განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/9---17 (0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლემ თეიმურაზ დგვარელმა
ნათია გავაშელაშვილის სხდომის მდივნობით,პროკურორ _ გი------ ხა----ს
ბრალდებულის _ ლ---- კო--–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- მე------–---–ის
ბრალდებულის _ ლ---- კო--–----ის კანონიერი წარმომადგენლის გი------ კო--–----ის მონაწილეობით
დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სისხლის სამართლის საქმე _ არასრულწლოვან ბრალდებულ ლ---- გი------ს ძე კო--–----ის (დაბადებულის 16-------- წელს, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, დაუოჯახებელი, მცხოვრები ქუთაისი, რუ-------–-ს გამზ. მე-- ჩიხი N--) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი
1. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ლ---- კო--–----ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. წარდგენილი ბრალდების თანახმად, არასრულწლოვანი ლ---- კო--–----ე 2017 წლის 1-----–--ს, დაახლოებით 15:30 საათზე ქუთაისში მწ-----------–-ს ქუჩა N5-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რი----ს ნაპირზე იმყოფებოდა არასრულწლოვან გი------ თო----------თან ერთად. ლ---- კო--–----ისათვის ცნობილი გახდა, რომ გი------ თო--------ამ ცურვა არ იცოდა, ამ გარემოებიდან გამომდინარე გი------ თო----------თან სიცოცხლისათვის მოსალოდნელი საფრთხისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით, ლ---- კო--–----ემ გართობისას გი------ თო---------- ხელი უბიძგა, რის შედეგად გი------ თო--------ა ჩავარდა მდინარე რიონში. 2017 წლის 21 ივლისს მდინარე რიონში ნაპოვნი იქნა გი------ თო---------- გვამი.
3. სასამართლომ შეაფასა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- კო--–----ის ბრალეულობას, კერძოდ, საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებები - შეტყობინებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; ამოღებული დამწვარი ფრაგმენტები; ფოტოსურათები; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი; გადაუდებელი აუცილებლობით ამოღების ოქმი; ამოღებული ტანსაცმელი; მოწმეების: ლ---- კო--–----ის, ელ----- გო---–---–ის, ჟუ-–----ა მე------ის, ლ---- ჩო------ის, ლე--- თო----------, მი--------– გუ----ს, თე----- შა-–--------ის, მი----- ნე----ის, შ----- თა-----ის, ლ-–- თო----------, მ--- ნო---–--ის, ირ---–- ნო---–--ის, ზუ---- უჩ---ს გამოკითხვის ოქმები; ექსპერტიზის დასკვნა N0-------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად - ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ლ---- კო--–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.
5. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დადასტურებულია, რომ ლ---- კო--–----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
7. საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ლ---- კო--–----ემ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ.
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 21 თებერვალს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება და სასჯელის დასაბუთება:
1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ---- კო--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულის ასაკს(არასრულწლოვანია), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- კო--–----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
3. ასევე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა მოსაზრებანი.
4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
5.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
6. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
7. სასჯელის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, საქმეში არსებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის შესაძლებლობების ანალიზის გათვალისწინება, ანგარიშის მიხედვით ,, ლ----ს გადმოცემით, მას არ სურდა თანატოლისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება და კანონსაწინააღმდეგო ქმედება მოხდა შემთხვევით. ის განიცდის მომხდარს და ემოციების გარეშე უჭირს აღნიშნული დღის გახსენება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდებულს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი ოჯახისა და მეგობრების სახით. არასრულწლოვნის მამა და და მზადყოფნას გამოხატავენ ლ----ს აღმოუჩინონ საჭირო დახმარება რათა მან შეძლოს მომხდარი ქმედების შემდეგ რეაბილიტაცია. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბრალდებულის მეგობრები, რომლების დახმარებითაც არასრულწლოვანმა გადაწყვიტა მომხდარი გაემხილა ოჯახის წევრებისთვის და იმ დღის შემდეგ არასრულწლოვანს უწევენ მორალურ მხარდაჭერას. მისი მამა სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას არასდროს მოუხდენია ლ----ს ქმედების მინიმალიზება, თანამშრომლობდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებთან, და მზად არის სასამართლოს ნებისმიერი განაჩენისთვის. ოჯახის წევრები ლ----ს ახასიათებენ როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, მეგობრულ, მშვიდობის მოყვარე, მოსიყვარულე და მზრუნველ პიროვნებას. აქვს მოსმენის, ყურადღების კონცენტრირების, აზრის ჩამოყალიბების და შესაბამისად ვერბალურად გადმოცემის უნარი. აქვს საშუალო აკადემიური მოსწრება სკოლაში და სამომავლო განათლების მიღებასთან დაკავშირებული გეგმები. სურს მიიღოს უმაღლესი განათლება“.
8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, „ლ---- კო--–----ე განათლებას იღებს ი-------------–---–-- N- სასწავლებელში. არის მე-10 კლასის მოსწავლე. ლ---- აღნიშნავს, რომ აქვს საშუალო აკადემიური მოსწრება თუმცა არასრულწლოვნის ყოფილი დამრიგებელი აღნიშნავს, რომ ბრალდებულს გარკვეულ საგნებში ჰქონდა დაბალი აკადემიური მოსწრება (4 ქულა). არ იღებს არაფორმალურ განათლებას. როგორც აღნიშნავს დღის განმავლობაში ძირითად დროს უთმობს სასწავლო პროგრამის ათვისებას. აქვს გეგმები მომავალში უმაღლესი განთლების მიღებასთან დაკავშირებით, სურს გახდეს იურისტი. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანს საჯარო სკოლაში სადაც ის 9 წლის მანძილზე იღებდა განათლებას მეგობარ თანაკლასელებთან შეექმნა ურთერთობის სირთულე. რამდენიმე მეგობარმა მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის შემდეგ ლ----ს განუცხადეს, რომ არ სურთ მასთან მეგობრობის გაგრძელება. აღნიშნული ფაქტი იყო ერთ-ერთი მიზეზი არასრულწლოვნის სხვა სკოლაში გადაყვანის. ასევე მამის გადმოცემით, სასულიერო სკოლაში განათლების მიღება და ურთიერთობები დაეხმარება ლ----ს მოხდეს მისი რეაბილიტაცია. არასრულწლოვნის ყოფილი დამრიგებელი საუბრობს თანაკლასელის მხრიდან ლ----ს მიმართ გამოვლენილ აგრესიაზე. მისი გადმოცემით, მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ ლ----ს ახლო მეგობარი, რომელიც იმყოფებოდა დანაშაულის ადგილას ბრალდებულთან ერთად გამოხატავდა აგრესიას ბრალდებულის მიმართ და ლ----ს ფიზიკური ზეწოლის განხორციელებით ემუქრებოდა.
9. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დასკვნით ნაწილში განმარტებულია, რომ „ლ---- კო--–----ე ცხოვრობს ქუთაისი რუ--------–ის მე-- ჩიხი, ბN--ში მდებარე საცხოვრებელში მამასთან - გი------ კო--–----ესთან, დასთან - ქეთი კო--–----ესთან, ბებიასთან - ლიანა კო--–----ესთან, დისშვილთან - ნუცა გასვიანთან და სიძესთან - გოჩა გასვიანთან ერთად. ოჯახის წევრები საუბრისას აღნიშნავენ, რომ ლ----ს და ოჯახთან ერთად მათთან საცხოვრებლად კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემდეგ გადმოვიდა. შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ ბრალდებულის დედა იმყოფება საზღვარგარეთ სამუშაოდ ორ წელზე მეტია. საცხოვრებელი წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას. დაცულია სანიტარული ნორმები, უზრუნველყოფილია ოჯახის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარით, უსაფრთხოა არასრულწლოვნის ზრდისა და განვითარებისთვის. შეფასებისას ვლინდება, რომ ოჯახს აქვს სასესხო ვალდებულება დაახლოებით 15000-18000 ლარის ოდენობით და უწევთ ყოველთვიურად თანხის დაფარვა. ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენს ბრალდებულის დედის გამოგზავნილი თანხა და ლ----ს ბებიის ასაკის პენსია. ოჯახის შემოსავალი საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს არასრულწლოვნის ძირითადი საჭიროებები და შესაძლოა მოვიაზროთ როგორც დამცავი ფაქტორი, რომელიც დაეხმარება ლ----ს მომავალში თავი აარიდოს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას.
10. რაც შეეხება ბრალდებულ ლ---- კო--–----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ლ---- კო--–----ის მიერ ჩადენილია, მის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მოიცავს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- კო--–----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
12. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც შესაძლებელია სასამართლოს დაეხმაროს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებაში, სასჯელის არსისა და მისი სწორი ფორმის შერჩევის დროს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს არასრულწლოვნის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
13. აგრეთვე, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შესაბამისად, მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
14. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 73-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, ,,არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი’’, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სწორედ სახეზე გვაქვს ის მოცემულობა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ის თავს არ არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი და შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა დაუშვებელია; ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მისთვის შინაპატიმრობის, პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით დაკისრების შემთხვევაში, რაც არ გამოიწვევს დამატებით წინააღმდეგობებს მის სამომავლო ცხოვრებაში და ამასთან სასჯელის მოცემული სახე მისცემს შესაძლებლობას ლ---- კო--–----ეს საზოგადოებაში დაიკავოს პოზიტიური ადგილი.
15. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების და აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობების, მისი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- კო--–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს - შინაპატიმრობა, პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---- კო--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 01 (ერთი) წლის ვადით, თავის საცხოვრებელ ადგილზე ღამის 24:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს ლ---- კო--–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ---- კო--–----ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული ნამწვი, დამწვარი ქსოვილის ფრაგმენტები, ქსოვილის ნამწვი, პოლიეთილენის პარკი, გვამიდან ამოღებული ნიმუში, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - განადგურდეს.
ექსპერტისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოს პირს.
04 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი