განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
190100117002206653
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----17

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გიორგი ჯავარაშვილი,სტაჟიორ-პროკურორები - სალომე ქემაშვილი, გიორგი გოგალაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ს--------------------ი, დაბადებული 1-----–-–------------–ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------------------–-----------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

ადვოკატების - ალექსანდრე კობაიძის და იზოლდა მელიქიშვილის

 

თარჯიმან - ორხან რამაზანოვის

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

_ ს---------------------მა 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. კერძოდ, 2017 წლის 05 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2017 წლის 07 ივნისის შემოსავლების სამსახურის აუტიდის დეპარტამენტის №1---- ბრძანების საფუძველზე ს--------------------ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 156 745 ლარი, მათ შორის ძირითადი 104 497 ლარი, ჯარიმა 52 248 ლარი. 2017 წლის 24 ივნისს ს--------------------ს ჩაბარდა 2017 წლის 08 ივნისის №041-27 საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ იქნა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და არც მისი გადახდის ვალდებულება შეჩერდა კანონის საფუძველზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

ს--------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2017 წლის 05 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი; 2017 წლის 07 ივნისის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N1---- ბრძანება; 2017 წლის 08 ივნისის საგადასახადო №041-27 მოთხოვნა; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შ---------–-–---–ის 2017 წლის 13 ივლისის მიმართვის წერილი და თანდართული ინფორმაცია 05 ფურცლად; შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შ------------–--–---–ის 2017 წლის 03 აგვისტოს მიმართვის წერილი და თანდართული ინფორმაცია; შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლ----------------------–-–-------------------------------–-----–--------------------–------------–-ა 01 ფურცლად; შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის გ-----------------ის 2017 წლის 07 სექტემბრის მიმართვის წერილი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მ-------------–---–ის 2017 წლის 26 სექტემბრის მიმართვის წერილი და თანდართული ინფორმაცია 05 ფურცლად; შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლ--------------ის 2017 წლის 27 სექტემბრის მიმართვის წერილი და თანდართული ინფორმაცია 01 ფურცლად; შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შ------------–--–---–ის 2017 წლის 12 ოქტომბრის მიმართვის წერილი; შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლ--------------ის 2017 წლის 13 ოქტომბრის მიმართვის წერილი და თანდართული ინფორმაცია 01 ფურცლად; შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის გ-----------------ის 2017 წლის 06 ოქტომბრის მიმართვის წერილი; მ---------–------ის მიმართვის წერილი; მ-----–------–---–-ს მიმართვის წერილი; მოწმეების ს--------------------------------------–--–-----------------–----------------------–---–--------–-------------- ჩვენებები და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობა და საქმის სხვა მასალები.

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ ს--------------------მა 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. კერძოდ, 2017 წლის 05 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2017 წლის 07 ივნისის შემოსავლების სამსახურის აუტიდის დეპარტამენტის №1---- ბრძანების საფუძველზე ს--------------------ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 156 745 ლარი, მათ შორის ძირითადი 104 497 ლარი, ჯარიმა 52 248 ლარი. 2017 წლის 24 ივნისს ს--------------------ს ჩაბარდა 2017 წლის 08 ივნისის №041-27 საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ იქნა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და არც მისი გადახდის ვალდებულება შეჩერდა კანონის საფუძველზე. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ს--------------------ის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ს--------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადებისაგან თავის არიდება ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადის დიდი ოდენობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, როდესაც თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.

 

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია. შესაბამისად, გადასახადის სახეების, გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების დასადგენად უნდა მივმართოთ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. გადასახადის გადამხდელები მოვალენი არიან გადაიხადონ გადასახადები კანონით დადგენილ ვადებში და საგადასახადო განაკვეთების ოდენობით. ეს საკითხები დაწვრილებით არის რეგლამენტირებული საგადასახადო კოდექსით. მაშასადამე პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ამ საკითხის დასადგენად, აუცილებელია მოშველიებული იქნეს ზემოაღნიშნული ბლანკეტური ნორმები.

 

იმისათვის, რომ პირს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს რაიმე თანხა, ეს თანხა აღრიცხულ უნდა იქნეს გადასახდელის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვის ძირითადი საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია და საგადასახადო შემოწმების აქტი, ე.ი. იმ საკითხის გარკვევა, თუ რა თანხა უნდა გადაეხადა გადამხდელს ბიუჯეტში, ხდება ძირითადად საგადასახადო დეკლარაციისა და საგადასახადო შემოწმების საფუძველზე.

 

გადასახადისთვის თავის არიდება დამოკიდებულია დეკლარაციის წარდგენის მომენტთან, როდესაც პირს უნდა გადაეხადა გადასახადი და არ გადაიხადა ანდა როდესაც წარადგინა დეკლარაცია არასწორი მონაცემებით. საგადასახადო კოდექსი ადგენს კონკრეტულ გადასახადის გადახდის კონკრეტულ ვადას. საქართველოს სკ-ის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს სკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდის ვადაა კალენდარული წლის მომდევნო წლის პირველი აპრილი, რაც შეეხება დღგ-ს გადასახადის დამალვას, დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე, დღგ-ის დეკლარაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. მაშასადამე, მერაბ გვენეტაძემ სახელმწიფოს უჩვენა, რომ თითქოსდა მისი საგადასახადო ვალდებულება ნულის ტოლი იყო.

 

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნაში მოცემულია წამახალისებელი ნორმა, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. შესაბამისად, 45 დღიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც აითვლება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან, წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მექანიზმს.

 

მოცემულ შემთხვევაში ს--------------------მა არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული თანხა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამასთანავე ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოთხსენებული ძირითადი თანხის გადახდევინება ან კორექტირება. ასევე, მისი გადახდის ვალდებულება არ იქნა შეჩერებული კანონის საფუძველზე.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ს--------------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ბრალდებულ ს--------------------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქცია), დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 03 -დან 05 წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ ს--------------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას, შესაბამისად მისთვის სასჯელის სახით თითოეული ეპიზოდისათვის შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ს--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს ჯარიმის სრულად გადახდის შემდგომ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ს--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს ჯარიმის სრულად გადახდის შემდგომ.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი