გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2018
საქმის ნომერი
040210017002188111
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 040210017002188111

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06/06/2018 წელი ქ. ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - როინ კახიძე

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - სს. ,,კ------- ბ----“;

მოსარჩელის წარმომადგენელი -ლ-- ბ--------–---–-;

მოპასუხე -გ------- ს--–-----;

მოპასუხე -ნ--------- ს--–-----;

მოპასუხე -გ--–- მ--–---------;

დავის საგანი - 2013 წლის 20 ივნისს სესხის N------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.1 სასარჩელო მოთხოვნა:

 

2017 წლის 24 ნოემბერს, ცაგერის რაიონულ სასამარლოს სარჩელით მომართა - სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენლებმა, მოპასუხეების გ------- ს--–-----ს, ნ--------- ს--–-----ს და გ--–- მ--–---------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელში აღნიშნულ--, რომ 2013 წლის 20 ივნისს შპს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------სა“ და გ------- ს--–-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვით, 1,61 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო გრაფიკის შესაბამისად, სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა გადასახდელი ძირი თანხის 0,27% არაუმეტეს 150 დღისა.

მსეხებელს ყავს ორი თავდები, 2013 წლის 20 ივნისს ორივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ნ-------- ს--–-----მ და გ--–- მ--–---------- იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულ-- თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტოროს მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილობითი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

სსკ-სს 896 -ე მუხლის მიხედვით თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, თავდებობის ხელშეკრულებიდან თავდებები ვალდებულები არიან დაფარონ მოვალის არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სსკ-ის 902 -ე მუხლის მიხედვით თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს არსებული მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესახებ. მსეხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორ ზეპირი ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ მაინც არა განხორციელდა ვალდებულების შესრულება და არ სრულდება დღემდე.

გ------- ს--–------ მიერ დარღვეულ იქნა სესხი ხელშეკრულების პირობები, რომელსაც უნაკლოდ უნდა შეესრულებინა, ასევე მოპასუხეებს ნ-------- ს--–-----ს და გ--–- მ--–---------ს (თავდები პირები) მიერ დარღვეულ იქნა თავდებობის ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულება. კერძოდ 2015 წლის 31 მარტის შემდგომ გ------- ს--–-----ს გადახდა არ განუხორციელებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მოითხოვს, რომ მოპასუხეებს გ------- ს--–-----ს, ნ-------- ს--–-----ს და გ--–- მ--–-------- სოლიდარულად დაეკისროთ 1058,64 აშშ დოლარი (საიდანაც ძირი თანხის 803,36 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის 90,45 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადახდელი თანხის -31,65 აშშ დოლარის, 0,27% ჯარიმის ძირზე 133,18 აშშ დოლარის) გადახდა მოპასუხეს ასევე, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და 50 ლარის გადახდა. სასამართლო ხარჯების 11 ლარის და 21 ლარის გადახდა.

სასამართლო სხდომაზე სს. ,,კ------- ბ----ს’’ წარმომადგენელს სადაოდ არ გაუხდია გ------- ს--–------ მიერ სს. ,,კ------- ბ----ს’’ ანგარიშზე 3543, 50 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, მაგრამ განმარტა რომ აღნიშნული თანხით სესხის დაფარვა არ მომხდარა და სესხის დაფარვა ხდებოდა გრაფიკის მიხედვით, რადგან გ------- ს--–-----ს წინასწარ არ უცნობებია, რომ სურდა სესხის დაფარვა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ასევე განმარტა, რომც ჩაითვალოს თანხის ჩარიცხვა სესხის დაფარვად არასრული იქნება, რადგან 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით გ------- ს--–-----ს გადასახდელი ქონდა 2253,36 აშშ დოლარი, იმ დროისათვის ბანკთაშორის არსებული კურსის გათვალისწინებით (1,7085) გ------- ს--–-----მ გადაიხადა 2074,04 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, შესაბამისად მას გადასახდელი დარჩა 179,32 აშშ დოლარი.

 

1.2 მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და შესაგებელში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ფულადი თანხის დაფარვა განხორციელდა ვადაზე ადრე სწრაფი ჩარიცხვის აპარატით 2013 წლის 17 დეკემბერს სს. ,,კ------- ბ----ს’’ თანამშრომელ კრედიტ-ოფიცერ ა------ ჭ-------------- წინასწარი შეთანხმებით, იმ ანგარიშზე, რომელ ანგარიშზეც რიცხავდნენ სესხის დასაფარად თანხას.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2013 წლის 20 ივნისს შპს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------სა“ და გ------- ს--–-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვით, 1,61 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო გრაფიკის შესაბამისად, სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა გადასახდელი ძირი თანხის 0,27% არაუმეტეს 150 დღისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა განმარტება

 

3.1.2. სესხის დაფარვის მიზნით, 2013 წლის 17 დეკემბერს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით გ------- ს--–-----მ სს. ,,კ------- ბ----ს“ ანგარიშზე ჩარიცხა 3543,50 ლარი. რაც გადახდის დროისათვის არსებული კურსით შეადგენს 2074,0 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-ქვითრები.

 

3.1.3. გ------- ს--–-----მ ისარგებლა ნატვრის ბარათით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მიღება-ჩაბარების აქტი

-ცნობა

-მხარეთა-ახსნაგანმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეები სადაოდ ხდიან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს

3.2.1. 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით გ------- ს--–-----ს გადასახდელი ქონდა 2253,36 აშშ დოლარი,3.2.2 გიოეგი ს--–-----ს წინასწარ უნდა ეცნობებია სესხის წინსწრებით დაფარვის შესახებ.

 

3.2.2. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელ--. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ს--–------ მიერ, 2013 წლის 20 ივნისს N------------- სესხის ხელშეკრულებით სესხად მიღებული თანხის დაბრუნება უნდა დაამტკიცოს გ------- ს--–-----მ ამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შესაძლებელ-- ხელწერილით, სალაროს გასავლის ორდერითა და სალაროს შემოსავლის ორდერით. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით გ------- ს--–-----ს გადასახდელი ქონდა თუ არა 2253,36 აშშ დოლარი.

 

3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას.

3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის სესხად გადაცემა და გაცემული სესხის გამსესხებლისათვის დაბრუნება, ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა ან არარსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. აღნიშნული გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია ფაქტის დასადგენად წარმოდგენილი მტკიცებულება, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ ერთმანეთს უნდა ,,შეაჯიბროს“ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ სადო ფაქტობრივ გარემოებებს და გადაწყვიტოს, რომელი მტკიცებულება უფრო მყარი და დამაჯერებელია. წინამდებარე შემთხვევაში უდაოდ არის დადგენილი, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისს დაიდო სეხის N------------- ხელშეკრულება და გ------- ს--–-----მ მიიღო 2200 აშშ დოლარი. სესხის დაფარვის მიზნით, 2013 წლის 17 დეკემბერს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით გ------- ს--–-----მ სს. ,,კ------- ბ----ს“ ანგარიშზე ჩარიცხა 3543,50 ლარი. რაც გადახდის დროისათვის არსებული კურსით შეადგენს 2074,04 აშშ დოლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებატა გამო;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ------- ს--–-----მ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”. ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 20 ივნისს ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ასევე კანონიერია მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ, სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხეებისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მოპასუხეები, როგორც თანხის დამსესხებელი და თავდებები ვალდებულია იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. გ------- ს--–-----მ ვალდებულება შეასრულა და სესხის დასაფარად თანხა დააბრუნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გასვლამდე, 2013 წლის 17 დეკემბერს სწრაფი ჩრიცხვის აპარატით სს. ,,კ------- ბ----ს“ ანგარიშზე ჩარიცხა 3543,50 ლარი. რაც იმ დროისათვის ბანკთა შორის დადგენილი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით შესადგენს 2074,04 აშშ. დოლარს. მიუხედავად იმისა რომ გადახდის დროისათვის დარჩენილი გადასახდელი თანხა შეადგენდა 1921,7119 აშშ დოლარს. ა. გამომდინარე, 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით გ------- ს--–-----მ იმაზე მეტი გადაიხადა რაც მას ეკუთვნოდა.

რაც შეეხება მოპასუხისს მტკიცებას, იმის შესახებ რომ, 2013 წლის 17 დეკემბერს გ------- ს--–------ მიერ ჩარიცხული თანხით სესხის დაფარვა არ მომხდარა წინსწრებით და სესხის დაფარვა ხდებოდა გრაფიკის მიხედვით, რადგან გ------- ს--–-----ს წინასწარ არ უცნობებია ამის შესახებ, რომ სურდა სესხის დაფარვა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და პროგრამამ ვერ აღიქვა აღნიშნულის შესახებ და შესაბამისად ყოველთვიურად იჭრებოდა თანხა ანგარიშიდან გრაფიკით გათვალისწინებული წესით სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ სს. ,,კ------- ბ----ს’’ მიერ გამოყენებული პროგრამის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია სს. ,,კ------- ბ----’’ და ამის გამო პასუხი არ უნდა აგოს მესამე პირმა, ასევე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ს--–------ სურვილი რომ წინასწარ დაეფარა სესხის ხელშეკრულება წინასწარ ცნობილი იყო კრედიტ-ოფიცრისთვის და ბუღალტერისთვის და მათგან მიიღო იმფორმაცია თუ რა თანხა ქონდა გადასახდელი 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ასევე ანგარიში, რომელზედაც გადარიცხა თანხა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია რომ სს. ,,კ------- ბ----ს’’ თანამშრომლების მიერ პროგრამის გაუმართაობის, შეცდომის თუ სხვა ხარვეზის დროულად არ აღმოფხვრის, პირიქით მათი მხრიდან მცდელობა იმისა რომ კლიენტი ყოველთვის მიჯაჭვული იყოს ბანკთან, პასუხი არ უნდა აგოს მოპასუხეებმა.

 

მოპასუხის არგუმენტს იმის შესახებ რომ გ------- ს--–-----მ ისარგებლა ნატვრის ბარათით და აღებული თანხას აბრუნებდა სესხით მითებულ თანხასთან ერთად და შესაბამისად 2013 წლის 17 დეკემბერს გ------- ს--–------ მიერ გადასახდელი თანხა არა 1921,7419 აშშ დოლარს არამედ ნატვრის ბარათით მიღებულ 187,20 და 144,42 აშშ დოლარს - საერთო ჯამში 2253,36 აშშ. დოლარს წარმოადგენდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ნატვრის ბარათის მიღება განხორციელდა დამოუკიდებელი ხელშეკრულებებით და არანაირი კავშირი არ აქვს სესხის ხელშეკრულებასთან და თავდებობის ხელშეკრულებასთან, ასევე სესხის გადახდის გრაფიკში არ არის მითითებული ნატვრის ბარათით აღებული თანხის გადახდაზე მონაცემები ა. გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებიდან გამომდინარე სასამართლო ვერ იმსჯელებს ნატვრის ბარათიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

გაუქმდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩნება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს. ,,კ------- ბ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

2. გაუქმდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩნება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ცაგერი , ასათიანის ქ.14 )

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე:

როინ კახიძე