გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
020210017002162698
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210017002162698 (2/2000-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი’’

წარმომადგენელი - ბე----------ვა

 

მოპასუხეები: ნა---------ა, ნა----------ია, და-----------–--ლია, გო---------–ია, ინ----------ია, ლე-------------–ია, თე------------–---–ია

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნა---------ასათვის, ნა----------იასათვის, და-----------–--ლიასათვის, გო---------–იასათვის, ინ----------იასათვის, ლე-------------–იასათვის და თე------------–---–იასათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 919,12 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება (შემცირებული მოთხოვნა, ი--------------–-–---------------ქმი);

 

1.2.სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების განხორციელება პირველ რიგში მოპასუხე ინ----------იას (პირადი №39--------3) საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: მისამართი - ქ. სე---ი, გ. ლე------ს ქუჩა №1 (347 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №44.--.3-.1--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მოპასუხეების კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონების მიქცევა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ნა---------ამ სარჩელი ცნო სრულად.

 

2.2.ნა---------ას გარდა, მოპასუხეებიდან შესაგებელი წარმოადგინა მხოლოდ ნა----------იამ, რომელმაც სარჩელი არ ცნო.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1.20---–-–----------სს შპს ,,მ-----------------------------–------------ა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე ნა---------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა სესხის ხაზი 50 000 ლარის ოდენობით, 240 თვის ვადით - 3-/06/2035 წლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და ნა---------ას შესაგებელი;

-ხელშეკრულება (ს.ფ. 16);

-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 49);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.2.სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად 20---–-–----------სს ინ----------იასთან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ინ----------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), მისამართი: ქ. სე---ი, გ. ლე------ს ქუჩა №1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №44.--.3-.1--.

 

იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 3-.06.2----–--–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და ნა---------ას შესაგებელი;

-იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 51);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.3.სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში 20---–-–----------სს ნა---------ასთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, 2020 წლის 04 ივლისის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 1,32 %.

 

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5% ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 პროცენტი არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 ლარი, ხოლო დარჩენილ მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის - პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 3.4. პუნქტით, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკში გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას და ყოველწლიურ საკომისიოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და ნა---------ას შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-24);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.4.ნა---------ასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ნა----------იასთან, და-----------–--ლიასთან, გო---------–იასთან, ინ----------იასთან, ლე-------------–იასთან და თე------------–---–იასთან შპს ,,მ-----------------------------–---------ო’’-ს (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.

 

თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 22 370,31 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და ნა---------ას შესაგებელი;

-განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 25-36);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.5.მსესხებელმა ნა---------ამ 2--- წლის ოქტომბრის თვიდან არ შეასრულა სესხის გადახდის ვალდებულება, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის - 02.11.2--- წლის მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც შპს ,,მ-----------------------------–---------ო’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით 8853,64 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 3599,58 აშშ დოლარს, სიცოცხლის დაზღვევის თანხის სახით - 350 აშშ დოლარს, საკომისიოს სახით - 76,46 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოა - 39,44 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და ნა---------ას შესაგებელი;

-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 51);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.6.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის ქონების რეალიზაცია. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ მოპასუხე ნა---------ასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებებით. კერძოდ, სესხის ხელშეკრულებების 9.1. მუხლით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მასზედ, რომ მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავა მოთხოვნის ოდენობას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციით ამონაგები თანხა არაა საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა); მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის საკრედიტო, იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ნა---------ას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით მოსარჩელეს უნდა მიეღო ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხა და საკომისიო. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი - ნა---------ა, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადონ ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–----------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის, პროცენტის, საკომისიოსა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდევინება, ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნა---------ა ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალეების (მოპასუხეების) ნა----------იას, და-----------–--ლიას, გო---------–იას, ინ----------იას, ლე-------------–იას და თე------------–---–იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნა---------ამ სარჩელი ცნო სრულად. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სესხის 9.1. მუხლით მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება მასზედ, რომ თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით მოსარჩელე უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს სოლიდარულ მოვალეთა ნებისმიერ ქონებაზე. უდავოდ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია ინ----------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საკადასტრო კოდით №44.--.3-.1--. მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელეს, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების, კერძოდ, მოპასუხე ინ----------იას კუთვნილი უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო მოპასუხე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების ზემოთ მითითებული პუნქტის მიხედვით, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული მითითებული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა ანუ მოპასუხეთა კუთვნილი სხვა ქონება. 6.4.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ნა---------ას მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2--- წლის ოქტომბრის თვიდან, ხოლო მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა 02.11.2--- წლიდან და ამ მდგომარეობით პირგასამტეხლოა 39,44 აშშ დოლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობით დარიცხვით მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ არის, რის გამოც იგი სრულად, სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ. 6.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მხოლოდ მოპასუხე ნა---------ას მიერ სარჩელის სრულად ცნობის, ასევე სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს სსს კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ მოპასუხეებს ნა----------იას, და-----------–--ლიას, გო---------–იას, ინ----------იას, ლე-------------–იას და თე------------–---–იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1011,87 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირების გათვალისწინებით, სახელწმიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 18,66 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,კრ----------ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.მოპასუხეებს ნა---------ას, ნა----------იას, და-----------–--ლიას, გო---------–იას, ინ----------იას, ლე-------------–იას და თე------------–---–იას მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 919,12 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2.სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს პირველ რიგში მოპასუხე ინ----------იას (პირადი №39--------3) საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: მისამართი - ქ. სე---ი, გ. ლე------ს ქუჩა №1 (347 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №44.--.3-.1--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონება;

 

2.მოპასუხეებს ნა----------იას, და-----------–--ლიას, გო---------–იას, ინ----------იას, ლე-------------–იას და თე------------–---–იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1011,87 ლარის ანაზღაურება;

3.მოსარჩელე სს ,,კრ----------ს’’ (ს/კ 20------8) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 18,66 ლარი, რაც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი: 3-0813150, ბანკის კოდი: TRESGE22;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა