განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002442569
საქმე N1-421/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12.06.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - კო---------------------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ბა--------–-–--–--ე
მამის სახელი: მ-----
დაბადებული: 2--11.1961 წელს
პირადი ნომერი: 5---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ხონის რაიონი, სოფელი სა–---–------ო
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.ბათუმი, შა-–-------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ( ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075200517002
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 20 მაისს, ქ.ბათუმში, შ.ხი-–--–---–-ს ქუჩაზე მოძრავი ,,ო---–----------ს’’ მარკის ავტომანქანა, სახ.ნომრით X--------, რომელსაც მართავდა ბა--------–-–--–--ე მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეჩერებული იქნა აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიერ, რა დროსაც ბაგრატ ცეცხლაძემ გამოიყენა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა მის სახელზე დამზადებული ყალბი №ID 2------- მართვის მოწმობა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 30 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №დ------- 23.05.2017წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ბაგრატ ცეცხლაძის სახელზე დამზადებული მართვის მოწმობა სერიით და ნომრით ID 2------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ-კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ გააჩნია ნამდვილი დოკუმენტის მახასიათებელი ნიშნები. მასში რაიმე სახის ცვლილებები შეტანილი არ არის (ს.ფ 34-37).
2.4. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმი, განჩინება საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის თაობაზე, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: მეგი ხუნწარიას, მამული ფალავანდიშვილის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბა--------–-–--–--ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბა--------–-–--–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2017 წლის 20 მაისს, ქ.ბათუმში, შ.ხი-–--–---–-ს ქუჩაზე, აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ყალბი №ID 2------- მართვის მოწმობის წარდგენით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა; ის აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას; არის უმუშევარი;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბა--------–-–--–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ბა--------–-–--–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის მინიმალური ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს ბა--------–-–--–--ის სახელზე დამზადებული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით №ID 2------- რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მისი განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ბა--------–-–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ბა--------–-–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ბაგრატ ცეცხლაძის სახელზე დამზადებული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით №ID 2-------, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე