განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100117002129657
N1/274-17
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
28 მაისი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----- გ---–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ------ ბ----–---–ი
ბრალდებული: თ-------- რ------ე
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ.თელავი, ა-–----ის გამზირი N34, ბინა N48
მცხოვრები: ქ.თელავი, ა-–----ის გამზირი N34, ბინა N48
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - კერძო მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს კერძო მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ეპიზოდი (2017 წლის 05 სექტემბერი):
1. 2017 წლის 05 სექტემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა თ-------- რ------ემ თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მცხოვრებ თ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის მიმართ. კერძოდ, თ-------- რ------ე ცდილობდა ძალის გამოყენებით თ-----------–---–ისა და ბ--–-------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლას, რა დროსაც მის შეჩერებას ცდილობდა თ-----------–---–ი. თ-------- რ------ემ მაინც მოახერხა ეზოში შესვლა და თ-----------–---–ს თავში ჩაარტყა მეტალის ბლაგვი საგანი, ამის შემდეგ ხელი ჰკრა მას და კედელზე მიანარცხა. თ-------- რ------ის ქმედების შედეგად თ-----------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
კერძო მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ეპიზოდი (2017 წლის 05 სექტემბერი):
2. 2017 წლის 05 სექტემბერს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა თ-------- რ------ემ თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მცხოვრებ ბ--–-------–--ეს მისი სახლის მახლობლად, ქუჩაში მიაყენა შეურაცხყოფა. კონფლიტქის განმუხტვის მიზნით, ბ--–-------–--ე შევიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თუმცა თ-------- რ------ე ბ--–-------–--ის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ეზოში და აგრძელებდა მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ--–-------–--ის დასახმარებლად საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა ბ--–-------–--ის დედა თ-----------–---–ი და მისი ვაჟი ო-----------------–---–ი. თ-------- რ------ემ დატოვა ბ--–-------–--ის სახლის ტერიტორია, თუმცა ქუჩიდან აგრძელებდა სიცოხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, ასევე ქვებსა და სამშენებლო მასალებს ისროდა ბ--–-------–--ისა და თ-----------–---–ის მიმართულებით და ძალის გამოყენებით ცდილობა მათი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე შესვლას. თ-------- რ------ემ თ-----------–---–ზე ძალადობის გზით მოახერხა თ-----------–---–ისა და ბ--–-------–--ის კერძო მფლობელობაში უკანონო შესვლა. რა დროსაც თ-----------–---–ის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ამ უკანასკნელს თავში ჩაარტყა მეტალის ბლაგვი საგანი. თ-------- რ------ის ქმედების შედეგად თ-----------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
მუქარის ეპიზოდი (2017 წლის 05 სექტემბერი):
3. 2017 წლის 05 სექტემბერს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა თ-------- რ------ემ თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მცხოვრებ ბ--–-------–--ეს მისი სახლის მახლობლად, ქუჩაში მიაყენა შეურაცხყოფა. კონფლიტქის განმუხტვის მიზნით ბ--–-------–--ე შევიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თუმცა თ-------- რ------ე ბ--–-------–--ის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ეზოში და აგრძელებდა მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ--–-------–--ის დასახმარებლად საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა ბ--–-------–--ის დედა თ-----------–---–ი და მისი ვაჟი ო-----------------–---–ი. თ-------- რ------ემ დატოვა ბ--–-------–--ის სახლის ტერიტორია, თუმცა ქუჩიდან აგრძელებდა სიცოხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, ასევე ქვებსა და სამშენებლო მასალებს ისროდა ბ--–-------–--ისა და თ-----------–---–ის მიმართულებით. თორნკე რ------ის მუქარამ მის ქმედებებთან ერთობლიობაში ბ--–-------–--ესა და თ-----------–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ეპიზოდი (2017 წლის 22 თებერვალი):
4. 2017 წლის 22 თებერვალს, თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თ-------- რ------ემ ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა--------------ეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა--------------ეს აღენიშნება თავის ტრავმა, სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ექსკორაციები სახის არეში, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ძალადობის ეპიზოდი (2017 წლის 22 თებერვალი):
5. 2017 წლის 22 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თ-------- რ------ემ თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ-–------------ს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
6. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეები გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ თ-------- რ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დაკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ-------- რ------ემ ჩაიდინ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
7. მანვე ჩაიდინა კერძო მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს კერძო მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
8. მან ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
9. მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
10. მან ასევე ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. სასამართლოს ბრალდებულ თ-------- რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
13. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ თ-------- რ------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
14. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები თ-------- რ------ემ ჩაიდინა არასრულწლოვანების პერიოდში, ამიტომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს კანონით „არასრულწლოვანთა მართალმსაჯულების კოდექსით“, დადგენილი წესით, რომლის 68-ე მუხლის თანახმად „არასრულწლოვანს ჯარიმა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან.“ აქედან გამომდინარე, თ-------- რ------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახით, საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართალმსაჯულების კოდექსის“ 76-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულზე სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40(ორმოცი) საათი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „არასრულწლოვანთა მართალმსაჯულების კოდექსით“,დ ა ა დ გ ი ნ ა:
15. თ-------- რ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.
16. თ-------- რ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.
17. თ-------- რ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
18. თ-------- რ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით, საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართალმსაჯულების კოდექსის“ 76-ე მუხლის საფუძველზე, დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულზე სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40(ორმოცი) საათი.
19. თ-------- რ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით, საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართალმსაჯულების კოდექსის“ 76-ე მუხლის საფუძველზე, დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40(ორმოცი) საათი.
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------- რ------ეს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.
21. თ-------- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას, თ-------- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ ელენე რ------ის (პირადი N20001047871) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს - თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში, ქუჩა 20, ბინა N28ა, საკადასტრო კოდი: 53.07.45.050.
22. თ-------- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 12 სექტემბრიდან 2017 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.
23. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, დალუქული FCD 831583 პაკეტში, ვ-–------------ის სისხლის ნიმუში, თ-------- რ------ის სისხლის ნიმუში, ა--------------ის სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
24. ვ-–------------ის ტანსაცმელი - სვიტერი, ქამარი, ჯინსის შარვალი; ა--------------ის ტანსაცმელი - სპორტული მოსასხამი, შარვალი; თ-------- რ------ის ქურთული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
25. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთებიდან - რკინის ფინჯანი, რბილი ნივთი მოწითალო ფერის ლაქებით და ნაქსოვი ქუდი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო მოწითალო ფერის ლაქა, მოაჯირზე არსებული მოწითალო ლაქა და მიწაზე ნანახი მოწითალო ფერის ლაქა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
26. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
27. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური