგენი პირი არ უარყოფს, რომ მოსარჩელის ოჯახში ვიზიტისას მას ასევე დახვდა ოჯახის სრულწლოვანი წევრი გა------–-------ე და მასთან არც კი მომხდარა ინტერვიურება და ინფორმაციის მოძიება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე კა-----------–---–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ იგი ვერ გაესაუბრა ოჯახის სხვა წევრებს, იმის გამო, რომ ეთ-------------–---–მა განუმარტა, რომ ისინი სახლში არ იყვნენ და განმარტავს: ოჯახის სხვა წევრებთან ინტერვიურება სწორედ მის მოვალეობას წარმოადგენს და უფლებამოსილი პირი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ერთი პირის მიერ მიწოდებულ განმარტებას. უფლებამოსილ პირს ევალება, რომ განახორციელოს ყველა ის ქმედება, რაც კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს სავალდებულოდ გასახორციელებელ ღონისძიებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ წარმოდგენილა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირი 2017 წლის 27 ოქტომბერსაც იმყოფებოდა მოსარჩელის ოჯახში, ასევე, არ წარმოდგენილა მასალები იმის შესახებ, რომ ოქმის შემდგენი პირი შეხვდა და გაესაუბრა ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ოჯახში ვიზიტისას მას ოჯახის წარმომადგენელთან ჰქონდა შეთანხმება, რომ დაეთვალიერებინა ოჯახის საცხოვრისი და ისე შეესწავლა და შეეფასებინა მოსარჩელის ქონებრივი და ყოფითი პირობები. სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რამდენად აუცილებელი იყო მოცემულ შემთხვევაში ოჯახის საცხოვრისში შესვლის აუცილებლობა, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში განმეორებითი შეფასება ხდებოდა იმ გარემოების შესწავლის და დადგენის მიზნით, რაც დაკავშირებულია ოჯახის წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან და არა ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. სოციალურ აგენტის უფლებამოსილებას წარმოადგენდა მოეპოვებინა არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური ინფორმაციაც, ასევე, გამოეკითხა ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო აღნიშნავს: მოსარჩელის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრისათვის მიმმართული 2017 წლის განცხადება,თავის არსით არის მოსარჩელის პრეტენზია, საჩივარი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მადგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის უფროსის მიერ ისე იქნა გაცემული 2017 წლის 21 ნოემბერს პასუხი (გადაწყვტილება), რომ არ გამოკვლეულა საქმის გარემოებები არსებითად , ისე იქნა გაცემული პასუხი ოჯახის განაცხადის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ძალადაკარგულად აღიარების და სოციალური დახმარების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევის შესახებ. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა სოციალური დახმარების შეწყვეტა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში და მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიც. მოსარჩელის საჩივრები განსახილველად იქნა გადმოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოში და სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრში. სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის უფროსის მიერ განხილული იქნა მოსარჩელის საჩივარი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმის ბათლად ცნობასთან დაკავშირებით და 2018 წლის 15 იანვრის წერილით (გადაწყვეტილებით) კვლავ არ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს როგორც მიზანშეწონილობის, ასევე, კანონიერების თვალსაზრისით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 09 ნოემბრის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-----------–---–-------------------------------- ცენტრის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის N0---------, 2018 წლის 15 იანვრის N0-------- გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ეთ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი „ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 09 ნოემბრის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 21 ნოემბრის N0---------, 2018 წლის 15 იანვრის N0-------- გადაწყვეტილებები. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის შეფასებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თე-–--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თე-–--ი, დავით აღმაშენებლის ქ. №41) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თა------------ე