გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/50-15
N200210115724686
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი: სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ნ----------–------“
წარმომადგენელი - გ------------------ი
მოპასუხეები: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფ------ო“, მ--------- კ-----–---–ი
დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კ-----ის ს----------–--ო ბიუროს მიერ კრედიტორ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფ------ოს“ მოთხოვნის საფუძველზე მოვალე მ--------- კ-----–---–ის მფლობელობაში არსებული შპს ,,ნ----------–-------ის“ კუთვნილი სახარატო დაზგა (მოდელი 1----, ქარხნული ნომერი 6---, გამოშვების წელი 1962)
2. მოსარჩელის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მ--------- კ-----–---–ისათვის შპს ,,ნ----------–-------ს“ ზეპირი თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული აქვს სახარატე დაზგა (მოდელი 1----, ქარხნული ნომერი 6---, გამოშვების წელი 1962). კ-----ის ს----------–--ო ბიუროში მიმდინარეობს ს----------–--ო წარმოება მოვალე მ--------- კ-----–---–ის წინააღმდეგ, ხოლო კრედიტორი არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფ------ო“. მათ განცხადებით მიმართეს კ-----ის ს----------–--ო ბიუროს მათი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, რაზეც ეთქვათ უარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე მხარე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფ------ო“ არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
3.2. მოპასუხე კ-----ის ს----------–--ო ბიუროს წარმომადგენელმა არ ცნო წარმოდგენილი სარჩელი და განმარტა, რომ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფ------ოს“ მიმართ თ--–--ის რაიონში სოფელ ნ----------–ში მცხოვრებ მ--------- კ-----–---–ს გააჩნია საკრედიტო ვალდებულება, რომელიც დარღვეულია მ--------- კ-----–---–ის მხრიდან. შესაბამისად მ--------- კ-----–---–ის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი ღონისძიებები ვალის დასაბრუნებლად.
3.3. მოპასუხე მ--------- კ-----–---–მა ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უადვო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. კ-----ის ს----------–--ო ბიუროში მიმდინარეობს ს----------–--ო წარმოება მოვალე მ--------- კ-----–---–ის წინააღმდეგ, ხოლო კრედიტორი არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფ------ო“. კ-----ის ს----------–--ო ბიუროს მიერ დაყადღებულია მ--------- კ-----–---–ის კუთვნილი მოძრავი ქონება სახარატე დაზგა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კ-----ის ს----------–--ო ბიუროს 2014 წლის 11 დეკემბრის N93481 წერილი (ს.ფ. 20-21);
- მოპასუხე მ--------- კ-----–---–ის მხარის განმარტება(ოქმი)
3.2.2. შპს ,,ნ----------–-------ს“ ითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლებული იქნეს სახარატე დაზგა (მოდელი 1----, ქარხნული ნომერი 6---, გამოშვების წელი 1962), რომელიც მოსარჩელისავე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითა და კ-----ის საარსრულები ბიუროს განკარგულების თანახმად არ წარმოადგენს მის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კ-----ის ს----------–--ო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, განკარგულება (ს.ფ. 15, ს.ფ. 16-19)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელემ, მხარემ ვერ შეძლო დაყადაღებული ნივთის მისდამი კუთვნილების დადასტურება, შესაბამისად მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის საკუთრებად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ას სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ნივთი არის მისი საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არი მისი მესაკუთრე”, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როდესაც მოძრავი ნივთი წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ერთადერთ ქონებას, სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადასტურდეს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. მოცემულ შემთხვევაში ვერც მოწმეთა ჩვენებებით იქნა დადასტურებული აღნიშნული მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება დაყადაღებული ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტი. გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ნ----------–-------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ნ----------–-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება არის გამოყენებული, კერძოდ თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით შეჩერებული იქნა აღსრულება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კ-----ის ს----------–--ო ბიუროს წარმოებაში არსებულ №14071565 ს----------–--ო საქმეზე, დაყადაღებულ სადავო ქონებასთან (სახარატე დაზგა მოდელი 1----, ქარხნული ნომერი 6---, გამოშვების წელი 1962) დაკავშირებით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე შპს ,,ნ----------–-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. გაუქმდეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც შეჩერებული იქნა აღსრულება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კ-----ის ს----------–--ო ბიუროს წარმოებაში არსებულ №14071565 ს----------–--ო საქმეზე, დაყადაღებულ სადავო ქონებასთან (სახარატე დაზგა მოდელი 1----, ქარხნული ნომერი 6---, გამოშვების წელი 1962) დაკავშირებით.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე