გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.06.2018
საქმის ნომერი
170210018002394935
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170210018002394935

საქმე #2/75-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ივნისი, 2018 წელი ქ----------–------

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე - ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------

წარმომადგენელი- ლ---------------–--ე

მოპასუხე - შპს "ს----"

წარმომადგენელი - ჟ-----------------

დავის საგანი : პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,--------ს ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 31 013,82 ლარის გადახდა პირგასამტეხლოს სახით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს და შპს ,------ს შორის 2015 წლის 21 ივლისს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #3--, რომლითაც შპს ,,ს-----ს“ დაეკისრა ვალდებულება 2015 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით განეხორციელებინა ქ----------–------, ფ---------------ს ქუჩაზე მდებარე დ-----–-----------–---ს ობიექტის სარინელის მოწყობის სარდაფიდან წყლის მოცილების, სასმელი წყლით მომარაგებისათვის საძიებო-საექსპლუატაციო ჭაბურღილის და დამხმარე ნაგებობების მოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 196 289 ლარი. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 19 სექტემბერს (ჩათვლით), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბერი (ჩათვლით). ს------------ს განსახლებისა და ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ზემოაღნიშნული სამუშაოების დასრულებას #3---- მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად ადასტურებს 8 დეკემბერს. #3-- ხელშეკრულების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2015 წლის 19 სექტემბერი (ჩათვლით), ხოლო შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი დათარიღებულია 8 დეკემბრით 79 დღის დაგვიანებით. შესაბამისად პირგასამტეხლო თანხამ შეადგინა 31013,82 ლარი (79 დღე (20.09.2015 წ-07.12.2015წ)*392,58 (196 289,00*0,2%). ს------------ს 15.12.2015 წლის #0------------- წერილით მხარეს ეცნობა და განემარტა, რომ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, ს------------მ მიუთითა შესაბამისი რეკვიზიტები, თუ რომელ ბანკსა და სახაზინო კოდზე უნდა გადარიცხულიყო თანხა, თუმცა მხარის მიერ არ იქნა პირგასამტეხლოს თანხა გადახდილი. რამდენიმე თვის შემდეგ ს------------მ ისევ მიმართა მხარეს პირგასამტეხლოს თანხის გადახდის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული გარემოების გამო, სახეზე გვაქვს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რომელზეც ხელშეკრულებით დადგენილია პირგასამტეხლო -ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ს-----ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ს-----ის“ მიერ სამუშაოების დაგვიანებით ჩაბარება გამოიწვია იმ გარემოებებმა, რომ ობიექტებზე, სადაც სამუშაოები ტარდებოდა, შესახლებულ იყო მოსახლეობა, საიდანაც ბინების ნაწილი დაკეტილი იყო და შესაბამისად, მოპასუხე ბინის მფლობელების მიერ დაკეტილი სახლის გახსნისათვის ლოდინმა მოუწია, ხოლო დანარჩენ მფლობელებს ბინიდან ავეჯი ქონდათ გადასატანი. ამასთან, სამუშაოს შესრულების დროს, კერძოდ გაბურღვის დროს შემსრულებელი შეაფერხა ქვის ქანმა, რომელიც ძნელად გასაბურღი იყო, და საჭიროებდა მეტ სიღრმეზე გაბურღვას. ასევე წყალმომარაგების ობიექტზე არ იყო ელეტროენერგია, რის გამოც მოპასუხე ვერ ამოწმებდა წყლის მომარაგების სისტემას. გარდა ამისა მოპასუხის მიერ მოხდა ელექტროენერგიის ობიექტზე შეყვანა, რათა წყალი მიწოდებოდა მოსახლეობას, რის ხარჯებსაც ორი თვის განმავლობაში მოპასუხე იხდიდა. ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოიშვა მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამაც შეაფერხა სამუშაოების დროულად ჩაბარება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისათვისაც, შესაბამისად მოპასუხის ბრალი ვადაგადაცილებაში გამორიცხულია და არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს და შპს ,--------ს შორის 2015 წლის 21 ივლისს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #3--.

 

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი:

2.1. ქ----------–------ში, ფ---------------ს ქუჩაზე მდებარე დ-----–-----------–---ს ობიექტის (ყოფ. ს--------------, ს/კ 8-----------) სარინელის მოწყობის (შენობის პერიმეტრზე), სარდაფიდან წყლის მოცილების, სასმელი წყლით მომარაგებისათვის საძიებო-საექსპლუატაციო ჭაბურღილის და დამხმარე ნაგებობების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ბიუჯეტის კოდი 3-----, ამ ხელშეკრულებას თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის (სატენდერო წინადადებისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის) მათ შორის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და გეგმა გრაფიკის საფუძველზე, რომლებიც წარმოადგენენ ამავე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 3. ხელშეკრულების ღირებულება:

3.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 196 289 ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა, როგორც უშუალოდ ,,სამუშაოს“ ღირებულებას, ასევე მის შესრულებასთან დაკავშირებით გასაწევ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

3.2. ხელშეკრულების ღირებულება შესაძლებელია შემცირდეს ამ ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით წარმოდგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 4. სამუშაოს შესრულების ადგილი და დასრულების ვადა

4.1. სამუშაოს შესრულების ადგილი ქ----------–------ში, ფ---------------ს ქუჩაზე მდებარე დ-----–-----------–---ს ობიექტი.

4.2 სამუშაოს შესრულების ვადა: ,,სამუშაო“ უნდა შესრულდეს 2015 წლის 21 ივლისიდან-2015 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

4.3. 4.2. განსაზღვრული ,,სამუშაოს შესრულების ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხარეთ წერილობითი შეთანხმებით, შეიძლება გაგრძელდეს ,,სამუშაოს“ შესრულებისათვის აუცილებელი გონივრული ვადით, იმ შემთხვევაში თუ ,,მიმწოდებელი“ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართავს ,,შემსყიდველს“ ,,სამუშაოს“ დასრულების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში ,,მიმწოდებელის“ მიმართ არ გამოიყენება ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

4. 4.3. პუნქტით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის ვადის დარღვევის შემთხვევაში 4.2 პუნქტით განსაზღვრული ვადა, მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება გაგრძელდეს ხელშეკრულების 11.2 პუნქტში მოცემული პირობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში ,,მიმწოდებელს“ შესაბამისი პირგასამტეხლო დაეკისრება 4.2 პუნქტით აღნიშნული სამუშაოს დასრულების თარიღიდან, ამ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების გაფორმების თარიღამდე.

მუხლი 5. მხარეთა უფლება მოვალეობები

5.4 ,,მიმწოდებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს ,,სამუშაო“ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, ხარისხიანად და სრულად, ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

მუხლი 11. მხართა პასუხისმგებლობა

11.2. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელს „ ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ,,ხელშეკრულების ღირებულების “0,2 %-ის ოდენობით.

მუხლი 15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

15.1. ,,ხელშეკრულება „ ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერილიდან და მოქმედებს 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.2.და მე-11 მუხლის 11.5.და 11.7 პუნქტებისა.

15.2. ,,ხელშეკრულების“ მე-6 მუხლის 6.2 და მე-11 მუხლის 11.5 და 11.7 პუნქტები ძალშია ,,სამუშაოს“ შესრულების საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

 

აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 13 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ: 1.1. შეიცვალა 2015 წლის 21 ივლისის #3-- ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა #1-1 და ჩამოყალიბდა წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა #1-1-ის რედაქციით, რომელიც ძალაშია ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

2.სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით (#3--) დადგენილი ვალდებულებები, რომლებსაც არ შეხებია ეს შეთანხმება დარჩეს უცვლელი.

 

აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 27 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ:

1.1. ხელშეკრულების მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 15.1.,,ხელშეკრულება“ ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.2 და მე-11 მუხლის 11.5 და 11.7 პუნქტებისა.

2. შპს ,----- ვალდებულია 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს 2015 წლის 21 ივლისის #3-- ხელშეკრულების შესაბამისად წარმოდგენილი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას.

3. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით (#3--) დადგენილი ვალდებულებები, რომლებსაც არ შეხებია ეს შეთანხმება დარჩეს უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 21 ივლისის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #3--- ს.ფ. 22-28;

- 2015 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმება #3--, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში 3--/1 ცვლილების განხორციელების შესახებ, ს.ფ. 32-36;

- 2015 წლის 27 ნოემბრის შეთანხმება #3--/2, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში 3-- ცვლილების განხორციელების შესახებ, ს.ფ. 37-38.

 

3.1.2. 2015 წლის 08 დეკემბერს ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს და შპს ,,ს---“-ს შორის შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 3----, მასზედ, რომ 2015 წლის 21 ივლისის #3-- გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მათმა კომპანიამ დაასრულა ქ. თეთრიწყაროში, ფ---------------ს ქუჩაზე მდებარე დ-----–------------–---- ობიექტის (ყოფ. ს-------------) სარინელის მოწყობის (შენობის პერიმეტრზე) სარდაფიდან წყლის მოცილების, სასმელი წყლით მომარაგებისათვის საძიებო-საექსპლუატაციო ჭაბურღილის და დამხმარე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები, რომლის შესაბამისი ღირებულება ხელშეკრულებით იყო 196 289,00 (ას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ორას ოთხმოცდაცხრა ლარი) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზი ეროვნული ბიუროს დასკვნით შეადგენს 176 154,10 (ას სამოცდათექვსმეტი ათას ასორმოცდათოთხმეტ ლარს და ათ თეთრს) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 08 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი #3----, ს.ფ. 41.

- ხარჯთაღრიცხვა, ს.ფ. 43-64.

- ექსპერტიზის დასკვნა #0--------, ს.ფ. 67-70.

 

3.1.3. 2015 წლის 28 სექტემბერს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საფინანსო დეპარტამენტს ეცნობა, რომ სა---------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–--- ს------------სა და შპს,--------ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული #3-- ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ორგანიზაცია აწარმოებს ქ----------–------ში ფ----------- ქუჩაზე (ყოფ.ს--------------) მდებარე დ-----–-----------–---ს ობიექტის ჭაბურღილით, სასმელი წყლით მომარაგების და შენობის სარინელის მოწყობის (სარდაფიდან წყლის მოცილების მიზნით) სამშენებლო სამუშაოებს. ეცნობა, რომ ,,სამუშაოს“ შესრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 19 სექტემბერს, დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების არ დასრულებულა, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 28 სექტემბრის #09-02/02-12280 სამსახურეობრივი ბარათი, ს.ფ. 31.

 

3.1.4. ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს მიერ 2015 წლის 21 ივლისის #3-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 2015 წლის 26 აგვისტოს გადახდილი იქნა 29443,35 ლარი, ხოლო 2015 წლის 14 დეკემბერს გადახდილი იქნა 146710, 75, სულ 176154,10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 14 დეკემბრის #0------------- მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 66.

- ვალდებულების დოკუმენტი #1536, ს.ფ. 40;

- საგადახდო მოთხოვნა #0----, ს.ფ. 29.

 

3.1.5. 2015 წლის 15 დეკემბერს ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს მიერ, შპს ,--------ს დირექტორს მე---------–-–---–ს გაეგზავნა #0------------- წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული #3-- ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 196 289,00 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად სამუშაოს შესრულების ვადას წარმოადგენდა 2015 წლის 19 სექტემბერი. 15.1 პუნქტით კი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2015 წლის 31 დეკემბრით. ვინაიდან, ს------------ს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ზემოაღნიშნული სამუშაოების დასრულებას #3---- მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად ადასტურებს 2015 წლის 08 დეკემბერს, ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის ვადაგადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 31 013,82 ლარს (79 დღე(20.09.2015-07.12.2015)*392,58(196 289 *0.2%). ეთხოვა ეს თანხა 31013,82 მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი- ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, შემოსავლის სახაზინო კოდი ----------, შინაარსი (დანიშნულებაში ჩასაწერი) ხელშეკრულება #3--, 21.07.2015 წელი.

 

2016 წლის 03 მაისს ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს მიერ, შპს ,--------ს დირექტორს მე---------–-–---–ს გაეგზავნა #0------------- წერილი, რომ ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------საგან 2015 წლის 15 დეკემბერს #0------------- წერილით ეცნობა, ს------------სა და შპს ,--------ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული #3-- ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევის გამო 31 013,82 ლარის პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, რაც მის მიერ არ არის გადახდილი. მიემართა არაუგვიანეს 5 დღისა 31013,82 ლარი მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი-ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, შემოსავლის სახაზინო კოდი ----------.

თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარადგინოს ს------------ში, წინააღმდეგ შემთხვევაში ს------------ მიმართავს სასამართლოს იძულებითი ანაზღაურების წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს 2015 წლის 15 დეკემბრის #0------------- წერილი, ს.ფ. 71;

- ს----------–-------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-----------------ს 2016 წლის 03 მაისის #0------------- წერილი, ს.ფ. 72;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 21 ივლისის #3-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხე შპს ,--------ის მიერ შესრულებული იქნა ვადაგადაცილებით, 2015 წლის 08 დეკემბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების თაობაზე არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420, 629-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, მაშინ როცა სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

 

სასამართლო არ იზიარებს შ პს ,--------ის წარმომადგენლის პოზიციას, რომ მოპასუხის ბრალი ვადაგადაცილებაში გამორიცხულია და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის მოპასუხისათვის სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ივლისს #3-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღრული იყო სამუშაოს შესრულების ვადა 2015 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 08 დეკემბრის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის თანახმად დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სამუშაოს შესრულება მოხდა 2015 წლის 08 დეკემბერს, 79 დღის დაგვიანებით.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.2%, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, მართალია ვადის დარღვევით, მაგრამ სრულად მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რასაც ადასტურებს მოსარჩელე მხარე. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო მოპასუხეს არ განუცდია რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 31013,82 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.2%-დან შემცირდეს 0.02%-მდე და შესაბამისად შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც: 2015 წლის 21 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს - 3101, 36 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

რადგან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- ს------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე შპს "ს------ს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- ს------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხის, ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის - 3101, 36 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე შპს "ს------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: სოფიო გაგნიძე