გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-90-18
(130210018002282105)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05აპრილი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე - გი-------------–-ძე
წარმომადგენელი - კუ----------–-----ძე
მოპასუხე - თა-----------–-ძე
წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, კუთვნილი ნივთების დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე თა-----------–-ძეს დაევალოს დაუბრუნოს მოსარჩელე გი-------------–-ძეს თავისი კუთვნილი 10 გრამიანი ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი - ღირებული 1 000 ლარად და 15 გრამიანი ოქროს სამაჯური - ღირებული 1 300 ლარად ან/და დაეკისროს მათი ღირებულების 2 300 ლარის გადახდა გი-------------–-ძის სასარგებლოდ.
სარჩელის მიხედვით,მოსარჩელე გი-------------–-ძე ქორწინებაში იმყოფება 2017 წლის 05 აპრილიდან თამარ ხაბელაშვილთან. ქორწინების შემდგომ თამარ ხაბელაშვილმა მიიღო მეუღლის გვარი - გოგალაძე. მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთად იცხოვრეს 8 თვე. მოპასუხის სურვილი იყო მოსარჩელესთან ერთად ეცხოვრა ცალკე ოჯახად, მაგრამ მოსარჩელემ განუცხადა უარი. მითითებულის გამო მოპასუხე წავიდა ოჯახიდან და თან წაიღო ნივთები, რომლებიც გი-------------–-ძემ მიიღო ქორწილზე ნათესავებისგან საჩუქრად. ეს ნივთებია 10 გრამიანი ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი - ღირებული 1 000 ლარად და 15 გრამიანი ოქროს სამაჯური - ღირებული 1 300 ლარად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები და გარემოებანი არ შეესაბამება სინამდვილეს. მას არ სურდა ოჯახის დანგრევა. კამათი მოუვიდათ ბაზარში მეუღლესთან და ამის გამო განერვიულებული დაბრუნდა თავისი მშობლების სახლში. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მას არანაირი ნივთი არ წაუღია მოსარჩელისგან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თა-----------–-ძე (ქორწინებამდელი გვარი ხაბელაშვილი) და გი-------------–-ძე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 05 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15);
3.1.2. მოსარჩელე გი-------------–-ძე და მოპასუხე თა-----------–-ძე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე გი-------------–-ძის კუთვნილი ნივთები 10 გრამიანი ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი - ღირებული 1 000 ლარად და 15 გრამიანი ოქროს სამაჯური - ღირებული 1 300 ლარად
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის "ბ" პუნქტის შესაბამისად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია ჩუქებით.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადსტურებულად ცნო, რომ სადაო ნივთები ნამდვილად არსებობდა და ეს ნივთები ქორწინების განმავლობაში გი-------------–-ძეს აჩუქა მეუღლის დედამ - ზო----–------მ.
წარმოდგენილი ახსნა- განმარტებით, რომელიც პოლიციის საამმართველოში მისცა გი-------------–-ძემ იგი ითხოვს მისი ოჯახის წევრების მიერ თა-----------–-ძეზე ნაჩუქარი ნივთების დაბრუნებას და პრეტენზია არა აქვს მისთვის ნაჩუქარ ნაჩუქარ ოქროს ბეჭედზე და ოქროს სამაჯურზე, ასევე წარმოდგენილი სატელეფონო მიმოწერა, რომელშიც თა-----------–-ძე უარს ეუბნება გი-------------–-ძეს ზემოაღნიშნული ოქროს ბეჭდისა და ოქროს სამაჯურის დაბრუნებაზე ადასტურებს, რომ ეს ნივთები ნამდვილად იმყოფება თა-----------–-ძესთან.
სსასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ოქროს ბეჭედი და სამაჯური წარმოადგენს გი-------------–-ძის საკუთრებას და დავის მომენტისათვის არ იმყოფება მის მფლობელობაში და იმყოფება მოპასუხე თა-----------–-ძესთან, რის გამოც მოპასუხე წარმოადგენს არაუფლებამოსილს ფლობდეს სადაო ნივთებს თუნდაც მისი ოჯახის წევრის მიერ იყოს ნაჩუქარი მოსარჩელეზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 250-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი-------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. თა-----------–-ძეს დაევალოს დაუბრუნოს გი-------------–-ძეს 10 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი ღირებული 1 000 ლარად და 15 გრამიანი ოქროს სამაჯური ღირებული 1 300 ლარად ან გადახადეს გი-------------–-ძის სასარგებლოდ მათი ღირებულება, საერთო ჯამში - 2 300 ლარი.
3. მოპასუხე თა-----------–-ძეს გი-------------–-ძის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 69 ლარი.
4. მოსარჩელე გიორგი გი-------------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი