გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
110210018002434960
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002434960

2---- -2018წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე _გ------------;

მოპასუხე _ნ--------------;

დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შეწყდეს გ------------სა და ნ-------------- შორის 2----–-–-- 1------------ რეგისტრირებული ქორწინება.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეები 2001 წლის 18 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–-ს 3------------ დაბადებული ე-----------------. მეუღლეებს ხასიათების შეუთავსებლობის გამო მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც მათი ოჯახში დაინგრა და ისინი უკვე ერთი წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, არ ენდობა მეუღლეს და მის მიმართ გრძნობა არ გააჩნია, არ სურს მასთან გააგრძელოს ცხოვრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მართალია მათ შორის უთანხმოება არის, თუმცა განქორწინებისათვის რაიმე სერიოზული მიზეზი არ არსებობს. რაც მთავარია, ბავშვის ინტერესების გამო, არ უნდა დაინგრეს ოჯახი და ბავშვი უნდა იზრდებოდეს დედასთან და მამასთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------------ და ნ--- მ---------- დაქორწინდნენ 2----–-–-- 1------------ და ცოლმა მიიღო ქმრის გვარი - კ---------

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და ქორწინების მოწმობას.

 

3.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–-ს 3------------ დაბადებული ე------ კ---------

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, დაბადების მოწმობებს.

 

3.1.3. გ------------ და ნ------------- ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.1.4. გ------------ თავის შვილთან ერთად ცხოვრობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–--

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.

 

3.1.5. ნ------------- ცხოვრობს და მუშაობს ქალაქ წ---–-------–-.

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებას.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბოლო ერთი წელია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს უკმაყოფილება ხასიათების შეუთავსებლობის გამო და მიუხედავად მცდელობებისა შეენარჩუნებინათ ოჯახი, მათ ოჯახური ცხოვრება ვეღარ შედგა.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ გ------------ს მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 გ------------ ითხოვს ნ--------------თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

ამდენად, ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თავისუფალ ნებას ემყარება. ოჯახი იქმნება მათი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით და მისი ხანგძლივობაც მხოლოდ მეუღლეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადაწყვეტს, რომ აღარ სურს საქორწინო კავშირის შენარჩუნება, ეს საფუძველს აცლის ოჯახს და ქორწინების შეწყვეტის საფუძველია.

 

საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებელად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ------------ ითხოვს განქორწინებას, შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მხარეები უკვე ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ, ამ ხნის განმავლობაში მოპასუხეს არაერთხელ ჰქონდა შერიგების მცდელობა, თუმცა შერიგებისა და ერთად ცხოვრების კატეგორიული წინააღმდეგია მოსარჩელე, შესაბამისად, მათი ოჯახური ცხოვრება ვერ შედგა და ოჯახი ვერ შეინარჩუნეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ნ-------------- მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს უარი უნდა ეთქვას განქორწინებაზე. მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომლის საფუძველზეც მიზანშეწონილი იქნებოდა მხარეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას შესარიგებელი ვადის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ-------------- მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება მხარეთა შორის ერთიანობისა და სიმტკიცის შესახებ, რაც სასამართლოს მისცემდა რწმენას მხარეებისათვის მიეცა ვადა მათი შერიგების და კვლავ ერთად ცხოვრების მიზნით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------- და ნ-------------- ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნული მუხლის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხე ნ-------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასაგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა..

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. გ------------ს (პ/ნ 1----------- სარჩელი ნ-------------- (პ/ნ 5----------- მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს გ------------სა (პ/ნ 1----------- და ნ-------------- (პ/ნ 5----------- შორის სსგს ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2----–-–-- 1------------ N-- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

3. ნ-------------- (პ/ნ 5----------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 3---------

 

4. გადაწყვეტილების ასლი, მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე