გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
040210018002304226
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 040210018002304226

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2018 წელი ქ. ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - ლ-–---–-----------;

წარმომადგენელი - ნ---- უ-------–---;

მოპასუხე - ი------- შ---------;

ადვოკატი- ე----- ო------ და მ--- ფ------–---;

დავის საგანი: განქორწინება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

სხდომის სახე; მოსამზადებელი;

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შეწყდეს ლ-–- ლ----------- (პ№4----------) და ი------- შ---------ს (პ/ნ4----------) შორის 2--- წლის 2- მ------ რეგისტრირებული ქორწინება ამ გადაწყვეტილების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში წარდგენის მომენტიდან (ქორწინების მოწმობა N5----------).

1.2. არასრულწლოვანი შვილების - ა-- ლ------------, თ----- ლ------------, ვ--–---- ლ------------, ი----- ლ------------ და გ------- ლ------------ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტი სოფელი ლუხვანო.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ქ. ცაგერი ასათიანის ქ. 14);

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

შენიშვნა:

მხარეები რომელებიც ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას (განჩინებას) და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლისა.

ამავე კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე

როინ კახიძე