გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2270373-2/064-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - შპს ,,უ---------–ი’’
წარმომადგენელი - რ----- ჯ----------
მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ----- ძ---–---–ი, ზ------ ჩ----ე
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დადგენილი იქნეს, რომ 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეწყდა მიმწოდებლისაგან - შპს ,,უ---------–ისაგან’’ დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
1.2. 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.3% შემცირდეს 0.02%-მდე, შესაბამისად ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჯარიმის სახით წაღებული 17862 ლარი შემცირდეს 1190 ლარამდე და ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით წაღებული 16672 ლარის გადახდა.
1.3. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არაღიარებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება 44744.25 ლარის გადახდა.
1.4. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 12 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,უ---------–ზე’’ გადასახდელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების (85888.94 ლარს გამოკლებული საავანსო ღირებულება 70000 ლარი) - 15888.94 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2--- წლის 31 მაისს, შპს „უ---------–ს“ და ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება №---, ბ---------ის მუნიციპალიტეტში გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალის და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 458 000 ლარს. 2--- წლის 22 ნოემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ №0----- ბრძანებით შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება.
შპს „უ---------–ი“ პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ ბ---------ის მუნიციპალიტეტმა დაარღვია ხელშეკრულების მე-10 მუხლი (ანგარიშსწორება), რამაც შპს „უ---------–ს“ შეუქმნა ფინანსური პრობლემები. კერძოდ, მოხდა სამუშაოების შესრულება, რაზეც შედგა სათანადო დოკუმენტაცია (ფორმა №2) და წარედგინა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხოლო გამგეობამ სრული იგნორირება გაუწია თხოვნებს, ანგარიში არ გაუწია იმ გარემოებას, რომ თუ შესრულებულ სამუშაოებზე შუალედურ ანგარიშსწორებას არ მოახდენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტი მაშინ შპს „უ---------–ი“ ვერ შეძლებდა სამუშაოების დასრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრაფიკის მიხედვით. არაერთი წერილი და თხოვნა შევიდა მუნიციპალიტეტში, რითაც ითხოვდნენ შესრულებულ სამუშაოებზე წარდგენილ ფორმა №2-ს შესაბამისად ანგარიშსწორებას, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
2--- წლის 18 სექტემბერს შპს „უ---------–ი“-ს მიერ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეტანილი იქნა შუალედური შესრულება და ფორმა N2, ხოლო ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუალედური მიღება ჩაბარების აქტი გააკეთა 2--- წლის 12 დეკემბერს, ორი თვისა და 25 დღის დაგვიანებით. აღნიშნულით ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაარღვია ხელშეკრულების 10.3. პუნქტი. კონკრეტულად ეს ერთი ფაქტი და სხვა უამრავი ფაქტიც მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სამუშაოების შეუსრულებლობა და ვადაში დაგვიანება გამოწვეული იყო სწორედ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.
მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სულ შეადგენს 241,207, 25 ლარს, რასაც ადასტურებს მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება შპს „ქ--------–---ის“ 2--- წლის 8 ნოემბრის წერილი. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას აღიარებს 41509, 82 ლარით ნაკლებს. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ასეთი ქმედება, რომ არა შპს „უ---------–ი“ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დროულად შეასრულებდა სამუშაოებს და არ დადგებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხელშეკრულება შეწყვიტა უკანონოდ სადაზღვეო კომპანია „ა-----“-მ მოითხოვა საგარანტიო თანხა 22 900 ლარი, რაც 2--- წლის 27 დეკემბერს გადარიცხული იქნა მოსარჩელის მიერ.
გარდა ამისა, ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები იმდენად მაღალი და არაპროპორციულია, რომ ფაქტიურად შპს „უ---------–ი“-ს საკუთარი ხარჯებით მოუწია მშენებლობის ჩატარება. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკანონო ქმედებების გამო შესრულებული სამუშაოების ღირებულება სულ მიდიოდა ჯარიმაში და ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა შპს „უ---------–ი“-ს არ ურიცხავდა შესრულებულ სამუშაოების ღირებულებას. შესრულებული სამუშაოების თანხა ფორმა N2 ის, ასევე შპს „ქ--------–---ი“-ს დასკვნის შესაბამისად შეადგენს - 241,207,25 ლარს, ხოლო ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნული თანხიდან შესრულებულად არ ჩათვალა - 41,509,82 ლარის შესრულებული სამუშაო, ასევე 17862 ლარი ჯარიმაში წაიღო, ამასთან, ხელშეკრულების შესაბამისად დაიტოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%, რაც არის 24120 ლარი. მოსარჩლემ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და ითხოვა პირგასმტეხლოს შემცირება, თუმცა მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა.
მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ ფიქრობს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. შეგნებულად აჭიანურებს პროცესებს, რითაც მოსარჩელეს ექმნება სერიოზული ფინანსური კოლაფსი. ვერ იხდის ბიუჯეტის დავალიანებებს, ერიცხება დიდი ოდენობის ჯარიმები, თანამშრომელთა ხელფასების გასასტუმრებლად და შეძენილი სამშენებლო მასალების ღირებულების გადასახდელად აღებული აქვს დიდი რაოდენობის სესხი ბანკებსა და ლომბარდებში, რაც მაინც არ არის საკმარისი დავალიანებების და პრობლემებისაგან თავის დასაღწევად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტს და შპს ,,უ---------–ს’’ შორის 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოები შპს ,,უ---------–მა’’ დაიწყო 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რამაც შეადგინა 1374 ლარი.
2--- წლის 18 სექტემბერს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტის და მიუთითა, რომ სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია. 2--- წლის 19 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტმა მიმართა შპს ,,ქ--------–---ს’’, რათა შეესწავლა აღნიშნული საკითხი. 2--- წლის 5 ოქტომბერს შპს ,,ქ--------–---მა’’ მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ ქ. ბ---------ში, გ------------ას ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის დარღვევით და ხარვეზებით.
შპს ,,უ---------–ს’’ ეცნობა, რომ მის მიერ წარმოებული სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ და მიეღო გარკვეული ზომები, გაეთვალისწინებინა შენიშვნები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც მას არ შეუსრულებია. შპს ,,უ---------–მა’’ წარადგინა ახალი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გადაეგზავნა შპს ,,ქ--------–---ს. შპს ,,ქ--------–---მა’’ არ დაადასტურა ა----–-----–ის ქუჩის შესრულებული სამუშაოების აქტები, რის გამოც ა----–-----–ის ქუჩის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება არ მოხდა.
ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას, შესაბამისად მისი პოზიცია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 31 მაისს თვითმმართევლი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალის და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 458 000 ლარით.
3.1.2. 31.05.2---წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.3. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა გ------------ას და 9-------–ის ქუჩაზე განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით, ხოლო ა----–-----–ის ქუჩაზე - 90 დღით.
3.1.4. ხელშეკრულების 10.5 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.
3.1.5. 2--- წლის 8 ივნისს ბ---------ის მუნიციპალიტეტმა მიმართა შპს ,,უ---------–ს’’ და მიუთითა, რომ 31.05.2---წ. ხელშეკრულების თანახმად უნდა დაეწყოთ ქ. ბ---------ში, გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. ამასთან აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო ეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1374 ლარს.
3.1.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს ,,უ---------–მა’’ დაიწყო 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით.
3.1.7. 2--- წლის 11 ივლისს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 31.05.2---წ. გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, ასრულებს ქ. ბ---------ში, გ------------ას, 9-------–ის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილისა და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოებს, 9-------–ის ქუჩაზე მოეწყო ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი პანდუსები, რის გამოც შეიცვალა გრანიტის ფილებისა და ბორდიურების მოწყობის მოცულობები. 9-------–ის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარის მიმდებარე სანაპირო კედლის (ბორდიურის) მოპირკეთება ბაზალტის ფილებით, სადაც ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია 25 მ2-ი ფაქტიურად მოპირკეთებას საჭიროებს 80-90 მ2. ითხოვა კომისიის გამოყოფა და სამუშაოთა მოცულობების კორექტირება ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში.
3.1.8. 2--- წლის 11 ივლისს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია. ითხოვა შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და თანხის ჩარიცხვა.
3.1.9. 2--- წლის 12 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 31810.64 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. შპს ,,უ---------–ს’’ სამუშაოების დაწყებიდან 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო დაეკისრა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 1374 ლარი.
3.1.10. 2--- წლის 31 ივლისს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 31.05.2---წ. გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, ასრულებს გ------------ას ქუჩის ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, სადაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული არ არის კედლის მოპირკეთება პკ0-14, პკ0-30, პკ0+9.4 და პკ0-41, ასევე არსებული ლითონის დეკორატიული ცხაურიანი ღობის გაწმენდა ჟანგისა და ძველი საღებავის ნარჩენებისაგან. რადგან კედლების (პკ0-14, პკ0-30, პკ0+9.4 და პკ0-41) რეაბილიტაცია ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მოხდა დემონტაჟი და შეიცვალა მილკვადრატის საყრდენებით, არსებული ლითონის დეკორატიული ცხაურიანი ღობის უვარგისობის გამო, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღდგენას, შეიცვალა ახალი მილკვადრატის ღობეებით. ითხოვა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება.
3.1.11. 2--- წლის 25 ივლისს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია. ითხოვა შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და თანხის ჩარიცხვა.
3.1.12. 2--- წლის 01 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 41447.77 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. შპს ,,უ---------–ს’’ ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 4122 ლარი (1374 ლარი*3 დღეზე).
3.1.13. 2--- წლის 18 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 40550.08 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. შპს ,,უ---------–ს’’ ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 12366 ლარი (1374*9 დღეზე).
3.1.14. 2--- წლის 18 სექტემბერს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად ითხოვა კომისიის გამოყოფა.
3.1.15. ბ---------ის მუნიციპალიტეტმა 19.09.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ გადაუგზავნა შპს ,,უ---------–ის’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა ქ. ბ---------ში, გ------------ას ქუჩის ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ღირებულების მოთხოვნას.
3.1.16. 05.10.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ მენეჯერმა მიმართ ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ ქ. ბ---------ში, გ------------ას ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოებზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (შუალედური ფორმა N2) ძირითადი სამუშაოები შესრულებულია შპს ,,ქ--------–---ის+’’-ის მიერ ზედამხედველობის დაწყებამდე. დარჩენილია ფეხით სავალ ნაწილზე ბაზალტის ფილების დაგება, რომელიც შეადგენს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მოცულობების მიხედვით 664მ2, რაზეც შემდგომში გაწეული იქნება შესაბამისი ტექნიკური ზედამხედველობა. სამუშაოების შესრულება 05.10.2---წ. მდგომარეობტ მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დარღვევით.
3.1.17. 2--- წლის 23 ოქტომბერს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% ოდენობით, არის ძალიან მაღალი, რაც გამოიწვევს მიმწოდებლის ფინანსურ გაკოტრებას. რის გამოც ითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და პირგასამტეხლოს 0.02%-ით განსაზღვრა.
3.1.18. 2--- წლის 25 ოქტომბერს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია. ითხოვა შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და შესაბამისი თანხის ჩარიცხვა.
3.1.19. ბ---------ის მუნიციპალიტეტმა 27.10.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ გადაუგზავნა შპს ,,უ---------–ის’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ ქ. ბ---------ში, გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების ფორმა N2.
3.1.20. 02.11.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ გ------------ას ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციაზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (შუალედური ფორმა N2) შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოების სახეები და მოცულობები შეესაბამება რეალურად შესრულებულ სამუშაოთა სახეებს და მოცულობებს. ამასთან მიუთითა, რომ ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე წარდგენილი შუალედური ფორმა N2-ის დადასტურება მოხდება, მოცულობებში ფაქტიური აზომვების შედეგად მიღებული ცვლილებების გასწორების შემდეგ.
3.1.21. 2--- წლის 3 ნოემბერს შპს ,,უ---------–ის’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია. ითხოვა შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად კომისიის გამოყოფა და შესაბამისი თანხის ჩარიცხვა.
3.1.22. 2--- წლის 8 ნოემბერს შპს ,,ქ--------–---ი+’’ მენეჯერმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა შემდეგი:
· 9-------–ის ქუჩა დასრულებულია სახარჯ. ღირებულებით 113808 ლარი;
· გ------------ას ქუჩაზე მოსაწყობია ფეხით სავალი ნაწილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 137759 ლარი. შესრულებულია სახარჯ. ღირებულების 60%;
· ა----–-----–ის ქუჩაზე მოსაწყობია ფლეთილი ქვის გამყოლი კედელი სახარჯ. ღირებულებით 203382.99 ლარი. შესრულებულია სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 22%;
· გეგმა-გრაფიკი დარღვეულია, საერთოდ სამუშაოების შესრულების ტემპი ძალიან დაბალია, დროულად ვერ ეწოდება სამშენებლო მასალები. დარჩენილია აქვთ შესასრულებელი:
· კედლის მოპირკეთება ბაზალტის ფლეთილი ქვით - 792 მ2;
· ტროტუარზე ბაზალტის ფილების დაგება 404 მ2;
· ლითონის მოაჯირის მოწყობა - 770 გრ/მ;
3.1.23. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 22 ნოემბრის ბრძანებით შეწყდა ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შპს ,,უ---------–ს’’ დაეკისრა ჯარიმა 119538 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 87 ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.24. 31.05.2---წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,უ---------–ს’’ აღებული აქვს შემდეგი თანხები:
· 2--- წლის 12 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით - 27254.42 ლარი;
· 2--- წლის 1 აგვისტოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით - 33181.77 ლარი;
· 2--- წლის 18 აგვისტოს შუალედური მიღება-ჩაბარების ქტით - 24129.72 ლარი;
3.1.25. 2--- წლის 25 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შპს შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 85888.94 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შპს ,,უ---------–ს’’ დაეკისრა ჯარიმა 119538 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 87 ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.26. შპს ,,უ---------–ს’’ 12.12.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 85888.94 ლარიდან ბ---------ის მუნიციპალიტეტისაგან ავანსის სახით მიღებული აქვს 70 000 ლარი.
3.1.27. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკისრებული პირგასმტეხლოდან შპს „უ---------–ს“, შესრულებული სამუშაოდან დაუკავა და არ ჩაურიცხა 17862 ლარი.
3.1.28. 2--- წლის 28 ნოემბერს სს ,,ა----- დაზღვევამ’’ მიმართა შპს ,,უ---------–ს’’ და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 22 900 ლარის ანაზღაურება. 27.12.207წ. შპს უ---------–მა სს ,,ა----- დაზღვევას’’ საგარანტიო თანხის სახით ჩაურიცხა 22 900 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- შპს ,,უ---------–ის’’ 11.07.2---წ. N17-02/07 წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 31.07.2---წ. N17-02/08 წერილი;
- 12.07.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 01.08.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 18.08.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 08.06.2---წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის N02/4085;
- შპს ,,უ---------–ის’’ 18.09.2---წ. მიმართვა N17-10/09;
- შპს ,,უ---------–ის’’ 11.07.2---წ. მიმართვა N17-03/07;
- 19.09.2---წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის წერილი N02/7064;
- 05.10.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ N160/265/12 წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 25.10.2---წ. წერილი N17-24/10;
- 27.10.2---წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის N02/8337 წერილი;
- შპს ,,ქ--------–---ი+’’ 02.11.2---წ. წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 23.10.2---წ. N17-20/10 წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 03.11.2---წ. N17-20/10 წერილი;
- 08.11.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ N160/265/63 წერილი;
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 22.11.2---წ. N0------ ბრძანება;
- ზ------ ქ-----–---–-- 21.11.2---წ. მოხსენებითი ბარათი;
- 12.12.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 28.11.2---წ. შეტყობინება დავალიანების გადახდის შესახებ;
- 27.12.2---წ. საგადასახადო დავალება N2---
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულება შეწყდა უკანონოდ, ვინაიდან ბ---------ის მუნიციპალიტეტის ბრალეულობის გამო შპს ,,უ---------–მა’’ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება.
მოსარჩელე უთითებს, რომ 2--- წლის 18 სექტემბერს მან მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას, წარადგინა შუალედური შესრულება და ფორმა N2, ხოლო ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა 2--- წლის 12 დეკემბერს, ორი თვისა და 25 დღის დაგვიანებით, არ მოახდინა ანგარისწორება, რამაც შეაფერხა შემდგომი სამუშაოების შესრულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 31 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულების ვადა გ------------ას და 9-------–ის ქუჩაზე განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით ანუ ხელშეკრულება ამ ნაწილში უნდა შესრულებულიყო 2--- წლის 29 ივლისის ჩათვლით, ხოლო ა----–-----–ის ქუჩაზე განისაზღვრა - 90 დღით და ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 2--- წლის 28 აგვისტოს ჩათვლით. შესაბამისად 2--- წლის 18 სექტემბერს, როცა შპს ,,უ---------–მა’’ წარადგინა შუალედური შესრულება და ფორმა N2, ხელშეკრულების შესრულების ვადა უკვე დარღვეული იყო. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს ,,უ---------–მა’’ დროულად ვერ შეასრულა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრალეულობით, რომ არა მუნიციპალიტეტის ბრალეულობა დროულად შეასრულებდა სამუშაოებს და არ დადგებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, დაუსაბუთებელია.
3.2.2. ბ---------ის მუნიციპალიტეტს შპს ,,უ---------–ისათვის’’, 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 7300 ლარი არ აუნაზღაურებია.
2--- წლის 12 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შპს ,,უ---------–ის’’ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 85888.94 ლარს. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მითითებული თანხის ნაწილი 70000 ლარი შპს ,,უ---------–ს’’ მიღებული აქვს ავანსის სახით. ხელშეკრულების 10.5 პუნქტის შესაბამისად შემსყიდველმა - ბ---------ის მუნიციპალიტეტმა დაიკავა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10% - 8588.89 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, დაკავებული თანხა მიმწოდებელს - შპს ,,უ---------–ს’’ დაუბრუნდებოდა იმ შემთხვევაში თუ იგი წარადგენდა ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს და ექსპერტიზის დადებით დასკვნას. საქმის განხილვით დადგენილია, რომ მიმწოდებელს - შპს ,,უ---------–ს’’ ზემოაღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, ბ---------ის მუნიციპალიტეტმა სრულიად კანონიერად არ ჩაურიცხა მიმწოდებელს 8588.89 ლარი (10%). დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება (12.12.2---წ. მიღება-ჩაბარების აქტი) არის 85888.94 ლარი, საიდანაც შპს ,,უ---------–ს’’ მიღებული აქვს 70000 ლარი, შემსყიდველმა - ბ---------ის მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს დაუკავა 8588.89 ლარი. ამდენად, შემსყიდველს - ბ---------ის მუნიციპალიტეტს, მიმწოდებლის - შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დარჩენილი აქვს 7300 ლარი (85888,94-70000-8588,89).
3.2.3. შპს ,,უ---------–ის’’ მიერ 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოები - ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაცია, ღირებულებით 203382.99 ლარი, შესრულებულია ღირებულების 22% - 44744.25 ლარი, რაც შემსყიდველს არ აუნაზღაურებია.
2--- წლის 27 ოქტომბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტმა მიმართა შპს ,,ქ--------–---ი+’’ და ითხოვა შპს ,,უ---------–ის’’ მიერ წარმოდგენილი 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ბ---------ში, გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 შემოწმება, დადასტურება და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების იდენტურობა. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ქ--------–---ი+’’ ზედამხედველობის ტექნიკური მენეჯერმა 2--- წლის 8 ნოემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია ნაწილობრივ, კერძოდ სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 22%. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შპს ,,ქ--------–---ი+’’ ზედამხედველობის ტექნიკურმა მენეჯერმა ღ------ რ------ემ სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ა----–-----–ის ქუჩაზე კედლის რეაბილიტაციის გარკვეული სახის სამუშაოები შესრულებულია. მანვე დაადასტურა, რომ შესრულებულია სამუშაოების ღირებულების 22%. მითითებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 203382.99 ლარს, ხოლო მისი 22% არის 44744.25 ლარი. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ---------ში, ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მერიას არანაირი თანხა არ ჩაურიცხია შპს „უ---------–ისთვის“. მან არ მიღოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო და არ გაუფორმა მიღება-ჩაბარეის აქტი და შესაბამისად ანაზრაურებას არ დაექვემდებარა გაწეული სამუშაო.
ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (სუსგ 1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011).
ამდენად, დასაბუთებულია მოსარჩელის მსჯელობა სადავო სამუშაოების ნაწილის შესრულებულად მიჩნევის თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ აღნიშნული დაადასტურა არა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, არამედ სხვა სახის მტკიცებულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, მოწმის ჩვენებით დაადასტურა, რომ ბ---------ში, ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოებიდან, მის მიერ შესრულებულია სამუშაოთა 22% თანხობრივად - 44744,25 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტიკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
ამასთან, საქმეზე დადგენილია, რომ მიმწოდებელს შპს ,,უ---------–ს’’ სამუშაოების შესრულების შესახებ დადებითი დასკვნა არ წარუდგენია, რის გამოც ხელშეკრულების შესაბამისად უნდა მოხდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10% დაკავება, რაც შეადგენს 4474.42 ლარს (44744.25 ლარის 10%). შესაბამისად შემსყიდველს - ბ---------ის მუნიციპალიტეტს, მიმწოდებლის - შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დარჩენილი აქვს ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ღირებულება 40269.83 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- შპს ,,უ---------–ის’’ 11.07.2---წ. N17-02/07 წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 31.07.2---წ. N17-02/08 წერილი;
- 12.07.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 01.08.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 18.08.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 08.06.2---წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის N02/4085;
- შპს ,,უ---------–ის’’ 18.09.2---წ. მიმართვა N17-10/09;
- შპს ,,უ---------–ის’’ 11.07.2---წ. მიმართვა N17-03/07;
- 19.09.2---წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის წერილი N02/7064;
- 05.10.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ N160/265/12 წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 25.10.2---წ. წერილი N17-24/10;
- 27.10.2---წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის N02/8337 წერილი;
- შპს ,,ქ--------–---ი+’’ 02.11.2---წ. წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 23.10.2---წ. N17-20/10 წერილი;
- შპს ,,უ---------–ის’’ 03.11.2---წ. N17-20/10 წერილი;
- 08.11.2---წ. შპს ,,ქ--------–---ი+’’ N160/265/63 წერილი;
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 22.11.2---წ. N0------ ბრძანება;
- ზ------ ქ-----–---–-- 21.11.2---წ. მოხსენებითი ბარათი;
- 12.12.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 28.11.2---წ. შეტყობინება დავალიანების გადახდის შესახებ;
- 27.12.2---წ. საგადასახადო დავალება N2---
- მოწმე ღ------ რ------ის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
2--- წლის 31 მაისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში გ------------ას და 9-------–ის ქუჩებზე ფეხით სავალის და ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 458000 ლარით. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა გ------------ას და 9-------–ის ქუჩაზე განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით, ხოლო ა----–-----–ის ქუჩაზე - 90 დღით. დადგენილია, რომ 2--- წლის 18 სექტემბერს, როდესაც შპს ,,უ---------–მა’’ წარადგინა შუალედური შესრულება და ფორმა N2, ხელშეკრულების შესრულების ვადა უკვე დარღვეული იყო, ვალდებულება კი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა დაირღვა მიმწოდებლისაგან - შპს ,,უ---------–ისაგან’’ დამოუკიდებელი მიზეზების გამო უსაფუძვლოა და მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შპს ,,უ---------–მა’’ 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა, რომელთა ღირებულება 12.12.2---წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით შეადგენს 85888.94 ლარს. შესრულებული სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 7300 ლარი შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არ აუნაზღაურებია. შემსყიდველი - ბ---------ის მუნიციპალიტეტი ვალდებულია მიმწოდებელს - შპს ,,უ---------–ს’’ გადაუხადოს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. გარდა ამისა დადგენილია, რომ შპს ,,უ---------–ის’’ მიერ 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების - ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის ნაწილი, კერძოდ ღირებულების 22% შესრულებული აქვს, რაც ასევე ექვემდებარება ანაზღაურებას. ამდენად, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 40269.83 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაკისრებული და დაკავებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2--- წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 31.05.2---წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე გათვალისიწნებული იქნა პირგასამტეხლო სამუშაოს შესრულების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,3%, რაც შეადგენს 1374 ლარს (458000X0,3%). მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, ასევე სამუშაოს შესრულების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებისათვის (12 დღე X 1374 ლ.+1374 ლ.) შეადგენს 17862 ლარს. საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ გათვალისიწნებული მოგებაა 4%, რაც შეადგენს 18320 ლარს (458000X4%).
მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო მაღალია და იმ პირობებში როდესაც მიმწოდებლი, ხელშეკრულებით ნაკისირი ვალდებულების შესრულებით ელოდება 18320 ლარი მოგების მიღებას, მისთვის პირგასამტეხლოს სახით, 12 დღე ვადაგადაცილებისთვის 16488 ლარის დაკისრება მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მიმწოდებლის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ 2--- წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, ასევე შემსყიდველმა შეუწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი სადავო არ გამხდარა და მიმწოდებელმა ჩაიბარა დამაკმაყოფილებლად. ამასთან აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2--- წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა (12 დღე) გათვალისიწნებით უნდა განისაზღვროს 3862 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 14000 (17862-3862) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1847.09 (14000+40269.83+7300=61569,83*3%)ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სახლემწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა დარჩეს 472,06 ლარი სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2680.85 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,უ---------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. 2--- წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების მიმწოდებლისაგან - შპს ,,უ---------–ისაგან’’ დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყვეტის აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
1.2. 2--- წლის 31 მაისის N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო 17862 ლარი შემცირდეს, განისაზღვროს 3862 ლარით და ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 14000 ლარის გადახდა.
1.3. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ქ.ბ---------ში ა----–-----–ის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 40269.83 ლარის გადახდა.
1.4. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ნაწილის - 7300 ლარის გადახდა.
2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1847.09 ლარის გადახდა.
3. შპს ,,უ---------–ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 29.12.2---წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან 2680.85 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი