განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
010100118002377953
დავის ტიპი
362 1
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002377953

საქმე N1-297/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

01 ივნისი 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - კ------------ე არ-----–--ე

ადვოკატი - დ----- ს--------ე

 

ბრალდებული: კ--- მ-------–-–---–ი

მამის სახელი: ჯ----–ი

პირადი ნომერი: 6---------5

დაბადების თარიღი: 1--0--1--6 წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–--ე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

რეგისტრირებული მისამართი: ქ------–-----------–----–----------------–-----–------

ნასამართლობა: ნ----------–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კ--- მ-------–-–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 17 მაისს, ქ---------–------–--------------, კ--- მ-------–-–---–მა, რომელიც მართავდა „ფ---––------ს“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნ---------------, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელს წარუდგინა რ------------------–--------------- ყალბი მართვის მოწმობა (პირველი ეპიზოდი).

 

2018 წლის 08 თებერვალს, „-------------აზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გასვლისას კ--- მ-------–-–---–მა, რომელიც მართავდა „მი–----–-ს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნო---------------, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელს წარუდგინა რ------------------–--------------- ყალბი მართვის მოწმობა (მეორე ეპიზოდი).

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა კ--- მ-------–-–---–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ--- მ-------–-–---–ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დათვალიერების ოქმი, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ცნობა საზღვრის კვეთაზე, მოწმეების - მოწმეების ნ--------------ს, მ----------–--------, ლ--------–--–-- ჩვენებები, ცნობა საზღვრის კვეთაზე, ცნობა ინტერპოლის ეროვნული ბიუროდან.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--- მ-------–-–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს ხანდაზმული დედა და თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნების და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კ--- მ-------–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კ--- მ-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2015 წლის 17 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. კ--- მ-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (2018 წლის 08 თებერვლის ეპიზოდი) შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და კ--- მ-------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. კ--- მ-------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ კ--- მ-------–-–---–ისა (პ/ნ 6---------5) და მერი მ-------–-–---–ის (პ/ნ 61004001523) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მდებარე: ქ------–-----------–----–----------------–-----–------, საკადასტრო კოდი N20.39.02.1--) 1000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. ნივთმტკიცება - კ--- მ-------–-–---–ის სახელზე დამზადებული მართვის მოწმობა, ნ-------------------- - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი