გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/263-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ბელა ოჩიაური
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს--–--------–---
მოპასუხე- შ-------–----------
დირექტორი - ნ-----–----------–---–-
დავის საგანი - სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ-------–---------- მოსარჩელე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხა 1--27.1 ლარის ოდენობით.
დავის მოკლე შინაარსი; თბილისში, მუხიანის დასახლება IVმიკრო / რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ მდებარე შენობა 1/3 (ს/კ 01.11.17.006.6--- 2015 წლის 18 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით (151.03 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შ-------–----------, რაც დასტურდება საქმეში არსებული ფოტომოსალით და ყოფილი ს/ს ორიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოთა საინიციატივო ჯფუფის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს სააგენტოში წარმოდგენილი 8--------–-----–---- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შ-------–---------- 17.01.2014 წლიდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002582115 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, მუხიანის დასახლება IV მიკრო/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებული შენობა 1/3 -ის 151.03 კვ. მ ფართის (საკადასტრო კოდი N01.11.17.006.----- ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო 2015 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით შეადგენს 453 ლარს.
მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (27.04.2015წ 7-------–-----–ი, 19.05.2015 წლის 7------ წერილი და 02.09.2015 წლის 7------ წერილი), რომლითაც ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის ეკისრება თანხის გადახდა და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხე შ-------–---------- ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 18 ივნისის ჩათვლით 1--27.1 ლარის ოდენობით.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე - შ-------–---------- ხელმძღვანელი ნ-----–----------–---–- არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნა და მხარს უჭერს საქმეში წარმოდგენილ შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში, მუხიანის დასახლება მე-4 მიკრო / რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ მდებარე შენობა 1/3 (ს/კ 01.11.17.006.6--- 2015 წლის 18 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით (151.03 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შ-------–----------, რაც დასტურდება საქმეში არსებული ფოტომოსალით და ყოფილი ს/ს ორიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოთა საინიციატივო ჯფუფის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს სააგენტოში წარმოდგენილი 8--------–-----–---- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შ-------–---------- 17.01.2014 წლიდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/კ 01.11.17.006.6--- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 002582115 დასკვნა (იხ. ფოტოილუსტრაცია); ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ს/ს ორიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოთა საინიციატივო ჯფუფის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს სააგენტოში წარმოდგენილი 82740/04 წერილი.
3.1.2. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002582115 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, მუხიანის დასახლება IV მიკრო/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებული შენობა 1/3 -ის 151.03 კვ. მ ფართის (საკადასტრო კოდი N01.11.17.006.----- ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით შეადგენს 453 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს; იხ. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002582115 დასკვნა.
3.1.3. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (27.04.2015წ 7-------–-----–ი, 19.05.2015 წლის 7------ წერილი და 02.09.2015 წლის 7------ წერილი), რომლითაც ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის ეკისრება თანხის გადახდა და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს; იხ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.04.2015 წლის 7-------–-----–ი;. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.05.2015 წლის 7------ წერილი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.09.2015 წლის 7------ წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნას სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნებს გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქრთველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არა აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამავე კანონის 49 (პრიმა 2) მუხლის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
6.2. "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
განსახილველ შემთხვევაში, შ-------–---------- წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც ასევე დადასტურებულია ყოფილი ს/ს ორიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოთა საინიციატივო ჯფუფის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს სააგენტოში წარმოდგენილი 8--------–-----–----
წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის მისთვის დაკისრებული თანხა ამ დრომდე არა აქვს გადახდილი. ვინაიდან, "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 49 (პრიმა 2) მუხლის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ამრიგად სააგენტოს მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის - 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 18 ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით უკანონო სარგებლობისათვის თანხის დაკისრება.
თბილისში, მუხიანის დასახლება IVმიკრო / რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ მდებარე შენობა 1/3 (ს/კ 01.11.17.006.6--- 2015 წლის 18 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
6.3. "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13-ლი პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის (რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს მოპასუხე) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით შეადგენდა 453 ლარს. კანონით გათვალისწინებული წესით, მოპასუხეს გაეგზავნა ქონების მმართველის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არაერთი წერილობითი მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ თანხა არ იქნა გადახდილი.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე იყო მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია არც საქმის მასალების მიხედვით და არც სასამართლოში სარჩელის განხილვისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები.
ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, შ-------–---------- ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 18 ივნისამდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ სარჩელი დასაბუთებულია, შესაბამისად არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ;ს1; პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1-------- ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1.სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს. 2. მოპასუხე შ-------–---------- მოსარჩელე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხა 1--27.1 ლარის ოდენობით. 3. მოპასუხე შ-------–---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 1-------- ლარის გადახდა; 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.მცხეთა სამხედროს ქ. #17) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე