გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18--2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი 2018 წ. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი თეა წიკლაური
მოსარჩელე სს "სა---------–---------ი"
წარმომადგენელი ბე–-- ლა–-ი
მოპასუხე ზა--- მი------–---–-
დავის საგანი თანხ-ს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზა--- მირიზაშვილისათვის 70-9.3- ლარის დაკისრება, საიდანაც სესხ-ს ძირითადი თანხაა 19--.31 ლარი, სარგებელი 23--.55 ლარი, პირგასამტეხლო 27--.44 ლარი.
1.2. გამარტივებული წარმოების დასაწყებად აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 1-- ლარის გადახდა.
1.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 16 აგვისტოს სს „საქრთველოს ბანკსა“ და ზა--- მი------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება N2809533P (ვალის აღიარების შესახებ), რომლის მიხედვითაც მოპასუხემ აღიარა ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი ჯამში 6---.67 ლარი, საიდანაც 19--.31 ლარი წარმოადგენს ძირითად თანხას, 2158.02 ლარი დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს და 23-9.3- ლარი კი დარიცხულ პირგასამტეხლოს. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს 6---.67 ლარი უნდა დაეფარა 2016 წლის 29 აგვისტომდე, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით. მხარეთა შორის ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ოდენობით.
მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით ბანკის წინაშე ერიცხება 70-9.3- ლარის დავალიანება, საიდანაც სესხ-ს ძირითადი თანხაა 19--.31 ლარი, პროცენტი/სარგებელი 23--.55 ლარი და პირგასამტეხლო 27--.44 ლარი.
2. მოპასუხ-ს პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის გადაიხადოს სესხ-ს ძირათადი თანხა. ხოლო საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს, რადგან საამისო თანხა არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 16 აგვისტოს სს „სა---------–--------ს“ და ზა--- მი------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება N2809533P. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ზა--- მი------–---–მა სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ აღიარა ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი საერთო ჯამში - 6---.67 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მოიცავს სესხ-ს ძირითად თანხას - 19--.31 ლარს, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს - 2158.02 ლარს და დარიცხულ პირგასამტეხლოს - 23-9.3- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 16 აგვისტოს შეთანხმება (ს.ფ. 17-22)
- სარჩელი (ს.ფ. 1-35)
- შესაგებელი (ს.ფ. 40-50)
- სხდომის ოქმი (21.0-.2018წ)
3.1.2. მოპასუხე ზა--- მი------–---–ს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 7 0-9.3- ლარის ოდენობით, საიდანაც სესხ-ს ძირითადი თანხაა - 1 9--.31 ლარი, პროცენტი - 2 3--.55 ლარი და პირგასამტეხლო - 2 7--.44 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელი (ს.ფ 1-35)
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 23.)
- შეტყობინება დავალიანების დაფარვის შესახებ (ს.ფ.24-25)
- სხდომის ოქმი (21.0-.2018წ)
3.1.3. 2016 წლის 6 დეკემბერს სს "სა---------–---------ა" განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ზა--- მი------–---–-სათვის საკრედიტო ვალდებულების დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სს „სა---------–--------ს“ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე იმის გამო, რომ მოვალე რესპონდენტმა ზა--- მი------–---–მა წარადგინა პროტესტი. სს სა---------–---------ა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2016 წლის 12 დეკემბერს გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 1-- ლარი, რაც დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების გამო არ უბრუნდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილების და საგადასახადაო დავალებების ქვითრები (ს.ფ. 28-31.)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 867-ე, 868-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხ-ს გაცემად. შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და ვალის აღიარების ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხ-ს ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს პრივატ ბანკსა’’ და ზა--- მი------–---–ს შორის 2011 წლის 2 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 19--.31 ლარი 3- თვის ვადით. სესხ-ს სარგებელი განისაზღვრა წლიური 36 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხ-ს დაბრუნების ვადის დარღვევისათვის ვადაგადაცილებული თანხ-ს 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 16 აგვისტოს სს „სა---------–--------ს“ და ზა--- მი------–---–ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, ე.წ. „შეჯერების აქტის“ სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის, ვალის აღიარება შეიძლება იყოს კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (კაუზალური). ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.
ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა და ამდენად, ვალის აღიარება არ არსებობს, აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ 2016 წლის 16 აგვისტოს შედგენილი N2809533P შეთანხმება(დანართითურთ) წარმოადგენს არა ვალის აღიარების აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, არამედ კაუზალურ აღიარებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ცხადია, რომ ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ზა--- მი------–---–მა ჯეროვნად არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები - დარღვეულია კრედიტის დაბრუნების ვადა და თანხა სრულად დაბრუნებული არ არის.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხ-სათვის სესხ-ს ძირითადი თანხ-ს, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახ-ლველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადავო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა სესხ-ს ძირითადი თანხ-ს 19--.31 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც მოსარჩელემ ცნო, როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო განხ-ლვის დროსაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების, ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომლის მიმართაც დადგენილია სავალდებულო ფორმის დაცვა. იგი საჭიროებს წერილობით ფორმას და ხელმოწერილი უნდა იყოს მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს აქვს რამდენიმე ფუნქცია: 1) ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფუნქცია, რაც გულისხმობს მხარისათვის მოტივაციის შექმნას ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის; 2) მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია. მხარეები თანხმდებიან ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. იგი არ საჭიროებს ზიანის არსებობის მტკიცებას. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის საკმარისია ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა.
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გამოხატულია სამოქალაქო კოდექსის ნორმებში. ხელშეკრულება უნდა განიმარტოს სწორედ აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, ასევე იგი ავსებს ხელშეკრულების ან კანონის ხარვეზს.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხ-ს 0,5%-ს.
საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხ-ს დავალიანების 27--.44 ლარის, 0.5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახ-ს დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხ-ს სახ-თ. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხ-ს გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხ- უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-84--814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხ-ს ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო არაგონივრულად მაღალია. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასმატეხლოა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხ-ს დავალიანების 0,5%, რაც ერთ თვეში შეადგენს 15%-ს, ხოლო წლიურად კი 180 %-ს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე არის ფიზიკური პირი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების 2-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებელი არის საფინანსო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი. მომხმარებელს ხელშეკრულების დადებისას არ შეუძლია შეცვალოს და სხვა პირობებით დადოს ხელშეკრულება, იგი ან გამოხატავს აქცეპტის ნებას ან უარს ამბობს ხელშეკრულების დადებაზე. შესაბამისად, სამომხმარებლო ხელშეკრულებები ხასიათდება სტანდარტული პირობებით, რომლის შეცვლაც პროდუქტის/მომსახურების შემთავაზებელს შეუძლია. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი უნდა მივიჩნიოთ სუსტ მხარედ, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბა---რზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. თითოეული მხარე ვალდებულია კეთილსინდისიერად და გულისხმიერად მოეკიდოს მეორე მხარის ქონებასა და უფლებებს. შესაბამისად, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს ე.წ. თვითშესაგებელი და დაიცვას ხელშეკრულების სუსტი მხარე პირგასამტეხლოს შემცირებით.
ამდენად, მოთხოვნილი საპროცენტო მაჩვენებლით პირგასამტეხლოს მიღების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებს სესხ-ს 15%-ს თვეში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე). ამ ნორმის მიხედვით დასაშვებია პირგასამტეხლო აღემატებოდეს კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის თანხას, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დებულება, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სსკ-ის 268-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მხარეები 2016 წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულების 10.2 პუნქტის შესაბამისად შეთანხმდნენ, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღაურების შესახებ.
სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სს „სა---------–--------ს“ უარი ეთქვა ზა--- მი------–---–-ს მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე იმის გამო, რომ რესპონდენტმა (მოვალე ზა--- მი------–---–მა) წარადგინა პროტესტი. სს "სა---------–---------ა" სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 1-- ლარი, რაც დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს არ უბრუნდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხ-სმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სს „სა---------–---------ა“ სააპლიკაციო საფასურის გადახდით განიცადა ზიანი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოპასუხ-ს მიერ წარდგენილი პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელის განხ-ლვის შედეგად სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ამ საქმეზე სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 211.7- ლარი. მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 70-9.3- ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 4-41.86 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 68%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 211.7- ლარის 68% შეადგენს 144 ლარს.
მოპასუხემ ცნო ძირითადი თანხ-ს დაკისრების მოთხოვნა 19--.31 ლარის ნაწილში. ამდენად, მხარეები ამ მოთხოვნებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 58.7- ლარი. ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისრის სს "სა---------–--------ისათვის" 8- ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „სა---------–---------ის“ სარჩელი;
1.1.ზა--- მი------–---–ს (პ/ნ 31---------) სს „სა---------–--------ის“ (ს/კ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს 4-41.86 ლარის გადახდა;
1.2.მოსარჩელის მოთხოვნა ზა--- მი------–---–-სათვის პირგასამტეხლოს სახ-თ 22---44 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. ზა--- მი------–---–ს (პ/ნ 31---------) სს „სა---------–--------ის“ (ს/კ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 8- ლარის გადახდა;
3. ზა--- მი------–---–ს (პ/ნ 31---------) სს ,,სა---------–--------ის” (ს/კ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს სააპლიკაციო საფასურის 1-- ლარის გადახდა;
4. სს ,,სა---------–--------ს” დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 58.7- ლარი, რომელიც 2017 წლის 27 მარტის N3 საგადასახადო დავალებით გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიში/ სახაზინო კოდი 3-0763150;
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი