გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/870-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06 მარტი 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - დ----- ღ-----–---–-
მოპასუხე - გ---–---- პ------
წარმომადგენლები - გ------------–--, ლ---------------
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ---–---- პ------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის 34 311.15 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ---–---- პ------ დასაქმებული იყო საქართველოს თ-----–-----------------–---------–--- და მასზე მიმაგრებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა კრაზ-6322 სახელმწიფო ნომრით A-----. სატრანსპორტო საშუალება მოპასუხეს გადაეცა გამართულ მდგომარეობაში. მოპასუხემ 2015 წლის 06 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა სს „ს--------------------------------“-ში დაზღვეული ავტომანქანა MITSUBISHI GANTER სახ. ნომრით S------. საპატრულო პოლიციის მიერ შედეგენილი ელექტრონული ქვითრის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ მხარედ ცნობილი იქნა მოპასუხე გ---–---- პ------. სს „ს--------------------------------“-ს მიერ დამზღვევისათვის გადახდილი იქნა 34 311.15 ლარი, აღნიშნული თანხა მოსარჩელის მიერ ჩარიცხული იქნა სს “ს--------------------------------“-ს ანგარიშზე. გ---–---- პ------ს თავისი ბრალეული ქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გამოწვეული ზიანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხე გ---–---- პ------მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობით. სატრანსპორტო საშუალება მას მოსარჩელისგან ჰქონდა გადაცემული სამარათავად მოსარჩელის ნებართვით და არა მათი ნებართვის გარეშე, რის გამოც მოთხოვნილი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ავტოსაგზაო შემთხვევის დროისთვის 2015 წლის 06 ოქტომბერს გ---–---- პ------ მსახურობდა ს----------–----–-------------–-----–-----------–----------------------------–-------------------–------------------–-------------------------------------------------------------–--------------------–----–------------–-----------–-----–---------------–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი)
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.05.2012 წლის ბრძანება №1298. (ს.ფ. 14)
3.1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება კრაზ-6322 სახელმწიფო ნომრით A-----, სამხედრო ნაწილის მეთაურის 2015 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით მიმაგრებული იყო გ---–----- პ------ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი)
- სამხედრო ნაწილი 06681-ის მეთაურის 06.10.2015 წლის ბრძანება (ს.ფ. 24)
3.1.4. 2015 წლის 06 ოქტომბერს სოფ ა---–-----–-, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სატრანსპორტო საშუალება კრაზ-6322 სახელმწიფო ნომრით A-----, რომელსაც მართავდა გ---–---- პ------ შეეჯახა შპს „ა--------“-ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალება MITSUBISHI GANTER სახ. ნომრით S------ სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა შპს „ა--------ს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი)
- მოწმის დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 32-33)
3.1.5. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის მიერ გ---–---- პ------- მიმართ შედგენილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი)
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 34 )
3.1.6. შპს „ს--------------------------------“-ს მიერ შპს „ა--------“-სთვის ანაზღაურებული იქნა სატრანსპორტო საშუალება MITSUBISHI GANTER სახ. ნომრით S------ დაზიანების გამო ზარალი 34 311.15 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 36-37 )
3.1.7 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შპს „დ-----------------------------ს“ მოთხოვნით ამ უკანასკნელის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 34 311.15 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი)
-საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 44 )
-საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება (ს.ფ. 43 )
3.1.8 ავტოსატრანსპორტო საშუალების სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 29 215.62 ლარი, დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად დამზღვევისათვის (შპს „ქ-------“) სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი იქნა 33 961.15 ლარი და ევაკუატორის ხარჯი 350 ლარი, ჯამში 34 311.15 ლარი. აღნიშნული თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნის თანახმად გადაერიცხა სს „დ-----------------------------“-ს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე მიყენებული ზიანის მოცულობა შეადგენს 34 311.15 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი)
- შპს „ჯითი სერვის ჯგუფი“-ს დეფექტური აქტი (ს.ფ 42)
- საგადახდო მოთხოვნა (36-37, 44)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
4.1. სატრანსპორტო საშუალება კრაზ-6322 სახელმწიფო ნომრით A----- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იყო გამართულ მდგომარეობაში.
4.2. 2015 წლის 06 ოქტომბერს სოფ ა---–-----–-, სატრანსპორტო საშუალება კრაზ-6322 სახელმწიფო ნომრით A----- ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გ---–---- პ------- ბრალით.
საქმის მასალებით, მოპასუხის მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით სადავო არ არის, ის გარემოება რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მომდინარეობდა მოპასუხისგან, რადგან გ---–---- პ------მ მისივე განმარტებით საჭე ვერ დაიმორჩილა, ამის მიზეზად ასახელებს სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობას, კერძოდ ის რომ ავტომობილს წინა მარცხენა საბურავზე მოძვრა დამჭერი.
მოცემულ დავაში მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება. ის გარემოება რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალით შედის მოპასუხის მტკიცების საგანში, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა მისი პასუხისმგებლობის სფეროში. ყურადღება უნდა მიექცეს რამდენად იზრუნა მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ მტკიცებულებების მოპოვებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და ისინი მიეთითება მათ მიერ. სსსკ ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
მოცემულ შემთხვევაში გ---–---- პ------მ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვინაიდან მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მასზე სამართავად გადაცემული სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის ფაქტს დაადასტურებდა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა - 34 311.15 ლარით. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე მუხლების, 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 409-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა იმაში, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანას მართავდა მოპასუხე, რომელმაც ვერ დაადასტურა, რომ შემთხვევა არა მისი ბრალით, არამედ სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობით მოხდა. მისი ქმედებით კი ზიანი მიადგა მოსარჩელეს. უდავოა ის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 29 215.62 ლარი, დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად დამზღვევისათვის (შპს „ქ-------“) სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი იქნა 33 961.15 ლარი და ევაკუატორის ხარჯი 350 ლარი, ჯამში 34 311.15 ლარი. აღნიშნული თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნის თანახმად გადაერიცხა სს „დ-----------------------------“-ს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე მიყენებული ზიანის მოცულობა შეადგენს 34 311.15 ლარს. ამდენად, ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის ქმედებასთან და ექვემდებარება ანაზღაურებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1029.33 ლარს. ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ---–---- პ------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 34 311,15 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე გ---–---- პ------ს 1029.33 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა