განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2018
საქმის ნომერი
340100118002349576
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002349576

№1/66-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ელ--- რუ--------ის

ადვოკატ - ლა-–- ჯა--–---–ის

თარჯიმან - ნა---- ვე-–---ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ელ--- რუ--------ი

მამის სახელი: ილ---

დაბადებული: 3--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი გა-----–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი გა-----–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

კვალიფიკაცია: ელ--- რუ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, „საზოგადოებრივი ცენტრის“ შენობაში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ელ--- რუ--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნა--- ზი-------ას კუთვნილ, 180 ლარ ფულად თანხას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას.

 

ელ--- რუ--------ი 2018 წლის 29 იანვარს 19:35 საათზე დააკავეს და 2018 წლის 30 იანვარს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, „საზოგადოებრივი ცენტრის“ შენობაში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ელ--- რუ--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნა--- ზი-------ას კუთვნილ, 180 ლარ ფულად თანხას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: დაზარალებულ ნა--- ზი-------ას, ნა----- ბა--------ის, გი------ კო---–---ის, ილ--- რუ--------ის, აკ--- ჭა---–---–ის, ბრალდებულ ელ--- რუ--------ის ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, „საზოგადოებრივი ცენტრის“ შენობაში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან, ელ--- რუ--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნა--- ზი-------ას კუთვნილ, 180 ლარ ფულად თანხას.

 

ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ--- რუ--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: დაზარალებულ ნა--- ზი-------ას, ნა----- ბა--------ის, გი------ კო---–---ის, ილ--- რუ--------ის, აკ--- ჭა---–---–ის, ბრალდებულ ელ--- რუ--------ის ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ელ--- რუ--------მა ნა--- ზი-------ას მიაყენა 180 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ--- რუ--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ჩადენილი არაერთგზის

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: ილ--- რუ--------ის, ბრალდებულ ელ--- რუ--------ის ჩვენებებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის და ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენებით, ნასამართლობის ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2014 წლის 25 თებერვლის და 2015 წლის 23 იანვარის განაჩენებით ელ--- რუ--------ი ნასამართლევია ქურდობისათვის.

 

არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

ამასთან, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ელ--- რუ--------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ--- რუ--------მა ჩაიდინა ქურდობა, არაერთგზის.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ--- რუ--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ელ--- რუ--------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ელ--- რუ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ელ--- რუ--------ი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის ქურდობის ჩადენისათვის.

 

მის მიერ ახალი დანაშაული ჩადენილია, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებით, რომლის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოიცავს ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ამიტომ ელ--- რუ--------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში..

 

ამასთან, ელ--- რუ--------თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ელ--- რუ--------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ხუთი წელი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ელ--- რუ--------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ელ--- რუ--------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ელ--- რუ--------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 23 (ოცდასამი) დღე. საბოლოოდ, ელ--- რუ--------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მსჯავრდებულ ელ--- რუ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 იანვრის 19:35 საათიდან.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი