განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
020100118002432427
დავის ტიპი
236 3 , 236 2
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№020100118002432427(1/229-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი ქ. ზუ-------

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას

პროკურორი-მა---------------

ადვოკატ -ლე------------

ბრალდებული-თე-------------

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: თე------------- მიმართ

მამის სახელი: შო---

დაბადებული: 2--07.1--- წელს

პირადი ნომერი: 19---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზუ--------------------------–--------

რეგისტრირებული: ზუ--------------------------–--------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თე------------- ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2017 წელს, ზუ----------------–------------------- მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1--- წლის ნიმუშის „---- მოდელის, 7------- კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

2018 წლის 19 აპრილს, ზუ--------------------------–------–-, სო----–-------------------- დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, თე------------ თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ნი-----------ს“ მარკის, სახელმწიფო ნორმით XX----- ავტომობილით მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის, ,,A--” მოდელის, 7------ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

2018 წლის 10 მაისს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ თე-------------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღ-

მდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ თე------------- აღიარებით.

 

2018 წლის 19 აპრილის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზუ--------------------------–-------ს და სოფელ რიყის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე თე------------- მფლობელობაში და მართვის ქვეშ მყოფი ”ნი-----------ს” მარკის სახელმწიფო ნომრით XX----- ავტომობილის ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 13-20)

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თე------------- მფლობელობაში და მართვის ქვეშ მყოფი ”ნი-----------ს” მარკის სახელმწიფო ნომრით XX----- ავტომობილის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ.52-55)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2018 წლის 20 აპრილის №4--- დასკვნით (ს.ფ. 44-46)

 

მოწმეების ირ---–--------------------------–---–-----------–--------–---------------–------------–----------–---ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ცეცხლსასროლი იარაღია, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

 

,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის და ტარების ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება.

 

დანაშაულის საგანია გამოყენებისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა და ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ჩაითვლება, თუ იგი ხორციელდება ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მო--ხოვნის საწინააღმდეგოდ.

 

სუბიექტური მხრივ თე------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, მას შეგნებული ჰქონდა, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რადგან მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

 

,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის თანახმად იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის და ტარების უფლებას ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა-ზ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-შსს მომსახურების სააგენტო.

 

ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუ--სმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

აღნიშნული სამართლებრივი შეფასება არ ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, საქმეზე ,,ილ-----------------–----–----------გ’’ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სასამართლომ სათანადოდ მიიჩნია პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სამხილები და არგუმენტები, არ გაიზიარა მომჩივანი მსჯავრდებულის პოზიცია და ჩათვალა რომ არ არსებობს კონვენციით და დამატებითი ოქმებით განსაზღვრული უფლებების და თავისუფლების დარღვევის ნიშანი.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მო--ხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილე- ბლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ თე------------- ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

ამდენად, ბრალდებულ თე------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუ--სმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თე------------- მიმართ პასუ--სმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა.

 

პასუ--სმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

თე------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუ--სმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

თე------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ო--ხ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ო--ხიდან ექვს წლამდე ვადით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუ--სმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და მისი ტარება საზოგადოების უსაფრთხოების მაღალი რისკის შემცველია და თე------------- ჩადენილი ქმედებისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, მაგრამ ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ ის ადრე არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად და მას უნდა შეეფარდოს ისეთი სასჯელი რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“. საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მო--ხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

თე------------- მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მო--ხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუ--სმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ქარხნული წესით დამზადებული, 1--- წლის ნიმუშის, ”A--” მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი №AE------, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

”ნი-----------ს” მარკის სახელმწიფო ნომრით XX------B ავტომობილი, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს თე------------- ოჯახს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნა :

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ თე------------ (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

3.საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ო--ხი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თე------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ო--ხი) წლის ვადით.

 

5.თე------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 19 აპრილის 20:03 საათიდან.

 

6.თე------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება, ქარხნული წესით დამზადებული, 1--- წლის ნიმუშის, ”A--” მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი №AE------, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

”ნი-----------ს” მარკის სახელმწიფო ნომრით XX------B ავტომობილი, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს თე------------- ოჯახს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუ-------, რ. ლაღიძის ქუჩა №12).

 

მოსამართლე ნატრული აკობია