გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2156582-2/061-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 მაისი, 2018 წელი ქ. ადიგენი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - ა---------–--------–---
წარმომადგენელი - მ-------------------
მოპასუხე - ნ-------------
წარმომადგენელი - ლ--------–--–-----
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------- რაიონული განყოფილება
წარმომადგენლი - მა---------------–---–-
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილების ნახვის უფლება გრაფიკის მიხედვით
აღწერილობითი ნაწილი :
ა---------– კ-----–--ის სასარჩელო მოთხოვნა:
1. პარასკევს სკოლის სწავლის შემდეგ მოსარჩელე ა---------–-------–---მ წაიყვანოს შვილები თავისთან ოჯახში და კვირას საღამოს დაუბრუნოს დედას ნ-------------ს.
მოსარჩელის განმარტებით, ა---------–--------–--- ცხოვრობს ა-------- რაიონის სოფელ გ--------ში, რომელიც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ნ-------------სთან, რომელიც შეწყდა 2014 წლის 26 ივნისს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ლ------------–---, დაბადებული 2----–-–------------------ს და ლ-----------–---, დაბადებული 2----–-–----------------–ს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ დედასთან - ნ-------------სთან ა-------- რაიონის სოფელ ნ-------რში და მოსარჩელე უხდის ალიმენტს.
მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად არაერთხელ მივიდნენ არასრულწლოვანი ბავშვების სანახავად, მაგრამ მოპასუხე ნ-------------ს გაფრთხილებულები ჰყავთ, რომ არ ანახონ ბავშვები მამას და მამის ნათესავებს.
მოსარჩელეს აქვს კარგი ოჯახური პირობები და ბავშვებისათვის არ შეიქმნება საცხოვრებლად ცუდი პირობები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სასამართლომ დაუდგინოს არასრულწლოვანი შვილების ლ----- და ლ-----------–---ების ნახვის გრაფიკი, შემდეგი სახით:
პარასკევს სკოლის სწავლის შემდეგ მოსარჩელე ა---------–-------–---მ წაიყვანოს შვილები თავისთან ოჯახში და კვირას საღამოს დაუბრუნოს დედას ნ-------------ს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ნ-------------მ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ა---------–--------–--ის დავადებაა ეპილეფსია ხშირი გენირალიზებული გულყრებით, ჭკუასუსტობით, ქრონიკული აშლილობით, შესაბამისად იგი ცნობილია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, აქედან გამომდინარე მისი ბავშვებთან ურთიერთობა და მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. ა---------–-------–---ს ბავშვებთან ურთიერთობა არ აქვს და მათთვის მოსარჩელე უცხოა, იგი ბავშვებისთვის ალიმენტის გადახას თავს არიდებს და არ ზრუნავს მათზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვებს მისი ეშინიათ და წინააღმდეგი არიან, რომ მასთან თუნდაც ერთი საათი გაჩერდნენ.
მოპასუხე ნ------------ის წარმომადგენელი ლ--------–--–----- მოითხოვს, რომ სასამართლომ ა---------–--------–--ის სარჩელი არ დააკმაყოფილოს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა---------–--------–--- ცხოვრობს ა-------- რაიონის სოფელ გ--------ში, რომელიც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ნ-------------სთან, რომელიც შეწყდა 2014 წლის 26 ივნისს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
- ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის N14516074-2/188-14წ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
-მოსარჩელე ა---------–--------–--ის ახსნა-განმარტება;
-მოპასუხე მოპასუხე ნ------------ის წარმომადგენელი ლ--------–--–----ის ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ლ------------–---, დაბადებული 2----–-–------------------ს და ლ-----------–---, დაბადებული 2----–-–----------------–ს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ დედასთან - ნ-------------სთან ა-------- რაიონის სოფელ ნ-------რში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე ა---------–--------–--ის ახსნა-განმარტება.
- ლ----- კ-----–--ის დაბადების მოწმობის ასლი.
- ლ-----------–--ის დაბადების მოწმობის ასლი.
3.1.3. მოსარჩელე ა---------–--------–---ს შვილების ლ----- კ-----–--ის და ლ-----------–--ის სარჩენად ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით. ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 სექტემბრის N14571806-2/270-14წ გადაწყვეტილებით ა---------– კ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეუმცირდა და ა---------–--------–---ს შვილების ლ----- კ-----–--ის და ლ-----------–--ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 33-33 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე ა---------–--------–--ის ახსნა-განმარტება.
- ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
-ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 სექტემბრის N14571806-2/270-14წ გადაწყვეტილებ
3.1.4. მოსარჩელე ა---------–--------–--- არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-------------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 21 სექტემბრის N04-11/2966 ცნობა;
-ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 05 სექტემბრის N14571806-2/270-14წ გადაწყვეტილება.
3.1.5. მოსარჩელე ა---------–--------–--- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-------------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან (ა-------- რაიონული განყოფილებიდან) იღებს სოციალურ პაკეტს (მნიშვნელოვანად გამოხატული შშმ) თვეში 100 ლარის ოდენობით და მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სოციალურ პაკეტის მიმღებ პირთა სოციალურ დანამატს თვეში 20 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-------------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 21 სექტემბრის N04-11/2966 ცნობა;
3.1.6. მოსარჩელე ა---------–--------–--- ქრონიკულად დაავადებულია ეპილეფსიით, ხშირი გენირალიზებული გულყრებით, ჭკუასუსტობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,უნიმედი სამცხე" ა---––---ს სამედიცინო ცენტრის მიერ 2018 წლის 08 თებერვალს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
3.1.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------- რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, მოპასუხე ნ------------ის ოჯახს აქვს შესაძლებლობა განახორციელონ ბავშვებზე სრულფასოვანი ზრუნვა, უზრუნველყოს სათანადო პირობები, დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------- რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2017 წლის 28 დეკემბრის N1004 დასკვა;
- მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-------------ს სოციალური მოსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის მა---------------–---–-ს ახსნა-განმარტება;
3.1.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------- რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, მოსარჩელე ა---------–--------–--ის ოჯახს აქვს შესაძლებლობა მათ ოჯახსი ყოფნის პერიოდში გაუწიონ ბავშვებს შესაბამისი მზრუნველობა და დაიცვან ბავშვების უსაფრთხოება მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------- რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2017 წლის 28 დეკემბრის N1005 დასკვა;
- მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-------------ს სოციალური მოსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის მა---------------–---–-ს ახსნა-განმარტება;
3.1.9. მოსარჩელე ა---------–--------–--ის შვილებმა ლ------------–---მ და ლ-----------–---მ ფსიქოლოგის შეთავაზებაზე, რომ მამას შეხვედროდნენ ფსიქოლოგთან ერთად, ორივემ უარი განაცხადეს, რის გამოც მათთან ფსიქოლოგის მუშაობა ვეღარ გაგრძელდა. მოსარჩელე ა---------–--------–---მ ბავშვების ორი დღით თავისთან წაყვანამდე ბავშვებთან შეჩვევის ეტაპი უნდა გაიაროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-------------ს სოციალური მოსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის 2018 წლის 20 აპრილის N901 მოხსენებითი ბრათი.
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–-------------ს სოციალური მოსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ი-----–----ის ახსნა-განმარტება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა---------–--------–--- სათანადოდ არ ზრუნავს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის, არ უწევს მათ შესაბამის მატერიალურ დახმარებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებად სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით და სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა---------–--------–---ს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სათანადოდ ზრუნავს შვილებზე, რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------–--------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია”, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად: ,,მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.“
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო- სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რომ მას რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირადი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის უპირატეს ინტერესებს.
ასევე მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”
მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს დასკვნებისა და წარმომადგენლის განმარტების თანახმად, ,,ბავშვის განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მეუღლეებმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის მდგომარეობა და ხელოვნურად არ შეუქმნან პრობლემა ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოება, რომ მშობლები მორიგდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ ბავშვის საკეთილდღეოდ’’.
6.3. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის /მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
აღნიშნული მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ყოველი თვის გარკვეულ დღეებში მამას - ა---------– კ-----–--ის ნება დაერთოს ინახულოს არასრულწლოვანი შვილები, რაც მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა, საკუთარი უფლება-მოვალეობები განახორციელონ იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს ბავშვების ინტერესი, მათი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ა---------–--------–--ის შვილებმა ლ------------–---მ და ლ-----------–---მ ფსიქოლოგის შეთავაზებაზე, რომ მამას შეხვედროდნენ ფსიქოლოგთან ერთად, ორივემ უარი განაცხადეს, რის გამოც მათთან ფსიქოლოგის მუშაობა ვეღარ გაგრძელდა. შესაბამისად, მოსარჩელე ა---------–--------–---მ ბავშვების ორი დღით თავისთან წაყვანამდე ბავშვებთან შეჩვევის ეტაპი უნდა გაიაროს.
მოცემულ შემთხვევაში შექმნილი მდგომარეობიდან და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია საწყის ეტაპზე მოსარჩელე ა---------– კ-----–--ის მიერ ბავშვების მხოლოდ ნახვა, სახლში წაყვანის უფლების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მამას ა---------–-------–---ს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგნაირად:
ა---------–-------–---ს ნება დაერთოს თავისი შვილები ლ------------–--- და ლ-----------–--- ნახოს ყოველი თვის ყოველ მეორე და მეოთხე შაბათს 12:00 საათიდან იმავე დღის საღამოს 17:00 საათამდე პერიოდში 01 (ერთი) საათით ბავშვების საცხოვრებელის ადგილის მიხედვით, სახლში წაყვანის უფლების გარეშე, დედის - ნ------------ის თანდასწრებით, ბავშვების სურვილისამებრ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ა---------–-------–--- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ნ-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდუნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა---------– კ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოსარჩელე ა---------–-------–---ს არასრულწლოვანი შვილების, ლ------------–---სთან (დაბადებული 2----–-–------------------ს, პ/ნ 0----------) და ლ-----------–---სთან (დაბადებული 2----–-–----------------–ს, პ/ნ 3----------) ურთიერთობა, განესაზღვროს შემდეგნაირად:
ა---------–-------–---ს ნება დაერთოს თავისი შვილები ლ------------–--- და ლ-----------–--- ნახოს ყოველი თვის ყოველ მეორე და მეოთხე შაბათს 12:00 საათიდან იმავე დღის საღამოს 17:00 საათამდე პერიოდში 01 (ერთი) საათით ბავშვების საცხოვრებელის ადგილის მიხედვით, სახლში წაყვანის უფლების გარეშე, დედის - ნ------------ის თანდასწრებით, ბავშვების სურვილისამებრ.
3. დაეკისროს ნ-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ა-------- მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი