გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
020210117002206788
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210117002206788 (2/2206-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი’’

წარმომადგენელი - ბე---------ავა

 

მოპასუხეები: ალ------------ავა, მაი--------ავა, მა--------------ვა, ბა--------–ია, თი-------------ვა, და----------ვა

მოპასუხე ალ------------ავას წარმომადგენელი - და-----------უა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ალ------------ავას, მაი--------ავას, მა--------------ვას, ბა--------–იას, თი-------------ვას და და----------ვასათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ 20---–-–---------–--ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8540,97 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე ალ------------ავასათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ 20---–-–---------–--ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1096,84 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებიდან შესაგებელი წარმოადგინა მხოლოდ ალ------------ავამ, მა--------------ვამ და ბა--------–იამ, რომლებმაც სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1.20---–-–---------–--ს შპს ,,მიკრ-------------------------–-----------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე ალ------------ავას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 7000 აშშ ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით. წლიური კლებადი საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 44,40 %, ასევე, მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა მსესხებლის მიერ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 5% პირგასამტეხლოს (ჯარიმის), მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0,27 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის თაობაზე.

 

ხელშეკრულების 3.4. პუნქტით, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკში გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას და საკომისიოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 55);

-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 18-22);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.2.ალ------------ავასთან 20---–-–---------–--ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მაი--------ავას, მა--------------ვას, ბა--------–იას, თი-------------ვას და და----------ვასთან შპს ,,მიკრ-------------------------–-----------’’-ს (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.

 

თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 11 251,92 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 30-39);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.3.მსესხებელმა ალ------------ავამ 20---–-–------------ს თვიდან დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, ხოლო სექტემბრიდან საერთოდ შეწყვიტა სესხის გადახდა, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 05.12.2----–-–-ს მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც შპს ,,მიკრ-------------------------–-----------’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 5543,75 ლარს, პროცენტის სახით - 2072,40 ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სახით - 355,32 ლარს, საკომისიოს სახით - 74,06 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 495,44 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 65);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.4.20---–-–---------–--ს შპს ,,მიკრ-------------------------–-----------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე ალ------------ავას შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის №3 დანართის მიხედვით, ,,ნატვრის ბარათზე’’ 48 თვის ვადით გაიცა სესხი ეროვნულ ვალუტაში, 1,5 % სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ალ------------ავამ 2016 წლის 25 ნოემბერს მოახდინა ბარათის გატარება და 1574,98 ლარის ღირებულების ნივთების შეძენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-ცნობა ტრანზაქციის შესახებ (ს.ფ. 64);

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

3.2.5.მსესხებელმა ალ------------ავამ 2----–-–-ს სექტემბრის თვიდან შეწყვიტა 2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, რის გამოც 05.12.2----–-–-ს მდგომარეობით მისი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც შპს ,,მიკრ-------------------------–-----------’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 984,34 ლარს, სიცოცხლის დაზღვევის სახით - 42 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოა - 70,50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-ამონაწერები ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 66);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.05.2----–-–--------------–-----------------მი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა); მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ალ------------ავას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს უნდა მიეღო ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხა და საკომისიო. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, ალ------------ავა, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი, საკომისიო და სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის, პროცენტის, საკომისიოს და სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდევინება, მოთხოვნილი თანხების ოდენობა კი არ სცილდება გონივრულ ფარგლებს და არ არღვევს კანონმდებლობის, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომელიც სადავოა მოპასუხეთა მხრიდან, სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ალ------------ავას მიერ ხელშეკრულება დაირღვა 20---–-–------------ს/სექტემბრის თვიდან, ხოლო მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა 05.12.2----–-–-დან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მდგომარეობით სარჩელში პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობით დარიცხვით მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ არის, რის გამოც იგი სრულად, სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ. 6.3.მოპასუხე ალ------------ავამ დაეთანხმა სარჩელს სოლიდარული ვალდებულების ძირი თანხიდან 5543,75 ლარიდან 5143,75 ლარის ნაწილში. ამ პოზიციას საფუძვლად უდევს მოპასუხის მიერ შესაგებელთან ერთად წარმოდგენილი 2----–-–-ს 05 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერი სესხის სახით 400 ლარის გადახდის თაობაზე, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მითითებული დოკუმენტით კონკრეტულად არ დასტურდება შეიტანა თუ არა მოპასუხე ალ------------ავამ 400 ლარი უშუალოდ 13.07.2016 წლის №1------------O სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარული ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა მიმართულ იქნა წინამდებარე სარჩელით სადავოდ ქცეულ ორივე ხელშეკრულებაზე, რაც ასახულია კიდეც ელექტრონული პროგრამიდან ამონაწერებში 07.08.2----–-–-ს მდგომარეობით. აგრეთვე, მოპასუხე ალ------------ავას მოსაზრებით სარჩელი დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილშიც მოკლებულია საფუძველს, რამდენადაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხესთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება. უნდა ითქვას, რომ მოპასუხე გაეცნო და ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის პირობები და თანხა, რაც ნაწილობრივ გადახდილია მის მიერ. ამასთან, სესხის ხელშეკრულების თანახმად, ასევე მოპასუხე თვითონაც არ უარყოფს, რომ ალ------------ავას გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების მცირე ბუკლეტი. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალ------------ავას თანხმობა წერილობითი სახით სიცოცხლის დაზღვევის შესახებ გამოთქმული აქვს. და ბოლოს, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ალ------------ავას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალეების (მოპასუხეების) მაი--------ავას, მა--------------ვას, ბა--------–იას, თი-------------ვას და და----------ვას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მითითებული დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მხოლოდ მოპასუხე ალ------------ავას, მა--------------ვასა და ბა--------–იას მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის, ასევე სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს სსს კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მაი--------ავას, თი-------------ვას და და----------ვას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 256,22 ლარის გადახდა, საიდანაც ყველა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ეკისრებათ 44,31 ლარის გადახდის ვალდებულება. გარდა ამისა, ასევე ყველა მოპასუხე ვალდებულია სოლიდარულად აუნაზღაუროს მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასური - 11 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 21 ლარი და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასური - 62 ლარი, ხოლო ინდივიდუალური ვალდებულების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს მხოლოდ ალ------------ავამ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,კრ----------ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.მოპასუხეებს ალ------------ავას, მაი--------ავას, მა--------------ვას, ბა--------–იას, თი-------------ვას და და----------ვას მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–---------–--ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8540,97 ლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხე ალ------------ავას მოსარჩელე სს ,,კრ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------–--ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1096,84 ლარის გადახდა;

 

2.მოპასუხეებს მაი--------ავას, თი-------------ვას და და----------ვას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 256,22 ლარის გადახდა, საიდანაც ყველა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 44,31 ლარის გადახდა.

 

3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის - 11 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარის და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასურის - 62 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოპასუხე ალ------------ავას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა