განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002465340 (1/33-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - გი---------------ას,ბრალდებულ - გა---------ს და
ადვოკატ - მთ--------------ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი---------------ას შუამდგომლობა
ბრალდებულ გა---------ს მიმართ
დაბადების თარიღი: 28-------1 წელი,პირადი ნომერი: 51--------9,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------------------–--------ი
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 124-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
-დადგენილია, რომ გა---------მ ჩაიდინა მისი ძმის - ბა----------ას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ოქტომბერს, დილის საათებში, წა-–------ის რაიონის სქ----ის ხეობაში, გა---------ს მიერ, მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლილი ტყვია ფეხის არეში მოხვდა მის ძმას, ბა----------ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
-დადგენილია, რომ გა---------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ოქტომბერს, წა-–------ის რაიონის სქ----ის ხეობაში, გა---------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი - 5,45 მმ კალიბრის ,,კა-–-–------ის“ კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის, ,,AK--4”-ის მოდელის 1981 წლის გამოშვების N:14---3 ავტომატური იარაღი.
-დადგენილია, რომ გა---------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ოქტომბერს, წა-–------ის რაიონის სქ----ის ხეობაში, გა--------- გადაადგილდებოდა ფეხით, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ, პირადად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - 5,45 მმ კალიბრის ,,კა-–-–------ის“ კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის, ,,AK--4”-ის მოდელის 1981 წლის გამოშვების N:14---3 ავტომატური იარაღს.
2018 წლის 25 მაისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი---------------ას, ბრალდებულ გა---------სა და ადვოკატ მთ--------------ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული გა--------- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული გა--------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული გა--------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი გი---------------ა შუამდგომლობს გა---------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული გა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ბრალდებული გა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული გა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასზე, სსს კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 285 საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით გა---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასზე, სსს კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 285 საათის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
1. საქმეზე ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი - 5,45 მმ კალიბრის ,,კა-–-–------ი“ და ვაზნა - გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს;
2. საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს გა---------ს;
3. სისხლის ნიმუში განადგურდეს;
4. ტყვიის გულა და მასრა განადგურდეს;
5. გა---------სგან აღებული ანაწმენდი განადგურდეს.
გა--------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
გა---------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
1. მოწმე გა---------ს გამოკითხვის ოქმი;
2. მოწმე ბა----------ას გამოკითხვის ოქმი;
3. მოწმე ესართია ლა–--------------ის ოქმი;
4. მოწმე თო-------------–---–იას გამოკითხვის ოქმი;
5. მოწმე თე---------------–-ას გამოკითხვის ოქმი;
6. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
7. მოწმე ჯო------–-------ას გამოკითხვის ოქმი;
8. მოწმე შო----------ის გამოკითხვის ოქმი;
9. მოწმე ალ--------------–-–იას გამოკითხვის ოქმი;
10. მოწმე ბე-----------ას გამოკითხვის ოქმი;
11. ჩხრეკის ოქმი;
12. დათვალიერების ოქმი;
13. ნიმუშის აღების ოქმი;
14. ამოღების ოქმი;
15. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გა---------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
გა---------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი---------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი---------------ას, ბრალდებულ გა---------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - მთ--------------ას შორის;
ბრალდებული გა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ბრალდებული გა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
ბრალდებული გა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასზე, სსს კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 285 საათის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გა---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასზე, სსს კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 285 საათის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
1.საქმეზე ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი - 5,45 მმ კალიბრის ,,კა-–-–------ი“ და ვაზნა - გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს;
2.საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს გა---------ს;
3.სისხლის ნიმუში განადგურდეს;
4.ტყვიის გულა და მასრა განადგურდეს;
5.გა---------სგან აღებული ანაწმენდი განადგურდეს.
გა---------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გა---------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა