განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №170021634---1/2-8-17w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
14 მაისი 2018 წელი ქ. ა---––---
ა---––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ----------–---–---–ი
დაცვის მხარე: ბრალდებული – ვ------- მ-----ის-ძე ქ-------ე, დაბადებული 1--- წლის 27 ა------ოს ქ.ა---––---ში, პირადი N4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ა---––---, მ----------ის ქუჩა N18;
ადვოკატი - ნ------------------–---–ი, ნ-----–----------ია;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. ვ------- ქ-------ემ 2017 წლის 2- ა------ოს საღამოს საათებში ქ.ა---––---ში რ-----ის ციხის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სრულიად უმიზეზოდ მ--–---- ს-------ს მოკვლის განზრახვით დაარტყა დანა მუცლის არეში, რითაც დაზარალებულ მ--–---- ს-------ს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 28 ა------ოს N4--/05/9-- დასკვნის თანახმად, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ------- ქ-------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
1.2. ვ------- ქ-------ემ 2017 წლის 2- ა--------ს საღამოს საათებში ქ.ა---––---ში რ-----ის ციხის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა-–---------- დ-------ეს მარცხენა წინამხრის არეში დანის დარტყმით მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა კუნთების დაზიანებით, რა დროსაც დაზარალებულ ა-–---------- დ-------ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 28 ა------ოს N4--/05/9-- დასკვნის თანახმად, მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებული ვ------- ქ-------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში. ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწნიებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ასევე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლომ დაადგინა, რომ ვ------- ქ-------ემ 2017 წლის 2- ა--------ს საღამოს საათებში ქ.ა---––---ში რ-----ის ციხის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ა-–---------- დ-------ეს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის დროს, ვ------- ქ-------ეს მიუახლოვდა მ--–---- ს-------ი, რომელიც შეესწრო ა-–---------- დ-------ის დაჭრის ფაქტს და ცდილობდა ვ------- ქ-------ის დამშვიდებას და დანის გამორთმევას. იმის გამო, რომ მ--–---- ს-------ი გზად ეღობებოდა, ვ------- ქ-------ემ დანის ერთხელ დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მას და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ------- ქ-------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
დაზარალებულმა მ--–---- ს-------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2- ა--------ს მუშაობდა ქ.ა---––---ში რესტორან ,,რ-----ში’’ ბარმენად, იყო მუშაობის პროცესში, რა დროსაც მისი თანამშრომელი ა-–---------- დ-------ე მივიდა მასთან და უთხრა, რომ რესტორნის საპირფარეშოში ორი ახალგაზრდა სექსით იყო დაკავებული და თანამშრომლებს აღნიშნული ფაქტი არ ესიამოვნათ. მ--–---- ს-------მა კი აუხსნა, რომ მისი საქმე არ იყო და თავი დაენებებინა. მიმტანმა ა-–---------- დ-------ემ დაახურინა ანგარიში საპირფარეშოდან ამოსულ ვ------- ქ-------ეს, რომელიც გარეთ გავიდა. მას უკან გაჰყვნენ ა-–---------- დ-------ე და მეორე მიმტანი ს--- გ--–-–---–ი. მ--–---- ს-------მა იფიქრა რაიმე კონფლიქტს არ ჰქონოდა ადგილი და მას შემდეგ რაც შეასრულა შეკვეთა თავადაც გაჰყვა. რესტორნიდან გარეთ გასულს დახვდა შემდეგი სურათი: ა-–---------- დ-------ესა და ვ------- ქ-------ეს შორის იყო დაძაბული საუბარი, მისვლის პროცესში დაინახა დანის ქნევა, გაიგონა ყვირილის ხმა და დაინახა ა-–---------- დ-------ის დაჭრილი ხელი. ა-–---------- დ-------ემ ჩაუარა გვერდით და გაიქცა, ხოლო ადგილზე დარჩნენ თავად, ს--- გ--–-–---–ი და ვ------- ქ-------ე. იგი მიუახლოვდა ვ------- ქ-------ეს ეუბნებოდა, რომ დანა დაეგდო და დაწყნარებულიყო. თუმცა ახლოს მისვლისთანავე ვ------- ქ-------ემ დაარტყა მას დანა. მან იგრძნო ტკივილი და დაიჩოქა, ვ------- ქ-------ემ გვერდი აუარა და გაიქცა. რაიმე ყვირილს, აგრესიას ვ------- ქ-------ის ან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ხმა არ ამოუღია. გაქცევისას სისხლიანი დანა ხელში ეჭირა, კარგად ახსოვს, რომ ეს იყო რესტორნის დანა, დანა არ გატეხილა, დაიღუნა რომელსაც ასწორებდა, თუმცა არ ფიქრობს, რომ დანას ხელმეორედ დარტყმის მიზნით ასწორებდა. მოკვლის საბაბი არ მიუცია. ვ------- ქ-------ე, რომ მისულიყო და კიდევ დაერტყა დანა, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რადგან დაჭრილი იყო, მისი მოკვლის განზრახვა არ უნდა ჰქონოდა, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მასთან. მას შემდეგ რაც ბრალდებულმა ა-–---------- დ-------ეს მიაყენა ჭრილობა, რომ გაქცეულიყო, მისთვის უნდა აეარა გვერდი, სხვა მხარეს გასაქცევი არ იყო. ვ------- ქ-------ემ, მას შემდეგ რაც დაარტყა დანა შესძლო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. დაჭრილი შეიყვანეს მენეჯერის კაბინეტში, საიდანაც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და გაუკეთდა ოპერაცია.
მოწმე ს--- გ--–-–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2- ა--------ს იმყოფებოდა ქ.ა---––---ში რესტორან ,,რ-----ში’’. თანამშრომლებმა უთხრეს, რომ რესტორნის მამაკაცების საპირფარეშოში მათთვის უცნობი გოგო და ბიჭი სექსით იყვნენ დაკავებულები. ცოტა ხანში დაინახა, რომ საპირფარეშოდან ამოსასვლელ კიბეზე ამოვიდა მისთვის უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, როგორც შემდეგ გაირკვა ვ------- ქ-------ე. იგი გავიდა რესტორნიდან გარეთ, გაჰყვა ა-–---------- დ-------ე, მოგვიანებით მათთან მივიდა ბარმენი მ--–---- ს-------ი, მოხდა შელაპარაკება რასაც მოჰყვა ჩხუბი, ვ------- ქ-------ეს იგი არ იცნობდა, დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს და არც დანა არ დაუნახავს. პირადად მან ჩხუბის მომენტში ფეხი ჩაარტყა ვ------- ქ-------ეს. ჩხუბის დროს პირველი ხელის დარტყმა მათი მხრიდან მოხდა. ვ------- ქ-------ემ რაიმე შეურაცხმყოფილი სიტყვებით მიმართა თუ არა მას და მის თანხმლებ პირებს არ ახსოვს. გამოძიების დროს დაკითხვის ოქმში მითითებულია, თითქოს მან დაინახა, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა რესტორნის დანა, რომლის მოქნევითაც გაუჭრა შარვალი, რაც არ შეეს---მება სინამდვილეს. ასევე არ დაუნახავს, რომ მ--–---- ს-------მა ფეხი ჩაარტყა ვ------- დ-------ეს. დაკითხვის ოქმზე წაუკითხავად მოაწერა ხელი.
მოწმე ა-–---------- დ-------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2- ა--------ს მუშაობდა ქ.ა---––---ში რესტორან ,,რ-----ში’’ მიმტანად, დაახლოებით 18:00 საათზე რესტორანში შევიდა ორი პიროვნება. 30 წუთის შემდეგ აღნიშნული პირები ჩავიდნენ საპიფარეშოში. მოგვიანებით თავადაც ჩავიდა საპირფარეშოში და შეესწრო ფაქტს, რომ საპირფარეშოში მათთვის უცნობი გოგო და ბიჭი სექსით იყვნენ დაკავებულები. ცოტა ხანში ვ------- ქ-------ე დაბრუნდა მაგიდასთან. მან მიუტანა ჩეკი, სთხოვა თანხა გადაეხადა და წასულიყო, ვინაიდან მისი საქციელი არ მოეწონა. უთხრა გარეთ გასულიყვნენ. მან ვ------- ქ-------ეს უთხრა, რომ მსგავსი საქციელი არ შეიძლებოდა, ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა - შეაგინა, საპასუხოდ ხელი შემოარტყა. ვ------- ქ-------ემ ხელი მოუქნია სახის არეში, ხოლო ა-–---------- დ-------ემ ინსტიქტურად აიფარა ხელი. რამოდენიმე წამის შემდეგ დაინახა, რომ ხელზე სისხლი მოსდიოდა. დანას იქნევდა თუ მუშტს არ შუხედავს. სისხლის დანახვით ძალიან აღელდა და მაშინვე ჩქარი ნაბიჯით წავიდა რესტორნისკენ. მ--–---- ს-------ის მოკვლის ხელის შემშლელი გარემოება იქ არ იყო, ვინაიდან მან მ--–---- ს-------ი დატოვა ვ------- ქ-------ის პირისპირ, იქ თუ იყო მათ გარდა კიდევ ვინმე ვერ იხსენებს. ბოლოს მენეჯერის ოთახში ნახა მ--–---- ს-------ი, რომელსაც მუცლის არედან სისხლი მოსდიოდა.
მოწმე მ--- ს-----ემ დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2- ა--------ს მეგობარ ვ------- ქ-------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ.ა---––---ში რესტორან ,,რ-----ში’’, მიირთვეს საჭმელი, ლუდი და ცოტა არაყი, ჩავიდნენ საპირფარეშოში. ამის შემდეგ ჯერ ვ------- ქ-------ე ავიდა ზევით, მან უთხრა, რომ გარეთ დაელოდებოდა. გავიდა გარეთ და არ დახვდა, ძებნა დაუწყო. შემოესმა ჩხუბის ხმა და იმ მხარეს გაემართა, დაინტერესდა რა ხდებოდა. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ვ------- ქ-------ე ნაცემი იყო, ძირს ეგდო, ამბობდა ესენი მომკლავენო. მისი დანახვისას ყველა გაჩერდა, ვ------- ქ-------ე წამოაყენა, ისინი ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ, გაურბოდნენ მათთან ერთად მყოფ პირებს. ჩხუბის მომენტი არ დაუნახავს. მის მეგობარს არაფერი ჰქონია ხელში და არც არაფერი გადაუგდია. მეორე დღეს გაიგო, რომ ერთ-ერთი იმათგანი დაჭრილი ყოფილა და სავადმყოფოში გადაუყვანიათ. გამოძიების დროს დაკითხვის ოქმში წერია, რომ თითქოს მან დაინახა თუ როგორ გადააგდო ვ------- ქ-------ემ მისთვის უცნობი საგანი რ-----ის დასახლების ხიდთან, რაც არ არის სიმართლე, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაკითხვის ოქმს წაუკითხავად მოაწერა ხელი.
მოწმე გ----------------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ.ა---––---ში რ-----ის რესტორანში 2017 წლის 2- ა--------ს დაინახა, რომ მისი თანამშრომელი მ--–---- ს-------ი იჯდა კიბეზე, რომელსაც სისხლი მოსდიოდა მუცლიდან, ჰკითხა რა ხდებოდა მ--–---- ს-------მა უპასუხა, რომ ცუდად იყო, მან მ--–---- ს-------ი მიიყვანა რესტორნის მენეჯერის კაბინეტში.
მოწმე ე--------------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ არის რესტორან ,,რ-----ის’’ მენეჯერი. 2017 წლის 2- ა--------ს იმყოფებოდა სამსახურში, მასთან მივიდა ა-–---------- დ-------ე და უთხრა, რომ საპირფარეშოში ვიღაცეები სექსით იყვნენ დაკავებული. მან უთხრა, რომ არ იყო მისი საქმე, დაენებებინა თავი და გაეგრძელებინა მისი საქმიანობა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ შევიდა მის კაბინეტში უკვე ჭრილობა ჰქონდა ხელზე. ასევე შეიყვანეს მ--–---- ს-------ი, რომელსაც მუცელზე ხელი ჰქონდა მიდებული და სისხლი სდიოდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და მ--–---- ს-------ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ მ--–---- ს-------ს შესაძლოა ოპერაცია დასჭირვებოდა. ჩხუბს დაპირისპირებას ან რაიმე კონფლიქტს არ შესწრებია და არც ხმა გაუგონია.
ეკა ფანჩვიძემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს რესტორან ,,რ-----ში". 2017 წლის 2- ა------ოს იმყოფებოდა რესტორანში მასთან მივიდა მიმტანი ა-–---------- დ-------ე. ხელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. თქვა, რომ დანა დაარტყეს და დაჭრეს, პირადად რაიმე კონფლიქტს არ შესწრებია.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რ---–---------------ემ.
ბრალდებულმა ვ------- ქ-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2- ა--------ს იმყოფებოდა ქ.ა---––---ში რესტორან ,,რ-----ში’’ მ--- ს-----ესთან ერთად, ცოტა ხნის შემდეგ ჩავიდა საპირფარეშოში სადაც შეხვდა მ--- და განმარტოვდნენ ე.წ.კაბინაში. ცოტა ხანში ამოვიდა, სადაც დახვდა მიმტანი ა-–---------- დ-------ე, რომელმაც ჰკითხა მოეწონა თუ არა მისი საქციელი, ვერ მიხვდა რაზე ეკითხებოდა. ა-–---------- დ-------ემ უთხრა გაჰყოლოდა გარეთ და ეტყოდა. გავიდნენ გარეთ რესტორნის უკანა მხარეს. ა-–---------- დ-------ემ უთხრა, რომ შეურაცხყოფილი იყო მისი საქციელით, არასწორად მოიქცა. ა-–---------- დ-------ის გარდა კიდევ ორნი იყვნენ, მათ შორის მ--–---- ს-------ი. ჩხუბი მოუვიდათ. პირველად ა-–---------- დ-------ემ დაარტყა მას ხელი, ხელის დარტყმის მომენტში წაბორძიკდა და წაიქცა, გონება არ დაუკარგავს. ასევე მოხვდა წიხლი, ბინდი გადაეფარა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას სამივე პიროვნება აყენებდა. ფეხებით სცემდნენ, ხვდებოდა წიხლი სხეულის სხვადსხვა ადგილებზე. ძირს წაქცეულმა დაიწყო ხელების ქნევა. ტერიტორია დაუსუფთავებელი იყო და წაქცევისას ხელში მოხვდა რაღაც შემთხვევით ნანახი ბლაგვი საგანი. თავის დაცვის მიზნით იქნევდა ამ საგანს. სამ ადამიანს დაუსხლტა და გამოექცა. მას მიაყენეს დაზიანებები, ჰქონდა ჩაწითლებები ყელის არეში, თითები ჰქონდა გახეხილი და მარცხენა ხელი ჰქონდა გაჭრილი. ხელები და ტანსაცმელი სისხლით არ ჰქონია დასვრილი, მას არავისთვის არ დაურტყავს, სურდა თავი დააეღწია ამ ადამიანებისაგან. მ--–---- ს-------ის მოკვლის ან ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. გამოძიებაში მისცა აღიარებითი ჩვენება, რადგან არ ჰქონდა სათანადო იურიდიული კონსულტაცია გაწეული, მას არ სურდა ვითარების გამწვავება და დაუჯერა პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა არ ეთანხმება გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას.
2017 წლის 27 ა--------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ხ----------–---–ის N1-ში მდებარე რ-----ის ციხის შესასვლელიდან, ვ------- ქ-------ემ მიუთითა ადგილი, საიდანაც შევიდა რ-----ის ციხის ტერიტორიაზე მ--- ს-----ესთან ერთად, შემდგომ მიუთითა გზა, რომლის გავლითაც მივიდნენ რესტორან რ-----ში, შემდგომ მიუთითა ის ადგილი სადაც შეუკვეთა საჭმელი და ალკოჰოლური სასმელები, ბარიდან მარჯვნივ კიბეების ავლით, კიბეების დასრულებისთანავე ხელმარცხნივ შევიდა პირველივე კუპეში, ამის შემდეგ კუპეში მიუთითა ის მაგიდა, რომელზეც ისხდნენ თვითონ და მ--- ს-----ე, ხოლო შემდგომ კონკრეტულად ის ადგილი, სადაც, იჯდა თვითონ და მ--- ს-----ე, ამის შემდგომ მიუთითა კიბეები, რომლის ჩავლითაც ჩავიდა მამაკაცების საპირფარეშოში და კაბინა, რომელშიც მ--- ს-----ესთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, ამის შემდგომ რესტორნის გარეთ მიუთითა ის ადგილი, სადაც ელოდებოდა მისთვის უცნობ მიმტანს, რომელიც ემსახურებოდა მას და უთხრა დაეტოვებინა რესტორანი და ამის შემდგომ მას უთხრა გაჰყოლოდა გარეთ. ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც დანის ქნევით იგერიებდა მიმტანს და მის თანმხლებ ორ ახალგაზრდა ბიჭს, მიუთითა ჩხუბის შემდეგ გაქცევის მარშუტი, როგორ გავიდა მ--- ს-----ესთან ერთად რ-----ის ცენტრალური შესასვლელიდან და როგორ გაეშურა კიბეების ჩავლით რ-----ის ხიდისაკენ, კიბეების ჩავლის შემდგომ მიუთითა ციხისძირის ქუჩაზე, რომლის გავლითაც გავიდნენ თ------–---–ის ქუჩაზე და თ------–---–ის ქუჩის გავლით გავიდნენ ა---------ის გზატკეცილზე, სადაც დაახლოებით 100 მეტრში გზის მარჯვენა მხარეს ბნელ ადგილას გაჩერდნენ და დაელოდნენ ვ------- ქ-------ის მეგობარს შ--–-- დ---–-–-----ეს. ამის შემდგომ გზის მარჯვნივ დაახლოებით 20 მეტრში მიუთითა ის ადგილი, საიდანაც რკინიგზის რელსების მიმართულებით გადააგდო დანა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან ნივთი ამოღებული ვერ იქნა. ექსპერტის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ------- ქ-------ემ არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რომლის ადგილზე შემოწების მიზნითაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ტომი 1; ს.ფ 149-154;
2017 წლის 2- ა--------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ქ.ა---––---, ხ----------–---–ის ქუჩა N1-ში მდებარე რ-----ის ციხის ტერიტორიაზე არსებულ რ-----ის რესტორნის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ა-–---------- დ-------ის მიერ დაფიქსირებული იქნა ის ადგილი, სადაც მისთვის ცნობილი გახდა უცნობი ახალგაზრდა ბიჭის და გოგოს სავარაუდო ინტიმური კავშირი რ-----ის რესტორნის კაცების საპირფარეშოს ერთ-ერთ კუპეში. ა-–---------- დ-------ემ მიუთითა იმ ადგილზე სადაც არის რესტორნის ბარი, სადაც მიიღო მისთვის უცნობი ახალგაზრდა გოგოს და ბიჭის სუფრის ანგარიში და ანგარიში მიიტანა კუპეში, სადაც იჯდა მარტო ბიჭი. აღნიშნული კუპე იყო 10 კაციანი. ა-–---------- დ-------ის მიერ მითითებული იქნა ის ადგილი სადაც ისხდნენ მისთვის უცნობი გოგო და ბიჭი, ბიჭი იჯდა ექსპერტის მიერ დანომრილ N1 ადგილზე და გოგო იჯდა ექსპერტის მიერ დანომრილ N2 ადგილზე. ქვითრის გადახდის შემდგომ მან უთხრა უცნობ ახალგაზრდა ბიჭს, რომ დაეტოვებინა რესტორანი. ამის შემდეგ ა-–---------- დ-------ე ჩავიდა ადმინისტრაციის ოთახში თანხის გადასახდელად, აღნიშნულის შემდეგ მიუთითა ადგილი, სადაც მას დაუძახა მისთვის უცნობმა ახალგაზრადა მამაკაცმა. ასევე აჩვენა ის ადგილი სადაც მას მისთვის უცნობმა მამაკაცმა ბასრი საგნით გაუჭრა მარცხენა ხელის კუნთი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა რესტორნის კუპიდან N1 ადგილიდან არაყის პატარა ჭიქა, ერთი ცალი დიდი ჭიქა, ერთი ცალი ჩანგალი, ერთი ცალი ლუდის კათხა, ერთი ცალი ბოთლი წარწერით ჭაჭა შიგნით მოთავსებული გამჭირვალე სითხით. ორი ცალი თეფში დალუქული იქნა ერთ პაკეტში, ხოლო მაგიდაზე N2 ადგილიდან ამოღებული იქნა ჩანგალი, სუფრის დანა ერთი ცალი, პატარა ჭიქა ერთი ცალი, დიდი ჭიქა ორი ცალი, თეფში და ერთი ცალი ცარიელი 0.5 ლ კოკა-კოლას პლასმასის ბოთლი, რომელიც დაილუქა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ზემოაღნიშნული მაგიდაზე არსებული საფერფლიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, რომელიც დაილუქა ლუქით. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც ერთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს. ტომი 1; ს.ფ 12--146;
2017 წლის 2- ა--------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ა---––--- ხ----------–---–ის ქუჩა N1-ში და წარმოადგენს რ-----ის ციხის ტერიტორიას, აღნიშნულ ადგილას გასასვლელია რ-----ის ციხის ცენტრალური შესასვლელიდან დასავლეთის მხარეს არსებული გზით, ქვის კიბეების მეშვეობით ადიან შემთხვევის ადგილას. შემთხვევის ადგილს დასავლეთ მხრიდან ესაზღვრება კოშკი, რასაც გააჩნია ქვის საფეხურებიანი კიბე, შემთხვევის ადგილას სამხრეთ მხრიდან ესაზღვრება რესტორან ,,გ---–---- თ-----ს’’ შენობა-ნაგებობა, ხოლო ჩრდილოეთ მხრიდან ესაზღვრება რესტორანი ,,რ-----ი“. აღმოსავლეთით ესაზღვრება შემთხვევის ადგილზე მისასვლელი გზა. შემთხვევის ადგილის იატაკი მოპირკეთებულია ქვის ფილებით, ასევე შემთხვევის ადგილზე მისასვლელი გზაც და კიბეებიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კოშკზე ასასვლელი კიბეებთან ქვის ფილებზე აღინიშნება სისხლისმაგვარი კვლები, რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა N1-ით. N2-ით დაინომრა კიბეებამდე მისასვლელი ქვით მოპირკეთებული ადგილი, სადაც ასევე აღინიშნება სისხლის მაგვარი ლაქები კიბეების დასრულების შემდეგ დაბლა ქვით მოპირკეთებულ ფილებზე, ასევე აღინიშნება სისხლის მაგვარი კვალი, რომელიც დაინომრა N3-ით. N4-ით დაინომრა რესტორან რ-----ის შესასვლელი კარის წინ არსებულ ფილებზე მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც ექსპერტის მიერ გადატანილი იქნა ჩხირებზე, რომლებიც მოთავსებული იქნა ოთხ ყუთში და დაილუქა ლუქით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სისხლის მაგვარი ლაქების გარდა საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი, ნივთი ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათი, რომელიც ერთვის ოქმს. ტომი 1; ს.ფ 6-21;
2017 წლის 2- ა--------ს ამოღების ოქმის თანახმად, კლინიკა ი-----ს ექთან ნ---–------–---–-საგან ამოღებული იქნა მ--–---- ს-------ის ტანსაცმელი, შავი ფერის ჯინსის მატერიის შარვალი ელვა შესაკრავით, შავი ფერის ტყავის ქამარი, ასევე ამოღებული იქნა ჭრელი თეთრი ღილებით შესაკრავი პერანგი, პერანგს წინა მარჯვენა მხარეზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის დიდი ზომის ლაქები, მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა მცირე ზომის მოწითალო ფერის ლაქები. ასევე, აღნიშნულ პერანგს დაბლიდან მეორე შესაკრავ ღილის მარჯვნივ დაახლოებით 5 სანტიმეტრში აღენიშნებოდა დაახლოებით ერთი სანტიმეტრი სიგრძის დაზიანება. აღნიშნული ტანსაცმელი ექსპერტის მიერ დაილუქა ერთ ფუთად. ტომი 1; ს.ფ 33-41;
2017 წლის 27 ა--------ს ამოღების ოქმის თანახმად, ქ.ა---––--- მ----------ის ქუჩა N18-ში მცხოვრებ მ-----ი ქ-------ისაგან ამოღებული იქნა მისი შვილის ვ------- ქ-------ის ტანსაცმელი, კერძოდ, ერთი ცალი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს შიგნიდან ჰქონდა იარლიყი წარწერით 30-3მ, ერთი ცალი შავი თეთრი ზოლებში მოკლეკლავიანი მაისური იარლიყზე წარწერით ,,M-------------- X’’, ამოღებული ტანსაცმელი ექსპერტის მიერ დაილუქა, გადაღებული იქნა სურათები, რომელიც ერთვის ოქმს. ტომი 1; ს.ფ 48-55;
სასამართლო სხდომაზე მ----- ქ-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ადასტურებს ამოღების ოქმის სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
2017 წლის 28 ა--------ს სასამართლო-სამედიცინო N4--/05/9-- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ა---––--ის კლინიკა ,,ი-----ს’’ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N4858-ის მიხედვით მ--–---- ს-------ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა განივი კოლინჯის, ღვიძლის და დიდი ბადექონის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ტომი 2; ს.ფ 80-83;
2017 წლის 28 ა------ოს სასამართლო-სამედიცინო N4--/05/9-- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ა---––--ის კლინიკა ,,ი-----’’-ს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N4----ის მიხედვით ა-–---------- დ-------ეს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის არეში ნაკვეთი ჭრილობა კუნთების დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო; ტომი 2; ს.ფ 78-79;
2017 წლის 28 ა------ოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 468/05/9-3 დასკვნის თანახმად, ვ------- ქ-------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის თითებისა და მარცხენა მტევნის არეში ნაჭდევები, სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა მარცხენა მტევნის მეორე თითის შუა ფალანგის არეში. აღნიშნული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ტ.2, ს.ფ.73-75.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და მათზე თავისი ხელმოწერა.
2017 წლის 16 ოქტომბრის ბიოლოგიური, გენეტიკური, სეროლოგიური N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: ,,...1 ცალი ჩანგალი, 1 ცალი შუშის გამჭირვალე ბოთლი უფერო სითხით, 1 ცალი შუშის გამჭირვალე ჭიქა 1 ცალი ლუდის კათხა, 2 ცალი თეფში...’’ მოთავსებულ ბოთლზე არსებულ ბიომასალის, შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაიმფორმატიულია;
მინის კათხაზე (ობ N2) მინის ჭიქაზე (ობ.N3) ჩანგალსა (ობ.N4) და თეფშზე (ობ.N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ვ------- ქ-------ის (ობ.N32), პაკეტი წარწერით: ,,... ვ------- ქ-------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...), გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე თეფშზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ.N19-ის, მ--–---- ს-------ის (ობ.N29, პაკეტში წარწერით; ,,...მ--–---- ს-------ის სისხლის ნიმუში..’’ ა-–---------- დ-------ის (ობ.N30; პაკეტი, წარწერით; ,,..ალ დ-------ის სისხლის ნიმუში’’) და ვ------- ქ-------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილებისაგან.
პაკეტში წარწერით: ,,...2 ცალი შუშის გამჭირვალე ჭიქა 1 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, 1 ცალი დანა, 1 ცალი ჩანგალი...’’ მოთავსებულ ბოთლზე (ობ. N7), ჩანგალზე (ობ N10), დანასა (ობ. N11) და ერთ-ერთ თეფშზე (ობ.N12) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მ--- ს-----ის (ობ.N30, პაკეტი, წარწერით: ,,...მ--- ს-----ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში’’) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
პაკეტში მოთავსებულ ერთ-ერთ მინის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N9) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული ძირითადი წილი მ--- ს-----ის (ობ.N31), ხოლო მინორული წილი ვ------- ქ-------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
პაკეტში მოთავსებულ მეორე მინის ჭიქაზე (ობ N8) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში მოთავსებულ მეორე თეფშზე არსებული ბიომასალის (ობ.N 13) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება მ--- ს-----ის (ობ.N31) გენეტიკური პროფილისაგან;
პაკეტში წარწერით: ,,....სიგარეტის ნამწვი...’’ მოთავსებულ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N 14) გენეტიკური პროფილი და ვ------- ქ-------ის (ობ. N32) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
პაკეტში წარწერით: ,,...მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები 4 პაკეტად...’’ მოთავსებულ N1, N2, N3 და N4 ნიშნულებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ.N 15-18) წარმოადგენს ადამიანის სისხლის ობ N15-17-ის პროფილი ა-–---------- დ-------ის (ობ.N 30), ხოლო ობ N18-ის გენეტიკური პროფილი მ--–---- ს-------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
პაკეტში წარწერით: ,,... ს--- გ--–-–---–ის 1 ცალი ჯინსის შარვალი ...’’ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N19,20) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ N19-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ.N6-ის, მ--–---- ს-------ის (ობ N29), ა-–---------- დ-------ის (ობ.N30) და ვ------- ქ-------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილებისაგან ობ.N20-ის შერეული პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და მ--–---- ს-------ის (ობ.N29) გენეტიკური პროფილი იდენტურია ობ N20-ის გენეტიკურ პროფილში ობ N6,13,19-ის, ა-–---------- დ-------ის (ობ.N30), მ--- ს-----ისა (ობ.N31) და ვ------- ქ-------ის (ობ.N32) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით: ,,.... ა-–---------- დ-------ის 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის მაისური...’’ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N21,22) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N21,22-ის გენეტიკური პროფილი და ა-–---------- დ-------ის (ობ.N30) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
პაკეტში წარწერით: ,,ვ------- ქ-------ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალსა (ობ.N23,24) და მაისურზე (ობ.N2-) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობN23-2--ის გენეტიკური პროფილი და ვ------- ქ-------ის (ობ.N32) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
პაკეტში წარწერით: ,,...მ--–---- ა-------ს ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალზე (ობN26) და პერანგზე (ობ.N27, 28) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობ N26-28-ის გენეტიკური პროფილი და მ--–---- ს-------ის (ობ.N29) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ტომი 2; ს.ფ 204-214;
2017 წლის 27 ა------ოს ვ------- ქ-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ------- ქ-------ე დაკავებული იქნა 2017 წლის 27ა------ოს 13:40 საათზე, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თეთრი ფერის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი. ტომი 1; ს.ფ 222-226;
სასამართლო სხდომაზე თ----------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მან ვ------- ქ-------ის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა, ადასტურებს დაკავების ოქმის სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
ბ-----------–-–---–მა და ლ------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებების სისწორე.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 2-9-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით დანაშაულს წარმოადგენს განზრახ მკვლელობა ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ვ------- ქ-------ეს ბრალი ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ვ------- ქ-------ის მიმართ 19.108-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვ------- ქ-------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას.
მოცემულ კონრეტულ შემთხვევაში მ--–---- ს-------ის სხეულის დაზიანების ნაწილში ყველაზე დეტალურ განმარტებას იძლევა თავად დაზარალებული. მისი ჩვენება არ ეწინააღმდეგება გამოკვლეულ სხვა მტიცებულებებს. საქმის განხილვით დადგენილია, რომ ურთიერთობის გასარკვევად რესტორნიდან პირველი გამოვიდა ვ------- ქ-------ე, რომელიც იქვე არსებულ კიბეზე ჩამომჯდარი ელოდებოდა ა-–---------- დ-------ეს, რომელმაც იგი გარეთ გაიხმო. მასთან მისვლის შემდეგ ა-–---------- დ-------ეს ვ------- ქ-------ესთან მოუვიდათ შელაპარაება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის. თავად მ--–---- ს-------ი გარეთ გავიდა მოგვიანებით, მას შემდეგ რაც შეასრულა შეკვეთა და ჩამოასხა რამოდენიმე კათხა ლუდი, იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს რაიმე უსიამოვნება არ შემთხვეოდათ. მან შემთხვევის ადგილთან მიახლოების მომენტში დაინახა თუ როგორ მოუქნია დანა ვ------- ქ-------ემ ა-–---------- დ-------ეს, რომელმაც უმალვე გვერდით ჩაუარა და სისხლიანი ხელით გაიქცა რესტორნის შესასვლელის მიმართულებით. ამის დანახვაზე მ--–---- ს-------მა გადაწყვიტა ვ------- ქ-------ის დამშვიდება და დანის გამორთმევა, შემთხვევის ადგილზე მყოფი ს--- გ--–-–---–ის დასაცავად. ამ მიზნით ნელი სვლით უახლოვდებოდა ბრალდებულს და მშვიდი ტონით მიმართავდა, რომ დამშვიდებულიყო და დაეგდო დანა. მ--–---- ს-------მა განმარტა, რომ ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემთხვევაში მის გვერდით უნდა ჩაეარა, რადგან იგი გასასვლელში იდგა. ბუნებრივია კონფლიქტის და ა-–---------- დ-------ისათვის სხეულის დაზიანების მიყენების შემდეგ ბრალდებულს სურდა შემთხვევის ადგილიდან წასვლა, ხოლო გასასვლელში იმყოფებოდა მ--–---- ს-------ი, რომელიც დამშვიდებასა და დანის გადაგდებისაკენ მოუწოდებდა. ბრალდებულის მიერ დანის გამოყენებით მ--–---- ს-------ისათვის სხეულის დაზიანების მიყენებას ჰქონდა ერთად-ერთი მიზანი - მისცემოდა შესაძლებლობა გასცლოდა შემთხვევის ადგილს რასაც შესძლებდა დაზარალებულის მოკვლის გარეშეც. ბრალდებულმა მ--–---- ს-------ს მიაყენა ჭრილობა მუცლის არეში, რის გამოც იგი ჩაიკეცა, ხოლო ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა დაზარალებულისათვის მიეყენებინა სხვა დაზიანებაც რათა მოკვლის განზრახვის შემთხვევაში განზრახვა მოეყვანა სისრულეში, მაგრამ იგი გაეცალა შემთხვევის ადგილს.
ბრალდების მიხედვით ქ.ა---––---ში რ-----ის ციხის ტერიტორიაზე მყოფმა ვ------- ქ-------ემ სრულიად უმიზეზოდ მ--–---- ს-------ს მოკვლის განზრახვით დაარტყა დანა მუცლის არეში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ვ------- ქ-------ე მოქმედებდა მ--–---- ს-------ის მოკვლის განზრახვით. თავისთავად პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არსებული ჩანაწერი ,,სრულიად უმიზეზოდ" მიუთითებს მოტივის არ არსებობაზე და გამორიცხავს მ--–---- ს-------ის მოკვლის განზრახვას.
სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის N322აპ-15 განაჩენში განვითარებულ მსჯელობას : ,,საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლ. გ-ა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, მიიღო 2014 წლის 1 ა--------ს, ე. ს-ს მიერ დანის დარტყმით. გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ დასტურდება ე. ს-ს განზრახი ქმედება, მიმართული ლ. გ-ს სიცოცხლის მოსპობისაკენ და ხაზს უსვამს როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე. კერძოდ, ლ. გ-ა და ე. ს-ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი მხარე თავად დაზარალებულია. მან პირველმა დაარტყა ხელი ბრალდებულს და ამ დარტყმების შედეგად ე. ს-ი დაეცა, ხოლო ლ. გ-ა ფეხებით განაგრძო მისი ცემა. მოწმეების - თ. მ-ა და ნ. ბ-ს ჩვენებებით, დანის დარტყმის შემდეგ, ე-ს დანა ისევ ხელში ეჭირა და როდესაც ლ. გავიდა, მან დანა ძირს დააგდო. ე. ს-ს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მეორედ დაერტყა მისთვის დანა. ამასთან, საკასაციო პალატა აანალიზებს რა ე. ს-ს მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე მიცემულ განმარტებას, მიაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც ნ. ბ-ი მათ აშველებდა, დაზარალებულს ხელი შეუშალა ე. ს-ს ცემაში და ცდილობდა მის შეჩერებას, ე. ს-ა შეძლო ადგომა მაგიდაზე დაყრდნობით. ასევე წამოდგა დაზარალებულიც, რომელმაც შეწყვიტა ე. ს-ს ცემა და იდგა მის პირისპირ მოკლე მანძილზე. ე. ს-ა, რომელიც ზურგით დადგა დაზარალებულისაკენ, მაგიდიდან აიღო დანა და, დაზარალებულზე გაბრაზებულმა, დანა მოუქნია არაკონკრეტიზებული განზრახვით, რათა მისთვის მიეყენებინა დაზიანება და არა მოეკლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულისთვის ხელი არაფერს შეუშლია, მეორედ დაერტყა დანა დაზარალებულისათვის ან სწრაფად ემოქმედა, დადევნებოდა დაჭრილ დაზარალებულს და თუნდაც სადარბაზოში ან მიმდებარე ტერიტორიაზე სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა, აღნიშნულზე ასევე მიუთითებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით დაზარალებულისათვის დაზიანება მიყენებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარში.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე. ს-ს ლ. გ-ს განზრახ მოკვლისათვის ფაქტობრივად არ გააჩნდა საბაბი. იგი შემთხვევის დღეს პირველად შეხვდა ლ. გ-ს. რომ არა ლ. გ-ს აქტიურობა, მომხდარ ინციდენტს ადგილიც არ ექნებოდა.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ე. ს-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება არ წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას და არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს. "
გარდა ზემოაღნიშნულისა უზენაესი სასამართლო განმარტავს (განაჩენი №227აპ-16 , 29 სექტემბერი, 2016 წელი): ,,საკაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია: ანუ ლ. მ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას, თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. "
განსახილველ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად ვერ დასტურდა დაზარალებულ მ--–---- ს-------სა და ვ------- ქ-------ეს შორის რაიმე დაპირიდპირების არსებობა, რაც ბრალდებულისათვის დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობას დაადასტურებდა. შესაბამისად, ვერ მოხდება ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, შესაბამისად, იგი უნდა გამართლდეს.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ბრალდებულის მიერ მ--–---- ს-------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტურ შემადგენლობას იძლევა.
მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ქმედებაში; ბ) მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის. მოცემულ შემთხვევაში ვ------- ქ-------ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია მართლსაწინააღმდეგო შედეგთან, კერძოდ, მ--–---- ს-------ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ვ------- ქ-------ემ 2017 წლის 2- ა--------ს საღამოს საათებში ქ.ა---––---ში რ-----ის ციხის ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ა-–---------- დ-------ეს, რის შემდეგაც ფაქტის შემსწრე მ--–---- ს-------ი ცდილობდა რა ბრალდებულის დამშვიდებას და დანის გამორთმევას, ამავე დროს იდგა გასასვლელში და ხელს უშლიდა დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, დანის მუცლის არეში დარტყმით მ--–---- ს-------ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მ--–---- ს-------მა იგრძნო ტკივილი და დაიჩოქა, ამის შემდეგ ვ------- ქ-------ე შემთხვევის ადგილს გაეცალა. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმ ნაწილში, რომ ვ------- ქ-------ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას, (ხელყოფას). ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად. დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს ერთის მხრივ ვ------- ქ-------ესა და მეორეს მხრივ ა-–---------- დ-------ესა და ს--- გ--–-–---–ს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. მას შემდეგ, რაც ვ------- ქ-------ემ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ა-–---------- დ-------ემ მსუბუქად მიარტყა ხელი სახის არეში, ხოლო ს--- გ--–-–---–მა ბრალდებულს დაარტყა წიხლი. ბრალდებული განმარტავს, რომ იგი წააქციეს და სცემდნენ ხელებითა და ფეხებით. რის გამოც იგი იძულებული იყო თავის დაცვის მიზნით მოექნია იქვე დაგდებული ე.წ. ბლაგვი საგანი, რითიც განზრახვის გარეშე დაზიანებები მიაყენა დაზარალებულებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ამ განმარტებას, რადგან მისთვის სამი ადამიანის მიერ სხეულის დაზიანების მიყენება არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებით და არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით, რომლითაც დგინდება, რომ ვ------- ქ-------ეს აღენიშნება დაზიანებები მხოლოდ მარჯვენა მტევნის თითებისა და მარცხენა მტევნის არეში ნაჭდევების სახით, ხოლო მარცხენა მტევნის მეორე თითის შუა ფალანგის არეში სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა. ბრალდებულის ჩვენებას ნაწილობრივ ადასტურებს მოწმე მ--- ს-----ის ჩვენება, რომელიც ასევე სასამართლოს შეფასებით მიკერძოებულია ბრალდებულთან არსებული ახლო მეგობრული დამოკიდებულების გამო. მოწმე ს--- გ--–-–---–ი და დაზარალებული ა-–---------- დ-------ე არ აღწერენ მ--–---- ს-------ის რაიმე მოქმედებას კონფლიქტის დროს. თავად მ--–---- ს-------ი კი მიუთითებს, რომ მან ა-–---------- დ-------ის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა მათთან მიახლოების მომენტში და სურდა ბრალებულის დამშვიდება. შესაბამისად, ვ------- ქ-------ის მხრიდან გამოყენებული ,,თავის დაცვის" საშუალება არ იყო პროპორციული არსებულ საფრთხესთან, ამასთან, ბრალდებულსა და დაზარალებულ მ--–---- ს-------ს შორის არ დგინდება არანაირი ურთიერთობა, რის გამოც ადგილი ვერ ექნებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით ასევე არ დასტურდება ბრალდებულის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა ქმედების ჩადენის დროს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა სავარაუდოდ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი რესტორანში ყოფნის დროს არ იძლევა იმის უტყუარად მტკიცების საფუძველს, რომ ბრალდებული იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი დგინდება სპეციალური კვლევის შედეგად რაც არ ჩატარებულა.
5. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ა-–---------- დ-------ის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. 2017 წლის 28 ა------ოს სასამართლო-სამედიცინო N4--/05/9-- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ა---––--ის კლინიკა ,,ი-----’’-ს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N4----ის მიხედვით ა-–---------- დ-------ეს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის არეში ნაკვეთი ჭრილობა კუნთების დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე დაზარალებულის და ამ ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ვ------- ქ-------ემ ა-–---------- დ-------ეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ქ-------ემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ვ------- ქ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ვ------- ქ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
7. სასჯელის დასაბუთება:
ვ------- ქ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ვ------- ქ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------- ქ-------ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდგომი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვ------- ქ-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შეს---მისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნოებიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ------- ქ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების დაცვის აუცილებლობიდან და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ვ------- ქ-------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 06 თვის ვადით; ასევე ვ------- ქ-------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ------- ქ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით;
8. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები
- მ--- ს-----ის ნერწყვის ნიმუში, ვ------- ქ-------ის ნერწყვის ნიმუში, ა-–---------- დ-------ის სისხლის ნიმუში, მ--–---- ს-------ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, სიგარეტის ნამწვი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ვ------- ქ-------ის თითის ანაბეჭდები, მ--- ს-----ის თითის ანაბეჭდები, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- ორი ცალი შუშის ჭიქა, ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, ერთი ცალი დანა, ერთი ცალი ჩანგალი ერთ ფუთად, ასევე ერთი ცალი ჩანგალი, ერთი ცალი შუშის ბოთლი, ერთი ცალი შუშის ჭიქა, ერთი ცალი ლუდის კათხა, ორი ცალი თეფში, ასევე ერთ ფუთად დაუბრუნდეს მის მფლობელს ეკატერინე ბახტურიძეს;
- მ--–---- ს-------ის, ა-–---------- დ-------ისა და ს--- გ--–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით;
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- ქ-------ე (პ/ნ 4----------) საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
2. ვ------- ქ-------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით;
- ვ------- ქ-------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ------- ქ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით;
3. ვ------- ქ-------ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 27 ა------ოდან;
4. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - მ--- ს-----ის ნერწყვის ნიმუში, ვ------- ქ-------ის ნერწყვის ნიმუში, ა-–---------- დ-------ის სისხლის ნიმუში, მ--–---- ს-------ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, სიგარეტის ნამწვი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ვ------- ქ-------ის თითის ანაბეჭდები, მ--- ს-----ის თითის ანაბეჭდები, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- ორი ცალი შუშის ჭიქა, ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, ერთი ცალი დანა, ერთი ცალი ჩანგალი ერთ ფუთად, ასევე ერთი ცალი ჩანგალი, ერთი ცალი შუშის ბოთლი, ერთი ცალი შუშის ჭიქა, ერთი ცალი ლუდის კათხა, ორი ცალი თეფში, ასევე ერთ ფუთად დაუბრუნდეს მის მფლობელს ეკატერინე ბახტურიძეს;
- მ--–---- ს-------ის, ა-–---------- დ-------ისა და ს--- გ--–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ა---––---, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი