განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N020100117002236238(1/836-2017)
განაჩენი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ.ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი-ნო--------–--------------–--------–---
დაცვის მხარე: ადვოკატი-გუ------------------------------–---------------------–----
ბრალდებული-გი--------------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გი-------------------- მიმართ
მამის სახელი: ბა--ა
დაბადებული: 15.07.1--- წელს
პირადი ნომერი: 49--------7
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
უცოლშვილო
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ცა-------------------------------------
რეგისტრირებული: ცა-------------------------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გი-----------–-------ა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთე- ლობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2017 წლის 18 ნოემბერს გი------------------- იმყოფებოდა სე----- რაიონის სოფელ ქვ--–----- ტერიტორიაზე გამავალ ფოთი-სე----- საავტომობილო გზაზე, რა დროსაც შეამჩნია გზაზე მოძრავი ”მ-----------------” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით Q-------- რომელსაც მართავდა ბა-----------. გი-----------–-------ა ხელის მინიშნებით გააჩერა ავტომანქანა და მძღოლს, ბა-----------ს, თხოვა სე----- მიმართულებით წაყვანა, რაზეც ის დათანხმდა. მგზავრობისას გი-----------–-------ა ითხოვა ავტომანქანის გაჩერება, რის შემდეგ ჩავიდა მანქანიდან და უკან რამდენიმე წამში დანით შეიარაღებული დაბრუნდა. გი------------------- დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაემუქრა ბა-----------ს და მოთხოვა ავტომანქანიდან ჩასვლა. ბა-----------მ ცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა სიცოცხლის მოსპობის რეალური საშიშროებიდან გამომდინარე, დაემორჩილა მას და ჩავიდა ავტომანქანიდან. გი-----------–-------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბა-----------ს კუთვნილი ავტომანქანა და შეეცადა მიმალვას, თუმცა გზაზე მოძრავმა პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
გი-------------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
დაზარალებულ ბა-----------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს 17:30 საათზე თავისი კუთვნილი ”მე----------------” მარკის ავტომანქანით ფოთიდან ბრუნდებოდა ს----–-. ჭა-–-------- ტერიტორიაზე ახალგაზრდამ გააჩერა და სე-------- დაემგზავრა, რომელიც ქვ--–----- ტერიტორიაზე სოფელ ხო--------- ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მოტივით ჩავიდა ავტომანქანიდან, ჩაჯდომისთანავე მოულოდნელად მუცელთან მიადო დანა და მოკვლის მუქარით, ძალის გამოყენებით მოთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა, შემდეგ დანა მიადო ნიკაპზე, რა დროსაც შეამჩნია, რომ დანა იყო დასაკეცი, მოყავისფრო ხით გაწყობილი ტარით, ჰქონდა წარწერა, შეეშინდა და ჩავიდა ავტომანქანიდან, დაძვრისას ჩაუქრა მას ავტომანქანა, რითაც ისარგებლა, გამოაღო კარი და შეეცადა ახალგაზრდის გადმოყვანას, მაგრამ მან დანის ქნევით დაძრა ავტომანქანა, რა დროსაც დანა ასფალტზე დაუვარდა. ის განერვიულებული აქეთ-იქეთ დარბოდა, დაინახა საპატრულო ეკიპაჟი, გადაუდგა წინ, ჩაუჯდა ავტომანქანაში და მოუყვა მათ მომხდარის შესახებ. წავიდნენ სე----- მიმართულებით, დაახლოებით 5 კილომეტრში შენიშნა თავისი ავტომანქანა და პატრულმა ანიშნა გაჩერება, მაგრამ არ დაემორჩილა, შემდეგ გაჩერების მიზნით გზა გადაუჭრა, გი-----------–-------ა გააჩერა, ხელი აწია, ის გადმოიყვანეს და ადგილზე დააკავეს, ხოლო თვითონ თე--–---–- დაკითხეს, შემდეგ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, საიდანაც მისი მითითებით ამოიღეს დანა.
მოწმე ვა–------------ განმარტავს, რომ მუშაობს პატრულ-ინსპექტორად, 2017 წლის 18 ნოემბერს ამ------------------ ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მიუახლოვდნენ სა-------- უბანს, ხ----- რაიონის სოფელ ქვ--–----- საზღვარს, შეამჩნიეს პიროვნება, რომელიც აქეთ-იქეთ აღელვებული დადიოდა და უცებ წინ გადაუდგა ავტომანქანას, გამოაღო კარი და უკანა სალონში ჩაჯდა, მათ უთხრა, რომ უცნობმა პირმა მისი კუთვნილი,,მ-----------------“ მარკის ავტომანქანა დანის მუქარით, ყაჩაღობის გზით გაიტაცა და სე----- მიმართულებით წავიდა, მათ შეატყობინეს ხელმძღვანელობას და წავიდნენ გატაცებული ავტომანქანის მოძრაობის მიმართულებით, დაახლოებით ხუთ კილომეტრში შეამჩნიეს ავტომანქანა, ხმოვანი სიგნალით ანიშნეს და მოთხოვეს გაეჩერებინა, მაგრამ ის არ დაემორჩილა, გაუსწრეს მას და წინ გაჩერდნენ, იარაღით ხელში მივიდნენ მძღოლთან, გადმოიყვანეს და დააკავეს, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ეს პიროვნება აღმოჩნდა გი-------------------, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ამ პიროვნებამ დანის მუქარით გაიტაცა მისი ავტომანქანა. შემდეგ მოვიდა გამომძიებელი, რომელმაც შეადგინა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი, დაკავებისას იქცეოდა ნორმალურად, წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხოლო მეორე დღეს ის გახდა არა ადეკვატური, ყვიროდა და იგინებოდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ამ-------------- და განმარტა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს მეწყვილესთან ერთად პატრულირებდა ხ-------- სე----- მიმართულებით, ს------------------–----- გასაყართან შეამჩნიეს ნერვიულად მოძრავი პიროვნება, რომელიც მათი ეკიპაჟის დანა--ისას მოულოდნელად გზაზე გადმოუხტა, გააღო კარი და უკანა სალონში ჩაჯდა და თქვა, რომ უცნობმა პირმა დანის მუქარით წაართვა ,,მ-----------------“ მარკის მწვანე ფერის ავტომანქანა და წავიდა სე----- მიმართულებით. ინფორმაცია გადასცა ხელმძღვანელობას და წავიდნენ გატაცებული ავტომანქანის მოძრაობის მიმართულებით, 4-5 კილომეტრში შეამჩნიეს ავტომანქანა, რომელიც ამოიცნო მეპატრონემ, მიუახლოვდნენ, ხმამაღალი მოლაპარაკით და ხმოვანი სიგნალით თხოვეს გადაეყენებინა და გაუთანაბრდნენ ავტომანქანას, დაზარალებულმა უთხრა, რომ საჭესთან მჯდომმა პიროვნებამ დანის მუქარით გაიტაცა მისი ავტომანქანა, ისინი წინ გადაუდგნენ, მანაც გააჩერა ავტომანქანა და მეწყვილესთან ერთად იარაღით მივიდნენ და გადმოიყვანეს, ძირს დააწვინეს და ხელბორკილები დაადეს, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. შემდეგ მოვიდა გამომძიებელი ვა–-----–---- და შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, მაგრამ მან დაკავების ოქმს ადვოკატის გარეშე ხელი არ მოაწერა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამ პიროვნებამ დანა გადააგდო, დროებით მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ გახდა აგრესიული, ეტყობოდა ფს--------ი აშლილობა და ხო-------------------– საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოწმე გი-------------- განმარტავს, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ასრულებდა ოცმეთაურის მოვალეობას, რადიოკავშირის საშუალებით ხ----- რაიონის სოფელ ქვ--–----- ტერიტორიაზე ეკიპაჟი ითხოვდა დახმარებას, როდესაც მითითებულ ადგილზე მივიდნენ გაჩერებული და--დათ ,,მ-----------------“ მარკის ავტომანქანა, დაკავებული იყო პირი, რომელიც იჯდა ეკიპაჟის ავტომანქანაში, ექსპერტებთან და დაზარალებულთან ერთად მიიღო მონაწილეობა ავტომანქანის დათვალიერებაში, შედგა დათვალიერების ოქმი. შემდეგ მოწმედ დაკითხა გამომძიებელი ვა–-----–----.
მოწმე ირ---–-------–----- განმარტავს, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ყაჩაღობის შესახებ გაიგო რადიოკავშირის მეშვეობით, გამოცხადდა მეწყვილესთან, გი----------------ნ ერთად შემთხვევის ადგილზე. მონაწილეობა მიიღო ავტომაქანის დათვალიერებაში, ესწრებოდა დაზარალებული, რომელიც უთითებდა ფაქტის შესახებ. ექსპერტმა ავტომანქანიდან აიღო შესაბამისი კვლები, შედგა დათვალიერების ოქმი, რასაც მოაწერეს ხელი და ავტომანქანა გადაიყვანეს სე----- საპატრულო პოლიციის ეზოში.
მოწმე ვა–-----–---- განმარტავს, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ყაჩაღობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე და როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც საპატრულო ეკიპაჟს გი------------------- ფაქტობრივად დაკავებული ჰყავდა და პატრულ ინსპექტორისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი. დაკავებულს კიდევ ერთხელ განუმარტა უფლებები, მაგრამ მან ოქმზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა, შესაბამისად მან უარი განაცხადა მის ჩაბარებაზეც. ოქმის შედგენის დროს გი------------------- იქცეოდა ნორმალურად, მაგრამ შემდეგ პერიოდულად არაადეკვატური გახდა, გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დაკავებულისგან ამოიღეს ტანსაცმელი. მეორე დღეს შფოთვა დაეწყო და არანორმალურად იქცეოდა, 20 ნოემბერს გადაიყვანეს ფ-------------– საავადმყოფოში. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ეჭვი მის ფს-------- ნ---–---- დაკავშირებით არ არსებობდა.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი თე----------------- განმარტავს, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს გამოცხადდა ხ----- რაიონის სოფელ ქვემო ქ---–---–- და მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ხელოვნური განათების გამოყენებით აიღო ანაწმენდები ავტომობილის საჭიდან და გადაცემათა კოლოფის სახელურიდან, ამოიღო ავტომობილის სავარძლის გადასაფარებელი, მიკრონაწილაკები და დალუქულად ჩააბარა გამომძიებელ ბე-----------------. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ბა-----------, ხოლო შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პატრულ ინსპექტორები.
გამომძიებელი ბე---------------- განმარტავს, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ქვემო ქვ--–----- ტერიტორიაზე, სა--------------–- ყაჩაღობის შესახებ. შემთხვევის ადგილზე და--და საპატრულო ეკიპაჟი, ”მ------------------ს მარკის ავტომანქანა და დაკავებული გი-------------------. შემთხვევის ადგილი იყო დაცული, მეორე გამომძიებელმა ვა–-----–----მ შეადგინა დაკავების ოქმი, თვითონ დაათვალიერა ავტომანქანა ექსპერტის და დაზარალებულის მონაწილეობით, დაკითხა დაზარალებული და მისი მითითებით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ამოიღო დანა, რაზეც დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ეს დანა ჰქონდა გი-----------–------ს. დანა იყო გახსნილი, მოყავისფრო ჩანართებიანი ტარით და ადგილზე დალუქა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ღამის საათებში და ოქმი დაბეჭდა თე--–----- განყოფილებაში.
მოწმის სახით დაკითხულმა გი--------–------მ დაადასტურა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს მან გი-----------–------ს თე--–----- მეორე სახაზო განყოფილებაში წარუდგინა ბრალდება, რა დროს ის იყო მშვიდი, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მონაწილეობდა ადვოკატი, მაგრამ ადრე იყო აგრესიული, ყვიროდა და იგინებოდა, ბრალდების წარდგენის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში არ გადაუყვანია მისი მოთავსების შეუძლებლობის გამო.
ბრალდებულმა გი-----------–-------ა ისარგებლა დუმილის უფლებით.
გი-------------------- ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:
2017 წლის 18 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ხ----- რაიონის სოფელ ქვემოქ---–---–-, საავტომობილო გზის მაგისტრალზე ქ. თბილისის მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლის გვერდულზე დგას მწვანე ფერის ”მ-------------------- სახელმწიფო ნომრით Q------ ავტომობილი, დათვალიერების დროს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის მეშვეობით ამოღებულია წინა მარცხენა, მძღოლის სავარძლის გადასაფარებელი, წინა მარჯვენა და მარცხენა კარის შიგნითა სახელურის ზედაპირებიდან ანაწმენდები, წინა მარჯვენა სავარძლიდან აღებულია მიკრონაწილაკები, სიჩქარის გადაცემათა კოლოფის სახელურის ზედაპირიდან აღებულია ანაწმენდები, საჭის ზედა და ქვედა ნაწილებიდან აღებულია ანაწმენდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ავტომობილი გადაყვანილია ქ. სე----- საპატრულო პოლიციის განყოფილების ეზოში. (ს.ფ. 8-17)
2018 წლის 19 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადასტურებულია, რომ სოფელ სა-------- და სოფელ ქვემო ქვ--–----- გასაყარზე, ქალაქ ფოთის მიმართულებით მარცხენა მხარეს, გზის მიღმა, გვერდულზე მოწმე ბა-----------ს მიერ მითითებული ადგილიდან ამოღებულია დასაკეცი დანა, რომელიც დაუვარდა ახალგზარდა მამაკაცს და რომლის ზედა ნაწილზე ამოტვიფრულია ლათინური ასოებით ”STAINLESSSTEL”, ასევე დანის ტარი არის მოყავისფრო ფერის ხის ნაკეთობით გაწყობილი და გაურკვევლად აქვს ნახატი წარწერით (ს.ფ. 29-33)
2018 წლის 18 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი--------------------გან ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს, კერძოდ: ლურჯი ფერის შარვალი, რომელსაც უკანა შიგნითა მხარეს გააჩნია წარწერა ”COTON” და ლურჯი ფერის ქურთუკი (ს.ფ. 21-26)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი-------------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად. (ს.ფ. 47-51 )
2017 წლის 18 ნოემბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი-------------------- მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ერთი კოლოფი სიგარეტი წარწერით ”Winston”, მასში მოთავსებული 18 ცალი ამავე ფირმის სიგარეტის ღერით, ოთხი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი ,,Criket”-ის ფირმის სანთებელა (ს.ფ. 3-6)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი-------------------- მიმართ ჩატარე- ბული საგამოძიებო მოქმედება- პირადი ჩხრეკა ცნობილია კანონიერად. (ს.ფ. 53-57)
სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულების, 2018 წლის 19 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანის, გამოკვლევით.
სამართლებრივი შეფასება:
გი-----------–------ს ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა თავისი შემადგენლობით რთული დანაშაულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ზიანი ადგება, როგორც საკუთრებას, ასევე პიროვნებას. ყაჩაღური თავდასხმის მიზანია სხვისი ქონების დაუფლება, ეს დანაშაული ერთდროულად ხელყოფს ორ მნიშვნელოვან ობიექტს ადამიანის საკუთრების უფლებას და პიროვნების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწი- ნააღმდეგო დაუფლებაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ ბრალდებულმა განახორციელოს დაზარალებულზე თავდასხმა და ის მიზნად ისახავდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, მას თან უნდა ახლდეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. გი-------------------- მხრიდან თავდასხმისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენების ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ ბა-----------ს ჩვენებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შედეგად ამოღებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანით, რომ სწორედ დანის გამოყენებით განხორციელებული მუქარით აიძულა გი-----------–-------ა დაზარალებული დაეთმო თავისი ავტომობილი, შემდეგ ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებულ ავტომობილს, როგორც საკუთარს მართავდა და მოძრაობდა სე----- მიმართულებით, სხვანაირად მის ხელში სხვისი კუთვნილი ავტომანქანა ვერ აღმოჩნდებოდა, სწორედ ეს გარემოება დაადასტურეს პატრულ-ინსპექტორებმა ამ-------------- და ვა–------------ა, რადგან მათ მიერ იქნა აღკვეთილი გი-------------------- უკანონო ქმედება, მართალია, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა დაცვის მხარეს, რომელიც მაღალკვალიფიციურად ახორციელებდა თავის ფუნქციას, ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა გი-------------------- მიერ ბა-----------ს კუთვნილი ავტომობილის მართლზომიერად ფლობის ფაქტი და შესაბამისად დაცვის მხარის მიერ გი-------------------- ქმედების კვალიფიკაციისათვის სადავოდ მიჩნეული სამივე სავალდებულო ნიშანი სახეზეა.
რაც შეეხება ყაჩაღობის დროს განხორციელებულ თავდასხმას, იგი ქონების დაუფლების საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს დაზარალებულისთვის უეცარ და მოულოდნელ ძალადობას, ან ძალადობის გამოყენების მუქარას და რასაც შეუძლია გამოიწვიოს დაზარალებულის სიკვდილი ან სხეულის დაზიანება. ყაჩაღობის დროს თავდასხმა არის ქონების დაუფლების ხერხი ან საშუალება, იგი წინ უნდა უსწრებდეს ქონების დაუფლებას, ამ დროს ძალადობა შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ისე ფს--------ი და იგი გამოიხატება ფიზიკური ძალადობის დაუყოვნებლივ გამოყენების მუქარაში. მუქარის გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს მათ შორის იარაღის ან სხვა საგნის ჩვენება, რომელთა გამოყენებაც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, როგორც ამას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, გი------------------- დანის გამოყენებით დაზარალებულ ბა-----------ს მიმართ განხორციელებული ძალადობით და ძალადობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ ავტომანქანას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის დაზარალებულის მითითებით დააკავეს პატრულ ინსპექტორებმა. ბა----------- გი-------------------- საქმეზე არის დაზარალებული და ამავე დროს თვითმხილველი მოწმე, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილების შესაბამისად სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, ამასთან დაზარალებულმა ბა-----------მ სასამართლოს მისცა დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენება, სრულად და დეტალურად გადმოსცა ყაჩაღობის დროს განვითარებული მოვლენები, საგამოძიებო ექსპერიმენტით დადასტურდა დაზარალებუ-
ლის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რა დროსაც ნახეს და ამოიღეს დანაშაული ჩადენის იარაღი დანა, რომლის ინდივიდუალური ნიშანიც აღწერა ჩვენების ჩამოყალიბებისას, დანაშაულის იარაღთან დაკავშირებული გარემოება ასევე დადასტურდა სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევით, ბრალდების მხარემ გამოსაკვლევად წარმოადგინა სწორედ ისეთი დასაკეცი დანა მეტალის და ხის ჩანართებიანი ტარით და წარწერით ”STAINLESSSTEL”, როგორიც აღნიშნა დაზარალებულმა თავის ჩვენებაში, შესაბამისად არ არსებობს მისი ჩვენების უტყუარობასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები ამ------------ა და ვა–------------, დაზარალებულ ბა-----------სგან განსხვავებით, არ არიან ყაჩაღობის ფაქტის თვითმხილველნი, სასამართლოს მათი ჩვენება მიაჩნია გი-------------------- ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან მათ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს გი-------------------, რომელიც მართავდა ბა-----------ს კუთვნილ, მის მიერ ყაჩაღური თავდასხმის გზით გატაცებულ ავტომანქანას და ასევე მათ ნახეს ქუჩაში აღელვებული დაზარალებული და თავიანთ ჩვენებებში გადმოსცეს მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა გამოწვეული გი-------------------- მხრიდან განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების შიშისა და მიყენებული ზიანის გამო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას გი-------------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე სასამართლომ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის და წინასასამართლო სხდომებზე დეტალურად იმსჯელა, ჩათვალა, რომ ამ საგამოძიებო მოქმედების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი არ არსებობდა და რაც მთავარია, დაკავების კანონიერება გავლენას არ ახდენს პირის ბრალეულობაზე და შესაბამისად ის ვერ იქნება გი-------------------- უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას 2017 წლის 19 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, რადგან დაზარალებულ ბა-----------ს და მოწმე ბე----------------- განმარტებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ღამის საათებში (00:05-დან 00:25 საათამდე), საავტომობილო მაგისტრალზე, ხელოვნური განათების პირობებში, რის გამოც არ იყო შესაძლებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ადგილზე შედგენისა და რაც შეეხება ოქმზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ადგილის მითითებას, ასევე დაზარალებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩვენებაში საგამოძიებო მოქმედების სახის და პროცესის მონაწილეთა თანამდებობის თუ სამართლებრივი მდგომარეობის ზუსტად ვერ ასა--ას ან შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით ორიენტირების სრულყოფილად ვერ აღქმას და დავიწყებას (რასაც სადავოდ ხდის დაცვის მხარე), ვერ გახდება ამ საგამოძიებო მოქმედების საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი, რადგან მოცემულ შემთხვევაში საპროცესო კანონის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება გი-------------------- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამეტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ გი-----------–-------ა ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ბრალდებულ გი-------------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი-----------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსა- წინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ გი-----------–------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებუ- ლისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგა- დოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ბრალდების მხარის ინიციატივით გი-------------------- მიმართ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა სტაციონარული, სასამართლო ფ-------------–-ფსიქოლოგიური ექპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნით გი-----------–------ს ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა შეზღუდული შერაცხადობა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ არ იქნა გამოკვლეული, ვინაიდან მტკიცებულების ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ექსპერტების დაკითხვა არ მომხდარა სასამართლო პროცესზე, ხოლო მხარეთა მიერ უდავოდ არ ყოფილა ცნობილი და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ მინიჭებია პრეიუდიციული ძალა, შესაბამისად სასამართლო მას ვერ გამოიყენებს როგორც გი-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და ვერ გაითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;
დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, ”მე----------------” მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით Q------ ავტომობილი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ ბა-----------ს, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს მას.
ავტომობილის წინა მარჯვენა სავარძლის გადასაფარებელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამ------–------------------------- მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ბა-----------ს.
გი--------------------გან ამოღებული ტანსაცმელი, ლურჯი ფერის შარვალი და ქურთუკი, 01 კოლოფი სიგარეტი ,,Winston”, 4 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 01 ცალი ,,Criket”-ის ფირმის სანთებელა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამ------–------------------------- მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს გი-------------------- ოჯახს.
ბა-----------ს ავტომობილიდან აღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამ------–------------------------- მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას დამნაშავედ გი------------------- (პირადი ნომერი 49--------7) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2.გი-------------------- მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 18 ნოემბრის 18 საათი და 20 წუთიდან.
3.გი-------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულება, ”მე----------------” მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით Q------ ავტომობილი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ ბა-----------ს, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს მას.
ავტომობილის წინა მარჯვენა სავარძლის გადასაფარებელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამ------–------------------------- მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ბა-----------ს.
გი--------------------გან ამოღებული ტანსაცმელი, ლურჯი ფერის შარვალი და ქურთუკი, 01 კოლოფი სიგარეტი ,,Winston”, 4 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 01 ცალი ,,Criket”-ის ფირმის სანთებელა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამ------–------------------------- მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს გი-------------------- ოჯახს.
ბა-----------ს ავტომობილიდან აღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამ------–------------------------- მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნატრული აკობია