განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
010100116001484230
დავის ტიპი
353 1
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100116001484230

საქმე №1-895/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

07 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე _ ლ---- გელოვანი

სხდომის მდივანი _ თამუნა ა--–--ე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ლ---------------ე

ადვოკატი - დ----- ჯ--------ე

 

ბრალდებული: გ---- კ----------ე

მამის სახელი: რ-----

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 0--02.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

ნასამართლობა: ნ----------–------------

მცხოვრები: ბათუმი, შ-----–--–---–----------------------

 

ქმედების კვალიფიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2016 წლის 2-----–--ს, ღამის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ ,,ს------------ში’’, გ---- კ----------ე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდა დაცვის სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს. მასთან მივიდნენ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელი პ----- ჩ-----–--ე და ამავე სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომელი--–---- ა--–--ე, რომლებმაც მას მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ, მაგრამ გ---- კ----------ემ პოლიციის მუშაკების მისვლისთანავე, მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლის, შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს - ლ---- ა--–--ეს და პ----- ჩ-----–--ეს და მიაყენა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

გ---- კ----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

გ---- კ----------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ა) მოწმის სახით დაკითხული--–---- ა--–--ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის საქალაქო სამმართველოს მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 2-----–--ს, ლ---- ჩ-----–--ესთან ერთად იმყოფებოდა ს------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, რა დროსაც დაუძახეს სექტორის დაცვის თანამშრომლებმა და სთხოვეს დახმარება. ს--------–- შესულმა დაინახა ამოყირავებული მაგიდა, ხოლო დაცვის თანამშრომლებმა გ---- კ----------ეზე მიუთითეს, რომელიც აგრესიულად იქცეოდა. ლ---- ჩ-----–--ემ მას წარუდგინა პოლიციელის ჟეტონი, რა დროსაც ხელზე დაარტყა მარჯვენა ხელი მეწყვილეს და ჟეტონი დააგდებინა ძირს. უშუალოდ მას გ---- კ----------ემ სამხრეები დაახია, რა დროსაც კისერზე მოხვდა ხელი. დარტყმის შედეგად დაზიანებები მიიღო ხელზე და მუცელზე.

 

ბ) მოწმის სახით დაკითხული პ----- ჩ-----–--ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 2-----–--ს ლ---- ა--–--ესთან იმყოფებოდა ს------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დასაცავად. დაახლოებით ღამის 02 საათზე დაუძახეს სექტორის დაცვის თანამშრომლებმა და სთხოვეს დახმარება. ს--------–- შესვლის შემდეგ, ის და მისი მეწყილე ლ---- ა--–--ე მივიდნენ გ---- კ----------ესთან, რომელიც იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად. მას წარუდგინა პოლიციელის ჟეტონი და მოუწოდა სიმშვიდისაკენ, რა დროსაც გ---- კ----------ემ ხელზე დაარტყა და გააგდებინა ჟეტონი, ასევე ხელი დაარტყა მას და მის მეწყვილეს, ლ---- ა--–--ეს.

 

გ) მოწმე დ----- ჯ------ის ჩვენებით (ღამის კლუბ ს------------ის დაცვის თანამშრომელი) დასტურდება, რომ 2016 წლის 2-----–--ს, ღამით, ს------------ში მყოფი გ---- კ----------ე, რომელიც ეკამათებოდა ახლობლებს, არ დაემორჩილა დაცვის თანამშრომლების მოთხოვნებს და ამოაყირავა მაგიდა. ამ დროს მოვიდა 2 პოლიციის თანამშრომელი. ერთ-ერთმა აჩვენა ჟეტონი და სიმშვიდისკენ მოუწოდა. გ---- კ----------ემ ჟეტონზე ხელი ჩამოარტყა, ხოლო მეორე პოლიციელს ხელი დაარტყა ტანის არეში.

 

დ) მოწმე დ----- ბ--–--ის ჩვენებით (ღამის კლუბ ს------------ის დაცვის თანამშრომელი) დასტურდება, რომ 2016 წლის 2-----–--ს, ღამით, ს------------ში მყოფმა გ---- კ----------ემ ამოაყირავა მაგიდა, იგინებოდა და არ ემორჩილა დაცვის თანამშრომლების მოთხოვნებს. კლუბში დასახმარებლად მოსულ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა - ერთ-ერთ პოლიციელს ჟეტონზე ხელი ჩამოარტყა და ხელი დაარტყა პოლიციელებს.

 

ე) მოწმე დ----- ტ----ის ჩვენებით (ღამის კლუბ ს------------ის დაცვის თანამშრომელი) დასტურდება, რომ 2016 წლის 2-----–--ს, ღამით, ს------------ში მყოფმა გ---- კ----------ემ ააყირავა მაგიდა, იქცეოდა აგრესიულად და არ დაემორჩილა დაცვის თანამშრომლების მოთხოვნებს, რომლებიც მას სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ. კლუბში დასახმარებლად მოსულ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა - ერთ-ერთ პოლიციელს გააგდებინა ჟეტონი და იქნევდა ხელებს მათი მიმართულებით.

 

ვ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 26 ივლისის №---------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ლ---- ა--–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, კისრის მარცხენა გარეთა ზედაპირზე მოწითალო ფერის, კანის დონიდან დაბლა მდებარე, ნოტიო ზედაპირის მქონე ნაჭდევები; ასეთივე ხასიათის არასწორი ფორმის ნაჭდევი მარცხენა მენჯის ძვლის ფრთის ზემოთ და მარცხენა მხრის შუა მესამედში, შიდა ზედაპირზე ოვალური ფორმის, მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ზ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 26 ივლისის №---------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, პ----- ჩ-----–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით გულმკერდის და მარცხენა წინამხრის არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ძალადობის, ძალადობის მუქარის ან იძულების განხორციელების მომენტისთანავე, მიუხედავად იმისა, რეალურად ხელი შეეშალა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან შეწყდა თუ არა პოლიციის მუშაკის საქმიანობა. ამასთან, აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოაღნიშნული ხერხებით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის დროს პირი მოქმედებდეს იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეწყვიტოს პოლიციელის კანონიერი საქმიანობა, რასაც სასამართლო მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნევს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ---- კ----------ის ბრალეულობაზე მიუთითებენ არა მარტო პოლიციის თანამშრომლები, არამედ კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ისინი არიან თვითმხილველი მოწმეები და საქმის მასალებიდან ბრალდებულის მიმართ მათი სუბიექტური დამოკიდებულება არ იკვეთება.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, ისინი არ არის დამაჯერებელი. დაცვის მხარის მოწმეები ბრალდებულის თანაგუნდელები და ნაცნობები არიან, რაც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს და სასამართლოს უმყარებს რწმენას, იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის მოწმეების მიერ შემოთავაზებული ვერსია (ვიღაცეებმა იჩხუბეს და ამოაყირავეს მაგიდა, ხოლო გ---- კ----------ესთან პოლიციელები უმიზეზოდ მივიდნენ და ხელი ჩაავლეს) არასარწმუნოა და მოტივირებულია გ---- კ----------ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- კ----------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს გ---- კ----------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პიროვნებას, ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობას და მიაჩნია, რომ გ---- კ----------ისათვის სამართლიანი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია 2016 წლის 2-----–--ს, ხოლო 2016 წლის 20 ივლისს, გ---- კ----------ეს ჩადენილი ჰქონდა დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც 2017 წლის 17 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამატყუნებელი განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და რომლითაც გ---- კოკობონაძეს განესაზღვრა საპატიმრო სასჯელი.

 

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17--------- განაჩენით გ---- კ----------ისათვის დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს აღნიშნული - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-------- განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ---- კ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. გ---- კ----------ეს დაკავებაში ყოფნის პერიოდის (2016 წლის 2-----–--იდან 2016 წლის 2-----–---- ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17--------- განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 0-----------–-–------------------------- ვადით შთანთქოს გ---- კ----------ის მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გ---- კ----------ეს საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 17--------- განაჩენის საფუძველზე მთლიანად მოხდილი სასჯელი - 0-----------–-–------------------------- ვადით.

 

4. გ---- კ----------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2-----–---- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2-----–---- განჩინებით დაყადაღებულ რ----- კ----------ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ქ. ბ---------–----------–--–---–---------------------- საკადასტრო კოდი: 0-------.0---0-----) 5-------–----- ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: პ----- ჩ-----–--ის და ლ---- ა--–--ის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ფორმის ტანსაცმელი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული პოლიციელის ჟეტონი, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თეფშების ნამსხვრევები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- გელოვანი