გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2018
საქმის ნომერი
340210015001202238
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან, მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210015001202238

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.05.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე ნა----–-- ტა--------–--ლი, ეკ--------- ბი–----–--ლი, ლა------ ბი–----–--ლი,მოსარჩელის წარმომადგენელი თ----------------–-,მოპასუხე მა-–---- ბი–----–--ლი,მოპასუხის წარმომადგენელი ნ-----–----–----–---–-,მოპასუხე ივ--- რუ--ე,მოპასუხის წარმომადგენელი მ-----–-------–---, გ--------–---–---–-

მესამე პირი ცი--–- იმ----–--ლი,დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; თანამესაკუთრედ ცნობა; ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელეები ცნობილი იქნენ უძრავი ნივთის, მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შა–---ი, ს/კ 51.04.61.0--, თითოეული ¼ ნაწილის თანამესაკუთრედ, მა-–---- ბი–----–--ლთან ერთად.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2009 წლის 19 მაისს ნოტარიუს ცი--–- იმ----–--ლის მიერ მა-–----ი ბი–----–--ლის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო აქტის რეესტრში რეგისტრაციის #090116--- , ნაწილობრივ , ¾ ნაწილში ;

1.3. ყადაღის აქტიდან ამოირიცხოს გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე უძრავი ნივთი, ს/კ 51.04.61.0--, ეკ--------- ბი–----–--ლის, ნა----–-- ტა--------–--ლის და ლა------ ტა--------–--ლის კუთვნილი ¾ ნაწილი

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელეებმა წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვეს 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის რაიონის ნოტარიუსის ცი--–- იმ----–--ლის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მა-–---- ბი–----–--ლთან ერთად სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული ეკ--------- ბი–----–--ლის, როგორც ლე--- ბი–----–--ლის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, თანასაკუთრების უფლება, ასევე მოსარჩელეების, როგორც ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება კომლის ქონებაზე .

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სარჩელის საფუძველს მოსარჩელეების, როგორც ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება წარმოადგენს , და აღარ ითხოვს ეკ--------- ბი–----–--ლის, როგორც ლე--- ბი–----–--ლის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის უფლების დადგენას, ამიტომ სარჩელით მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ¾ ნაწილში 2009 წლის 19 მაისს ნოტარიუს ცი--–- იმ----–--ლის მიერ მა-–----ი ბი–----–--ლის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, მოსარჩელეები ცნობილი იქნენ უძრავი ნივთის, მდებარე გუ-------ის რაიონი სოფელი შა–---ი, ს/კ 51.04.61.0-- , თითოეული ¼ ნაწილის თანამესაკუთრედ- მა-–---- ბი–----–--ლთან ერთად. შესაბამისად, ყადაღიდან გათავისუფლდეს გუ-------ის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე უძრავი ნივთი, ს/კ 51.04.61.0--, ეკ--------- ბი–----–--ლის, ნა----–-- ტა--------–--ლის და ლა------ ტა--------–--ლის კუთვნილი ¾ ნაწილში, რადგან მოსარჩელეები არ არიან ვალდებული, თავიანთი ქონებით აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მა-–---- ბი–----–--ლის ვალდებულების გამო (14.05.2018 წლის სხდომის ოქმი, 12.44.50-13.05.15 სთ)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა-–---- ბი–----–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის დროს არ გამოცხადდა. (ს.ფ. 112)

 

2.2. მოპასუხე ივ--- რუ--ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნო და მიუთითა , რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ასევე სსს კოდექსის 272 მუხლის ,ბ“ პუნქტის საფუძველზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე ნა----–-- ტა--------–--ლს და ლა------ ბი–----–--ლს თელავის რაიონულ სასამართლოში, როგორც მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, უკვე ჰქონდათ აღძრული სარჩელი, მოპასუხე მა----- და ივ--- რუ--ეების მიმართ, სადაც იმავე საფუძვლებზე მითითებით- როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრები, ითხოვდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობას. მოპასუხის მითითებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შესულია კანონიერ ძალაში, ამიტომ მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, განსახილველ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს .

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და მიუთითა, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან განსახილველი სარჩელი აღძრულია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, მაგრამ სხვა საფუძვლით. (ს.ფ. 135 , 14.05.2018 წლის სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე მა-–----ი ბი–----–--ლი მოსარჩელეების ეკ--------- ბი–----–--ლის შვილია, ნა----–-- ტა--------–--ლის მეუღლე და ლა------ ბი–----–--ლის მამაა, ხოლო აწ გარდაცვლილი ლე--- ბი–----–--ლი-მა-–----ი ბი–----–--ლის მამა და ეკ--------- ბი–----–--ლის მეუღლეა.

 

მტკიცებულება – სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ლე--- ბი–----–--ლი გარდაიცვალა 2002 წლის 25 დეკემბერს. 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მა-–---- ბი–----–--ლის სასარგებლოდ ლე--- ბი–----–--ლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე- მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შა–---ი. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი და ეზო, მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში, მიწის ფართით 1106 კვ.მ და შენობის ფართი 162.7 კვ.მ. სამკვიდრო ქონების ფასი 8000 ლარად განისაზღვრა .

 

მტკიცებულება – სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 18)

 

3.1.3. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მა-–---- ბი–----–--ლი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ და 2009 წლის 24 სექტემბერს მიყიდა მა----- რუ--ეს, კერძოდ მა-–---- ბი–----–--ლმა გაყიდა და მა----- რუ--ემ იყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1106.0, შენობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით N51.04.61.0--, 8000 ლარად, რაც 2009 წლის 29 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მა----- რუ--ის საკუთრებად დარეგისტრირდა .

 

მტკიცებულება – თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ 145 3.1.3.; 3.1.4. ფ/გ)

 

3.1.4. თელავის რაიონული სასამართლოს 23.12.2010 წლის გადაწყვეტილებით N2/410 სამოქალაქო საქმეზე ნ-----–----–----–---–-ს სარჩელი, ივ--- და მა----- რუ--ეების მიმართ, რითაც იგი ითხოვდა 2009 წლის 29 სექტემბერს მა-–---- ბი–----–--ლს და ივ--- რუ--ეს შორის გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე უძრავ ნივთზე, ს/კ N51.04.61.0-- დადებული გარიგების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების - ნა----–-- და ლა------ ტა--------–--ლების სარჩელი, მოპასუხეების მა----- და ივ--- რუ--ეების და მა-–---- ბი–----–--ლის მიმართ, რითაც ისინი, როგორც ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრები, ითხოვდნენ გუ-------ის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე სადავო უძრავი ნივთის, ს/კ N51.04.61.0-- თანამესაკუთრედ ცნობას.

 

მტკიცებულება – თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ 145)

 

3.1.5. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით N2/127-11 სამოქალაქო საქმეზე დაკმაყოფილდა მა-–---- ბი–----–--ლის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 24 სექტემბერს მა-–---- ბი–----–--ლს და მა----- რუ--ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე გუ-------ის რაიონი, სოფელი შა–---ი, ს/კ N51.04.61.0--. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ივ--- რუ--ის შეგებებული სარჩელი მა-–----ი ბი–----–--ლის და ნ-----–----–----–---–-ს მიმართ და სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა.

 

მტკიცებულება – თელავის რაიონული სასამართლოს 12/03/2013 წლის გადაწყვეტილება

 

3.1.6. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მა-–----ი ბი–----–--ლი საჯარო რეესტრში კვლავ აღირიცხა უძრავი ნივთის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი 1106.0, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით N51.04.61.0--, მესაკუთრედ.

 

მტკიცებულება - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21)

 

3.1.7. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ მა-–----ი ბი–----–--ლს და ნათელა ბი–----–--ლს ივ--- რუ--ის სასარგებლოდ დაეკისრათ 16 900 აშშ დოლარის ანაზღაურება , რაზეც ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი , სადაც კრედიტორია ივ--- რუ--ე, ხოლო მოვალე- მა-–---- ბი–----–--ლი და ნ-----–----–----–---–-.

 

მტკიცებულება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.2013 წლის განჩინება, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 45-61)

 

3.1.8. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია მა-–---- ბი–----–--ლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შა–---ი, ს/კ 51.04.61.0-- .

 

მტკიცებულება - უძრავი ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი ს.ფ 69

 

3.1.9. გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ის კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ნი-- ლე---ს ძე ბი–----–--ლი გამოეყო მშობლების ოჯახიდან. ლე--- ბი–----–--ლის კომლში დარჩა მა-–---- ბი–----–--ლი დედასთან - კა----სთან (ეკ---------) ერთად. კომლს, სადაც დარჩა მა-–---- ბი–----–--ლი, შეხვდა 1 ოთახი.

 

მტკიცებულება – თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის გადაწყვეტილება

 

3.1.10. 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, მა-–----ი ბი–----–--ლის კომლი შედგება თავად მა-–---- ბი–----–--ლის, ნ-----–----–----–---–-ს, ნა----–-- ტა--------–--ლის და ლა------ ბი–----–--ლისაგან და წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლს.

 

მტკიცებულება– თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის გადაწყვეტილება, საარქივო ცნობა (ს.ფ 17 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი სადავო უძრავ ქონებაზე , მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში , ს/კ 51.04.61.0--, მოსარჩელეების, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის განხილვისას არსებითია დადგინდეს, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ამყარებენ მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას ქონების თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით

როგორც წარმოდგენილი სარჩელით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია

ლე--- ბი–----–--ლის კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლების დადგენისკენ, რომელზეც მა-–---- ბი–----–--ლის სასარგებლოდ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელეები სადავო ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებენ 1) ამავე მხარეებს შორის თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, კერძოდ კი გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტს, რითაც დადგენილია, რომ მა-–---- ბი–----–--ლის მამის ლე--- ბი–----–--ლის საკუთრებას წარმოადგენდა გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა და 2) 2009 წლის 19 მაისს სამკვიდრო მოწმობა გაიცა 1106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია 162.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ხოლო აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში მა-–---- ბი–----–--ლი დარეგისტრირდა 1106.0 მიწის ფართობის მესაკუთრედ, რომელზეც განთავსებულია 320.1 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრში ასახული 157.4 კვ. მეტრით გაზრდილი საცხოვრებელი სახლის ფართობი ადასტურებს, რომ კომლის სხვა წევრები სადავო საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეები გახდნენ .

ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ლე--- ბი–----–--ლის საკოლმეურნეო კომლის წევრობიდან გამომდინარეობს .

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველ დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტებს, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტები პრეიუდიციულად არ მიიჩნევა და ისინი უნდა იქნან შეყვანილი მტკიცების საგანში, ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში N2/410 სამოქალაქო საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა) სოფელ შა–---ის სასოფლო საბჭოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერები მოსარჩელეების ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრობის იურიდიულ საფუძველს არ წარმოადგენს ბ) მოსარჩელეები საჯარო რეესტრში არ არიან რეგისტრირებული საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრეებად , გ) სადავო საცხოვრებელი სახლი და ეზო , მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში ს/კ 51.04.61.0-- წარმოადგენს ლე--- ბი–----–--ლის საკუთრებას, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მა-–---- ბი–----–--ლმა .

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ადგენს იმ ფაქტს, რომ ლე--- ბი–----–--ლის საკუთრებაში არსებული გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, მაგრამ სასამართლოს აღნიშნული დავის ფარგლებში არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები ლე--- ბი–----–--ლის საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ და მათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სადავო გარემოება მოსარჩელემ ვერც განსახილველი დავის ფარგლებში დაამტკიცა.

 

სსს კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის და 103 მუხლების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია, ამ ფაქტების მითითება და საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესაბამისი მტკიცებულებით დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეს ეკისრება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს როგორც მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებების მითითების, ასევე ამ ფაქტების შესაბამისი მტკიცებულებებით დამტკიცების ვალდებულებას. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების დამტკიცების ტვირთი.

 

მოსარჩელემ ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დასადგენად განსახილველ საქმეზე სარჩელთან ერთად კვლავ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურჯაანის არქივის 2010 წლის 28 სექტემბრის საარქივო ცნობა წარმოადგინა. აღნიშნული საარქივო ცნობით მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელეები ნა----–-- ტა--------–--ლი და ლა------ ბი–----–--ლი 2001-2006 წლებში მა-–---- ბი–----–--ლის კომლის წევრები იყვნენ, ხოლო ეკ--------- ბი–----–--ლის მიმართ ეს ცნობა საერთოდ არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას. საარქივო ცნობა ასევე არ შეიცავს ინფორმაციას ქონების შესახებ, რომელზეც მოსარჩელეები თანამესაკუთრედ აღიარებას ითხოვენ. საქმეზე არ არის წარმოდგენილი ლე--- ბი–----–--ლის საკოლმეურნეო კომლთან დაკავშირებით მტკიცებულება, კერძოდ, 1993 წლის მდგომარეობით მისი კომლის შემადგენლობის და ქონების შესახებ, მათ შორის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრები იყვნენ და კომლის ქონება მათი შრომით და სახსრებით გაიზარდა, ამიტომ წარმოდგენილი საარქივო ცნობით მოსარჩელეების ლე--- ბი–----–--ლის კომლის ქონებაზე უფლება არ დასტურდება. აღნიშნულ საარქივო ცნობაზე სასამართლომ 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც იმსჯელა და მიუთითა, რომ საარქივო ცნობით მოსარჩელეების ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრობა არ დასტურდება, რაც განსახილველი დავისთვის პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტს წარმოადგენს .

 

ამდენად, სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში ს/კ 51.04.61.0--, მოსარჩელეთა, როგორც კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება არც პრეიუდიციულად დგინდება და ვერც განსახილველი დავის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება. მხოლოდ ის გარემოება, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ის კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით ლე--- ბი–----–--ლის კომლის გაყრის შედეგად ლე--- ბი–----–--ლის კომლში დარჩა მა-–---- ბი–----–--ლი დედასთან კა----სთან (ეკ---------) ერთად და კომლს შეხვდა 1 ოთახი, და 2001-2006 წლებში მოსარჩელეები ნა----–-- ტა--------–--ლი და ლა------ ბი–----–--ლი მა-–---- ბი–----–--ლის კომლის წევრები იყვნენ, არ ადასტურებს არც 1993 წლის მდგომარეობით მოსარჩელეების ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრობას და არც მისი კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას .

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში ს/კ 51.04.61.0--, მოსარჩელეთა, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელე მხარეს აწევს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს .

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №21 დეკრეტი

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საკოლმეურნეო კომლთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლის არსებობა სამართლებრივად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №21 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კოლმეურნეობები გაუქმდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლების (1964 წლის რედ) შესაბამისად, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა კომლის წევრებზე და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც იმ დროისთვის კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველ დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტებს, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტები პრეიუდიციულად არ მიიჩნევა და ისინი უნდა იქნან შეყვანილი მტკიცების საგანში, ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში N2/410 სამოქალაქო საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლე--- ბი–----–--ლის საკუთრებაში არსებული გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა. აღნიშნული დავის ფარგლებში სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება , რომ მოსარჩელეები ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრებად იყვნენ რეგისტრირებული და 1993 წელს მიწის რეფორმის შედეგად საკოლმეურნეო კომლების გაუქმების გამო კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ, აღნიშნული სადავო გარემოება მოსარჩელემ ვერც განსახილველი დავის ფარგლებში დაამტკიცა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1328-ე მუხლის 1 ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

დადგენილია, რომ ლე--- ბი–----–--ლი გარდაიცვალა 2002 წლის 25 დეკემბერს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მა-–---- ბი–----–--ლის სასარგებლოდ ლე--- ბი–----–--ლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე- მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შა–---ი, რაზეც პრეტენზია პირველი რიგის მემკვიდრეს -ეკ--------- ბი–----–--ლს არ ჰქონია, რაც დადასტურებულია სანოტარო აქტით. მოსარჩელეებმა გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 51.04.61.0--, მათი უფლება ვერ დაადასტურეს , ამიტომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს

იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წლის 19 მაისს მა-–----ი ბი–----–--ლის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ¾ ნაწილში ბათილად ცნობის და ამ ქონების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის მოთხოვნა გამომდინარეობს მოსარჩელეების, როგორც ლე--- ბი–----–--ლის კომლის წევრების, თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნიდან, და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს,შესაბამისად, 2009 წლის 19 მაისს მა-–----ი ბი–----–--ლის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ¾ ნაწილში ბათილად ცნობის და ამ ქონების ყადაღიდან ამორიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს,რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაზედაც მოსარჩელის უარი

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნა----–-- ტა--------–--ლის, ეკ--------- ბი–----–--ლის და ლა------ ბი–----–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

2. გაუქმდეს ამ საქმეზე გუ-------ის რაიონული სასამართლოს 05.01.2016 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა საჯარო რეესტრში მა-–----ი ბი–----–--ლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი შა–---ი, ს/კ 51.04.61.0--; რეალიზაცია საქმეზე #A14075515-0--, სადაც მოვალეს წარმოადგენს მა-–----ი ბი–----–--ლი (13001007---) და ნ-----–----–----–---–-, ხოლო კრედიტორს - ივ--- რუ--ე (13001003---),3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი