განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240100116001433672
(1/84-2016)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31.05.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
ბრალდების მხარე-
პროკურორი - გიორგი დოლაკიძე
დაცვის მხარე-
1.ბრალდებული- პაატა მერაბის ძე ზარანდია (პ/ნ 19001054943)
დაბადების თარიღი- 26.01.1988 წელი;
მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე;
განათლება- საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა- დასაოჯახებელი;
ნასამართლეობა-ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი- ქ.ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქ.№5;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2.ბრალდებული- ნუკრი რუსგენის ძე შანავა (პ/ნ 19001099575)
დაბადების თარიღი- 26.06.1990 წელი;
მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე;
განათლება- საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა- დასაოჯახებელი;
ნასამართლეობა- ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი- ქ.ზუგდიდი, ჟვანიას ქ.№14;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
3.ბრალდებული- ჯანო ვანიას ძე ჩაკაბერია (პ/ნ 62006061029)
დაბადების თარიღი- 02.05.1989 წელი;.
მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე;
განათლება- საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა- დაოჯახებული;
ნასამართლეობა- ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი-ზუგდიდი, ვეკუას კომბინატი ვექტორი;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი
4.ბრალდებული- კარლო ჯამბულის ძე კოზუა (პ/ნ 19001100019)
დაბადების თარიღი- 31.08.1991 წელი;
მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე;
განათლება- საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა- დაოჯახებული;
ნასამართლეობა- ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი- ზუგდიდის რაიონი, სოფელი ახალსოფელი;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
5.ბრალდებული- შალვა გონელის ძე ჩუხუა (პ/ნ 19001061901)
დაბადების თარიღი- 04.02.1989 წელი;
მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე;
განათლება- საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა- დაოჯახებული;
ნასამართლეობა- ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი- ქ.ზუგდიდი, სტალინის ქ. №54;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
6.ბრალდებული- ზურაბ ტარიელის ძე ღლონტი (პ/ნ 33001066166)
დაბადების თარიღი- 20.12.1986 წ.
მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე;
განათლება- საშუალო
ოჯახური მდგომარეობა- დასაოჯახებელი;
ნასამართლეობა- ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი- ოზურგეთის რაიონი სოფელი მელექედური;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი და სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
7.ბრალდებული- ივერი მიხეილის ძე გოგიტიძე (პ/ნ 61010001766)
დაბადების თარიღი- 15.05.1981 წ.
მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე;
განათლება- უმაღლესი;
ოჯახური მდგომარეობა- დაოჯახებული;
ნასამართლეობა- ნასამართლობის არ მქონე;
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი- შუახევის რაიონი სოფელი ქიძინეები;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი და სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ბრალდებულების შალვა ჩუხუას, კარლო კოზუას,პაატა ზარანდიას, ჯანო ჩაკაბერიას
ინტერესების დამცველი ადვოკატი - დავით ახალაია
ბრალდებულ ზურაბ ღლონტის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ნათია პაჭკორია
ბრალდებულ ნუკრი შანავას ინტერესების დამცველი ადვოკატი - ნათია პაჭკორია, მანუჩარ ნაჭყებია;
ბრალდებულის ივერი გოგიტიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ირაკლი აბაშიძე;
სხდომის სახე -ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1.სასამართლომ ბრალდებულ ივერი გოგიტიძის მიმართ დაადგინა:
1.1 2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაეუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს.
1.2.2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ივერი გოგიტიძის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ივერი გოგიტიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივერი გოგიტიძის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ივერი გოგიტიძე, ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზურაბ ღლონტი, შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ჯანო ჩაკაბერია, ნუკრი შანავა და პაატა ზარანდია, შეხვდნენ ივერი გოგიტიძის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოთხოვეს ივერი გოგიტიძისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მალხაზ გოგიამ, პაატა ცომაიამ, დავით მანაგაძემ, და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ივერი გოგიტიძისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, პაატა ცომაიამ ივერი გოგიტიძისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, ზურაბ ღლონტის მითითებით, გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებული იქნა ზურაბ ღლონტისთვის ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
2. სასამართლომ ბრალდებულ შალვა ჩუხუას მიმართ დაადგინა:
2.1.2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ივერი გოგიტიძის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ივერი გოგიტიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივერი გოგიტიძის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ივერი გოგიტიძე,ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზურაბ ღლონტი, შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ჯანო ჩაკაბერია, ნუკრი შანავა და პაატა ზარანდია, შეხვდნენ ივერი გოგიტიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ივერი გოგიტიძისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მალხაზ გოგიამ, პაატა ცომაიამ, დავით მანაგაძემ, და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ივერი გოგიტიძისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, ივერი გოგიტიძისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პაატა ცომაიამ ზურაბ ღლონტის მითითებით გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებული იქნა ზურაბ ღლონტისთვის ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
3. სასამართლომ ბრალდებულ კარლო კოზუას მიმართ დაადგინა:
3.1.2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ივერი გოგიტიძის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ივერი გოგიტიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივერი გოგიტიძის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ივერი გოგიტიძე,ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზურაბ ღლონტი, შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ჯანო ჩაკაბერია, ნუკრი შანავა და პაატა ზარანდია, შეხვდნენ ივერი გოგიტიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ივერი გოგიტიძისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მალხაზ გოგიამ, პაატა ცომაიამ, დავით მანაგაძემ, და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ივერი გოგიტიძისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, ივერი გოგიტიძისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პაატა ცომაიამ ზურაბ ღლონტის მითითებით გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებული იქნა ზურაბ ღლონტისთვის ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
4. სასამართლომ ბრალდებულ ჯანო ჩაკაბერიას მიმართ დაადგინა:
4.1.2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ივერი გოგიტიძის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ივერი გოგიტიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივერი გოგიტიძის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ივერი გოგიტიძე,ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზურაბ ღლონტი, შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ჯანო ჩაკაბერია, ნუკრი შანავა და პაატა ზარანდია, შეხვდნენ ივერი გოგიტიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ივერი გოგიტიძისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მალხაზ გოგიამ, პაატა ცომაიამ, დავით მანაგაძემ, და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ივერი გოგიტიძისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, ივერი გოგიტიძისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პაატა ცომაიამ ზურაბ ღლონტის მითითებით გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებული იქნა ზურაბ ღლონტისთვის ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
5. სასამართლომ ბრალდებულ ნუკრი შანავას მიმართ დაადგინა:
5.1.2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ივერი გოგიტიძის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ივერი გოგიტიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივერი გოგიტიძის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ივერი გოგიტიძე,ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზურაბ ღლონტი, შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ჯანო ჩაკაბერია, ნუკრი შანავა და პაატა ზარანდია, შეხვდნენ ივერი გოგიტიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ივერი გოგიტიძისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მალხაზ გოგიამ, პაატა ცომაიამ, დავით მანაგაძემ, და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ივერი გოგიტიძისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, ივერი გოგიტიძისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პაატა ცომაიამ ზურაბ ღლონტის მითითებით გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებული იქნა ზურაბ ღლონტისთვის ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
6. სასამართლომ ბრალდებულ პაატა ზარანდიას მიმართ დაადგინა:
6.1.2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ივერი გოგიტიძის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ივერი გოგიტიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივერი გოგიტიძის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ივერი გოგიტიძე,ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზურაბ ღლონტი, შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ჯანო ჩაკაბერია, ნუკრი შანავა და პაატა ზარანდია, შეხვდნენ ივერი გოგიტიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ივერი გოგიტიძისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მალხაზ გოგიამ, პაატა ცომაიამ, დავით მანაგაძემ, და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ივერი გოგიტიძისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, ივერი გოგიტიძისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პაატა ცომაიამ ზურაბ ღლონტის მითითებით გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებული იქნა ზურაბ ღლონტისთვის ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
7. სასამართლომ ბრალდებულ ზურაბ ღლონტის მიმართ დაადგინა:
7.1.2015 წლის 07 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ივერი გოგიტიძე ,,ბაგრამი’’-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ივერი გოგიტიძის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ივერი გოგიტიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივერი გოგიტიძის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ივერი გოგიტიძე,ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზურაბ ღლონტი, შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ჯანო ჩაკაბერია, ნუკრი შანავა და პაატა ზარანდია, შეხვდნენ ივერი გოგიტიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ივერი გოგიტიძისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მალხაზ გოგიამ, პაატა ცომაიამ, დავით მანაგაძემ, და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ივერი გოგიტიძისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, ივერი გოგიტიძისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პაატა ცომაიამ ზურაბ ღლონტის მითითებით გადასცა გოჩა ღლონტს, რაც გამოყენებული იქნა ზურაბ ღლონტისთვის ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
7.2. 2016 წლის 26 თებერვალს ქ.სენაკში, ზურაბ ღლონტი მართავდა კუთვნილ ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანას, რა დროსაც შეჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ. ვინაიდან მას არ გააჩნდა მართვის უფლება, ზურაბ ღლონტი დაჯარიმებული იქნა 500 ლარის ოდენობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის შემდეგ, ზურაბ ღლონტმა გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, გამოყენების მიზნით შეიძინა მისივე დემოგრაფიული მონაცემების შემცველი ყალბი მართვის მოწმობა. 2016 წლის 16 მარტს ზურაბ ღლონტი მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანით მოძრაობდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 108-ე კილომეტრზე, ქარელის რაიონის დაბა აგარასთან, რა დროსაც კვლავ შეჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ, რომელთა მოთხოვნის საფუძველზე, მართვის მოწმობის დამადასტურებელ დოკუმენტად ზურაბ ღლონტმა გამოიყენა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მის მიერ შეძენილი, ინგუშეთის რესპუბლიკაში 2015 წლის 07 მარტს გაცემული ყალბი მართვის მოწმობა, მაშინ როდესაც მითითებულ პერიოდში მას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთია და იმყოფებოდა სამხედრო ნაწილში.
ბრალდებულმა შალვა ჩუხუამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2011 წლიდან, 2015 წელს გაემგზავრა სამშვიდობო მისიაში, ავღანეთში, “ბაგრამი”-ს საავიაციო ბაზაზე, მსახურობდა 22-ე ბატალიონში. 3 თებერვალს იგი ბატალიონის მეთაურის ბრძანებით გამოცხადდა შტაბში, სადაც მასთან ერთად იყვნენ პაატა ზარანდია, ზურაბ ღლონტი, კარლო კოზუა და ზაალ შურღაია. შეიარაღების სერჟანტმა მოთხოვა მათ იარაღის ჩაბარება, რასაც დაემორჩილნენ. კონფერენციის ოთახში, სადაც ბატალიონის მეთაურის მანუჩარ ბარბაქაძის გარდა იმყოფებოდნენ, მისი მოადგილე და ასეულების მეთაურები, მათ გააცნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვით, საქართველოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მიზეზი არავის აუხსნია. საქართველოში მათ დახვდნენ, როგორც დამნაშავეებს, პოლიციის თანხლებით წაიყვანეს სენაკის ბაზაში, საიდანაც გადაიყვანეს ქ.ზუგდიდში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუმცა არც ერთ მათგანს ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი არ დაუდგინდა. ბრალდებულის განმარტებით, დაკითხვის დროს თითოეულ ჯარისკაცზე ხორციელდებოდა ზეწოლა, აიძულებდნენ ეთქვათ, რომ გოგიტიძისთვის გადასაცემად ფულს ძალავდნენ, დაზარალებულად ცნობილ პირებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, რატომ მისცეს სასამართლოზე მათი (ბრალდებულების) მამხილებელი ჩვენებები, არ იცის, ასევე, მისთვის უცნობია რატომ იყო პოლიცია დაინტერესებული მათი პასუხისმგებლობით.
ბრალდებულმა პაატა ზარანდიამ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2012 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2015 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა სამშვიდობო მისიაში, ავღანეთში, “ბაგრამი”-ს საავიაციო ბაზაზე, მსახურობდა 22-ე ბატალიონში. შურღაიასგან გაიგეს, რომ მას აიძულებდნენ ემხილებინა ისინი (ბრალდებულები) ფულის გამოძალვაში, თუმცა მათ ასეთი არ ჩაუდენიათ. დაზარალებულად ცნობილმა პირებმა სასამართლოს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია.
ბრალდებულმა ნუკრი შანავამ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, სამჯერ არის მისიაში ნამყოფი, იყო ღირსეული ჯარისკაცი, საქართველოში ჩამოსვლამდე მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ მიიღეს მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება. მისთვის არც ქურდობის და არც ცემის ფაქტის შესახებ, არაფერი იყო ცნობილი, გაიგო ბატალიონის მეთაურისგან, რომელმაც მოწყობაზე განაცხადა ამის შესახებ. პირადი კონფლიქტი არც ჯარისკაცებთან და არც პოლიციასთან არასოდეს ქონია.
ბრალდებულმა ჯანო ჩაკაბერიამ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2010 წლიდან მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, ავღანეთში, მისიაში ორჯერ არის ნამყოფი. გოგიამ, მანაგაძემ, ფიფიამ, ცომაიამ რა ინფორმაციაც მიაწოდეს სასამართლოს, არის სიცრუე, ვინაიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია, მიზეზი არ იცის. მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა და არც არასოდეს ქონია პოლიციასთან რაიმე სახის კონფლიქტი.
ბრალდებულმა კარლო კოზუამ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2014 წლიდან, 2015 წელს, ავღანეთში მისიაში ყოფნისას მისია შეუწყვიტეს და დააბრუნეს საქართველოში, მიზეზი არავის აუხსნია. დაკითხვებზე პოლიცია ჯარისკაცებს აიძულებდა ეთქვათ, რომ თითქოს გოგიტიძის სასარგებლოდ სხვა ჯარისკაცებისგან თანხას ითხოვდნენ, რასაც ადგილი არ ქონია. დაზარალებულად ცნობილმა პირებმა მათი სამსახურში დარჩენის და დაწინაურების გამო მისცეს არასწორი ჩვენებები.
ბრალდებულმა ზურაბ ღლონტმა თავი დამნაშავედ არ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თავი ცნო დამნაშავედ. ზურაბ ღლონტმა განმარტა, რომ ავღანეთის მისიაში ორჯერ ნამყოფი არის 2012 წელს და 2015 წელს, არის მსოფლიო ჩემპიონი, მსახურობდა მეორე ქვეით ბრიგადაში საინჟინრო ასეულში, ავღანეთში ყოფნის დროს მანქანა შეიძინა, დააკლდა ფული და ვისთანაც ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა, თხოვა ესესხებინათ. პაატა ცომაია არის მისი თანასოფლელი, კარგი ურთიერთობა ქონდათ. მან (ცომაიამ)თვითონ შესთავაზა დახმარება და უთხრა, რომ საქართველოში ჩასულზე მისცემდა თანხას, რისი შესაძლებლობაც ექნებოდა. შეთანხმებისამებრ, ცომაიას მეუღლემ 500 აშშ დოლარი გადასცა მის ბიძაშვილს, ეს იყო სესხად აღებული თანხა, რომელიც უნდა დაებრუნებინა ცომაიასათვის. ცომაიასთან და გოგიასთანაც იყო კარგ დამოკიდებულებაში, რატომ მისცეს არასწორი ჩვენებები, არ იცის, ხოლო მანაგაძეს საერთოდ არ იცნობს. მისი მხრიდან ვინმეს მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ქონია.
ბრალდებულმა ივერ გოგიტიძემ თავი არ ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თავი ცნო დამნაშავედ. ივერ გოგიტიძემ განმარტა, რომ ავღანეთში, მისიაში ყოფნისას საფულე მოიპარა, რასაც ძალიან ნანობს და განიცდის. ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ქონდა მისი ცემის ფაქტს, რა დროსაც მიიღო დაზიანება, თუმცა აღნიშნული არ უნდოდა გახმაურებულიყო და თავიდანვე განაცხადა, რომ მანქანიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო ტრამვა. ქურდობის ჩადენის შემდეგ, იგი 2015 წლის 29 ნოებერს საქართველოში გამოამგზავრეს და რა ხდებოდა ავღანეთში მისთვის უცნობია. მისი მხრიდან ჯარისკაცების მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ქონია.
ბრალდებულების შალვა ჩუხუას, კარლო კოზუას, ჯანო ჩაკაბერიას, ნუკრი შანავასა და პაატა ზარანდიას მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულებმა შალვა ჩუხუამ, კარლო კოზუამ, ჯანო ჩაკაბერიამ, ნუკრი შანავამ და პაატა ზარანდიამ ჩაიდინეს იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ბრალდებულ ივერი გოგიტიძის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ივერი გოგიტიძემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ბრალდებულ ზურაბ ღლონტის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ზურაბ ღლონტმა ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება და იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სასამართლოს დასკვნა, ბრალდებულების შალვა ჩუხუას, კარლო კოზუას, პაატა ზარანდიას, ივერ გოგიტიძის, ზურაბ ღლონტის, ჯანო ჩაკაბერიასა და ნუკრი შანავას მიერ იძულების ჩადენის ნაწილში ემყარება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმის (დაზარალებული) მალხაზ გოგიას მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენების თანახმად, 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 აპრილამდე ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, კერძოდ, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „ბრაო“ ასეულის მეოთხე ოცეულში მძღოლის თანამდებობაზე. 2015 წელს, რიცხვი არ ახსოვს ავღანეთში, სამხედრო მისიაში ყოფნისას, პატრულირებიდან დაბრუნების შემდეგ იგი შეესწრო ყაზარმაში სამხედრო მოსამსახურეების მიერ ასევე სამხედრო მოსამსახურის, ივერი გოგიტიძის ცემის ფაქტს, რაც დაკავშირებული იყო გოგიტიძის მიერ სამხედრო ბაზაზე საფულის ქურდობის ფაქტთან. გოგიტიძეს პირველად ჯარისკაცმა ზაალ შურღაიამ დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ ყაზარმაში მყოფმა სხვა პირებმაც, მათ შორის, თვითონაც. მოწმის განმარტებით, ოცეულში პაატა ცომაია და დავით მანაგაძეც იყვნენ, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ჩხუბში და გოგიტიძისთვის ხელი არ დაურტყამთ, თუმცა შურღაიამ მათ უთხრა, რომ გახმაურების შემთხვევაში, მათაც ეღიარებინათ ცემის ფაქტი, რადგან ბევრნი იქნებოდნენ და ყველას ერთად არ „დაადეპორტებდნენ“. იქვე შეთანხმდნენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ეთქვათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მეორე დღეს გამოიკითხა გოგიტიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დაზიანება მიიღო შემთხვევით, მანქანაზე თავის დარტყმის შედეგად. ცემის ფაქტი გახმაურდა, რის შემდეგაც დაიკითხნენ სამხედრო მოსამსახურეები. გახმაურების შემდეგ ზააალ შურღაიამ მას (მალხაზ გოგიას) და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს უთხრა, რომ „გოგიტიძის ცემის გამო კარგმა ბიჭებმა უსაყვედურეს, რომ არასწორი საქციელი იყო“, რაზეც გოგია შეეპასუხა, რომ მან სწორედ მისი (ზაალ შურღაიას) მითითებით დაარტყა ხელი გოგიტიძეს და არც იცოდა რისთვის. ამ საუბრის შემდეგ შურღაია გადავიდა ჩარლი ასეულში, სადაც ეს პირადი შემადგენლობა მსახურობდა (მიუთითა ბრალდებულებზე), ხოლო იქიდან დაბრუნების შემდეგ უთხრა, რომ „მასთან კითხვები ქონდათ ბიჭებს“ და გადასულიყო ჩარლი ასეულში, რის შემდეგაც ორივენი გადავიდნენ ჩარლი ასეულში, სადაც ჩუხუამ უთხრა რომ „მტყუანი“იყო, რაზეც უპასუხა, რომ პირველად შურღაიამ დაარტყა და სხვებმაც მისგან გამომდინარე დაარტყეს გოგიტიძეს. ამ საუბარში შურღაიამ თქვა, რომ თვითონაც არ იყო მართალი და არ მოიქცა სწორად. აღნიშნულის შემდეგ ჩუხუამ თქვა: “არ შეგრჩებათ უდანაშაულო კაცის ცემა და ფულებსაც „დაგაყაჭინებენო’’, გადადით და უთხარით ბიჭებს, რომ ვაჟკაცური ხელი გაქვთ ყველას მისაღები-თქო“, რაც მან და შურღაიამ გადასცეს ოცეულის ბიჭებს და თან უთხრეს, რომ „ეს ამბავი დამთავრებულიყო და ,,კანონიერი ქურდების’’ დონეზე არ ასულიყო, რაზეც ბიჭებმა თქვეს, რომ პრობლემები არ უნდოდათ და ჯობდა „ვაჟკაცური ხელი“ მოხვედროდათ. აღნიშნულის შემდეგ შვიდივე (მალხაზ გოგია, ზაალ შურღაია, რუშა გაბეჩავა, ბაჩანა მიქელაია, დავით მანაგაძე, მერაბ მანაგაძე, მერაბ ფიფია) გადავიდნენ ჩარლი ასეულში, სადაც დახვდათ შანავა, კოზუა, ჩუხუა, ჩაკაბერია და ზარანდია, ხოლო ივერი გოგიტიძე მერე შემოიყვანეს. ჩუხუამ მათ უთხრა, რომ გოგიტიძე უმიზეზოდ გალახეს, რისთვისაც თქვენაირ ,,ლოხებს’’ ფულს მოატანინებენო“, ხოლო ზურაბ ღლონტმა დაამატა: საცემები ხართო“. გოგიტიძეს კი უთხრეს, რომ ბიჭები თანახმა იყვნენ „ვაჟკაცური ხელის მიღებაზე“ და 500 დოლარის გადახდაზე, იმ ზარალის სანაცვლოდ, რასაც იგი დეპორტაციით მიიღებდა. ასევე გოგიტიძეს აუხსნეს, რომ ამ თანხას იგი საქართველოში ჩასვლის შემდეგ მიიღებდა, რაზეც გოგიტიძე დათანახმდა. აღნიშნულის შემდეგ კოზუამ გაშლილი ხელი ყველას სათითაოდ დაარტყა სახეში, ხოლო შურღაიას მსუბუქად მიარტყა. ბოლოს კოზუამ იკითხა, „ხომ არ დარჩა ვინმე, ვისაც ეკუთვნის და არ მოხვედრია“-ო, რის შემდეგაც ჩუხუა მივიდა ჯარისკაც დუდკინთან, რომელიც მოგვიანებით შემოვიდა და დაარტყა ხელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კარლო კოზუა შემოვიდა მათ ოთახში და უთხრა, რომ მათთვის მიეცათ გოგიტიძისთვის გადასაცემი თანხა და თვითონ იცოდნენ როგორ უნდა გაენაწილებინათ“, რაზეც გოგიამ უპასუხა, რომ მას არ მისცემდა თანხას და შეთანხმებისამებრ, პირადად გადაცემდა გოგიტიძეს საქართველოში. აღნიშნულზე შურღაია წამოხტა და გაბრაზებულმა თქვა „ამათ მიიღეს გადაწყვეტილება, პატივი გვცეს, რომ ქურდები არ შეწუხებულიყვნენ, მე პირადად ამ ფულს კოზუას მივცემ და ესენი გაარკვევენო“. მოწმის განმარტებით, მეორე დღეს მას დაელაპარაკა სერჟანტი ხელაია, რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, ურჩია, არ აყოლოდა მათ და ჭკუა დაარიგა. ხელაიასთან საუბრის შემდეგ შურღაიას კითხვაზე, ხომ არ უსაუბრია ამ თემაზე ვინმესთან, გოგიამ უპასუხა, რომ ხელაიასთან თქვა, ან დასამალი რა ქონდა, როცა მან ისედაც იცოდა ყველაფერი, რაზეც შურღაიამ უთხრა, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები ქონდათ ბიჭებს და მასთან ერთად გადასულიყო ჩარლი ასეულში, სადაც მისვლისთანავე კოზუამ უთხრა „ბიჭო შენ ენა გაქ გრძელი და ამოგაგლიჯავ იმ ენას, რატომ მოყევი სერჟანტთან, შენი ადგილი იცოდე. ჩვენ რომ სახელი დაგარქვათ მაგის უფლება ჩვენ არ გვაქვს, მაგის უფლება ქურდებს აქვთ, დაიკავე შენი ადგილი და ხმა არ ამოიღო“-ო. მეორე დღეს ზურაბ ღლონტი შემოვიდა მათ ყაზარმაში და დაიწყო ფულის მოთხოვნა, რაზეც უთხრა, რომ მას ფულს არ მიცემდა, საქართველოში ჩასვლის შემდეგ პირადად გადასცემდა გოგიტიძეს, რაზეც ღლონტმა უთხრა, რომ მისთვის მიეცა, თუ არა „დაილეწებოდა“. მომხდარიდან გარკვეული დროის შემდეგ მალხაზ გოგიამ გადაწყვიტა არ გადაეხადა თანხა ივერ გოგიტიძის სასარგებლოდ და მომხდარის შესახებ ეცნობებინა პოლიციისათვის. თავდაპირველად იგი დაუკავშირდა ოცეულის მეთაურს ბექა ნანეიშვილს, რომლის მეშვეობითაც შეხვდა გამომძიებელ მიხეილ ადამიას და მოუთხრო ყველაფერი, რაც შეეხებოდა მათთვის ხელის გარტყმას და ივერ გოგიტიძის სასარგებლოდ თანხის გადაცემის იძულებას. აღნიშნული ცნობილი გახდა პირადი შემადგენლობისთვის. ამის შემდეგ იგი ბრალდებულებმა ფაქტობრივად გარიყეს, მუდმივად ეჩხუბებოდნენ და აგინებდნენ, ამცირებდნენ. მის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა არც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რის გამო ფიქრობდა საერთოდ წასულიყო შეიარაღებული ძალებიდან. ამ მიზნით მან რამოდენიმეჯერ მიმართა სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გარკვეული დროის შემდეგ შესთავაზეს სამხედრო პოლიციაში გადასვლა, რასაც დათანხმდა. ჯარში მის მიმართ არსებული გაუსაძლისი სიტუაციის გამო. დამატებით დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე ზეწოლის ფაქტი სამხედრო პოლიციის მხრიდან პირადად მასზე ან სხვა სამხედრო მოსამსახურეებზე, მალხაზ გოგიამ განმარტა, რომ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მანვე მიუთითა, რომ არც სხვა სამხედრო მოსამსახურეებს უთქვამთ რაიმე ზეწოლის შესახებ, ზაალ შურღაიას დავალებით, ივერ გოგიტიძის ცემაში მონაწილე პირები, სამხედრო პოლიციაში მიდიოდნენ ხმის ჩამწერებით და იწერდნენ პოლიციელებთან საუბრებს. ზეწოლის ფაქტები რომ ყოფილიყო, თავისთავად აისახებოდა ჩანაწერებშიც, რაც არ მომხდარა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, გოგიტიძისათვის გადასაცემად, ცომაიასათვის ძალით, 500 დოლარის გამორთმევის ფაქტი (სხდომის ოქმი, 15.12.2017 წ).
მოწმის (დაზარალებული) დავით მანაგაძის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენების თანახმად, 2013-2015 წლებში იმყოფებოდა ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში. 2015 წელს 22-ე ბატალიონთან ერთად იყო გასული პატრულირებაზე, გამთენიისას დაბრუნდა და ნახა, რომ გოგიტიძეს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხელს ურტყამდნენ სამხედრო მოსამსახურეები: ესებუა, ფიფია, მიქელაია, გაბეჩავა, შურღაია, მანაგაძე, გოგია, გოგიტიძეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, მან გაიგო, რომ გოგიტიძეს ურტყამდნენ ავღანელისთვის საფულის მოპარვის გამო. შემდეგ ეს სიტუაცია დავაძემ განმუხტა. შურღაიამ კი ყველა გააფრთხილა, რომ არაფერი ეთქვათ, ხოლო თუ გახმაურდებოდა ცემის ფაქტი, ყველა დაიბრალებდა, მათ შორის ისინიც, ვისაც ხელი არ დაურტყამს. გოგიტიძემ დაკითხვისას განაცხადა, რომ მანქანიდან გადმოვარდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ცემის ფაქტი მაინც გახმაურდა, ხოლო გოგიტიძე დაექვემდებარა დეპოტრაციას. გოგიტიძის საქართველოში დეპორტაციამდე, ნოემბრის ბოლოს, ზაალ შურღაიამ ყაზარმაში შეკრიბა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ცემეს გოგიტიძე და რომლებიც იმ დროს იმყოფებოდნენ ყაზარმაში და უთხრა, რომ ე.წ. „ვაჟკაცმა ბიჭებმა“ გაგვამტყუნეს და არ გაამართლეს ჩვენს მიერ გოგიტიძის ცემა და ეს საკითხი მოსაგვარებელიაო. ამ მიზნით ივერ გოგიტიძის ცემაში უშუალო მონაწილე და ყაზარმაში მყოფი სხვა პირები კერძოდ თავად დავით მანაგაძე, პაატა ცომაია, რუშა გაბეჩავა, მერაბ მანაგაძე, მერაბ ფიფია, მალხაზ გოგია, მანუჩარ ესებუა, ბაჩანა მიქელაია და ნოდარ დუტკინი გადაიყვანა N6 ყაზარმის პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში, სადაც დახვდნენ სამხედრო მოსამსახურეები: კარლო კოზუა, შალვა ჩუხუა, ნუკრი შანავა, ჯანო ჩაკაბერია, ზურაბ ღლონტი და პაატა ზარანდია. შალვა ჩუხუას მითითებით ჩაიცუცქნენ, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ვინაიდან გოგიტიძემ საფულე მოპარა მტერს და არ მოუპარავს ჯარისთვის, ის მართალია, ხოლო თქვენს მიერ მისი ცემის გამო ეს ამბავი ცნობილი გახდა ხელმძღვანელობისთვის და ამ კაცს ადეპორტებენო. შესაბამისად ივერ გოგიტიძის ცემის სანაცვლოდ მათაც უნდა მოხვედროდათ ხელი, ხოლო თანხა, რაც დააკლდა ივერ გოგიტიძეს დეპორტაციის შედეგად უნდა გადაეხადათ ივერ გოგიტიძისათვის, თითოეულს 500 აშშ დოლარის ოდენობით. საუბრისას შალვა ჩუხუა პერიოდულად მიტრიალდებოდა იმ მხარეს, სადაც იყვნენ პაატა ზარანდია, ზურაბ ღლონტი, ნუკრი შანავა, ჯანო ჩაკაბერია და კარლო კოზუა და ეკითხებოდა ჰქონდათ თუ არა რაიმე განსხვავებული მოსაზრება, რაზეც მათგან იღებდა თანხმობას. აღნიშნულის შემდეგ ოთახში შეიყვანეს ივერ გოგიტიძე, რომელსაც შალვა ჩუხუამ უთხრა, რომ მის ცემაში მონაწილეებს მოხვდებოდათ ხელი, ხოლო დეპორტაციის გამო გადაუხდიდნენ დანაკლის თანხას, თითოეული 500 აშშ დოლარს. ივერ გოგიტიძე დათანხმდა და მათი მისამართით თქვა მეტის ღირსები ხართ, მაგრამ ახლა ასე იყოს თქვენზე ხელს არ გავისვრიო. აღნიშნულის შემდეგ მას, რუშა გაბეჩავას, მერაბ მანაგაძეს, პაატა ცომაიას, მერაბ ფიფიას, მალხაზ გოგიას, მანუჩარ ესებუას, ზაალ შურღაიას და ბაჩანა მიქელაიას, სათითაოდ გაშლილი ხელი დაარტყა კარლო კოზუამ. ზარანდიამ იკითხა ყველას თუ არა ხელი, რაზეც ნოდარ დუტკინმა თქვა, რომ ის გამორჩათ. დუტკინს დაარტყა შალვა ჩუხუამ. აღნიშნულის შემდეგ ჰკითხეს თანახმა იყვნენ თუ არა თანხის გადახდაზე, რაზეც საწინააღმდეგო მოსაზრება არავის გამოუთქვამს. ბოლოს ჩუხუამ ჰკითხა გოგიტიძეს გააჩნდა თუ არა რაიმე პრეტენზია, რაზეც გოგიტიძემ უპასუხა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა და გავიდა ოთახიდან. როგორც ავღანეთში ყოფნის დროს გაიგო, ივერი გოგიტიძისათვის მისაცემი თანხა პაატა ცომაიას გადაუცია ზურაბ ღლონტისათვის მისივე მოთხოვნით. თანხის მოთხოვნიდან გარკვეული დროის შემდეგ რამოდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მათ შორის მალხაზ გოგიამ გამოთქვა უკმაყოფილება თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მოგვიანებით მალხაზ გოგიასაგან შეიტყო, რომ მან მომხდარის შესახებ განუმარტა სამხედრო პოლიციას. მალხაზ გოგიას მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ მის მიმართ შეიცვალა სამხედრო მოსამსახურეთა დამოკიდებულება. მას არ ჩაუთვალეს კარგ საქციელად პოლიციისათვის ჩვენების მიცემა, რის გამოც იგი გარიყეს და მოიხსენიებდნენ სალანძღავი სიტყვებით. ცოტა ხნის შემდეგ იგივე გააკეთა პაატა ცომაიამაც. აღნიშნულის შემდეგ დავით მანაგაძის განმარტებით იგი მიხვდა, რომ ცუდად იქცეოდა. სიმართლის არ თქმა არღვევდა კონტრაქტის პირობებს, ამიტომ თავადაც მივიდა სამხედრო პოლიციაში და ყოველივე მომხდარის თაობაზე მისცა ჩვენება. ავღანეთიდან „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში დეპორტაციის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილი კონტიგენტისათვის ცნობილი გახდა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების შესახებ, რის შემდეგაც მასაც მოიხსენიებდნენ სალანძღავი სიტყვებით. იგივე სიტუაცია დახვდა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რის გამოც გადაწყვეტილი ჰქონდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა, თუმცა მას შესთავაზეს სამხედრო პოლიციაში გადასვლა, რასაც დათანხმდა ჯარში მის მიმართ არსებული აუტანელი სიტუაციის გამო. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ ცომაიას ცოლმა გოგიტიძისთვის მისაცემი ფული გადაიხადა საქართველოში (სხდომის ოქმი, 10.04.2018 წ)
მოწმის პაატა ცომაიას მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენების თანახმად, რომ 2013 წლის ივლისიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში, სამშვიდობო მისიაში ავღანეთში იმყოფებოდა 2-ჯერ. 2015 წელს ავღანეთში ყოფნის დროს, პატრულირებიდან დაბრუნების შემდეგ, ისვენებდა, რა დროსაც ხმაურზე გამოეღვიძა, ნახა, რომ ყაზარმის შუა ნაწილში ივერ გოგიტიძეს ურტყამდნენ შურღაია, გაბეჩავა, ესებუა, ფიფია, გოგია, მიქელაია, რომლებიც გააშველა დავაძემ. ამის შემდეგ ითქვა, რომ ეს არ გახმაურებულიყო, გოგიტიძეს უნდა ეთქვა რომ დაეცა ჯავშან ტრანსპორტიდან, ხოლო თუ გახმაურდებოდა მას (პაატა ცომაიას), ნოდარ დუტკინს და დავით მანაგაძესაც, მიუხედავად იმისა, რომ გოგიტიძისთვის ხელი არ დაურტყამთ, უნდა ეღიარებინა, რადგან ყველას ერთად არ „დაადეპორტებდნენ“. გარკვეული დროის მერე ზაალ შურღაიამ უთხრა, რომ ჩარლი ასეულის ბიჭები ჩაერივნენ და გოგიტიძის ცემის ფაქტი არასწორად შეაფასეს, რის გამოც ყველანი უნდა გადასულიყვნენ ჩარლი ასეულში, მათ შორის ისინიც, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია გოგიტიძის ცემაში, ამ მიზნით შურღაიამ პაატა ცომაია, რუშა გაბეჩავა, მერაბ მანაგაძე, დავით მანაგაძე, მერაბ ფიფია, მალხაზ გოგია, მანუჩარ ესებუა, ბაჩანა მიქელაია და ნოდარ დუტკინი გადაიყვანა N6 ყაზარმის პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში, სადაც დახვდნენ შემდეგი სამხედრო მოსამსახურეები: შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, ნუკრი შანავა, ჯანო ჩაკაბერია, პაატა ზარანდია და ზურაბ ღლონტი. შალვა ჩუხუამ მოუწოდა ჩამჯდარიყვნენ, რის შემდეგაც უთხრა, რომ რადგანაც გოგიტიძემ საფულე მოპარა ავღანელს და არ მოუპარავს ჯარისთვის, ის მართალია, ხოლო თქვენს მიერ მისი ცემის გამო ეს ამბავი ცნობილი გახდა ხელმძღვანელობისთვის და ამ კაცს ადეპორტებენო. ივერ გოგიტიძის ცემის ფაქტი გასწორდებოდა მათზე ხელის დარტყმით, ხოლო იმ რაოდენობის მივლინების ხელფასი, რაც გოგიტიძეს დააკლდებოდა, თითოეულს 500 აშშ დოლარის ოდენობით, უნდა გადაეხადათ ივერ გოგიტიძისათვის. საუბრისას შალვა ჩუხუა პერიოდულად მიტრიალდებოდა იმ მხარეს სადაც იყვნენ პაატა ზარანდია, ზურაბ ღლონტი, ნუკრი შანავა, ჯანო ჩაკაბერია და კარლო კოზუა და ეკითხებოდა ჰქონდათ თუ არა რაიმე განსხვავებული მოსაზრება, რაზეც მათგან იღებდა თანხმობას. აღნიშნულის შემდეგ ოთახში შეიყვანეს ივერ გოგიტიძე, რომელსაც შალვა ჩუხუამ მოკლედ აუხსნა, რომ მის ცემაში მონაწილეებს ცემის გამო მოხვდებოდათ ხელი, ხოლო დეპორტაციის გამო შეუგროვებდნენ დარჩენილ მისაღებ თანხას, რაც თითოეულისათვის შეადგენდა 500 აშშ დოლარს და გადასცემდნენ მას. ივერ გოგიტიძე დათანხმდა პირობებს და მათი მისამართით თქვა მეტის ღირსები ხართ, მაგრამ ახლა ასე იყოს, თქვენზე ხელს არ გავისვრიო. აღნიშნულის შემდეგ მას, რუშა გაბეჩავას, მერაბ მანაგაძეს, დავით მანაგაძეს, მერაბ ფიფიას, მალხაზ გოგიას, მანუჩარ ესებუას, ზაალ შურღაიას და ბაჩანა მიქელაიას, ფეხზე წამოდგომის შემდეგ, სათითაოდ გაშლილი ხელი დაარტყა კარლო კოზუამ. თავი იგრძნო შეურაცხყოფილად და დათრგუნულად, მაგრამ ვინაიდან არავის არ გამოუთქვამს პროტესტი, მარტომ ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა. თანახმა იყო თავისი ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი თანხის გადახდაზე, ოღონდ ეს ყველაფერი მალე დამთავრებულიყო. ზარანდიამ იკითხა ყველას თუ მოხვდა და ვინმე ხომ არ გამორჩენილაო, რაზეც ნოდარ დუტკინმა თქვა, რომ ის გამორჩათ და დუტკინს შალვა ჩუხუამ დაარტყა გაშლილი ხელი ლოყაში. აღნიშნულის შემდეგ ჩუხუამ ჰკითხა გოგიტიძეს რაიმე პრეტენზია ხომ არ გააჩნდა რაზეც გოგიტიძემ უპასუხა, რომ ასეთი არ გააჩნდა და გავიდა ოთახიდან. თავადაც დაიშალნენ. დეკემბერში, საქართველოში მყოფ მეუღლესთან, ნათია გაბრიაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა, რომ 500 აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი, რომელსაც არ იხდიდა მთლად მისი ნება-სურვილით. უკვე 2016 წლის იანვარში მასთან მივიდა ზურაბ ღლონტი, რომელიც არის მისი თანასოფლელი და უთხრა, რომ გოგიტიძისათვის მისაცემი 500 აშშ დოლარი გადაეცა მისთვის და თვითონ თავისუფალი იქნებოდა ყოველგვარი თანხის გადახდისაგან, მისივე თქმით აღნიშნულის თაობაზე იცოდნენ სხვა დანარჩენებმაც, მხედველობაში ჰყავდა „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეები. პაატა ცომაიას განმარტებით, ვინაიდან სურდა რომ მალე დამთავრებულიყო ყველაფერი, დათანხმდა თანხის გადაცემაზე. იმავდროულად სამხედრო მოსამსახურეებში დაიწყო ერთგვარი პროტესტი აღნიშნული თანხის გადახდასთან დაკავშირებით. სამხედრო მოსამსახურეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მალხაზ გოგიამ მათ მიმართ განხორციელებული იძულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სამხედრო პოლიციას და გამოძიებას. აღნიშნული ფაქტი უარყოფითად იქნა შეფასებული სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, რის გამოც მალხაზ გოგია გახდა საყოველთაო გაკიცხვის ობიექტი და მას მოიხსენიებდნენ უშვერი და სალანძღავი სიტყვებით. ვინაიდან პაატა ცომაია, თავისი ქმედებით არღვევდა კონტრაქტით აღებულ ვალდებულებას, იმავდროულად მას გოგიტიძე არ უცემია და მაინც აიძულებდნენ 500 აშშ დოლარის გადახდას, რაც წარმოადგენდა სოლიდურ თანხას, მანაც გადაწყვიტა მომხდარის თაობაზე მოეთხრო სამხედრო პოლიციისათვის. აღნიშნული მიზნით იგი დაუკავშირდა ოცეულის მეთაურს ბექა ნანეიშვილს, რომლის მეშვეობითაც მივიდა გამომძიებელ მიხეილ ადამიასთან და მისცა ჩვენება მომხდარის შესახებ. პარალელურად ზურაბ ღლონტის მიერ თანხის მოთხოვნა მოხდა რამოდენიმეჯერ, რომელმაც მისცა ნათესავის პირადი ნომერი და უთხრა მითითებულ ნომერზე გადაერიცხა თანხა. 2016 წლის 29 იანვარს აღნიშნული პირადი ნომერი სოციალური ქსელის მეშვეობით გადაუგზავნა მეუღლეს ნათია გაბრიაძეს და მიწერა, რომ 500 დოლარი უნდა გადაერიცხა მითითებულ პირად ნომერზე. მეორე დღეს, ე. ი. 2016 წლის 30 იანვარს მეუღლემ მიწერა, რომ მარტო პირადი ნომრით თანხა ვერ გადარიცხა. აღნიშნულის შემდეგ მან მეუღლეს გადაუგზავნა ზურაბ ღლონტის მიერ მიწოდებული ვინმე გოჩა ღლონტის სხვა მონაცემები. როგორც შემდგომ მეუღლისაგან შეიტყო ის დაუკავშირდა ტელეფონით გოჩა ღლონტს, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა ოზურგეთში და „საქართველოს ბანკი“-ს სერვისცენტრის წინ პირადად გადასცა 500 აშშ დოლარი. წინასწარი შეთანხმებით 300 დოლარი აღებული იყო მისი სახელფასო ბარათიდან, ხოლო 200 დოლარი იყო ნათია გაბრიაძის თანხა. ეს თანხა გადაიხადა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნება არავის უკითხავს, უთხრეს, რომ უნდა გადაეხადა, ეს თანხა განკუთვნილი იყო ივერ გოგიტიძისთვის და უნდა მიეცა ზურაბ ღლონტისთვის. პაატა ცომაიას განმარტებით, ავღანეთიდან „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში დეპორტაციის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ცნობილი გახდა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების შესახებ, რის შემდეგაც თავადაც გახდა შევიწროების ობიექტი, მას ესმოდა, რომ მოიხსენიებდნენ უშვერი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, პოლიციასთან თანამშრომლობის გამო. სიტუაცია არ შეცვლილა არც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რის გამოც ფიქრობდა საერთოდ წასულიყო შეიარაღებული ძალებიდან. გარკვეული დროის შემდეგ შესთავაზეს სამხედრო პოლიციაში გადასვლა, რასაც დათანხმდა ჯარში მის მიმართ არსებული გაუსაძლისი სიტუაციის გამო. პაატა ცომაიას განმარტებით, მომხდარის შესახებ გამოძიებას ჩვენება მისცა ასევე დავით მანაგაძემ (სხდომის ოქმი,09.02.2018 წ)
მოწმის, პაატა ცომაიას მეუღლის ნათია გაბრიაძის ჩვენების მიხედვით, მისი მეუღლე 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2016 წლის აპრილამდე იმყოფებოდა ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში, მას მეუღლესთან ძირითადად ელექტრონულად ქონდა კომუნიკაცია. დაახლოებით დეკემბრის თვეში უთხრა, რომ 500 აშშ დოლარი ქონდა ვიღაცაზე მისაცემი და დამატებით ინფორმაციას მიწერდა მოგვიანებით. იანვრის თვეში მოწერა მხოლოდ პირადი ნომერი და უთხრა, რომ ამ ნომერზე გადაერიცხა 500 დოლარი, იგი დაინტერესდა და კითხა მეუღლეს თუ ვინ იყო ეს პიროვნებაან რა თანხა უნდა გადაეხადა, რაზეც მან უპასუხა, რომ ყველაფერი მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული და შემდგომ აუხსნიდა. მოწმის განმარტებით, მითითებულ პირად ნომერზე თანხა ვერ გადარიცხა, რადგან ამ ნომერზე ანგარიში არ იყო გახსნილი, რის შესახებაც აცნობა მეუღლეს. პაატა ცომაიამ დამატებით გამოუგზავნა ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარი - გოჩა ღლონტი, რომელსაც იგი (ნათია გაბრიაძე) დაუკავშირდა ტელეფონით, შეთანხმდნენ ქ.ოზურგეთში, საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრაზე და 500 აშშ დოლარის გადაცემაზე, რაც განახორციელა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეუღლემ აუხსნა, რომ „ავღანეთში ვიღაც გოგიტიძემ მოიპარა საფულე, შემდეგ ცემეს და რახან დაადეპორტეს, ის თანხა, რაც მიაკლდებოდა, ამათ უნდა მიეცათ“. მან როგორც იცის, ეს თანხა გოჩა ღლონტმა გადაუგზავნა ზურაბ ღლონტს, თანხა არავის დაუბრუნებია, მოწმის განმარტებით, გოჩა ღლონტმა პაატა ცომაიას მონაცემები ჩაიწერა უბის წიგნაკში (სხდომის ოქმი,26.01.2018 წ).
საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს მიერ დათვალიერებულ იქნა გოჩა ღლონტის მიერ წარმოდგენილი უბის წიგნაკი, რომლის მიხედვით, რომ უბის წიგნაკში გაკეთებულია ჩანაწერი პაატა ცომაია 500 დოლარი.
2016 წლის 08 თებერვლის ,,საქართველოს ბანკი’’-ს ოზურგეთის სერვის ცენტრის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო ფაილების დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეოფაილის ნახვისას ნათია გაბრიაძემ დაადასტურა, რომ მასზე ნამდვილად ასახულია 2016 წლის 30 იანვარს, ქ.ოზურგეთში, ,,საქართველოს ბანკი’’-ს სერვის ცენტრის წინ მის მიერ გოჩა ღლონტისათვის 500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.
2016 წლის 11 თებერვლის ,,საქართველოს ბანკი’’-ს ოზურგეთის სერვის ცენტრის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო ფაილების დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეოფალის ნახვისას გოჩა ღლონტმა დაადასტურა, რომ მასზე ნამდვილად ასახულია 2016 წლის 30 იანვარს, ქ.ოზურგეთში, ,,საქართველოს ბანკი’’-ს სერვის ცენტრის წინ მის მიერ პაატა ცომაიას მეუღლისგან 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი.
22-ე ბატალიონის ბრავო ასეულის მეოთხე ოცეულის მეთაურის ბექა ნანეიშვილის განმარტებით, დადგენილია, რომ 2015 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ყოფნის დროს გაიგო, რომ მისი ოცეულის ჯარისკაცებს ედავებოდნენ ბაზა „ბაგრამ“-ზე მდებარე ავღანელების ბაზრობაზე საფულის მოპარვას, სანამ ის ჩაერთვებოდა, ამ საქმეში ასეულის მეთაური უკვე აქტიურად იყო ჩართული. ჯარისკაცის გოგიტიძის ცემის ფაქტის პერიოდში, ის არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ყაზარმაში, გოგიტიძეს იგი შეხვდა უშუალოდ მართვის ცენტრში, სადაც პოლიციისა და ასმეთაურის მიერ იქნა გადმოყვანილი. ამ ფაქტის გამო ბატალიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გოგიტიძის დეპორტით გამგზავრება საქართველოში, მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, დრო ზუსტად არ ახსოვს, მასთან მივიდა ჯარისკაცი მალხაზ გოგია და უთხრა, რომ მას სამხედრო მოსამსახურეები ავიწროებდნენ, რის შემდეგაც მან გოგია წარუდგინა ასეულის მეთაურს, რომელიც თავის მხრივ, დაუკავშირდა მის ზემდგომს, რის შემდეგაც ჩაერთო სამხედრო პოლიცია და დაიწყო გამოძიება. გოგიას დაკითხვის პროცესს უშუალოდ, თავადაც ესწრებოდა, დაკითხვისას მან განაცხადა, გოგიტიძის ცემის გამო იმ პირებს, ვინც მის ცემაში იღებდა მონაწილეობას, გოგიტიძისთვის უნდა შეეგროვებინათ თითოეულს 500 დოლარი. ეს თანხა დააწესა ჩარლი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელთა გვარებიც ზუსტად არ ახსოვს. შემდეგ პაატა ცომაია და დავით მანაგაძეც გამოცხადდნენ იგივე თემაზე და ეს პირებიც დაიკითხნენ. პაატა ცომაია აღნიშნავდა, რომ პირადად თხოვდნენ თანხას და ივერ გოგიტიძისათვის გადასაცემი თანხა 500 აშშ დოლარი ზურაბ ღლონტის მოთხოვნით მისმა მეუღლემ საქართველოში გადასცა ზურაბ ღლონტის ნათესავს(სხდომის ოქმი,26.01.2018 წ).
სამშვიდობო მისიაში მყოფი ბატალიონის მეთაურის მანუჩარ ბარბაქაძის განმარტების მიხედვით, 20015 წელს, დაახლოებით ნოემბრის თვეში, გაიგო რომ ავღანელების ბაზრობაზე მოიპარეს საფულე, გადამოწმებულ იქნა გრაფიკი, თუ ვის უწევდა შემთხვევის დღეს ბაზრობაზე გასვლა, აღმოჩნდა, რომ გოგიტიძე, რურუა, ბოლქვაძე და გაბეჩავა იმყოფებოდნენ, 2-3 დღის მერე გაირკვა, რომ ივერ გოგიტიძეს მოუპარავს საფულე, დაიბარა მასთან, ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო, თუმცა მასთან საუბარში ცემის ფაქტი არ დაადასტურა. მოგვიანებით დადგინდა გოგიტიძის ცემის ფაქტი. მან ასევე, მოგვიანებით შეიტყო, რომ ივერ გოგიტიძის ცემაში მონაწილე პირების მიმართ „ჩარლი“ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მიერ განხორციელებული იყო ფიზიკური ძალადობა და ივერ გოგიტიძისათვის თანხის გადახდის იძულება ამ უკანასკნელის დეპორტაციით გამოწვეული ზარალის გამო. ანუ, ბატალიონში ვინც გოგიტიძე ცემა, იმათ აიძულებდნენ გადაეხადათ გოგიტიძისთვის 500 აშშ დოლარი. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მან შეკრიბა პირადი შემადგენლობა და მოუწოდა, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ პოლიციისა და საგამოძიებო დანაყოფისათვის. მოწმის განმარტებით, რაიმე ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, არ გაუგია (სხდომის ოქმი,09.01.2018 წ).
გამომძიებლების ემანუელ ჭანტურიას (სამხედრო პოლიციის სამეგრელო ზემო-სვანეთის საგამოძიებო განყოფილების უფროსი), გოდერძი რუხაიას (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელი), მიხეილ ადამიას (სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი), მერაბ მგელაძის (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი), გოგა ზამბახიძის (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი), ალექსანდრე მაჩაიძის (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი), ლევან სალაყაიას (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი) მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებების თანახმად, მათ მიერ მოცემულ საქმეზე, სხვადასხვა დროს ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რაზედაც შედგენილია საპროცესო დოკუმენტები, ყველა მათგანზე მითითებულია შედგენის თარიღი, დრო, მონაწილე პირები, თითოეულის ნამდვილობა დადასტურებულია მათივე ხელმოწერებით, ყველა მათგანი დასკანერებული სახით ატვირთულია გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში და მინიჭებული აქვს ნომერი, რაც გამორიცხავს დოკუმენტების შინაარსის ან სხვაგვარად, რაიმე სახით შეცვლის შესაძლებლობას (სხდომის ოქმი, 26.02.2018წ; 07.03.2018 წ; 17.04.2018 წ; 19.04.2018წ; 23.04.2018 წ).
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების (კრებსები N1004, N1028, N1028, N935,N934, N937, N1193, N1004, N1028, N1276, N1753, N1158 N885), რომლებიც გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, მიხედვით, გამოძიების პროცესში ბრალდებულები სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ერთმანეთს უთანხმდებიან საერთო პოზიციების შემუშავებაზე მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს დასკვნა, ბრალდებულის ივერ გოგიტიძის მიმართ ქურდობის ჩადენის ნაწილში, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 11 ნოემბრის N105 საცხოვრებელი ოთახის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ბაზა „ბაგრამი“-ს ტერიტორიაზე განთავსებული N2 საცხოვრებელი შენობაში მდებარე N105 ოთახი, სადაც ცხოვრობს 22-ე ბატალიონის ბრავო ასეულის პირადი შემადგენლობა, აღნიშნულ ოთახში ივერი გოგიტიძემ მიუთითა სამხედრო ფორმის ტანსაცმელზე, რომელშიც შენახული ჰქონდა შავი ფერის ტყავის საფულე. ამოღებულ იქნა ივერი გოგიტიძის მიერ წარმოდგენილი შავი ფერის ტყავის საფულე წარწერით AFGHANISTAN. N105 ოთახი იქნა ფოტოგრაფირებული.
საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული, ავღანეთის მოქალაქის მანან ჯანი-ს ჩვენებების მიხედვით, 2015 წლის 07 ნოემბერს, სამხედრო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ნივთის შეძენის დროს დაიკარგა, გასაყიდად გამოტანილი, მისი კუთვნილი ტყავის საფულე, რომელიც შემდეგ ამოიცნო გამომძიებლის მიერ წარდგენილი საფულეებიდან ფერით და მასზე არსებული წარწერებით.
2015 წლის 11 ნოემბრის ტყავის საფულის ამოცნობის ოქმის თანახმად მანან ჯან-მა ამოიცნო შავი ფერის ტყავის საფულე, წარწერით AFGHANISTAN, რომელიც მას ეკუთვნის.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მესამე ოპერატიული განყოფილების მთავარ ინსპექტორის მოწმე ვახტანგ თარაშვილის განმარტების მიხედვით, 2015 წლის 11 ნოემბერს იგი მონაწილეობას იღებდა N105 ოთახის დათვალიერებაში, რა დროსაც ივერ გოგიტიძის მითითებით, ოთახში მდგარ ერთ-ერთ კარადაში არსებული სამხედრო ტანსაცმლიდან, ივერ გოგიტიძის მიერ წარმოდგენილი იქნა შავი ფერის ტყავის საფულე. მანვე, თარჯიმანთან ერთად მონაწილეობა მიიღო ასევე ამოცნობაში, რა დროსაც ავღანეთის მოქალაქე მანან ჯანი-ს მიერ ამოცნობილი იქნა სწორედ იგივე ტყავის საფულე, რაც წარმოდგენილი იქნა ივერ გოგიტიძის მიერ. დამატებით დასმულ კითხვაზე ვახტანგ თარაშვილმა მიუთითა, რომ სამხედრო პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ადგილი არ ჰქონია (სხდომის ოქმი, 26.02.2018 წ).
სამხედრო თარჯიმნის სერგო კანდელაკის განმარტების მიხედვით, მოცემულ საქმეზე მონაწილება მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის მანან ჯანის მიერ
ტყავის საფულის ამოცნობაში. მის მიერ მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემულ იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც მოპოვებულია იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, რომელშიც პირადად იღებდა მონაწილეობას (სხდომის ოქმი, 26.02.2018 წ)
მოწმე მახარე ბოლქვაძემ დაადასტურა გოგიტიძესთან, რურუასა და გაბეჩავასთან ავღანეთის ბაზრობაზე ყოფნის ფაქტი. ასევე აღნიშნა, რომ გაბეჩავამ იყიდა პისტოლეტის ჩასადები. იგი შეესწრო იმ ფაქტს, რომ გაბეჩავას ავღანელები საფულის ქურდობას აბრალებდნენ, გაბეჩავამ ანახა ჯიბეები და აჩვენა, რომ არაფერი მოუპარავს. მოგვიანებით გაიგო, რომ ამბობდნენ, ივერი გოგიტიძემ აიღოო (სხდომის ოქმი, 15.12.2017 წ)
მოწმის ზაზა რურუას განმარტების მიხედვით, რომ 2015 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ყოფნის დროს, თვითონ (ზაზა რურუა), ბოლქვაძე, გაბეჩავა და გოგიტიძე ერთად იყვნენ ბაზრობაზე, როცა საფულე დაიკარგა. აბრალებდნენ გაბეჩავას, თუმცა შემდეგ გაიგო, რომ გოგიტიძეს მოუპარავს. ჯარისკაცებს შურღაიას, ესებუას, ფიფიას, მანაგაძეს იცნობს, მისთვის ცნობილია, რომ ეს პირები მისიიდან დეპორტით გამოამგზავრეს საქართველოში ივერ გოგიტიძესთან ჩხუბის გამო (სხდომის ოქმი,17.01.2018 წ)
2016 წლის 11 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის N000702216 დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შავი ფერის ტყავის საფულის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 25 ლარს.
მოწმის ექსპერტ რატი მერკვილაძის განმარტებით, 2016 წლის 25 იანვარს შესასრულებლად დაეწერა გამომძიებლის ლევან სალაყაიას დადგენილება, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იქნა ნივთმტკიცება 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, ლუქზე დასმული იყო მრგვალი ბეჭედი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პაკეტის გახსნისას მასში მოთავსებული იყო, ერთი ცალი შავი ფერის ტყავისაგან დამზადებული საფულე ზომებით 10სმx7სმ. ნივთმტკიცება დათვალიერდა და დასურათდა, მის მიერ მოხდა ანალოგიური ხარისხობრივი მახასიათებლის და ვიზუალის მქონე საფულის ბაზარზე მოძიება და საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამაც შეადგინა 25 ლარი (სხდომის ოქმი,09.02.2018 წ).
სასამართლოს დასკვნა, ბრალდებულის მიმართ ზურაბ ღლონტის მიერ ყალბი დოკუმენტის შეძენისა და გამოყენების ნაწილში, ემყარება შემდეგ გარემოებებს:
ბრალდებულმა ზურაბ ღლონტმა როგორც გამოძიების, ასევე, სასამართლოს წინაშე, თავი ცნო დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში ყალბი დოკუმენტის შეძენისა და გამოყენების ნაწილში და დაეთანხმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული, ამ ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზურაბ ღლონტის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ყალბი დოკუმენტის შეძენისა და გამოყენების ნაწილში, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, უტყუარად დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ამ ნაწილში ზურაბ ღლონტის ბრალეულობას, კერძოდ; მოწმეების: ზაალ ქემერტელიძის, დავით ბარბაქაძის, რუსუდან ხიჯაკაძე-მგალობლიშვილის გამოკითხვის ოქმებით, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმით, ტექნიკური ექსპერტიზის N250/დტ დასკვნით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა შალვა ჩუხუამ, კარლო კოზუამ, ჯანო ჩაკაბერიამ, ნუკრი შანავამ და პაატა ზარანდიამ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, სს კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა შალვა ჩუხუას, კარლო კოზუას, ჯანო ჩაკაბერიას, ნუკრი შანავას და პაატა ზარანდიას ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს შალვა ჩუხუას, კარლო კოზუას, ჯანო ჩაკაბერიას, ნუკრი შანავას და პაატა ზარანდიას მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
ზურაბ ღლონტმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და ყალბი დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, სს კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზურაბ ღლონტის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზურაბ ღლონტის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
ივერ გოგიტიძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, სს კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სს კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ივერ გოგიტიძის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ივერ გოგიტიძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ირწმუნოს ბრალდებულთა დამნაშავეობა მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. იძულება გამოიხატება მოქმედებაში-ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მოცემული მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება მაშინ, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) ანდა აიძულებენ მას, საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, დადგა თუ არა ეს შედეგი.
სამი პირდაპირი მოწმის (დაზარალებულის): მალხაზ გოგიას, პაატა ცომაიასა და დავით მანაგაძის ჩვენებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები შალვა ჩუხუა, კარლო კოზუა, პაატა ზარანდია, ჯანო ჩაკაბერია, ზურაბ ღლონტი, ნუკრი შანავა და ივერი გოგიტიძე მათ, სამივე მათგანს უშუალოდ, აიძულებდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ ივერი გოგიტიძის სასარგებლოდ გადაეხადათ 500 აშშ დოლარი, რაც პაატა ცომაიას მიერ განხორციელდა კიდეც. აღნიშნული დადასტურდა ასევე, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სხვა მოწმეების, ბექა ნანეიშვილის, მანუჩარ ბარბაქაძის, ნათია გაბრიაძის ჩვენებებით, გოჩა ღლონტის უბის წიგნაკისა და ვიდეო ფაილების დათვალიერების ოქმებით. შესაბამისად, ბრალდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციები იძულების ნაწილში ბრალდებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან მათი ეს პოზიცია ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზს.
დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულებმა გამოძიებას და სასამართლოს მისცეს არასწორი ჩვენებები, რაც გამოწვეული იყო პოლიციის მხრიდან ზეწოლის (ზემოქმედების) შედეგად, თუმცა პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედების ფაქტი, ან ასეთი სახის ზემოქმედების საფუძველი, რაც სასამართლოს ეჭვს გამოიწვევდა, სასამართლო სხდომაზე არ დადგენილა. ასევე არ დადგენილა ბრალდებულთა უფლებების რაიმე სახით დარღვევისა და ამ გზით მტკიცებულებათა მოპოვების ფაქტი.
სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პაატა ცომაიამ ზურაბ ღლონტს 500 აშშ დოლარი გადასცა სესხად და ეს არ ყოფილა იძულების შედეგი. მოწმე პაატა ცომაიამ, სასამართლო სხდომაზე ნათლად და დამაჯერებლად განმარტა, რომ მისი მეუღლის მეშვეობით ზურაბ ღლონტის ნათესავს ფული გადასცა არა სესხად, უკან დაბრუნების პირობით, არამედ იძულებით, მისი ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ, რაც ასევე დაადასტურა მოწმე ნათია გაბრიაძემაც.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა რუშა გაბეჩავამ, მერაბ მანაგაძემ, მერაბ ფიფიამ, მანუჩარ ესებუამ, ზაალ შურღაიამ და ბაჩანა მიქელაიამ მართალია, უარყვეს ბრალდებულების მიერ დაზარალებულების მიმართ რაიმე სახით იძულების განხორციელების ფაქტი, თუმცა იგი სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე უტყუარად დადგენილ მოვლენათა განვითარების სურათს. კერძოდ;
მოცემულ საქმეზე დადგენილია ივერი გოგიტიძის მიერ „ბაგრამი“-ს საჰაერო ბაზაზე არსებული ბაზრობიდან ტყავის საფულის ქურდობისა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ივერი გოგიტიძის საქართველოში დეპორტაციის ფაქტი, რითაც მას მოესპო შესაძლებლობა გაეგრძელებინა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა და მიეღო დარჩენილ ვადაში სამსახურისათვის განკუთვნილი გასამრჯელო. ასევე დადგენილია ივერი გოგიტიძის ცემის ფაქტი, რაც თავის მხრივ, გახდა ბრალდებულების მიერ ივერი გოგიტიძის ცემაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ივერი გოგიტიძისათვის მიუღებელი თანხის იძულებით გადახდის მოთხოვნის საფუძველი. თანმიმდევრული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით მოვლენათა განვითარების ჯაჭვს ვერ დაარღვევს მოწმეების რუშა გაბეჩავას, მერაბ მანაგაძის, მერაბ ფიფიას, მანუჩარ ესებუას, ზაალ შურღაიასა და ბაჩანა მიქელაიას მიერ ფაქტის უარყოფა, მით უფრო, რომ მათი ჩვენებები, ბრალდებულებთან მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სანდოობის ნაკლები ხარისხის შემცველია.
დადგენილია, რომ მითითებული მოწმეები იმავდროულად არიან გოგიტიძის ცემის ფაქტზე, სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავეებად ცნობილი პირები. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით (კრებსი N1028, კრებსი N935, კრებსი N1158) დგინდება ბრალდებულების, როგორც ერთმანეთთან, ისევე მოწმეებთან, კომუნიკაციისა და იმგვარი შინაარსის საუბრები, რომლის მიხედვითაც ერთმანეთს უთანხმდებიან საერთო პოზიციების შემუშავებაზე მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
ამდენად, სახეზეა ბრალდებულთა მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ყველა ნიშანი, სახელმწიფო ბრალდების მიერ მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლო აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ადგილი, ხერხი და დრო საჭიროებს განსაკუთრებულ შეფასებას. დანაშაული ჩადენილია სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ სამხედრო მისიის შესრულებისას, რაც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო თანამეგობრობაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პაატა ზარანდიას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
პაატა ზარანდიას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ნუკრი შანავას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ნუკრი შანავას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ჯანო ჩაკაბერიას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ჯანო ჩაკაბერიას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
კარლო კოზუას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
კარლო კოზუას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
შალვა ჩუხუას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
შალვა ჩუხუას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ზურაბ ღლონტს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ზურაბ ღლონტს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ივერ გოგიტიძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ივერ გოგიტიძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
საქართველოს სსს კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე სს კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება თავისი ინდივიდუალობით და სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სს კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
გამომდინარე აქედან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის სასამართლოს მიზანშეწონილად მიჩნია, შალვა ჩუხუას, კარლო კოზუას, ჯანო ჩაკაბერიას, ნუკრი შანავას, პაატა ზარანდიას დაენიშნოთ სს კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
ივერი გოგიტიძეს დაენიშნოს სს კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სს კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
ზურაბ ღლონტს დაენიშნოს სს კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.
საქართველოს სს კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის დანიშვნისას ივერი გოგიტიძის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სს კოდექსის 59-ე მუხლით, სსს კ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პაატა ზარანდია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.1. გაუქმდეს პაატა ზარანდიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
1.2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ პაატა ზარანდიას (პ/ნ 19001054943) საკუთრებაში არსებულ, ქ.ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩის 1-ლ შესახვევი ქ.№7-ში, მდებარე უძრავი ქონებაზე -საკადასტრო კოდით 43.31.55.102, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2. ნუკრი შანავა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2.1. გაუქმდეს ნუკრი შანავას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ რომან შანავას (პ/ნ 19001034642) საკუთრებაში არსებულ, ქ.ზუგდიდში, ჟვანიას მე-2 ჩიხი №12-ში მდებარე უძრავი ქონებაზე, საკადასტრო კოდით 43.31.51.126, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. ჯანო ჩაკაბერია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3.1. გაუქმდეს ჯანო ჩაკაბერიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3.2 გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ ლიკა ძაძუას (პ/ნ 62809008483), ლუკა ძაძუას (პ/ნ 62009003919), მანუჩარ ძაძუას (პ/ნ 19001016473), ტატიანა რურუას (პ/ნ 62006042848) თანასაკუთრებაში არსებულ,ქალაქი ზუგდიდში, მექაღალდეთა ქუჩა N25-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 43.31.61.016, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. კარლო კოზუა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4.1. გაუქმდეს კარლო კოზუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4.2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ გონელი ჩუხუას (პ/ნ 19001004932) და თათია ჩუხუას (პ/ნ 19001019110) თანასაკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯში, მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 43.06.42.469, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. შალვა ჩუხუა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5.1. გაუქმდეს შალვა ჩუხუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
5.2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ გონელი ჩუხუას (პ/ნ 19001004932) და თათია ჩუხუას (პ/ნ 19001019110) თანასაკუთრებაში არსებულ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯში, მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 43.06.42.469, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ზურაბ ღლონტი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6.1.ზურაბ ღლონტს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
6.2.სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
6.3.სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზურაბ ღლონტს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
6.4. გაუქმდეს ზურაბ ღლონტის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
6.5. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ ნინო ღლონტის (პ/ნ 33001035434), ტარიელ ღლონტის (პ/ნ 33001066133), ნანა ღლონტისა (პ/ნ 33001061466) და ზურაბ ღლონტის (პ/ნ 33001066166) თანასაკუთრებაში არსებულ, ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 26.13.15.114. დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7.ივერ გოგიტიძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7.1.სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ივერ გოგიტიძეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
7.2.სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ივერ გოგიტიძეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
7.3.სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ივერ გოგიტიძეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
7.4. გაუქმდეს ივერ გოგიტიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.
7.5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ივერ გოგიტიძის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სამსახურის აჭარის პრობაციის ბიუროს.
7.6.დაევალოს მსჯავრდებულ ივერ გოგიტიძეს აჭარის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
8. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
8.1.ტყავის საფულე დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
8.2.ყალბი მართვის მოწმობა განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
8.3.ტარიელ ღლონტისა და გოჩა ღლონტის უბის წიგნაკები დაუბრუნდეს მესაკუთრეებს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
8.4.საგამოძიებო მოქმედების ამსახველი CD და DVD დისკები დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
9.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247).
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია