გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210118002316006
(2/14--2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.05.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - შპს მი--------------------ი, ს/კ 4--------
წარმომადგენელი - თა------------ე
მოპასუხე - რუ--–-ნ ჭა--------ა პ/ნ 62--------1
წარმომადგენელი - ლა–-----–-----ია
მოპასუხე - მა----ა ხე-–--ა პ/ნ 3----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის - რუ--–-ნ ჭა--------ას და მა----ა ხე-–--ას მოსარჩელე შპს ,,ე---------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 8 031,49 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს, შპს ,,ე---------------ი’’-ს მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 8 031,49 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ლარში, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 4 300 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 2 720,66 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 1 000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რუ--–-ნ ჭა--------ამ და მისმა წარმომადგენელმა ლა–-----–-----იამ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნეს და სასამართლო სხდომებზეც უარყვეს საერთოდ ხელშეკრულ;ების არსებობა, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა რუ--–-ნ ჭა--------ასი არ იყო, თუმც ამის საპირწონედ მოპასუხე მხარეს მყკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ რუ--–-ნ ჭა--------ას წარმომადგენელი ლა–-----–-----ია.(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)
2.2. მოპასუხე მა----ა ხე-–--ას 2018 წლის 30 მარტს სარჩელის შინაარსი ეცნობა საჯარო შეტყობინებით და განესაზღვრა შესაგებლის წარმოსადგენად 10 დღიანი საპროცესო ვადა, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 -ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნულიდან გამომდინარე მა----ა ხე-–--ას მიმართ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2-----–-–-------------რს შპს ,,ე---------------’’-სა და მოპასუხე რუ--–-ნ ჭა--------ას შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № K-----------, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ რუ--–-ნ ჭა--------ას სესხად გადასცა 4 300 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5.0%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კ--------ის დაბრუნება 24 თვის განმავლობაში, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა რუ--–-ნ ჭა--------ას კუთვნილი ავტომობილი (აუდი ა-6).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № K----------- ს/ფ. 16-21;
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ - № K----------- ს. ფ. 22;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 23;
3.2.2. საკ--------ო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, თავდებ პირთან მა----ა ხე-–--ასთან იმავე დღეს 2-----–-–-------------რს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა მა----ა ხე-–--ამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, შპს ,,ე---------------სა’’ და მსესხებელ რუ--–-ნ ჭა--------ს შორის საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებებზე № K-----------, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ფარგლებში, მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები შემოიფარგლა 15 900 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება; ს/ფ. 24-25;
- თავდების განცხადება ს. ფ. 26;
3.2.3. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე ს/ფ 29
3.2.4. მოპასუხეთა მხრიდან საკ--------ო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში მათი საკ--------ო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 8 031,49 აშშ დოლარს ექვივალენტი ლარში, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 4 300 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 2 720,66 შშ დოლარი ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 1 000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420–ე, 867-868-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კ--------ის ხელშეკრულებით კ--------ის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კ--------ი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კ--------ორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
უდავოა, რომ 2-----–-–-------------რს შპს ,,ე---------------’’-სა და მოპასუხე რუ--–-ნ ჭა--------ას შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № K----------- ასევე სესხის ხელშეკრულება № K-----------, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ რუ--–-ნ ჭა--------ას სესხად გადასცა 4 300 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5.0%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კ--------ის დაბრუნება 24 თვის განმავლობაში.
სასამართლოს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეზე გაცემული იქნა კ--------ი, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ დარღვეული იქნა კ--------ის დაფარვის გრაფიკი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტები საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას რუ--–-ნ ჭა--------ასა და მა----ა ხე-–--ას მოსარჩელე შპს ,,ე---------------ი’’-ს, სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის 4 300 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 2 720,66 შშ დოლარი ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში დაკისრების ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნე-ს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1000 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 300 აშშ დოლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ე-ალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში რუ--–-ნ ჭა--------ას ჰყავს თავდები, მა----ა ხე-–--ა, რომელმაც იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოთხოვნა თავდების მიმართ თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთნ მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს - 564 ლარს. დარჩენილი 52 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლის მიხედვით, ყადაღა დაედო მა----ა ხე-–--ას (პ/ნ 3----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. სე-------–-----–-------------, ოთახი №-------------------------. ფართობით 103.03 კვ.მ, საკადასტრო კოდით 4-.0--2-.2---
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-24-, 248-249-ე,257- 259-1 ,364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს მი--------------------ის (ს/კ 4--------) სარჩელი მოპასუხეების რუ--–-ნ ჭა--------ასა და მა----ა ხე-–--ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.2. მოპასუხეებს რუ--–-ნ ჭა--------ასა და მა----ა ხე-–--ს მოსარჩელე შპს მისო ”ე---------------ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 7 631,49 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4 300 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში), სარგებლი - 3 031,49 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში) და პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში);
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი - 564 ლარის ოდენობით.
1.4. მოპასუხე რუ--–-ნ ჭა--------ასა და მა----ა ხე-–--სგან აღნიშნული თანხების გადახდე-ინება მოხდეს მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
3. განემარტოს, მოპასუხე მა----ა ხე-–--ს რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაინული სასამართლოს (ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. #247) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე