განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
080100118002429860
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/384-18 (N041310318003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

21.05.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი: გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: კ-------ი ძ--–----ე

მამის სახელი: გ----

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, დ-----------------------–ის მე-2 შეს. N6

 

ადვოკატი: ლ-- ო------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 31 მარტს, შუადღის საათებში, ქ. ქუთაისში, ს---–----------ს ქ. 57/ა-ში მდებარე სახლში, მთვრალმა კ------- ძ--–----ემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე ნ-----–-- დ---–-–---–ზე. ძალადობის შედეგად ნ-----–-- დ---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 10 მაისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ კ-------ი ძ--–----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს კ------- ძ--–----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, კ-------ი ძ--–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: ნ---- შ---------ის, გ-------– ჩ------ის გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულ ნ-----–-- დ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულის კ-------ი ძ--–----ის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002251318 და N002249918 დასკვნებით; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის N002154518 დასკვნებით; ნასამართლობის ცნობით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა კ-------ი ძ--–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: კ-------ი ძ--–----ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; მისი აგრესია, რაც გამოიხატა გაშლილი ხელის მტევნის თავის არეში ერთჯერადი დარტყმით და თმებში მოქაჩვით, გამოიწვია იმან, რომ ყოფილი მეუღლე განმარტოებით საუბარზე არ დათანხმდა; პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდება, რადგან საერთოდ აღარ შეეცდება მასთან შერიგებას. მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით დაზარალებული არ ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.

 

კ-------ი ძ--–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ბანქოს შენახვისათვის, რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. რაც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ის სრულად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რის გამოც თანახმად სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ის ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ასევე, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლობა, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენის თანახმად სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ჯარიმით, რაც სრულად შთანთქა სხვა უფრო მკაცრმა სასჯელმა და შესაბამისად აღსრულებას არ დაექვემდებარა.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც კ------- ძ--–----ეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ზომით.

 

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ერთხელ ნასამართლობის მქონე ბრალდებული სრულად აღიარებს, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ------- ძ--–----ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა მისი ამ ეტაპზე საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ-------ი ძ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, კ-------ი ძ--–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 16 აპრილის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

კ-------ი ძ--–----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით კ-------ი ძ--–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად კ-------- ძ--–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ქ. ქუთაისი, დ----------------–ის მე-2 შეს. N6-ში, ნაკვეთი N2 (საკადასტრო კოდი 0-----------) - 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ-------ი ძ--–----ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე