გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2366738-3/054-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - დ-------------------
წარმომადგენელი - ი-----–------------
მოპასუხე - ა--------–---------------–---------------------–---------------–---------------–--------------------------–---–-----------
წარმომადგენელი - მ--–-----–----–---–-
მესამე პირი - ს--------------------–---------------–---------–----------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–---------------–---------------------------–------------------ათა მან მოახდინოს დავით მარტინენკოს ს----------–--------–- არსებული სახელფასო ანგარიშიდან 6--------------------- -დან 50% ის ოდენობით თანხის ჩამოჭრა, იმ პერიოდიდანვე უკვე არსებული გასავლის ანუ სხვა საბანკო დავალიანებისათვის კერძოდ სესხის N------- აღნიშნული ანგარიშიდან თანხის გასავლის გათვალისწინებით და შესაბამისად ხელფასიდან 50%-ის დ-------------------სათვის საარსებო მინიმუმის სახით დატოვებით.
მოსარჩელემ სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმე N1366240–2/250–16, შ-----------------------------------–------------- სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა, 7250 ლარის ოდენობით, თანხის გადახდა დ-------------------სთან ერთად სოლიდარულად დაეკისრათ, ვ---------–---------------------------------------–----–----- დავალიანება-არ არის ვალაუვალი და შესაბამისად მოვალეებს გააჩნიათ ქონებები.
იმ პერიოდისათვის ანუ 2016 წლის 04 ოქტომბრისათვის და კიდევ უფრო ადრეც, დ--------------------- აღებული ქონდა სხვა საკრედიტო ვალდებულება, რასაც დღემდე იხდის ხელფასიდან, რაც იმთავითვე ხელმისაწვდომი ინფორმაცია იყო სა---------–--------------------- თუმცა ს----------–-------------- არასრულყოფილად შეისწავლა აღნიშნული საქმე, რადგან ჯერ კიდევ მაშინ როდესაც დ-------------------ს ხელფასიდან უკვე უკავდებოდა 200 ლარი, ხოლო მისი ხელფასი კი წარმოადგენს ხელზე 438 ლარს, ს----------–--------------, განახორციელა, მთლიანი ხელფასის ანუ 430 ლარის, მხოლოდ „-------------------------------–-----------“ სასარგებლოდ 50%–ის ჩამოჭრა, მაშინ როდესაც მისი ხელფასიდან უკვე იყო გასავალი, რაც ფიქსირდებოდა კიდეც ბანკშიც, თანხით 200 ლარი და დ------------------- ამ პერიოდიდან მოყოლებული დარჩენილია, საარსებო მინიმუმის მიღების გარეშე.
მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–---------------–--------------------------–---–------------, რომ ყველა გადასახადი არსებული აღსრულების დაწყებამდე, მთლიანი ხელფასის 50%-ს არ უნდა აცილებოდა და ამიტომ მოეხდინათ შესაბამისი ცვლილება, რათა დ-------------------მ აუცილებლად მიიღოს ოჯახის სარჩენად თავისივე ხელფასიდან თუნდაც მინიმუმი, რადგან არავის არ აქვს უფლება, მათ შორის სასამართლოსაც კი პირს მოუსპოს შემოსავლის წყარო მთლიანად, თუმცა მიიღო უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ აღ------–---------------–ი ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ს--–-------------- ს----------–-------------- წარმოებაშია ახალციხის; რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული №2/250–16 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ვ---------–-----------------------------------------------------------------------------–----–------------------------------ სასარგებლოდ დაკისრებული აქვთ 2535,90 აშშ დოლარის და 490,41 ლარის გადახდა.
2.2. მესამე პირის პოზიცია
სასამართლო სხდომაზე მესამე პირის „-------------------------------–-----------“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1.1 სოლიდარული მოვალეები: ვ---------–-------------–----–-------------------------------------------------- აღიარებენ, რომ ს---------------------------------–-------------ს მიმართ დავალიანება 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სულ 2535.90 (ორიათასხუთასოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარს.
1.2. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, თანხმდებიან, რომ მოხდეს სესხის დაფარვა მორიგების აქტზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად (იხ. დანართი N1);
1.3. თუკი არსებული დავალიანების და მხარეთა შორის შეთანხმებული თანხის 2535.90 (ორიათასხუთასოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის დაფარვა არ მოხდება მეორე პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად.
1.4. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ან/და ნებაყოფილობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში თუ ს---------------------------------–-------------სათვის ცნობილი გახდება, რომ მოპასუხეების მიმართ არსებობს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება ან/და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მოპასუხეების და მათი კუთვნილი ქონების მიმართ (მათ შორის საგადასახადო ორგანოების მხრიდან), მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად.
1.5. მოპასუხეთა მიერ მორიგების აქტით განსაზღვრული სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაემატება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის ორ ლარზე ნაკლები მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში)
1.6. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე(ები) უფლებამოსილია მორიგებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს დავალიანება.
1.7. კრედიტორს უფლება აქვს, მოპასუხი(ეები)სგან მიიღოს ყველანაირი საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები ვალის დაბრუნების საიმედოობის შესამოწმებლად. მათ შორის, მოპასუხე(ები) ვალდებულია დაუშვას კრედიტორი თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, აჩვენოს და შეამოწმებინოს საკუთრებაში არსებული ქონება.
1.8. მოპასუხე(ები) ვალდებულია წინამდებარე მორიგების აქტის მიზნებისათვის და აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე წინასწარ წერილობით აცნობოს კრედიტორს ადგილსამყოფელის (მისამართის) შეცვლის შესახებ. კრედიტორისათვის ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში კრედიტორის მიერ ნებისმიერი ინფორმაცია და მოთხოვნა გაიგზავნება მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება თუნდაც მოპასუხე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს (იმყოფებოდეს).
1.9. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისნებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.
1.10. წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ (3) ეგზემპლიარად, საიდანაც ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა მოპასუხეებს, მეორე მოსარჩელეს, მესამე - საქმის განმხილველ სასამართლოს.
1.11. მხარეთა შეთანხმებით, გაუქმდა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
1.12. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს ხარჯის - 490.41 ლარის დაფარვა მოხდება ეტაპობრივად, 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, მოპასუხეთა მიერ.
დანართი N1
ხუთშ., 17-11-2016 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-12-2016 135.00 აშშ დოლარი
სამშ., 17-01-2017 135.00 აშშ დოლარი
პარ., 17-02-2017 135.00 აშშ დოლარი
პარ., 17-03-2017 135.00 აშშ დოლარი
ორშ., 17-04-2017 135.00 აშშ დოლარი
ოთხშ., 17-05-2017 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-06-2017 135.00 აშშ დოლარი
ორშ., 17-07-2017 135.00 აშშ დოლარი
ხუთშ., 17-08-2017 135.00 აშშ დოლარი
კვ., 17-09-2017 135.00 აშშ დოლარი
სამშ., 17-10-2017 135.00 აშშ დოლარი
პარ., 17-11-2017 135.00 აშშ დოლარი
კვ., 17-12-2017 135.00 აშშ დოლარი
ოთხშ., 17-01-2018 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-02-2018 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-03-2018 135.00 აშშ დოლარი
სამშ., 17-04-2018 135.00 აშშ დოლარი
ხუთშ., 17-05-2018 105.90 აშშ დოლარი
კვ., 17-06-2018 122.61 ლარი
სამშ., 17-07-2018 122.61 ლარი
პარ., 17-08-2018 122.61 ლარი
ორშ., 17-09-2018 122.61 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინება (იხ.ს.ფ.13-16).
3.1.2. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 2017 წლის 03 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- სააღსრულებო ფურცელი (იხ.ს.ფ.15).
- სააღსრულებო წარმოების მასალები(იხ.სფ.69-185).
3.1.3. 2018 წლის 5 თებერვალს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა დ-------------------მ და ითხოვა ბათილად ცნობა N1366240-250-16წ. სამოქალაქო საქმეზე დადებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით დ-------------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით (იხ.ს.ფ.44-47).
3.1.4. დ------------------- ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს დაახლოებით 438-440 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (იხ.სფ.5).
- შესაგებელი(იხ.სფ.63)
- მხარეთა განმარტება(იც.სას.სხ.ოქმის Cd. დისკი).
3.1.5. 2017 წლის 29 მარტს დ-------------------ს ს----------–-------------- მიერ გაეგზავნა შეტყობინება წინადადება გადაწყვეტილების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიმართვა (იხ.ს.ფ.82).
3.1.6. 2017 წლის 07 სექტემბერს ს--–-------------- ს----------–-------------- გაუგზავნა შეტყობინება/მიმართვა ს----------------–---------------- და ითხოვა აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 17-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დავალიანების სრულ დაფარვამდე დ-------------------ს ხელფასიდან ყოველთვიურად დაუკავონ ხელფასის 50%. ასევე აცნობებენ, რომ საარსებო მინუმუმით გათვალისწინებული შემოსავალი არ ექვემდებარება დაკავებას. ინფორმაცია საარსებო მინიმუმზე შეუძლიათ იხილონ ს----------–-----------------------------–-------------ს ვებ-გვერდზე. (პრემიის, ბონუსის, თუ სხვა შემოსავლის დასაკავებელი თანხა განისაზღვრება -100%) და ჩარიცხონ ს--–-------------- ს----------–-------------- სადეპზიტო ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს--–-------------- სააღსრულებო ბიურო შეტყობინება/მიმართვა(იხ.სფ.150).
3.1.7. 2018 წლის 08 იანვარს აღ------–---------------– ბიუროს განცხადებით მიმართა დ-------------------მ და მიუთითა, რომ აქვს ს----------–---------- სესხი და ყოველთვიურად ბანკი იკავებს 202 ლარს. ა---––----------------–---- ბიუროში მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. არის მსესხებლის ვ---------–------ თავდები და მის მიმართ ასებული დავალიანების გამო, აღსრულების ბიუროს მიერ უკავდება დარჩენილი მთელი ხელფასი. ფაქტიურად მუშაობს უხელფასოდ და ეკონომიურად ძალიან უჭირს, ითხოვს განიხილოთ წინამდებარე განცხადება და დაუტოვონ არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დ-------------------ს განცხადება(იხ.სფ. 155).
3.1.8. ს--–--------------------------–-------------- უფროსმა აღმასრულებელმა განუმარტა, რომ 2018 წლის 08 იანვრის განცხადების პასუხად აცნობებენ, რომ აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მისი კუთვნილი ყოველთვიური სახელფასო სარგოდან დადგენილი წესით აღ------–---------------–ი ბიუროს მიერ უკავდება ხელფასის 50% -ი. აქვე აცნობებენ, რომ აღ------–---------------–ი ბიურო უფლებამოსილებას მოკლებულია კრედიტორის წერილობითი თანხმობის გარეშე მოახდინოს უფრო ნაკლები თანხის დაკავება თქვენი კუთვნილი ყოველთვიური ხელფასიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ს--–-------------- ს----------–-------------- უფროსი აღმასრულებელის მიმართვა(იხ.სფ. 158).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დ-------------------ს საბანკო დავალიანება გააჩნდა სს. ს----------–---------- წინაშე, რომლის დასაფარად იხდიდა დაახლოებით 202 ლარს ყოველ თვეში, რომელსაც ამთავრებდა 2018 წლის აპრილ-მაისის თვეში, 2018 წელს მოახდინა სესხის რეფინანსირება და სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაზარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ანგარშიდან(იხ.ს.ფ.28-39).
-დ-------------------ს განმარტება(იც.სას.სხ.ოქმის Cd. დისკი).
3.2.2. აღ------–---------------–ი ბიუროს ს--–-------------- ს----------–-------------- მიერ დ-------------------ს უკავდება დარიცხული ხელზე ასაღები თანხის 50%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--–-------------- სააღსრულებო ბიურო შეტყობინება/მიმართვა(იხ.სფ.150).
-მხარეთა ახსნა-განმარტებ(იც.სას.სხ.ოქმის Cd. დისკი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს ,,საგადასახადო კოდექსი"
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
დ-------------------ს სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღ------–---------------–ი ბიუროს სამცხე–ჯავახეთის ს----------–--------------, რათა მან მოახდინოს დ-------------------ს ს----------–--------–- არსებული სახელფასო ანგარიშიდან 6--------------------- -დან 50% ის ოდენობით თანხის ჩამოჭრა, იმ პერიოდიდანვე უკვე არსებული გასავლის ანუ სხვა საბანკო დავალიანებისათვის კერძოდ სესხის N------- აღნიშნული ანგარიშიდან თანხის გასავლის გათვალისწინებით და შესაბამისად ხელფასიდან 50%-ის დ-------------------სათვის საარსებო მინიმუმის სახით დატოვებით, დავა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს აღ------–---------------–ი ბიუროს, ს--–-------------- ს----------–-------------- ქმედების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი, რომ დ------------------- ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს დაახლოებით 438-440 ლარს, რაც წარმოადგენს მის შემოსავალს.
საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ა.ბ). პუნქტის თანახმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება. მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1.1 სოლიდარული მოვალეები: ვ---------–-------------–----–-------------------------------------------------- აღიარებენ, რომ ს---------------------------------–-------------ს მიმართ დავალიანება 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სულ 2535.90 (ორიათასხუთასოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარს.
1.2. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ვთანხმდებით, რომ მოხდეს სესხის დაფარვა მორიგების აქტზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად (იხ. დანართი N1);
1.3. თუკი არსებული დავალიანების და მხარეთა შორის შეთანხმებული თანხის 2535.90 (ორიათასხუთასოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის დაფარვა არ მოხდება მეორე პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად.
1.4. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ან/და ნებაყოფილობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში თუ ს---------------------------------–-------------სათვის ცნობილი გახდება, რომ მოპასუხეების მიმართ არსებობს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება ან/და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მოპასუხეების და მათი კუთვნილი ქონების მიმართ (მათ შორის საგადასახადო ორგანოების მხრიდან), მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად.
1.5. მოპასუხეთა მიერ მორიგების აქტით განსაზღვრული სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაემატება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის ორ ლარზე ნაკლები მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში)
1.6. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე(ები) უფლებამოსილია მორიგებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს დავალიანება.
1.7. კრედიტორს უფლება აქვს, მოპასუხი(ეები)სგან მიიღოს ყველანაირი საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები ვალის დაბრუნების საიმედოობის შესამოწმებლად. მათ შორის, მოპასუხე(ები) ვალდებულია დაუშვას კრედიტორი თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, აჩვენოს და შეამოწმებინოს საკუთრებაში არსებული ქონება.
1.8. მოპასუხე(ები) ვალდებულია წინამდებარე მორიგების აქტის მიზნებისათვის და აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე წინასწარ წერილობით აცნობოს კრედიტორს ადგილსამყოფელის (მისამართის) შეცვლის შესახებ. კრედიტორისათვის ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში კრედიტორის მიერ ნებისმიერი ინფორმაცია და მოთხოვნა გაიგზავნება მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება თუნდაც მოპასუხე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს (იმყოფებოდეს).
1.9. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისნებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.
1.10. წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ (3) ეგზემპლიარად, საიდანაც ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა მოპასუხეებს, მეორე მოსარჩელეს, მესამე - საქმის განმხილველ სასამართლოს.
1.11. მხარეთა შეთანხმებით, გაუქმდა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
1.12. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს ხარჯის - 490.41 ლარის დაფარვა მოხდება ეტაპობრივად, 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, მოპასუხეთა მიერ.
დანართი N1
ხუთშ., 17-11-2016 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-12-2016 135.00 აშშ დოლარი
სამშ., 17-01-2017 135.00 აშშ დოლარი
პარ., 17-02-2017 135.00 აშშ დოლარი
პარ., 17-03-2017 135.00 აშშ დოლარი
ორშ., 17-04-2017 135.00 აშშ დოლარი
ოთხშ., 17-05-2017 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-06-2017 135.00 აშშ დოლარი
ორშ., 17-07-2017 135.00 აშშ დოლარი
ხუთშ., 17-08-2017 135.00 აშშ დოლარი
კვ., 17-09-2017 135.00 აშშ დოლარი
სამშ., 17-10-2017 135.00 აშშ დოლარი
პარ., 17-11-2017 135.00 აშშ დოლარი
კვ., 17-12-2017 135.00 აშშ დოლარი
ოთხშ., 17-01-2018 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-02-2018 135.00 აშშ დოლარი
შაბ., 17-03-2018 135.00 აშშ დოლარი
სამშ., 17-04-2018 135.00 აშშ დოლარი
ხუთშ., 17-05-2018 105.90 აშშ დოლარი
კვ., 17-06-2018 122.61 ლარი
სამშ., 17-07-2018 122.61 ლარი
პარ., 17-08-2018 122.61 ლარი
ორშ., 17-09-2018 122.61 ლარი
- რადგან მოპასუხე მხარე არ ასრულებდა მორიგების პორობებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით მოსარჩელე ს---------------------------------–-------------ს მოთხოვნით 2017 წლის 03 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება მათ შორის დ-------------------ს მიმართ
- 2017 წლის 29 მარტს დ-------------------ს ს----------–-------------- მიერ გაეგზავნა შეტყობინება წინადადება გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, რაც მის მიერ არ შესრულდა, რის გამოც 2017 წლის 07 სექტემბერს ს--–-------------- ს----------–-------------- გაუგზავნა შეტყობინება/მიმართვა ს----------------–---------------- და ითხოვა აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 17-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დავალიანების სრულ დაფარვამდე დ-------------------ს ხელფასიდან ყოველთვიურად დაუკავონ ხელფასის 50%. ასევე აცნობებენ, რომ საარსებო მინუმუმით გათვალისწინებული შემოსავალი არ ექვემდებარება დაკავებას. ინფორმაცია საარსებო მინიმუმზე შეუძლიათ იხილონ ს----------–-----------------------------–-------------ს ვებ-გვერდზე. (პრემიის, ბონუსის, თუ სხვა შემოსავლის დასაკავებელი თანხა განისაზღვრება -100%) და ჩარიცხონ ს--–-------------- ს----------–-------------- სადეპზიტო ანგარიშზე.
საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" 45-ე მუხლი განსაზღვრავს ქონებას, რომელზეც არ შეიძლება დაედოს ყადაღა და განხორციელდეს იძულებით აღსრულება.
ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება იმ საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელიც აუცილებელია პირის ყოფითი საჭიროებისათვის. ყადაღისაგან გათავისუფლება ზემოაღნიშნული საფუძვლით ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს.
ხოლო ამავე მეოთხე ნაწილის თანახმად დავა გადახდევინებისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ განიხილება სასამართლო წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ საარსებო მინიმუმი, რომელზეც არ შეიძლება განხორციელდეს იძულებით აღსრულება იანგარიშება პირის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავლისგან და არ შეიძლება ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ერთობლივ შემოსავალს გამოაკლდეს სხვა სამოქალაქო ვალდებულების, თუგინ საბანკო კრედიტს დასაფარად დარჩენილი თანხა, შემდეგ დარჩენილი თანხიდან მოხდეს ს----------–-------------- მიერ იძულებით აღსრულებისას საარსებო მინიმუმის დატოვება. შესაბამისად, როდესაც სახეზეა ფიზიკურის პირის მიერ რამდენიმე ვალდებულება და მათ შორის იძულებით აღსრულება, იძულებით აღსრულებისას პირისათვის მინიმალური საარსებო მინიმუმი დატოვება უნდა განხორციელდეს მის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავლის გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ აღ------–---------------–ი ბიუროს ს--–-------------- ს----------–-------------- მიერ დ-------------------ს უკავდება მიღებული შემოსავლის, ხელზე ასაღები თანხის 50% და ხელფასი სახით ხელზე ასაღების თანხა აღემატება საარსებო მინიმუმის ოდენობას, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს მისი შეხეუდელებისამებრ, მათ შორის სხვა ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მუხლი 331-ე სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღ------–---------------–ი ბიუროს ქმედება, რომლითაც დ-------------------ს იძულებით აღსრულების ფარგლებში უკავდება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 50% პროცენტის შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს კანონის სააღსრულებო წარმოებათა" შესახებ მოთხოვნებს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დ-------------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
რადგან დ-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჯი 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე: გია ბერაია