გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2018
საქმის ნომერი
820210118002319183
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210118002319183 (2-107/18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე

 

მოსარჩელე - ნ------------------

წარმომადგენელი - რ-----------------ე

 

მოპასუხეები - ბ-------------ე, ნ---------------ე

მოპასუხის ნ---------------ის წარმომადგენელი - ა---------------ე

 

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ყადაღისაგან ამოირიცხოს 2017 წლის 11 დეკემბერს აღმასრულებელ თ------–-----ას მიერ ნ-----------------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხელვაჩაური, სოფელ თ---–----ში აღწერილი და დაყადაღებული ნ-----------------ის მოძრავი ქონება - 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი - ნაჭრის ღია ფერის, 1 კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზედაპირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, 10) სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) მაცივარი „xitachi“ შავი ფერის.

 

მოპასუხეებს დაეკისროს სასამართლო ხარჯები, ბაჟი 121 ლარი, უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი, აუდიტის მომსახურების 150 ლარი და ადვოკატის მომსახურების 500 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ბ-------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ მუშაობს და ცხოვრობს მის მშობლებთან ერთად.

 

მოპასუხე ნ---------------ის წარმომადგენელმა ა---------------ემ შესაგებლით არ სცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ დაყადაღებული ქონება ეკუთვნის არა ბ-------------ეს, არამედ ნ------------------ს, რაც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მტკიცებულებებით, რაც მას არ აქვს წარმოდგენილი და ვერ ადასტურებს მის მოთხოვნას, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1. 2017 წლის 11 დეკემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ------–-----ას მიერ დაყადაღებულია იქნა: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი- ნაჭრის ღია ფერის, 1კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზედაპირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) „ xitachi“ შავი ფერის.

 

მტკიცებულება: 2017 წლის 11 დეკემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

 

3.1.2. მოპასუხე ბ-------------ე ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა თ---–----ში მშობლების სახლში.

 

მტკიცებულება: ახსნა-განმარტებები

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2017 წლის 11 დეკემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ------–-----ას მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები, განთავსებული ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი თ---–----ი ეკუთვნის მოსარჩელე ნ------------------ს.

 

ამ ნივთების შეძენის შესახებ მოსარჩელეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის დანაწესის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით და სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არაა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა თავისი უფლება სადაო ნივთებზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დგინდება.

 

6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები, საქართველოს კანონი ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა ან ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის მე-40 მუხლი ითვალისწინებს იძულებით აღსრულების ერთ-ერთი ღონისძიებას მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 11 დეკემბრის აქტით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ნივთების აღწერა-დაყადაღება მოხდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ---–----ში, სადაც ცხოვრობს მოვალე ბ-------------ე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების მიზნებისათვის ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსით განსაზღვრული მესაკუთრის პრეზუმფცია (რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან - ამ შემთხვევაში ბ-------------ესთან მას ეკუთვნის), ვერ იქნა გაქარწყლებული მოსარჩელის მიერ, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, საქმეზე არ წარმოდგენილა არანაირი სახის მტკიცებულება, რომ სადავო ნივთებზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ---–----ში მდებარე სახლში არსებული აღწერილი და დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა და არ ეკუთვნის მოპასუხე ბ-------------ეს, მოსარჩელის მხარესაა, რამდენადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

 

მოსარჩელეს კი დაყადაღებული ნივთების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგალითად ნასყიდობის, განვადების, ჩუქების და ა.შ. ხელშეკრულებები, გადახდის ქვითრები), რომლებითაც მოხდებოდა ნივთების მესაკუთრის იდენტიფიცირება არ წარმოუდგენია, ასევე არ წამოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბ-------------ე არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები მისი საკუთრებაა, ბ-------------ემ დაადასტურა, რომ ცხოვრობს მის მშობლებთან ერთად მითითებულ მისამართზე.

 

ამდენად, აღმასრულებლის მხრიდან განხორციელებული ღონისძიება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. მართალია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე პირის უფლებას აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). დასახელებული კანონის მიხედვით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ივარაუდება, რომ ნივთი რომელსაც მოვალესთან პოულობენ არის მისი საკუთრება, მესაკუთრემ კი უნდა შეძლოს ამ ვარაუდის გაქარწყლება, უნდა დაადასტუროს სადაო ქონების მის საკუთრებაში არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული.

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

განსახილველ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა 2017 წლის 11 დეკემბერს. მოსარჩელის განმარტებით მისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა იმავე თვის ბოლოს. ნ------------------ს აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან არ გაუსაჩივრებია, მის მიერ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 22 თებერვალს.

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 121 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ საქმის სასამართლო განხილვისათვის გადახდილი ბაჟი და სხვა თანხები არ დაეკისრება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან ნ-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდა შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ნ-----------------ის სარჩელი აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ------–-----ას 2017 წლის 11 დეკემბრის აღწერა-დაყადაღების აქტის გაუქმების და აღწერილი და დაყადაღებული ქონების: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი - ნაჭრის ღია ფერის, 1 კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზედაპირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, 10) სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) მაცივარი ,,xitachi“ შავი ფერის -ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 121 (ასოცდაერთი) ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A--------- სააღსრულებო საქმის წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი