გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2018
საქმის ნომერი
080210016001467876
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/1734-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ნ---- ი-----ე;

მოპასუხე - შპს ,,ე-------- 1“;

დირექტორი - რ-----ი ხ----–--ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მოპასუხე შპს ,,ე-------- 1“-ს მის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის 28 942 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ.ქუთაისის მერიასა და შპს ,,ე-------- 1“-ს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა N3 და N6 საიჯარო ხელშეკრულებები და მოპასუხეს გადაეცა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება (გზის მონაკვეთები) 5 წლის ვადით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით. 2007 წლის 14 აგვისტოს N3 ხელშეკრულებით მოხდა მოიჯარისათვის ქალაქ ქუთაისში, შემდეგ მისამართებზე არსებული უძრავი ქონების გადაცემა: რუსთაველის გამზ. N106 შენობის სამხრეთით - 240 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N24-26 შენობის სამხრეთით - 300 კვ.მ.; ჩხობაძის ქუჩის N16 შენობის აღმოსავლეთით - 300 კვ.მ; ფალიაშვილის ქუჩის პირველი შესახვევი N2 შენობის (შპს ,,ფარი“) აღმოსავლეთით - 300 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N2 შენობის დასავლეთით - 192 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N4 შენობის დასავლეთით - 210 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 7500 ლარით, რომლის დაფარვა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე. მხარეებს შორის ზემოაღნიშნული ქონების გადაცემასთან დაკავშირებით 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. 2007 წლის 14 აგვისტოს N6 ხელშეკრულებით შპს ,,ე-------- 1“-ს გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: ახალგაზრდობის გამზირი N98 ჩრდილოეთით - 1100 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით - 1500 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით (პირველი შესასვლელი) – 600 კვმ.; რუსთაველის გამზირის N124 შენობის დასავლეთით - 120 კვ.მ.; თაბუკაშვილის ქუჩის N157 შენობის დასავლეთით - 320 კვ.მ.; ნიკეას ქუჩის N22 შენობის აღმოსავლეთით - 200 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N53ა (კეჩის ბაზრობა) ჩრდილოეთით - 320 კვ.მ.; ცისფერყანწელთა ქუჩის N11-9 შენობის დასავლეთით - 360 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 10 600 ლარით, რომლის შეტანა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ყოველთვიურად 375 ლარის ოდენობით, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე. მხარეებს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, ზემოაღნიშნული ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. 2007 წლის 20 აგვისტოს ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც, საიჯარო ქირის ყოველთვიური შესატანი განისაზღვრა 883,33 ლარით. 2009 წლის 6 თებერვალს მხარეებს შორის ხელი მოეწერა N6 საჯარო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ N377 ხელშეკრულებას. 2011 წლის 28 ოქტომბრის N630 ხელშეკრულებით კვლავ განხორციელდა ცვლილება 2007 წლის 14 აგვისტოს N6 საიჯარო ხელშეკრულებაში და გაუქმდა საიჯარო ურთიე-------- ავტომშენებლის ქუჩის N88-ის სამხრეთით (პირველი შესასვლელი) მდებარე ავტოსადგომზე ფართით - 600 კვ.მ. რის გამოც ცვლილება შეეხო ხელშეკრულების მეორე მუხლსაც და წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 9648 ლარით, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა შემცირდა და განისაზღვრა 804 ლარით, რაზედაც მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელის განმარტებით მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიე-------- განახლდა განუსაზღვრელი ვადით, იგივე პირობებით რაზედაც მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2012 წლის აგვისტოს შემდეგ დამქირავებელი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა უძრავი ნივთით - მიწის ნაკვეთებით სარგებლობას და მათგან შემოსავლის მიღებას და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია არ შედავებია მხარეს 2015 წლის სექტემბრამდე. ყურადსაღებია, ის გარემოებაც, რომ მოპასუხე შპს ,,ე-------- 1“-ს მოცემულ პერიოდში არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია ხელშეკრულების პირობებთან და ობიექტთან დაკავშირებით, შესაბამისად ხელშეკრულება მხარეებს შორის განახლდა უცვლელი პირობებით და განუსაზღვრელი ვადით. 2015 წლის 21 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N01/7065 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დაებრუნებინა უძრავი ქონება, ვინაიდან პარკირების მოწყობის მიზნით თვითონ მერია აყალიბებდა მეწარმე სუბიექტს. 2015 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობის ვადის გასვლის გამო მერიამ ჩაიბარა 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული N3 და N6 საჯარო ხელშეკრულებით გადაცემული უძრავი ქონება. 2015 წლის 07 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ N01/8214 წერილით მიმართა შპს ,,ე-------- 1“-ს და მოთხოვა დაგროვებული საიჯარო ქირის გადახდა, რაც შეადგენს 28 942 ლარს. მოპასუხის მხრიდან დღემდე არ მომხდა საიჯარო ქირის დავალიანების დაფარვა, რის გამოც მომართეს სასამართლოს და ითხოვენ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მართალია მხარეებს შორის ნამდვილად იყო გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულებაში მითითებულ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ვერ ახერხებდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რის გამოც არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს და შეთანხმდნენ, რომ 2 წლის გადასახადს რომელ პერიოდშიც მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ გადაახდევინებდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დამამტკიცებელი უტყუარი გარემოებაა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განჩინებაზე გაცემული ორაზროვანი პასუხი, სადაც ვერ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ 2007-2009 წლებში მიმდინარეობდა ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ.ქუთაისის მერიასა და შპს ,,ე-------- 1“-ს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა N3 საიჯარო ხელშეკრულება და მოპასუხეს გადაეცა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება (გზის მონაკვეთები) 5 წლის ვადით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოწმობის მიზნით, კერძოდ 2007 წლის 14 აგვისტოს N3 ხელშეკრულებით მოხდა მოიჯარისათვის ქალაქ ქუთაისში, შემდეგ მისამართებზე არსებული უძრავი ქონების გადაცემა: რუსთაველის გამზ. N106 შენობის სამხრეთით - 240 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N24-26 შენობის სამხრეთით - 300 კვ.მ.; ჩხობაძის ქუჩის N16 შენობის აღმოსავლეთით - 300 კვ.მ; ფალიაშვილის ქუჩის პირველი შესახვევი N2 შენობის (შპს ,,ფარი“) აღმოსავლეთით - 300 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N2 შენობის დასავლეთით - 192 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N4 შენობის დასავლეთით - 210 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 7500 ლარით, რომლის დაფარვა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე. მხარეებს შორის ზემოაღნიშნული ქონების გადაცემასთან დაკავშირებით 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2007 წლის 14 აგვისტოს N3 საიჯარო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-24).

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25-26).

 

3.1.2. ქ.ქუთაისის მერიასა და შპს ,,ე-------- 1“-ს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა N6 საიჯარო ხელშეკრულება და მოპასუხეს გადაეცა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება (გზის მონაკვეთები) 5 წლის ვადით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოწმობის მიზნით, კერძოდ, 2007 წლის 14 აგვისტოს N6 ხელშეკრულებით შპს ,,ე-------- 1“-ს გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: ახალგაზრდობის გამზირი N98 ჩრდილოეთით - 1100 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით - 1500 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით (პირველი შესასვლელი) – 600 კვმ.; რუსთაველის გამზირის N124 შენობის დასავლეთით - 120 კვ.მ.; თაბუკაშვილის ქუჩის N157 შენობის დასავლეთით - 320 კვ.მ.; ნიკეას ქუჩის N22 შენობის აღმოსავლეთით - 200 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N53ა (კეჩის ბაზრობა) ჩრდილოეთით - 320 კვ.მ.; ცისფერყანწელთა ქუჩის N11-9 შენობის დასავლეთით - 360 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 10 600 ლარით, რომლის შეტანა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ყოველთვიურად 375 ლარის ოდენობით, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე. მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2007 წლის 14 აგვისტოს N6 საიჯარო ხელშეკრულება (ს.ფ. 27-35).

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 36-37).

 

3.1.3. 2007 წლის 20 აგვისტოს ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც, საიჯარო ქირის ყოველთვიური შესატანი განისაზღვრა 883,33 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2007 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულება 2007 წლის 14 აგვისტოს ქონების საიჯარო ხელშეკრულება N6-ში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 38).

 

3.1.4. 2009 წლის 6 თებერვალს მხარეებს შორის ხელი მოეწერა N6 საჯარო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ N377 ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულება ვადის გაგრძელების შესახებ (ს.ფ. 39-40).

3.1.5. 2011 წლის 28 ოქტომბრის N630 ხელშეკრულებით კვლავ განხორციელდა ცვლილება 2007 წლის 14 აგვისტოს N6 საიჯარო ხელშეკრულებაში და გაუქმდა საიჯარო ურთიე-------- ავტომშენებლის ქუჩის N88-ის სამხრეთით (პირველი შესასვლელი) მდებარე ავტოსადგომზე ფართით - 600 კვ.მ. რის გამოც ცვლილება შეეხო ხელშეკრულების მეორე მუხლსაც და წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 9648 ლარით, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა შემცირდა და განისაზღვრა 804 ლარით, რაზედაც მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2011 წლის 28 ოქტომბრის N630 ხელშეკრულება (ს.ფ. 41-42).

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 43).

 

3.1.6. 2015 წლის 21 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N01/7065 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მხარეებს შორის ავტოსატრანსპორტო ადგილების პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით გაცემული საიჯარო ხელშეკრულებების ვადის გასვლის გამო მერის მოადგილის 2015 წლის 08 სექტემბრის წერილით (N01/6292) მოხდა მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით. შპს ,,ე-------- 1“-ს ეთხოვა ქონების უკან დაბრუნების მიზნით გამოცხადება და 2015 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით ქონების სარგებლობისათვის გადახდილი ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 21 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N01/7065 წერილი (ს.ფ. 45).

 

3.1.7. 2015 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსა და შპს ,,ე-------- 1“-ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობის ვადის გასვლის გამო ჩაიბარა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ე-------- 1“-ს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული N3 და N6 საიჯარო ხელშეკრულებებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოსაწყობად გადაცემული უძრავი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 22 სექტემბერს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 47).

 

3.1.8. 2015 წლის 07 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N01/8214 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2012 წლიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ორგანიზაციას გააჩნდა საიჯარო ქირის დავალიანება ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ და ეთხოვა დავალიანების დაფარვა და შესაბამისი ქვითრების წარმოდგენა 2015 წლის ოქტომბრამდე. ასევე ეთხოვა, რომ უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებული თანამშრომლების საქმიანობის შეჩერება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 07 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N01/82145 წერილი (ს.ფ. 46).

 

3.1.9. 2018 წლის 12 მარტის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N01/5923 წერილიდან ირკვევა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ე-------- 1“-ს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული N3 და N6 საიჯარო ხელშეკრულებებისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, შპს ,,ე-------- 1“-ს საიჯარო ქირის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში N3 ხელშეკრულების თანახმად, უნდა შეეტანა 2012 წელს - 7500 ლარი, 2013 წელს - 7500 ლარი, 2014 წელს - 7500 ლარი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის მანძილზე მხოლოდ 9 თვე გაგრძელდა (2015 წლის სექტემბერი-იანვარი) სახელშეკრულებო ურთიე--------, იჯარის თანხა შეადგენდა - 5625 ლარს, სულ 28 125 ლარი;

N6 საიჯარო ხელშეკრულებისა და მასში შეტანილი ცვლილების შესაბამისად შპს ,,ე-------- 1“-ს ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შეეტანა საიჯარო ქირა: 2012 წელს - 9648 ლარი, 2013 წელს - 9648 ლარი, 2014 წელს - 9648 ლარი, ხოლო 2015 წელს იანვარი-სექტემბრის იჯარის თანხა შეადგენდა - 7236 ლარს, სულ 36180 ლარი;

 

N3 და N6 საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ადგილობრივ ბიუჯეტში, საიჯარო ქირის სახით მოპასუხეს უნდა შეეტანა 64 305 ლარი.

 

შპს ,,ე-------- 1“-ის მიერ N3 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე საიჯარო ქირის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი იქნა: 2012 წელს - 4375 ლარი, 2013 წელს - 7233 ლარი, 2014 წელს - 4228 ლარი, ხოლო 2015 წელს - 1548 ლარი. სულ 17 384 ლარი.

 

შპს ,,ე-------- 1“-ის მიერ N6 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე საიჯარო ქირის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი იქნა: 2012 წელს - 5628 ლარი, 2013 წელს - 5628 ლარი, 2014 წელს - 4016 ლარი, ხოლო 2015 წელს - 900 ლარი. სულ 16 172 ლარი.

 

N3 და N6 საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ადგილობრივ ბიუჯეტში, საიჯარო ქირის სახით მოპასუხემ შეიტანა სულ 33 556 ლარი.

 

სულ შპს ,,ე-------- 1“-ს N3 და N6 საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელი აქვს 30 749 ლარი, მაგრამ შპს ,,ე-------- 1“-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ,,ბეს“ სახით N3 ლოტზე გადახდილი ჰქონდა 750 ლარი, ხოლო N6 ლოტზე 1057 ლარი, სულ 1807 ლარი. აუქციონის წესების თანახმად, დაინტერესებული მხარის მიერ ,,ბეს“ სახით გადახდილი თანხის ჩათვლა მოხდებოდა საბოლოო ანგარიშსწორებისას, მოცემულის გათვალისწინებით შპს ,,ე-------- 1“-ის საიჯარო ქირის დავალიანება 2012 წლის იანვრიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგენს 28 942 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 12 მარტის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N01/5923 წერილი.

- საგადახდო დავალებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლომ არ გაიზარა მოპასუხის არგუმენტები, რომ მას იჯარის ქირა გადასახდელი არ აქვს, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებულ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ვერ ახერხებდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რის გამოც არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს და შეთანხმდნენ, რომ ორი წლის გადასახადს, რომელ პერიოდშიც მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ გადაახდევინებდნენ. საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა იჯარის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხე მოსარჩელეს უხდიდა მისგან მიღებული ქონების სანაცვლო იჯარის თანხას. მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ მას სრულად გადახდილი აქვს იჯარის ქირის თანხა. ამ მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხის ვალდებულებაა. მან ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და იჯარის თანხის სრულად გადახდაც ვერ დაადასტურა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ გადაიხდიდა ორი წლის იჯარის ქირას, ეკისრება მოპასუხეს.

 

მოპასუხე შპს ,,ე-------- 1“-მა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვერც ერთი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოპასუხე არ გადაიხდიდა ორი წლის საიჯარო ქირას. კერძოდ, მოპასუხემ ამ სადავო გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მას საიჯარო ქირა გადასახდელი არა აქვს. ამიტომ მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შეთანხმებული საიჯარო ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს ,,ე-------- 1“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის 28 942 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია, რომ ქ.ქუთაისის მერიასა და შპს ,,ე-------- 1“-ს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა N3 და N6 საიჯარო ხელშეკრულებები და მოპასუხეს გადაეცა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება (გზის მონაკვეთები) 5 წლის ვადით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების მოწმობის მიზნით.

 

2007 წლის 14 აგვისტოს N3 ხელშეკრულებით მოხდა მოიჯარისათვის ქალაქ ქუთაისში, შემდეგ მისამართებზე არსებული უძრავი ქონების გადაცემა: რუსთაველის გამზ. N106 შენობის სამხრეთით - 240 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N24-26 შენობის სამხრეთით - 300 კვ.მ.; ჩხობაძის ქუჩის N16 შენობის აღმოსავლეთით - 300 კვ.მ; ფალიაშვილის ქუჩის პირველი შესახვევი N2 შენობის (შპს ,,ფარი“) აღმოსავლეთით - 300 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N2 შენობის დასავლეთით - 192 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N4 შენობის დასავლეთით - 210 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 7500 ლარით, რომლის დაფარვა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე. მხარეებს შორის ზემოაღნიშნული ქონების გადაცემასთან დაკავშირებით 2007 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

2007 წლის 14 აგვისტოს N6 ხელშეკრულებით შპს ,,ე-------- 1“-ს გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: ახალგაზრდობის გამზირი N98 ჩრდილოეთით - 1100 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით - 1500 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით (პირველი შესასვლელი) – 600 კვმ.; რუსთაველის გამზირის N124 შენობის დასავლეთით - 120 კვ.მ.; თაბუკაშვილის ქუჩის N157 შენობის დასავლეთით - 320 კვ.მ.; ნიკეას ქუჩის N22 შენობის აღმოსავლეთით - 200 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N53ა (კეჩის ბაზრობა) ჩრდილოეთით - 320 კვ.მ.; ცისფერყანწელთა ქუჩის N11-9 შენობის დასავლეთით - 360 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 10 600 ლარით, რომლის შეტანა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ყოველთვიურად 375 ლარის ოდენობით, წინასწარი გადახდის წესით, საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე. მხარეებს შორის 2007 წლის 14 აგვისტოს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, ზემოაღნიშნული ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.

2007 წლის 20 აგვისტოს ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც, საიჯარო ქირის ყოველთვიური შესატანი განისაზღვრა 883,33 ლარით. 2009 წლის 6 თებერვალს მხარეებს შორის ხელი მოეწერა N6 საჯარო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ N377 ხელშეკრულებას. 2011 წლის 28 ოქტომბრის N630 ხელშეკრულებით კვლავ განხორციელდა ცვლილება 2007 წლის 14 აგვისტოს N6 საიჯარო ხელშეკრულებაში და გაუქმდა საიჯარო ურთიე-------- ავტომშენებლის ქუჩის N88-ის სამხრეთით (პირველი შესასვლელი) მდებარე ავტოსადგომზე ფართით - 600 კვ.მ. რის გამოც ცვლილება შეეხო ხელშეკრულების მეორე მუხლსაც და წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 9648 ლარით, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა შემცირდა და განისაზღვრა 804 ლარით, რაზედაც მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ამ ხელშეკრულებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიე-------- წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებას და მათი ურთიე-------- უნდა დარეგულირდეს ამ ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. ხელშეკრულების მიხედვით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო მოპასუხის მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რუსთაველის გამზ. N106 შენობის სამხრეთით - 240 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N24-26 შენობის სამხრეთით - 300 კვ.მ.; ჩხობაძის ქუჩის N16 შენობის აღმოსავლეთით - 300 კვ.მ; ფალიაშვილის ქუჩის პირველი შესახვევი N2 შენობის შპს ,,ფარი“) აღმოსავლეთით - 300 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N2 შენობის დასავლეთით - 192 კვ.მ.; ვარლამიშვილის ქუჩის N4 შენობის დასავლეთით - 210 კვ.მ; ახალგაზრდობის გამზირი N98 ჩრდილოეთით - 1100 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით - 1500 კვ.მ.; ავტომშენებლის ქუჩის N88 შენობის სამხრეთით (პირველი შესასვლელი) – 600 კვმ.; რუსთაველის გამზირის N124 შენობის დასავლეთით - 120 კვ.მ.; თაბუკაშვილის ქუჩის N157 შენობის დასავლეთით - 320 კვ.მ.; ნიკეას ქუჩის N22 შენობის აღმოსავლეთით - 200 კვ.მ.; ჭავჭავაძის გამზირი N53ა (კეჩის ბაზრობა) ჩრდილოეთით - 320 კვ.მ.; ცისფერყანწელთა ქუჩის N11-9 შენობის დასავლეთით - 360 კვ.მ. სანაცვლოდ შპს ,,ე-------- 1“ ვალდებული იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასათვის გადაეხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული იჯარის თანხა N3 ხელშეკრულებით თვეში - 625 ლარი, ხოლო N6 იჯარის ხელშეკრულებით (ცვლილების შემდეგ) თვეში - 804 ლარი. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით მეიჯარემ ანუ მოსარჩელემ მოიჯარეს ანუ მოპასუხეს გადასცა საიჯარო ქონება და შეიძინა მოთხოვნის უფლება მოითხოვოს იჯარის ქირის თანხა. თავის მხრივ მოიჯარე ვალდებული გახდა მეიჯარეს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის თანხა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს მისთვის გადასახდელი აქვს იჯარის თანხა - 28 942 ლარის ოდენობით. მოპასუხე ადასტურებს, რომ მათ შორის არსებობდა იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას გადასახდელი არ აქვს იჯარის თანხა. მიაჩნია, რომ ვინაიდან ქუჩებზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ის ვერ ახორციელებდა მის სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც მას არ აქვს თანხა გადასახდელი, ასევე შეთანხმდა მერიასთან, რომ ორი წლის საიჯარო ქირას აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ გადაიხდიდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს და ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად.

მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას არ ეკუთვნის იჯარის თანხის გადახდა. ასეთ შემთხვევაში მისი ვალდებულებაა თვითონვე განსაზღვროს იმ მტკიცებულებათა წრე, რომლითაც დაადასტურებს, რომ მას იჯარის თანხა გადასახდელი არ აქვს. ამ გარემოების დასამტკიცებლად მოპასუხემ წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება.

 

6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით: ,,1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით”.

 

დასახელებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ არამარტო უნდა განსაზღვროს იმ მტკიცებულებათა წრე, რომლითაც დადასტურდება ხელშეკრულებაში მითითებულ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ვერ ახერხებდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რის გამოც არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს და შეთანხმდნენ, რომ ორი წლის გადასახადს, რომელ პერიოდშიც მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ გადაახდევინებდნენ, ანუ მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება, რომ მას შეთანხმება ჰქონდა მიღწეული მოსარჩელესთან იჯარის ქირის გადაუხდელობასთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის არგუმენტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლომ შეაფასა მოპასუხის მტკიცებულებები და გაანალიზა თუ რამდენად აბათილებს მოსარჩელის არგუმენტებს. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ზეპირი განმარტება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ იმ მტკიცებულებას, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს მიღწეული შეთანხმება. ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და შესაგებელში მითითებული გარემოებები ვერ დაამტკიცა. თავის მხრივ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ქონების შპს ,,ე-------- 1“-ისათვის იჯარით გადაცემას. მოსარჩელემ შეასრულა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულება და მის საკუთრებაში არსებული მიწები პარკირების მოწყობისათვის გადასცა მოპასუხეს. თავის მხრივ შპს ,,ე-------- 1“ ვალდებული იყო გადაეხადა საიჯარო ქირა. მოპასუხემ ასეთი ვალდებულების არარსებობის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოიჯარემ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მისთვის გადაცემული ქონებით ისარგებლა 2012 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ნაწილობრივ გადაიხადა ამ წლების საიჯარო ქირა, კერძოდ, 33 556 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 28 942 ლარი.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გადაუხადა შეთანხმებული საიჯარო ქირა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ე-------- 1“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 868.26 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. შპს ,,ე-------- 1“-ს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების - 28942 ლარის გადახდა.

1.2. შპს ,,ე-------- 1“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 868,26 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა