განაჩენი

სისხლის სამართლის 01.06.2018
საქმის ნომერი
080100117002020503
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/6---17 (№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ გო--------ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბე---ი ლე----ს ძე ვა–-----ე - დაბადებული 19-- წლის 1- აგ-------ს საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, მე-–---–---–-ს ქუჩა N--

 

ადვოკატი - ალ---------ე თა----–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოთხი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალის ფორმა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2016 წლის აპრილში ქ.ქუთაისში მე-–---–---–-ს N1----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბე--- ვა–-----ემ იძალადა მეუღლეზე ი-----------ზე (რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ი-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 23 აპრილს ქ.ქუთაისში ჭა------ის გამზირზე N---ში მდებარე სავაჭრო ცენტრში ბე--- ვა–-----ემ იძალადა მეუღლეზე - ი-----------ზე (სახეში დაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ი-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 25 აგ-------ს, დაახლოებით 20:00 საათზე ქუთაისში, ი.ჭა------ის ქუჩის N---თან არსებულ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბე--- ვა–-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ი-----------ს. კერძოდ მიმართა მას შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით, ხელი დაარტყა სახის არეში და რამოდენიმეჯერ მოქაჩა თმა, რის გამოც ი----------- წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატი----- შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

2016 წლის აპრილიდან დღემდე ბე--- ვა–-----ე ყოფილ მეუღლეს ი-----------ს აყენებს სისტემატურ შეურაცხყოფას. სასამართლო ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით ი-----------მ ყოფილი მეუღლის ქმედებით მიიღო ფსიქოლოგი----- ტრავმა და განიცადა ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ბე--- ვა–-----ემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ მისთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულის ჩადენაში და განმარტა, რომ, მართალია მას მეუღლესთან კონფლიქტი და უთანხმოება ხშირად მოსვლია მაგრამ ხელი არასოდეს დაურტყამს. უთანხმოება ძირითადად შვილებთან დაკავშირებით მოსდიოდა და იგი მეუღლისაგან ბავშვებისადმი მეტ ყურადღებას და დახმარებას ითხოვდა. იგი ენდო თავის მეუღლეს და მას გადაუფორმა ყველაფერი, ბინაც, მანქანაც და ბიზნესიც, რითაც ისარგებლა მისმა მეუღლემ და ფაქტიურად ყველაფერი წაართვა და ოჯახიდან წავიდა. ბრალდებულის განმარტებით იგი პირველ ეპიზოდს უარყოფს, არ აღიარებს, უარყოფს ცემის ფაქტს და იქ მოყვანილ დროს აპრილის თვეს, რადგან მას მეუღლისათვის ხელი არ დაურტყამს და ფიზიკურად არ შეხებია. ხოლო რაც შეეხება მეორე ეპიზოდს მას აღიარებს და ინანიებს კიდეც, რის გამოც მეორე დღეს მეუღლეს ბოდიშიც მოუხადა. ნაწილობრივ ეთანხმება მესამე ეპიზოდს და განმარტავს, რომ მისმა მეუღლემ ფსიქოლოგი----- სტრესი და ზეწოლა მართლაც განიცადა, რის გამოც იგი დღესაც მკურნალობს. მისი ნერვიული სტრესი ფსიქიკურ აშლილობაში გადადიოდა. რაც შეეხება მეოთხე ეპიზოდს ბრალდებული მას არ აღიარებს. მისი განმარტებით იგი მეგობართან ერთად იმყოფებოდა ჭა------ის გამზირზე, სადაც შენიშნა გაჩერებაზე მყოფი მეუღლე, რომელსაც შესთავაზა რომ ტაქსით წაიყვანდა, რაზედაც მისმა მეუღელემ ატეხა ყვირილი, გაკვირვებულმა მის ასეთ რეაქციაზე მეუღლეს ბოდიში მოუხადა და წავიდა. ცოტა ხანში მას დაეწია პოლიციელი მი----ა ტყ---–--ე, რომელიც მას სისტემატიურად ემუქრებოდა და აშინებდა დაჭერით, აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელს უშლიდა მის ოჯახთან და მეუღლესთან შერიგებასა და ურთიერთობების მოწესრიგებაში და განუცხადა, რომ იგი დაკავებული იყო, რადგან ბრალი ედებოდა მეუღლის ცემაში, იგი ძალით ჩატენეს მანქანაში, ხოლო მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა და პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ყველაფერი დაინახა და სიმართლეს იტყოდა - მანქანიდან გადმოაგდეს და პოლიციაში დაკითხვაზე არ წაიყვანეს. ბრალდებულის განმარტებით მასზე პოლიციაში განახორციელეს ზეწოლა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ემუქრებოდნენ, რომ თუ სიმართლეს არ იტყოდა ჩაუდებდნენ იარაღს ან წამალს და გაუშვებდნენ ციხეში. ბრალდებულის განმარტებით მას მეუღლის მიმართ ბოროტი განზრახვა არასოდეს ქონია და სულ ცდილობდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა და არ დაენგრია, მისი ციხეში ყოფნით მძიმე პრობლემები ექმნება მის ოჯახს, რადგან ჰყავს ავადმყოფი შვილები და მოხუცი მშობლები, რომელთა მარჩენალი მხოლოდ ისაა.

 

დაზარალებულო ი----------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ბე--- ვა–-----ესთან ქორწინებაში იმყოფებოდა 1999 წლიდან, ხოლო განქორწინდა - 2011 წელს. ურთიერთობა ჰქონდათ კონფლიქტური, ხშირად ჩხუბობდნენ, მერე ისევ შერიგდებოდნენ ხოლმე. საბოლოოდ მეუღლესთან დაშორების მიზეზი მისი მხრიდან გაუთავებელი კამათი, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფები იყო. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2016 წლის აპრილის თვეში, როდესაც მისი მეუღლის სახლში ცხოვრობდა, მას ბე--- ვა–-----მ მიაყენა, როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ ფაქტს შეესწრნენ მის შვილები, მაგრამ რამდენად დაადასტურებენ ამ ფაქტს არ იცის, რადგან ბრალდებული მათი მამაა, ხოლო თვითონ კი მათ ვერ დაავალდებულებს, რომ რაიმე ჩვენება მისცენ. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, იგი მოხდა 2017 წლის აპრილის თვეში სავაჭრო ცენტრ „გ-----------––-“, როდესაც ესკალატორზე ჩამომავალს შეხვდა და მიაყენე ფიზიკური შეურაცხყოფა, სახეში გაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ტკივილი. ხოლო 2017 წლის 25 აგვისტოს მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა ბავშვის ფეხსაცმელების ყიდვასთან დაკავშირებით, ერთ ბავშვს უყიდა ბოტასები, ხოლო მეორისათვის ფული აღარ ჰქონდა, რის გამოც ბე--- ვა–-----ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ მან იქაურობა მიატოვა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგ წაიყვანეს პირველ განყოფილებაში, ხოლო იქედან გამოსულს ჭა------ის გამზირზე შეხვდა ბე--- ვა–-----ე, გამოყვა უკან გინებით, ყვირილით, შეურაცხმყოფელი სიტყვების ძახილით, როდესაც გადაწყვიტა, რომ კვლავ პოლიციაში დაერეკა, იგი წვდა მას თმებში, დააგდო ძირს და ცემა, საკუთარი ჩამოგლეჯილი თმები ხელში ეჭირა, რა თქმა უნდა განიცადა ტკივილი. ასეთი შეურაცხყოფა და ძალადობა ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, იყო პერიოდები, როდესაც შემაკავებელი ორდერი ქონდა გამოწერილი, ამ დროს თავს ანებებდა, შემდეგ კი კვლავ აგრძელებდა. ძირითადად ამას ჩადიოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი. ყოველივე ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანთან აღარ იცხოვრებდა. დაზარალებულის განმარტებით რა თქმა უნდა მთელი ეს პერიოდი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტანჯვას, იგი მთლიანად ეთანხმება ექსპერტის დასკვნას და მის შინაარსს და აღნიშნავს, რომ სისტემატიურად ასეთი სტრესის ქვეშ ყოფნა დიდი ფსიქოლოგიური ტანჯვის მომტანია. მოწმის განმარტებით ბავშვები მამასთან ცხოვრობენ, რადგანაც როცა ის მეუღლეს გაშორდა სოფელში წავიდა საცხოვრებლად, ბავშვები კი იქ მას ვერ გაჰყვებოდნენ. იგი თავის შვილებს ყველაფერს უკეთებს და არ აკლებს მზუნველობას.

 

მოწმე გ--- სუ-–------ემ უჩვენა, რომ 12 წელია მუშაობს შსს-ში, ამჟამად კი პოლიციის პირველი განყოფილების უფროსია. მოწმემ განმარტა, რომ 2017 წლის ზაფხულში დაურეკა დაზარალებულმა ი-----------მ, რომელმაც უთხრა, რომ მას ქუჩაში ჭა------ის გამზირზე დახვდა მეუღლე და სცემა, შესაბამისად მან რადიოსადგურით აცნობა თანამშრომლებს, რომ ოპერატიულად გასულიყვნენ შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ბრალდებულის დაკავება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ ოჯახს იცნობდა, იცოდა მათი კონფლიქტის შესახებ, იცოდა, რომ ბრალდებულზე რამდენიმე შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი, იცოდა ისიც, რომ აღნიშნული პიროვნება ანალოგიურ ფაქტზე დაკავებული იყო.

 

მოწმე ი----- ბუ----–--–---–მა აჩვენა, რომ იგი პოლიციაში მუშაობს 2003 წლიდან, არის პოლიციის კაპიტანი, მან განმარტა, რომ 2017 წლის 26 აგ-------ს მიიღო შეტყობინება რადიოსადგურით, რომ მოქალაქე ი----------- ჭა------ის გამზირზე „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ითხოვდა დახმარებას, მისვლისას დახვდათ დაზარალებული, რომელსაც ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, სახეზე იყო გაწითლებული და იყო ძალიან ანერვიულებული, ხელში ეჭირა მოგლეჯილი თმები. მან განმარტა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ ბე--- ვა–-----ემ, მან მიუთითა მასზე, რომელიც სამტრედიის ხიდისკენ მიდიოდა, იგი დაეწია ბე--- ვა–-----ეს, შეაჩერა იგი, მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში. ამ დროს ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციაც, განუმარტეს ბე--- ვა–-----ეს, რომ ის დაკავებული იყო, შეადგინეს დაკავების ოქმი, რაზედაც ბე--- ვა–-----ემ ხელი არ მოაწერა.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს და იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს მოწმეებმა: მი----– თე-----ემ, გ---ა ტვ--–------ა და გი------ ტუ----ემ.

 

მოწმე გი------ გო------–---–მა აჩვენა, რომ პოლიციაში მუშაობს 2013 წლიდან. მის მიერ დაკითხული იქნა დაზარალებული ი-----------, რომელმაც მას წარმოუდგინა მამაკაცის მზის სათვალე, რომელიც მისი განმარტებით დაუვარდა მის მეუღლეს, როდესაც მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ გამოძიების დაწყების თარიღია 2017 წლის 17 თებერვალი. დანაშაულის გარემოებანი: 2017 წლის 13 თებერვალს მოქ. ი--–----–-- ასული ბა-------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ ბე--- ვა–-----ემ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

2017 წლის 27 აპრილის ვიდეოჩანაწერის დათავლიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების კონკრეტული ადგილია: ქ.ქუთაისი, ილია ჭა------ის გამზირი N--, სავაჭრო ცენტრი შპს „ა-----------------------–------.“ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 27 აპრილს 13:40 საათზე, დასრულდა 2017 წლის 27 აპრილს 15:35 საათზე. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ირკვევა, რომ „ა-----------------------–-------ის„ წარმომადგენლის ნე----- და---–--ს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ----- ტრ-----ის მიერ მოხდა 2017 წლის 23 აპრილის ვიდეოჩანაწერის დათვალიერება. დათვალიერების დაწყებამდე მოწმე ნე----- და---–--მ თანხმობა განაცხადა მომხდარიყო საავჭრო ცენტრ „ა-----------------------–-------ის“ ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების დათვალიერება და გამოძიებისათვის საჭირო ვიდეოჩანაწერის ამოღება. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებული იქნა სავაჭრო ცენტრ „გრ--------–-ს“ მე-2 სართულზე განთავსებული კამერის ჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ამოსასვლელი ესკალატორი და ასევე მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩასასვლელი ესკალატორი. ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობისას 17:30 საათზე კადრში ჩნდება ი----------- და მისი მეუღლე ბე--- ვა–-----ე, ისინი მოძრაობენ ესკალატორზე პირველი სართულიდან მეორე სართულის მიმართულებით, მეორე სართულზე ამოსვლისთანავე ი----------- ბრუნდება და მეორე ესკალატორის მეშვეობით ისევ ჩადის პირველი სართულის მიმართულებით, მას თან უკან მიყვება ბე--- ვა–-----ე. კადრში ჩანს, რომ ჩასვლისას ბე--- ვა–-----ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეუღლეს, კერძოდ ხელს ურტყამს პირ-სახის და თავის არეში, რის შემდგომ ისინი გადიან კამერების თვალთახედვის არეალიდან. ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული ჩანაწერის DVD დისკზე გადატანა. დათვალიერებაში მონაწილე ნე----- და---–--ს განმარტებით მისთვის უცნობია თუ რა დროიდან იშლება აღნიშნული ვიდეოჩანაწერი და იმ მიზნით რომ არ მომხდარიყო აღნიშნული ჩანაწერის განადგურება მოხდა ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობის მობილური ტელეფონით გადაღება, რის შემდგომ კომპიუტერული მოწყობილობის მეშვეობით მოხდა ჩანაწერის DVD დისკზე გადატანა. DVD დისკი მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა 01 პაკეტად. აღნიშნულით დათვალიერება დასრულდა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 მაისის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ „წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დაზარალებულმა ი-----------მ მისი ყოფილი მეუღლის ბე--- ვა–-----ის ქმედებით მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა და განიცადა ტანჯვა“

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქოლოგიურმა ექსპერტმა თი------ კა----მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ „ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დროს ხდება პირის ფსიქიკური და კლინიკური ფუნქციების კვლევა“. ექსპერტის განმარტებით „კვლევისას ის ძირითადად ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ფსიქოლოგიური ტრამვის მისაღებად ეპიზოდების ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს“.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ბე--- ვა–-----ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ნოემბრის, 2017 წლის 08 თებერვლის, 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, დგინდება, რომ მოძალადე ბე--- ვა–-----ეს სხვადასხვა ვადით აკრძალული აქვს ი-----------სთან მიახლოება და სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კონტაქტი, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის დადგენილებით ბე--- ვა–-----ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ი----------ის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფისათვის და დაჯარიმებულია 250 ლარით.

 

სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება ძალადობრივი ხასიათისაა და იწვევს არა მარტო მძაფრი ფიზიკური ტკივილის შეგრძნებას, არამედ ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც, რომელიც მოძალადის ძალადობრივი ქმედებითაა გამოწვეული.

 

განსახილველი დანაშაულის შემადგელობაში არსებულ აუცილებელ ნიშნებს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობრივი ქმედების ან ტანჯვის მიყენება, ხოლო დანაშაულებრივი შედეგის დადგომა განპირობებულია ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის განცდით, რომელიც მიზეზობრივადაა დაკავშირებული ქმედებასა და შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული ბე--- ვა–-----ის ქმედება, მისი ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობრივია, აღნიშნულ ქმედებაში იკვეთება ბე--- ვა–-----ის ნება-სურვილი ძალადობრივი ქმედებით ოჯახის წევრს მიაყენოს, როგორც ფიზიკური ტკივილი ასევე ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც უშუალოდ მიმართულია განზრახი დანაშაულის ჩასადენად და აშკარად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშნებს.

 

ბრალდებულ ბე--- ვა–-----ის ქმედება აერთიანებს ოთხ ეპიზოდს, რომელიც მოიცავს 2016 წლის აპრილს, 2017 წლის 23 აპრილს, 2016 წლიდან დღემდე ჩადენილ სისტემატიურ შეურაცხყოფას და 2017 წლის 25 აგ-------ს ჭა------ის გამზირზე „მაკდონალდსის“ მიდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ეპიზოდებს.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ი----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის აპრილის თვეში, როდესაც ის მეუღლის სახლში ცხოვრობდა, ბე--- ვა–-----ემ მიაყენა როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა; 2017 წლის აპრილის თვეში სავაჭრო ცენტრ „გ-----------––-“ სადაც ის მუშაობს, ესკალატორზე ჩამოსვლისას ბე--- ვა–-----ემ სახეში გაარტყა ხელი, ხოლო 2017 წლის 25 აგვისტოს ჭა------ის გამზირზე ბე--- ვა–-----ე წვდა მას თმებში, დააგდო ძირს და ცემა. დაზარალებულის განმარტებით აღნიშნული ძალადობები და შეურაცხყოფები გრძელდება 2016 წლიდან, რითაც ის განიცდის ძლიერ სტრესს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას“.

 

გარადა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, 2017 წლის აპრილის ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება ბე--- ვა–-----ის მხრიდან შეურაცხყოფისა და აგრესიის ფაქტი დაზარალებულ ი----------ის მიმართ, ხოლო 2017 წლის 29 მაისის N0-------- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ „დაზარალებულმა ი-----------მ მისი ყოფილი მეუღლის ბე--- ვა–-----ის ქმედებით მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა და განიცადა ტანჯვა“. დაზარალებულის შეურაცხყოფების სისტემატიური ხასიათი დადგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ნოემბრის, 2017 წლის 08 თებერვლის, 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, ხოლო 2017 წლის 27 აპრილს ბე--- ვა–-----ე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი იმავე სასამართლოს მიერ დაჯარიმებულია 250 ლარით.

 

სასამართლო მთლიანად იზიარებს და აღნიშნავს მოწმეების გ--- სუ-–------ის, ი----- ბუ----–--–---–ის, მი----– თე-----ის, გ---ა ტვ--–-----ის, გი------ ტუ----ის ჩვენებებს და მიაჩნია, რომ ისინი თანმიმდევრულად კონკრეტული ფაქტების დადასტურებითა და აღწერით ლოგიკურად და ზუსტად გადმოცემენ და სწორად აღნიშნავენ იმ გარემოებებს, რაც 2017 წლის 25 აგვისტოს ჭა------ის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დაწყებას, განვითარებას და დასრულებას ახლდა თან.

 

სასამართლო სხდომაზე რიგი მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადაოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება 2016 წლის აპრილის ეპიზოდს სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა აღნიშნული ფაქტი, სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. თვით დაზარალებულიც თავის ჩვენებაში ვერ უთითებს კონკრეტულ დროს, ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს. ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტი ასევე არ დგინდება მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო ბრალდებული მას კატეგორიულად გამორიცხავს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდატად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, გონივრულ ეჭვის მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ ბე--- ვა–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბე--- ვა–-----ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობებს, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებებს, რაც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლითაა გათვალისწინებული, კერძოდ მის მიმართ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას, ასაკს, მისი ოჯახურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის მიზნის მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და მის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის, კერძოდ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბე--- ვა–-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბე--- ვა–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 23 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის აპრილიდან დღემდე ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:

 

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვიდან, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ ბე--- ვა–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 23 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 25 აგ-------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ ბე--- ვა–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

გაუქმდეს ბე--- ვა–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.

 

ბე--- ვა–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 აგ-------დან.

 

ბე--- ვა–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 19 ივნისიდან - 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

 

ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით ყადაღადადებულ ლე---- ვა–-----ის (პირადი N60001006183) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.ქუთაისი თაბუკაშვილის (ყოფ.მარქსი) N119(127) შენობა N2-დან ავტოფარეხი N1, ფართი 19.36 კვ.მ (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N03.05.01.244.02.500.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: მამაკაცის სათვალე, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი