გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
050210018002373967
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210018002373967

N2/349-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.05.2018 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე- ივ-----–----–---ძე,წარმომადგენელი-ქე------------ძე

მოპასუხე- ვე---------------ე,წარმომადგენელი-თი------------–-–---–ი

დავის საგანი:ალიმენტის გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ვე---------------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების- მა---------------ის სასარგებლოდ-80 ლარი და სა------------ს სასარგებლოდ-120 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის-ქე------------ძის განმარტებით მისი მარწმუნებელი 2002 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. 2016 წლიდან არიან ფაქტობრივად განქორწინებუილები. ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი-მარიამ და საბა ხარაბაძეები. მოპასუხე თავს არიდებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს და შესაბამისად მხარე ითხოვს, ვინაიდან საბა ხარაბაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მის სასარგებლოდ მოპასუხეს ალიმენტის სახით დაეკისროს- 120 ლარი, ხოლო მარიამ ხარაბაძის სასარგებლოდ-80 ლარი, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე სამუშაოდ დადის თურქეთში და ასევე აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გაშენებულია თხილი.

 

ქე------------ძეს ეთანხმევა ივეტა შარაშანიძე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვე----------------ს წარმომადგენლის-თი------------–-–---–ის განმარტებით მის მარწმუნებელს აქვს ჯანრმთელობასთან დაკავშირებით პრობლემები და ვეღარ დადის თურქეთში სამუშაოდ, ასვე თხილის შემოსავალი შეადგენს წელიწადში დაახლოებით- 300 ლარს, ასევე პირველი ქორწინებიდან ყავს ორი შვილი და მათ მიმართაც აქვს მის მარწმუნებელს ვალდებულებები. ვე---------------ე თანახმაა ალიმეტის სახით გადაიხადოს -50 ლარი.

 

თი------------–-–---–ს ეთანხმება ვე---------------ე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია მა---------------ის დაბადების მოწმობის ასლი, რომლის თანახმად იგი დაბადებულია 2004 წლის 7 ივნისს (პ/ნ 33101083626).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ.15).

 

3.2.2.საქმეშია სა------------ს დაბადების მოწმობის ასლი, რომლის თანახმად იგი დაბადებულია 2015 წლის 17 ოქტომბერს (პ/ნ 33650005289).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ.16).

 

3.2.3 საქმეშია ცნობა N0356414 ვე----------------ს ჯანრმთელობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

ცნობა (იხ. ს.ფ.17-18).

 

3.2.4 საქმეშია შემოსავლების სამსახურის ცნობა ვე----------------ს შემოსავალთან დაკავშირებით. მისი შემოსავალი შეადგენს-0-ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

ცნობა (იხ. ს.ფ.34).

 

3.2.5.საქმეშია კრედო ბანკის ცნობა, რომლის თანახმად ვე----------------ს დავალიანება შეადგენს-509.65 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

ცნობა (იხ. ს.ფ.36).

 

3.2.6.საქმეშია საქართველოს ბანკის ცნობა, რომლის თანახმად ვე----------------ს დავალიანება შეადგენს-1422.44 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

ცნობა (იხ. ს.ფ.37).

 

3.2.7.საქმეშია აღსრულების ერვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შეტყობინება, რომლის თანახმად ვე---------------ეს ჯარიმის სახით გადასახდელი აქვს -495 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

შეტყობინება (იხ. ს.ფ.39-44).

 

3.2.8. მოწმე ეთ------------- ჩვენებით იგი არის ვეფხია ხარაბაძის დეიდაშვილი, მისი განმარტებით ვე---------------ეს თხილი გაშენებული აქვს 3000 კვ.მ ფართობზე. ადრე დადიოდა თურქეთში სამუაოდ, მაგრამ ეხლა ავადმყოფობის გამო ვეღარ დადის. ასევე გაკეთებული აქვს ერთი ოთახი და იქ ცხოვრობსხ ელმოკლედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

მოწმე ეთ------------- ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.9. მოწმე მა----–--–-–--–--ის ჩვენებით იგი არის ვე----------------ს ახლობელი, მისი განმარტებით ვეფხია ხარაბაძეს თხილი გაშენებული აქვს 2000 კვ.მ ფართობზე. ადრე დადიოდა თურქეთში სამუაოდ, მაგრამ ეხლა ავადმყოფობის გამო ვეღარ დადის. არ აქვს არანაირი შემოსავალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

მოწმე მა----–--–-–--–--ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.10. მოწმე ეკ----------–-–--–--ის ჩვენებით იგი არის ვეფხია ხარაბაძის მეზობელი, მისი განმარტებით ვე---------------ეს თხილი გაშენებული აქვს 3000 კვ.მ ფართობზე. აწუხებს გული და ვეღარ მუშაობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებეს:

მოწმე ეკ----------–-–--–--ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება მოპასუხეზე ორივე ბავშვის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო 50 ლარის ფარგლებში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი დაუსაქმებელია, არის ავად და ვალდებულება გააჩნია პირველი ქორწინებიდან სხვა შვილების მიმართ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს, როგორც მამას, რომელიც არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. მართალია შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ, მაგრამ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმის დაფარვა.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის-სა------------ს სასარგებლოდ, იქნება თვეში -80 ლარი, ხოლო მა---------------ის სასარგებლოდ, იქნება თვეში -60 ლარი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2018 წლის 28 მარტიდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო- 50 ლარის ნაწილში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა თვეში- 140 ლარის ოდენობით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ივ-----–----–---ძის სარჩელი ვე----------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ვე---------------ეს (პ/ნ 3---------0) ივ-----–----–---ძის (პ/ნ 3----------- სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2004 წლის 7 ივნისს დაბადებული მა---------------ის (პ/ნ 33101083626) რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 17 ოქტომბერს დაბადებული სა------------ს (პ/ნ 33650005289) რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 28 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

2. მოპასუხე ვე---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი -36 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე