გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/244-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 20-8 წ. ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’;
წარმომადგენელი - ზ---–----------ე;
მოპასუხე - ნ----------ე;
წარმომადგენელი - ე-–---------–-–---–ი;
მოპასუხე - მ------------ე;
წარმომადგენელი - ნ----------ე;
მოპასუხე - ი---------------ე, ი-------------–ი;
მოპასუხე - ი-----–-----------ე;
წარმომადგენელი - ნ-------------ე;
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს ნ----------ეს, ი---------------ეს, ი-----–-----------ეს, ი-------------–ს და მ------------ეს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ:
1. 20-6 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად, დავალიანების - 21657,22 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 14358.15 აშშ დოლარი, პროცენტი - 6596.15 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 653,17 აშშ დოლარი, ჯარიმა - 49,55 აშშ დოლარი.
2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული კვ.მ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე ქ.ბ---------ი, მ------ის, ქ.N7 სართული 2, ფართი 74,70 კვ.მ, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად ს/კ 6-.03.12.0--.0-.5--; ასევე ქ.ბ---------ი, მ------ის ქ.N7-ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 16.00კვ.მ ობიექტი N1, ს/კ 6-.2-.0-.4--.
3. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20-4 წლის 17 თებერვალს სს ,,კ------------სა’’ და ნ----------ეს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გიხსნა სესხის ხაზი 50000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად 20-4 წლის 17 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, მ------ის ქ.N7, ს/კ 6-.03.12.0--.0-.5--. 20-6 წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა მოსარჩელესა და ნ----------ეს შორის გაფორმებულ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ---------ი, მ------ის ქ. N7-ის მიმდებარედ, ს/კ 6-.2-.0-.4--.
20-6 წლის 19 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ----------ემ სესხის სახით მიიღო 16 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, 0.94 თვიური საპროცენტო სარგებლით. მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხი გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძრითადი თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 20-6 წლის 16 აპრილს ი---------------ესთან, ი-----–-----------ესთან, ი-------------–თან და მ------------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება.
მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ბოლო პერიოდის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადებს იხდიდა დაგვიანებით, 20-7 წლის მარტის თვეში დაარღვია გრაფიკი და მას შემდეგ აღარ ასრულებს ჯეროვნად ნაკისრ ვალდებულებებს. მსესხებელი და თავდები არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა არ დაკმაყოფილეს უსაფუძვლობის გამო. სხვა მოპასუხეებს (თავდები პირები) სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანიათ თუმცა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან სარჩელს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-4 წლის 17 თებერვალს სს ,,კ------------სა’’ და ნ----------ეს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გიხსნა სესხის ხაზი 50000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად 20-4 წლის 17 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე მ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, მ------ის ქ.N7, ს/კ 6-.03.12.0--.0-.5--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-20-4 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებები სესხის სახით მომსახურებაზე; 20-4 წლის 17 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება N2-------------I (დან.N1, N2.(ს.ფ.18-22);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.2--24);
3.1.2. მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ბოლო პერიოდის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახადებს იხდიდა დაგვიანებით, 20-7 წლის მარტის თვეში დაარღვია გრაფიკი და მას შემდეგ აღარ ასრულებს ჯეროვნად ნაკისრ ვალდებულებებს. მსესხებელი და თავდები არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 20-7 წლის 16 მაისს და მოსარჩელემ მიმართა სარჩელით სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ, სესხის გადახდის გრაფიკი, გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობაზე (ს.ფ.51-65);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20-4 წლის 17 თებერვლის და 20-6 წლის 20 აპრილის მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 6.1. პუნქტში მითითებულია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-4 წლის 17 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება N2-------------I (ს.ფ.20-22);
- 20-6 წლის 20 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება N2-------------I (ს.ფ.26-28);
3.2.2. 20-6 წლის 16 აპრილს ი---------------ესთან, ი-----–-----------ესთან, ხოლო 18 აპრილს ი-------------–თან და მ------------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. ასევე განისაზღვრა თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა რაც შეადგენს მაქსიმუმ 26800 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.40-50);
3.2.3. 20-6 წლის 19 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ----------ემ სესხის სახით მიიღო 16 000 აშშ დოლარი, 0.94 თვიური საპროცენტო სარგებლით, 60 თვის ვადით. მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხი გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.04.20-6 წლის სესხის ხელშეკრულება N1------------- (დანართი N5, ს.ფ.32-35);
- 19.04.20-6წლის სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.37-38);
3.2.4. 20-6 წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა მოსარჩელესა და ნ----------ეს შორის გაფორმებულ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბ---------ი, მ------ის ქ.N7-ის მიმდებარედ, ს/კ 6-.2-.0-.4--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-6 წლის 20 აპრილის მხარეთა შორის 20-4 წლის 17 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში სესხის ხაზით მომსახურებაზე ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმება (ს.ფ.25);
- 20.04.20-6 წ. იპოთეკის ხელშეკრულება N2-------------I (დანართი N4, ს.ფ.26-28);
3.2.5. მოსარჩელესა და მოპასუხე ნ----------ეს შორის 20-6 წლის 19 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე - ნ----------ე გაიცა სესხი 16 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 20-6 წლის 19 აპრილს ნ----------ემ მიიღო 366-,26 აშშ დოლარი, ხოლო 20 აპრილს მიიღო 2800 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხიდან 8888,10 აშშ დოლარი წარმოადგენდა გადასაფარი სესხის ძირითად თანხას, სულ გამოსაქვით თანხას წარმოადგენდა 326,59 აშშ დოლარი (სესხზე დარიცხულ პროცენტს წარმოადგენდა 113,96 აშშ დოლარი, წინასწარ დაფარვის საკომისიო - 177,76 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემია 29,33 აშშ დოლარი, SMS პაკეტის საკომისიო - 6,59) და მომსახურების თანხას წარმოადგენდა 320 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დოლარის განახლების ვაუჩერი (2 ცალი), (ტ.2.ს.ფ. 61-62 );
- გასავლის ორდერები (2 ცალი), (ტ.2.ს.ფ. 66-69 );
3.2.6. 20-6 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის სოლიდარულ ვალდებულებას მოსარჩელე მხარის წინაშე წარმოადგენს, სულ 21657,22 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 14358.15 აშშ დოლარი, პროცენტი - 6596.15 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 653,17 აშშ დოლარი, ჯარიმა - 49,55 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.04.20-6 წლის სესხის ხელშეკრულება N1------------- (დანართი N5, ს.ფ.32-35);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა საქმე და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 62--ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში სს ,,კ------------სა“ და მოპასუხე ნ----------ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. დაუსაბუთებელია მოპასუხე ნ----------ის პრეტენზია რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც მოპასუხე მიუთითებს რომ მისთვის არ იყო ცნობილი და არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გარემოებები, რომ მოპასუხე ნ----------ე პირადად აწერს ხელს ხელშეკრულებებზე, ასევე გასავლის ოპერაციის ამსახველ დოკუმენტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ახლად გაფორმებული სესხის მოცულობა - 16000 აშშ დოლარი ვერ იქნებოდა მისთვის ხელმისაწვდომი სრულად იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულით გადაიფარა მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება. შესაბამისად, აპელირება იმ საკითხზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხე ნ----------ის მიერ სესხის თანხის სრულად მიღების ფაქტს, უსაფუძვლოა და არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, საბოლოოდ მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება (16.05.20-7წ.) მოპასუხე მხარესთან და მიმართა სასამართლო.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 46--ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტისა და სადაზღვევო პრემიის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი და ასევე, სადაზღვევო პრემია.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებები გაფორმდა ასევე თავდებ პირებთან ი---------------ესთან, ი-----–-----------ესთან, ი-------------–თან და მ------------ესთან, რომელთაც იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის - ნ----------ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე. იმ შემთვევაში თუ მსესხებელი არ შეასრულებს სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებას, თავდები პასუხისმგებელი იქნება როგორც ძირითადი თანხის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობაზე, რაც შეადგენს მაქსიმუმ 26800-27000 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს სრულად ანაზღაურებაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მ------------ის პოზიციას მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების სიყალბესთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებაში აღინიშნება თანხის ჩასწორება. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც არ აჩენს ბუნდოვანებას საკითხთან მიმართებაში. მთლიანობაში ხელშეკრულების ტექსტიდან ირკვევა თავდებობის ზღვრული ოდენობა, ამასთან, შესწორება არ არის წარმოდგენილი მოპასუხე მხარის საუარესოდ - შესწორების შედეგად თანხის ოდენობა შემცირებულია, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ინტერესი რაიმე უკანონო ქმედების ჩასადენად არ არსებობს. ასევე უსაფუძვლოა ხელშეკრულების სიყალბის მტკიცება იმ საფუძვლით, რომ 20-6 წლის 16 აპრილს მ------------ესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულება დათარიღებულია 16 აპრილით, ხოლო ხელმოწერილია 18 აპრილით. ბუნებრივია, რომ მხარეთა შორის სესხის, იპოთეკის, ასევე თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თავდებობის ხელშეკრულება შესაძლებელია მომზადდა იმაზე უფრო ადრე ვიდრე მისი ხელმოწერა მოხდებოდა. ამასთან, ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღიდან - 20-6 წლის 18 აპრილიდან, რაც არ ეწინააღმდეგება არსებულ მტკიცემულებებს და ზოგადად საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარეს მოპასუხე თავდები პირების ი---------------ის, ი-----–-----------ის, ი-------------–ის, მ------------ის პრეტენზიას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ მოიქცა კეთილსინდისიერად, როდესაც ნ----------ის სახელზე სესხის გაცემის დროს თავდებ პირებს არ გააცნო ნ----------ის სახელზე არსებული ვალდებულებების შესახებ. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაზე ბევრად მეტს. თავდებობის ხელშეკრულებით თავდებებმა გამოთქვეს თანხმობა, რომ სოლიდარულად პასუხს აგებდნენ გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის - ნ----------ის სამომავლო ვალდებულებებზე. შესაბამისად, გაურკვეველია ბანკის მიმართ წარმოდგენილი პრეტენზია, ძირითადი მსესხებელი (ნ----------ე) თავად იყო ვალდებული ბანკის წინაშე არსებული დავალიანების შესახებ ეცნობებინა თავდები პირებისათვის. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელით სადავო არ გაუხდია ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძლად სასამართლო ვერ მიიჩნევს დასახელებულ გარემოებებს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 302-ე მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შესაძლებელია მიექცეს აუქციონზე სარეალიზაციოდ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-4 წლის 17 თებერვალს სს ,,კ------------სა’’ და ნ----------ეს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გიხსნა სესხის ხაზი 50000 ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად 20-4 წლის 17 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, მ------ის ქ.N7, ს/კ 6-.03.12.0--.0-.5--. 20-6 წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა მოსარჩელესა და ნ----------ეს შორის გაფორმებულ სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ---------ი, მ------ის ქ. N7-ის მიმდებარედ, ს/კ 6-.2-.0-.4--.
ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორის მიმართ, დადგენილ ვადაში არ არის შესრულებული, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე შესაძლებელია დაკმაყოფილდეს – იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით იძულებით აუქციონზე გაყიდვის გზით.
საქართველოს სამოქალაქო ოდექსის 30--ე 11-ლი ნაწილით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნის დაფარვის სხვა წესი. კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას. ხელშეკრულებით არ იქნა დაკონკრეტებული თუ რა ღონისძიებების გატარების უფლება აქვს გამსესხებელს ამ შემთხვევაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩანაწერი ბუნდოვანია, შესაბამისად, დაუსაბუთებელია და გაურკვეველია მოსარჩელის მოთხოვნა, როდესაც იგი უთითებს, რომ უნდა მიექცეს აღსრულება დავალიანების დასაფარავად მოვალეების (თუ მოვალის) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონებიდან (კონკრეტულად რომელი მოვალის და რომელი ქონების).
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 20-7 წლის 2- დეკემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 20-6 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 14358,15 აშშ დოლარზე დასარიცხი პროცენტის 6596,35 აშშ დოლარის დაკისრებას, როგორც მიუღებელი შემოსავალი.
აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად ყოველთვიურად 0,94%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე დასარიცხი სარგებელი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში - 6596,35 აშშ დოლარი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში დარიცხულ ჯარიმას წარმოადგენს 49,55 აშშ დოლარი, რაც არსებული ვალდებულების ოდენობის და ვადაგადაცილებული პერიოდის პროპორციულია და მისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს სოლიდარულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს - ნ----------ეს, ი---------------ეს, ირაკლი ინსარიძეს, ი-------------–ს, მ------------ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სასამართლო ბაჟი 1578,38 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ------------ის’’ (ს/ნ 2-------- ) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნ----------ეს, ი---------------ეს, ი-----–-----------ეს, ი-------------–ს, მ------------ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 21657,22 აშშ დოლარის გადახდა, (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 14 358,15 აშშ დოლარი, სესხის პროცენტია 6596,35 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 653,17 აშშ დოლარი, ჯარიმის თანხა შეადგენს 49,55 აშშ დოლარს).
3. სს ,,კ------------ის“ წინაშე ნ----------ის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მ------------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბ---------ი, მ------ის, ქ.N7 სართული 2, ფართი 74,70 კვ.მ, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად ს/კ 6-.03.12.0--.0-.5--; ასევე ქ.ბ---------ი, მ------ის ქ.N7-ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 16.00კვ.მ ობიექტი N1, ს/კ 6-.2-.0-.4--.
4. მოსარჩელეს უარი ეთქვას დავალიანების სრულად დასაკმაყოფილებლად, მოვალის კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. მოპასუხე ნ----------ეს, ი---------------ეს, ი-----–-----------ეს, ი-------------–ს, მ------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 1578,38 ლარის გადახდა სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი