გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
100210018002285344
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002285344

#2/36 -2018 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

22. 05. 2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,ს---–--“

წარმომადგენელი: ს-------- შ-------–---–ი

 

მოპასუხე: ი-----–--- ტ--–----ე

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - შ.პ.ს.,,ს---–--“-ს(ს/კ 4--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ი-----–--- ტ--–----ის (პ.№3----------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩლე განმარტავს, რომ შ.პ.ს. ,,ს---–--“-სა და ი-----–--- ტ--–----ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N58784-1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ი-----–--- ტ--–----ეზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით : სესხის ვადა 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი-71,18 პროცენტი, სესხის დაფარვა- გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები-95,23 ლარი, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის-ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 10 აპრილს, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი საერთოდ არ იქნა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აღნიშნულის გამო, 2018 წლის 04 იანვრის მდგომარეობით , გამსესხებლად წინაშე მსესხებლად ფულადი ვალდებულება შეადგენს 1776,74 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი პროცენტო-94,42 ლარი, პირგასამტეხლო- ნარჩენი ძირთადი თანხის დღიური 0,41 პროცენტი 2017 წლის 10 აპრილიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე-882,32 ლარი .

მოსარჩელე ითხოვს ი-----–--- ტ--–----ეს შ.პ.ს.,,ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1776,74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 800 ლარს, პროცენტი -94,42 ლარს, პირგასამტეხლო 882,32 ლარს.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ი-----–--- ტ--–----ემ შემოიტანა შესაგებელი, რომლითაც განმარტა, რომ იგი სარჩელს არ ცნობს. მას აღნიშნული თანხა არ გამოუტანია სესხის სახით. სხდომაზე განაცხადა ი-----–--- ტ--–----ემ, რომ მას კომპიუტერის მოხმარებაც კი არ შეუძლია და მას არასოდეს უსარგებლია ასეთი სესხით. მოპასუხე მიუთითებს, რომ შესაძლებელია მისი მონაცემებით ისარგებლა სხვამ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ შ.პ.ს.,,ს---–--“ რეგისტრირებულია 2016 წლის 26 ივლისს და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 4-------- მისი იურიდიული მისამართია ქ.თბილისი გლდანი-ნაძალადევის რაიონი ც----------------ს ქუჩა N7- მოპასუხე ი-----–--- ტ--–----ე ცხოვრობს საჩხერის რაიონის სოფელ კ----------–ში პ/ნ 3----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 35)

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ს.ფ.35-36)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. მოსარჩელის განმარტებით 2017 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ი-----–--- ტ--–----ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N58784-1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ი-----–--- ტ--–----ეზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით : სესხის ვადა 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი-71,18 პროცენტი, სესხის დაფარვა- გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები-95,23 ლარი, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის-ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მიტითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის ,,ვადასტურებ, რომ გავეცანი ს---–--ს ხელშეკრულებას და ვეთანხმები“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით.(აკეთებს ოფერტს).

იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება(ს.ფ.14-29)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებელი სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შ.პ.ს. ,,უ------“ (ს/ნ4--------). გადარიცხვის ან შ.პ.ს.,,იუ------ს“-ს სალაროდან ნაღდი ფულის სახით, თანხის აღების მომენტიდან სესხი ითვლება გაცემულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი და საკრედიტო ხელშეკრულება(ს.ფ.14-29)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. შ.პ.ს. ს---–--ს მიერ გაცემული დავალიანების ცნობით 2018 წლის 4 იანვრის მდგომარეობით შ.პ.ს. ს---–--ს მიმართ ი-----–--- ტ--–----ის დავალიანება შეადგენს 1776,74 ლარს. მოპასუხის მახასიათებლები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ხელფასი, ხელფასის აღების სავარაუდო თარიღი , ტელეფონის ნომრები არ ემთხვევა მოპასუხის მახასიათებლებს.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებითN1082616 შ.პ.ს ,,იუ------“-ს მიერ 2017 წლის 10 მარტს გადარიცხულია 800 ლარი . ამავე ქვითრარში მიმღებად მითითებულია ი-----–--- ტ--–----ე.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში არავითარი დოკუმენტი არ არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ ი-----–--- ტ--–----ემ დადო სესხის ხელშეკრულება მოსარჩელესთან ან მიიღო აღნიშნული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.31-32)

-მახასიათებლები(ს.ფ.33-34)

-ქვითარი(ს.ფ.30)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,,ს---–--“-ს სარჩელი ი-----–--- ტ--–----ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს , რადგან ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულების დადების ან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოპასუხისათვის გადახდის ფაქტს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

მოსარჩელის მტკიცებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა გარიგება, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. მოსარჩელის განმარტებით 2017 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ი-----–--- ტ--–----ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N58784-1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ი-----–--- ტ--–----ეზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით : სესხის ვადა 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი-71,18 პროცენტი, სესხის დაფარვა- გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები-95,23 ლარი, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის-ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მიტითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის ,,ვადასტურებ, რომ გავეცანი ს---–--ს ხელშეკრულებას და ვეთანხმები“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით.(აკეთებს ოფერტს). მოპასუხე უარყოფს გარიგების არსებობის ფაქტს.

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა . სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან . ეს ვალდებულება განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე.

 

სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული. განსახილველ შემთხვევაში, 800 ლარის მოპასუხისთვის სესხების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაც ი-----–--- ტ--–----ის მხრიდან არ დასტურდება. მოსარჩელის წარმოდგენილია გადარიცხვის ქვითარი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტითაც არ დასტურდება ი-----–--- ტ--–----ის მიერ თანხის მიღების ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლის შესაბამისად მოცემული გარემოებები მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს და მისი სამტკიცებელია ი-----–--- მოდებაძისთან ხელშეკრულების არსებობის ფაქტის მტკიცება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ხელშეკრულების არსებობისა და მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7- საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შ.პ.ს. ,,ს---–--“-ს სარჩელი ი-----–--- ტ--–----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2.სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი