გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/750-17
№200210117002123592
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ქ------- ს------ე წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი მოპასუხეები: სსიპ ქ--–-------–-----------------------–ა წარმომადგენელი - დ-----------ი ლ----–-–--–--–ი, მ------ რ------–---–ი დავის საგანი - ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ბრძანების გამოცემის დავალდებულება, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქ. თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის N2065 ბრძანების 1.2. პუნქტი ქ------- გ-----–-–---–ის მესამე კლასის დამრიგებლის ფუნქციის შესრულების დავალებასთან დაკავშირებით 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებიდან 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე; - მეორე პუნქტი ქ------- გ-----–-–---–ისათვის მესამე სადამრიგებლო კლასის მიმართ ამ ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში.
1.2. დაევალოს სსიპ თ--–-----------------------–ის დ-----------ს ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემით ცვლილება შეიტანოს 2017 წლის 15 სექტემბრის N2-65 ბრძანების გასაჩივრებულ პუნქტებში, კერძოდ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მესამე კლასის დამრიგებლის ფუნქციის შესრულების დავალდებულებასთან დაკავშირებით;
1.3. სსიპ ქ. თ--–-----------------------–ას დაეკისროს კლასის სადამრიგებლო ხელფასი იძულებით განაცდური მთელი პერიოდისათვის ყოველთვიურად 101 ლარისა და 25 თეთრის ოდენობით.
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და არასასამართლო ხარჯები.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 1992 წელს დაამთავრა ი. გ------–---–--------–-–---------------------------–---------------–-------------------------–---–---ის ფაკულტეტი. 1993 წელს ქ. თ--–-------------------------–აში დაინიშნა დაწყებითი კლასის მასწავლებლად, ამავდროულად იყო კლასის დამრიგებელიც. ოფიციალურად კლასის დამრიგებლობა მიენიჭა 1995 წლიდან 2017წლამდე. 2016 წლის აპრილამდე კლასის დამრიგებლობისათვის დარიცხული სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 88.75 ლარს, ხოლო 2016 წლის 01 აპრილიდან 101.25 ლარს. ამ წლების მანძილზე ბევრი წარმატება და გამოცდილება მიიღო მის პროფესიულ საქმიანობაში, რაც მის პირად საქმეში, პორტფოლიოში აისახება. 2010 წელს აიმაღლა მასწავლებლობის კვალიფიკაცია და მიენიჭა მენტორი მასწავლებლის უმაღლესი წოდება. 2012 წელს გახდა ტრენერი მასწავლებელი. ახალი 2017-2018 სასწავლო წელი მისთვის მოულოდნელი უსამართლობით დაიწყო, ქალბატონმა ლ----–-–--–--–მა 11 სექტემბერს, სწავლის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე, დაწყებითი კლასის პედაგოგებს გამოუცხადათ, რომ აპირებდა კლასი ხელმძღვანელობის შემცირებას, კერძოდ გააერთიანებდა ორ კლასს, პირველ-მეორე კლასს ეყოლებოდა ერთი კლასის დამრიგებელი, რაზედაც დ-----------ს სრულიად დასაბუთებლად შეეწინაღმდეგა. აღნიშნულის გამო 2017 წლის 15 სექტემბრის #2-65 ბრძანების 1.2. პუნქტით 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებიდან 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე მესამე კლასის და მეოთხე კლასის დამრიგებლის ფუნქციის შესრულება დაევალა ქ------- გ-----–-–---–ს. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი და ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის #36/15 ბრძანების მე-6 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. დ-----------ის ასეთი ბრძანებით შეილახა მისი შრომითი უფლება.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან 1993 წელს ქ------- ს------ე დაინიშნა სსიპ ქ--–-------–-------------–------–----------–--------–---–---–ად და არა კლასის დამრიგებლად. 1995 წლიდან 2017 წლამდე ოფიციალურად კლასის ხელმძღვანელობის მინიჭებაში რა იგულისხმება გაურკვეველია და ასეთ ცნობას განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა არ ივალისწინებს. მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულება 2017 წლის 29 სექტემბრის ცნობა N01165041, წარმოადგენს მხოლოდ ცნობას კლასის ხელმძღვანელობის დანამატის ოდენობაზე. ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულია მასწავლებლის ოთხი სტატუსი, ესენია: 1. პრაქტიკოსი, 2. უფროსი, 3. წამყვანი, 4. მენტორი. ქ------- ს------ეს მინიჭებული აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი წარმოდგენილი სერტიფიკატების უმეტესობა წარმოადგენს კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელ ან/და ტრენინგების გავლის სერტიფიკატებს. ის ფაქტი, რომ ორ კლასს შესაძლებელია ჰყავდეს ერთი დამრიგებელი, არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას ან/და შრომითი უფლებების და ინტერსების შელახვას. მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებისა და სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-5 პუქნტის შესაბამისად ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი, დამრიგებელი უნდა იყოს ამ სკოლის პედაგოგი. სკოლის დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის N2-65 ბრძანების შესაბამისად მესამე და მეოთხე კლასის დამრიგებლის ფუნქციის შესრულება ერთი სასწავლო წლით დაევალა ქ------- გ-----–-–---–ს, რაც წარმოადგენს სრულიად კანონიერ ქმედებას.
სსიპ ქ--–-------–-----------------------–ა არის მცირეკონტიგენტიანი, სკოლაში ირიცხება 189 მოსწავლე, სკოლის ყოველთვიური დაფინანსება შეადგენს 14240 ლარს, სკოლის თანამშრომელთან შრომითი ანაზღაურება არის 13540 ლარი. სკოლის ხელფასების გაცემის შემდეგ ყოველთვიურად რჩება საშუალოდ 700 ლარამდე, აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს კომუნალური ხარჯების დაფარვა. ელექტროენერგიის და წყლის ხარჯი საშუალოდ თვეში შეადგენს 250-300 ლარს, ასევე სკოლამ უნდა უზრუნველყოს საკანცელარიო ნივთების შესყიდვა, სკოლის დასუფთავების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და სკოლის მოვლისათვის საჭირო ნივთების შესყიდვა, გაუთვალისწინებელი ხარჯის შემთხვევაში მისი ანაზღაურება და სხვა. რაც მთავარია ზამთრის სეზონზე სკოლას ესაჭიროება ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდა, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს 4000-5000 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა სკოლის ბიუჯეტის დაზოგვა. 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, საათობრივი ბადე არის სავალდებულო და სკოლას არ აქვს უფლება სასკოლო ბადიდან ამოიღოს რაიმე საგნის სწავლება ან/და შეამციროს ჩასატარებელი საათების რაოდებონა. შესაბამისად ვერ მოხდებოდა აღნიშნულის ხარჯზე ბიუჯეტის დაზოგვა. ეროვნული სასწავლო გეგმის მე-6 მუხლისა და სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სკოლას უფლება აქვს საჭიროებიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ კლაში მოსწავლეთა რაოდენობა 15 მოსწავლეზე ნაკლებია ორ კლასს დაუნიშნოს ერთი დამრიგებელი. მე-3 და მე-4 კლასი არის მცირეკონტიგენტიანი კლასები, მე-3 კლასში ირიცხება 11 მოსწავლე, ხოლო მე-4 კლასში 12 მოსწავლე. ერთი დამრიგებელი თავისუფლად შეძლებს უხელმძღვანელოს 23 მოსწავლეს. მრავალრიცხოვან სკოლებში კლასებში არის 30-35 მოსწავლე და ჰყავთ ერთი დამრიგებელი.,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის 35-ე მუხლის პირველი პუქნტისა და ,,ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად სკოლის დ-----------ი შეიმუშავებს სკოლის ბიუჯეტს და სამეურვეო საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად. სკოლის დ-----------ი პერსონალურად აგებს პასუხს სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ,,ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. სკოლის მასწავლებელი კლასის დამრიგებლად ინიშნება ერთი სასწავლო წლის ვადით, დამრიგებლის დანიშვნის საკითხი არის ერთპიროვნულად დ-----------ის გადასაწყვეტი, არც ერთი ნორმატიული აქტი ან/და ნორმა არ ავალდებულებს და განუსაზღვრავს სკოლის დ-----------ს ვინ უნდა დაინიშნოს დამრიგებლად. სკოლაში არის 34 პედაგოგი,12 კლასი და 10 დამრიგებელი, შესაბამისად შეუძლებელია ყველა პედაგოგის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და იყოს კლასის დამრიგებელი. სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგები წერენ განცხადებას ვის სურს კლასის დამრიგებლობა, დირექციის მიერ განხილვის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს კლასის დამრიგებელი. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან, მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და დაუშვებელი. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 601 მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს. დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის №2-65 ბრძანება, რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. არც ერთი ნორმატიული აქტი ან/და ნორმა არ ავალდებულებს და განუსაზღვრავს სკოლის დ-----------ის ვინ უნდა დანიშნოს დამრიგებლად. არ არსებობს დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის №2-65 ბრძანების ბათილად ცნობის და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. არ არსებობს სკოლის დირექტრის 2017 წლის 15 სექტემბრის №2-65 ბრძანების ბათილად ცნობის და სასამართლოს ხარჯების სსიპ ქალაქ თ--–-----------------------–ის დაკისრების საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1993 წელს ქ------- ს------ე დაინიშნულია სსიპ ქ--–-------–-------------–------–----------–--------–---–---–ად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი(ს.ფ.3-24)
-შესაგებელი(ს.ფ.136-148)
3.2.2. ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებისა და სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-5 პუქნტის შესაბამისად ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი, დამრიგებელი უნდა იყოს ამ სკოლის პედაგოგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანება.
- სკოლის შინაგანაწესი ( ს.ფ.151-180)
3.2.3. სკოლის დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის N2-65 ბრძანების შესაბამისად ერთი სასწავლო წლით პრიველ და მეორე კლასს დაენიშნა ერთი დამრიგებელი და ასევე მესამე და მეოთხე კლასსაც დაენიშნა ერთი დამრიგებელი.
ამ ბრძანების თანახმად მესამე და მეოთხე კლასების დამრიგებლის ფუნქციის შესრულება ერთი სასწავლო წლით დაევალა ქ------- გ-----–-–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სკოლის დ-----------ის 2017 წლის 15 სექტემბრის N2/65 ბრძანება (ს.ფ. 181)
3.2.4. სსიპ ქ--–-------–-----------------------–ა არის მცირეკონტიგენტიანი, სკოლაში ირიცხება 189 მოსწავლე, სკოლის ყოველთვიური დაფინანსება შეადგენს 14240 ლარს, სკოლის თანამშრომელთან შრომითი ანაზღაურება არის 13540 ლარი. სკოლის ხელფასების გაცემის შემდეგ ყოველთვიურად რჩება საშუალოდ 700 ლარამდე, აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს კომუნალური ხარჯების დაფარვა. ელექტროენერგიის და წყლის ხარჯი საშუალოდ თვეში შეადგენს 250-300 ლარს, ასევე სკოლამ უნდა უზრუნველყოს საკანცელარიო ნივთების შესყიდვა, სკოლის დასუფთავების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და სკოლის მოვლისათვის საჭირო ნივთების შესყიდვა, გაუთვალისწინებელი ხარჯის შემთხვევაში მისი ანაზღაურება და სხვა. ხოლო ზამთრის სეზონზე სკოლას ესაჭიროება ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდა, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს 4000-5000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასკოლო ტარიფიკაცია, 2017 წლის ბიუჯეტი (ს.ფ. 185-196)
3.2.5. 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, საათობრივი ბადე არის სავალდებულო და სკოლას არ აქვს უფლება სასკოლო ბადიდან ამოიღოს რაიმე საგნის სწავლება ან/და შეამციროს ჩასატარებელი საათების რაოდენობა. ეროვნული სასწავლო გეგმის მე-6 მუხლისა და სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სკოლას უფლება აქვს საჭიროებიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 15 მოსწავლეზე ნაკლებია ორ კლასს დაუნიშნოს ერთი დამრიგებელი. სსიპ ქ--–-------–-----------------------–ის მე-3 და მე-4 კლასი არის მცირეკონტიგენტიანი კლასები, მე-3 კლასში ირიცხება 11 მოსწავლე, ხოლო მე-4 კლასში 12 მოსწავლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანება, სკოლის შინაგანაწესი (იხ.ს.ფ. 151-180)
-
3.2.6. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის 35-ე მუხლის პირველი პუქნტისა და ,,ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად სკოლის დ-----------ი შეიმუშავებს სკოლის ბიუჯეტს და სამეურვეო საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად. სკოლის დ-----------ი პერსონალურად აგებს პასუხს სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ,,ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი .
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანება .
- საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ .
3.2.7. სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგები სურვილის შემთხვევაში წერენ განცხადებას კლასის დამრიგებლად დანიშვნასთან დაკავშირებით, დირექციის მიერ კი ამ გნცხადებების განხილვის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს კლასის დამრიგებელი. სკოლის მასწავლებელი კლასის დამრიგებლად ინიშნება ერთი სასწავლო წლის ვადით, დამრიგებლს ნიშნავს დ-----------ი.
ქ------- ს------ე და ქ------- გ-----–-–---–ი არიან პრაქტიკოსი მასწავლებელები.
ქ------- ს------ეს აქვს სრული დატვირთვა - კვირეული 18 საათი, ხოლო ქ------- გ-----–-–---–ს აქვს 5 საათიანი დატვირთვა.
მოპასუხე მხარის განმარტებით როდესაც დღის წესრიგში დადგა თუ ვინ უნდა ყოფილიყო მე-3 და მე-4 კლასის დამრიგებელი, ქ------- გ-----–-–---–ი თუ ქ------- ს------ე, სკოლის დირექციამ გაითვალისწინა ორივე პედაგოგის კვალიფიკაცია და მათი საათობრივი დატვირთვა. ასევე ის გარემოებაც, რომ ქ------- გ-----–-–---–ი 2016-2017 სასწავლო წელს და 2017-2018 სასწავლო წელსაც ასწავლის ინგლისურ ენას მე-3 კლასს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოხდა ქ------- გ-----–-–---–ის ორი კლასის დამრიგებლად დანიშვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი №0--------; ქ------- ს------ისა და ქ------- გ-----–-–---–ის სერტიფიკატი (ს.ფ. 105;201)
- შესაგებელი(ს.ფ.136-148; მოპასუხის განმარტება(ოქმი)
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის და საქმეზე მოწმედ დაკითხულ მშობელთა მოსაზრებას, რომ ქ------- გ-----–-–---–ი სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს სადავო სადამრიგებლო კლასს, ვერ აწყობს შესაბამის ღონისძიებებს, ვინაიდან თვით მშობელთა განმარტებიდან ვლინდება, რომ ქ------- გ-----–-–---–ის მიმართ მათ რაიმე არსებითი პრეტენზია კი არა აქვთ, მათი სურვილია რომ მათი შვილების დამრიგებელი იყოს ქ------- ს------ე, ვინაიდან შეჩვეულები არიან მასთან მუშაობას. სხვა რაიმე არსებითი პრეტენზია მშობელთა მხრიდან სასმართლო სხდომაზე არ გამოვლენილა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების -დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს. ხოლო სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სკოლას უფლება აქვს საჭიროებიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ კლაში მოსწავლეთა რაოდენობა 15 მოსწავლეზე ნაკლებია ორ კლასს დაუნიშნოს ერთი დამრიგებელი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ
მოპასუხე მხარე უფლებამოსილი იყო და კანონის შესაბამისად აქვს გამოცემული გასაჩივრებულლი ბრძანება, რითაც მოხდა მე-3 და მე-4 კალსებისათვის ერთი დამრიგებლის დანიშვნა და არ არსებობს ამ ბრძანების გაუქმების საფუძველი, მითუმეტეს რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემით დაზოგილი იქნა თანხა, რითაც სსიპ თ--–-----------------------–ის ყველა მოსწავლის ინტერესი იქნა დაცული რათა ზამთარში არ შეფერხებულიყო სკოლის გათბობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ სკოლის დ-----------მა შესთავაზა ერთ მასწავლებელზე ყოფილიყო ოფიციალურად კლასის დამრიგებლობა გაფორმებული, ხოლო ხელფასი გაეყოთ ორივეეს და რომ თითქოს ქ------- გ---–---–-–---–მა უარი განაცხადა მე-3 კლასის დამრიგებლად დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ ვერ შეძლებდა ორი კლასის დამრიგებლობას, ვინაიდან მხარის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები.ამის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებში არსებობს სკოლის დ-----------ის 2017 წლის 26 სექტემბრის №01151486 წერილი, ქ------- ს------ის განცხადების პასუხად, რითაც დასტურდება რომ ქ------- გ-----–-–---–ი გამოხატავს მზადყოფნას უხელმძღვანელოს მე-3 და მე-4 კლასს ჯეროვნად და სამაგალითოდ.(ს.ფ.214 ტ.1.) აღნიშნული ქ------- გ-----–-–---–მა ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ჩვენებით.
აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც რომ მოპასუხე მხარის განმარტებით თ--–--ის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწორედ სკოლების ფინანსური საჭიროებებიდან გამომდინარე ორ-ორ კლასს ჰყავს დანიშნული თითო დამრიგებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ------- ს------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ(1989 წლის 20 ნოემბერი).
კონვენციის N14 ზოგადი კომენტარი(2013 წელი).ბავშვის უფლებების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.
როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“
ეროვნული სასწავლო გეგმის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.ხოლო სკოლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სკოლას უფლება აქვს საჭიროებიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ კლაში მოსწავლეთა რაოდენობა 15 მოსწავლეზე ნაკლებია ორ კლასს დაუნიშნოს ერთი დამრიგებელი.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლის თანახმად 1. სკოლის დირექტორი:ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზოგადი განათლების შესახებ კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი
საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების
დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.
მოცემულ შემთხვევაში გამართლებული იყო სსიპ თ--–-----------------------–ის დ-----------ის მიერ, 2017 წლის 15 სექტემბრის N2-65 ბრძანების გამოცემა იმ თვლასაზრისით, რომ დაცული იქნა ამ სკოლის ყველა მოსაწვლის ინტერსი და მათ შორის სადავო კალასის მოსწავლეთა ინეტერსიც, მით უემეტს რომ ეროვნილი სასწავლო გეგმა, სკოლის შინაგანწესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამ ბრძანების გამოცემის უფლებას აძლევს სკოლის დირექტორს სკოლის ფინანსური საჭიროებებიდან გამომდინარე, რათა დაცული იყოს ბავშვების საუკეთესო ინეტერსი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოპასუხის შესაგებელი, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარემ, მოცემულ შემთხვევაში სსიპ თ--–-----------------------–ის დ-----------მა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით კანონის შესაბამისად გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადც პირველ და მე-2 კლასს და ასევე მე-3 და მე-4 კლასებს დაუნიშნა თითო დამრიგებელი, რითაც დაზოგილი იქნა თანხა. სკოლის დირექოტრის ამ მოქმედებით( 2017 წლის 15 სექტემბრის N2-65 ბრძანების გამოცემით) დაცული იქნა ამ სკოლის ყველა მოსაწავლის საუკეთესო ინტერსი(კონკრეტულად ამ სკოლის ბავშვები დაცული იქნენ ზამთარში გათბობით და სხვა საჭიროებებით).
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ ამავე კონვენციის N14 ზოგადი კომენტარის თანახმად ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ,,ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში“.ასევე ,,პირველი პუნქტის მიზანია, უზრუნველყოს, რომ უფლება გარანტირებული იყოს ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ... მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული და მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ბრძნება ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინეტერსებს.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე ქ------- ს------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საპროცესო ხარჯები
სს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ქ------- ს------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე