განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2018
საქმის ნომერი
080100118002457506
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/439-18 (N069260218001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.06.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული გ---–---- ტ------ე

მამის სახელი: უ–----

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი ყ---------ი

 

ადვოკატი - რ---- ზ----–---–ი

 

სხდომის სახე ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, (02 ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ---–---- ტ------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ყ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ---–---- ტ------ემ იძალადა მეუღლეზე - მ------- ა--------ეზე, კერძოდ ნაჯახის ტარი დაარტყა მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგად მ------- ა--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ყ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ---–---- ტ------ემ იძალადა მეუღლეზე - მ------- ა--------ეზე, კერძოდ, მუჭი დაარტყა რამდენჯერმე მარცხენა ხელის არეში და გვერდის არეში, ასევე ხელი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგად მ------- ა--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 29 მაისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ---–---- ტ------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ---–---- ტ------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ---–---- ტ------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების მ------- ა--------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა: ზ------ ა--------ის, გ--- მ----–---–ის, დ----- ბ-----ის, ვ----–-- ტ------ის, მ--------- ტ------ის, ლ---–- ტ------ის, ლ--- ტ------ის, უ–---- ტ------ის და გ------- შ---------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; დისკის დათვალიერების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N000416318 და N002624118 დასკვნებით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000645618 დასკვნით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით; ცნობები პრობაციის ბიუროდან; ნასამართლობის ცნობით; შემაკავებელი ორდერებით; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ---–---- ტ------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისათვის და ის პირველადაა სამართალში ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გ.ტ------ე აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამჟამად ის შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც მიიჩნევს, რომ გ. ტ------ემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ქმედებისათვის, მაგრამ არ სურს ის იმყოფებოდეს პატიმრობაში. სასამართლო განსაკუთრებით მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მეუღლეებს ჰყავთ არასრულწლოვანი 6 და 7 წლის შვილები, რომლებიც საჭიროებენ მშობელთა მზრუნველობას. სასამართლო სხდომაზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული(ბავშვების დედა) სამუშაოდ არის წასული თურქეთის რესპუბლიკაში. ასეთ შემთხვევაში კი თუ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება, ისინი სავარაუდოდ დარჩებიან მოხუცი ბებიის მეთვალყურეობის ქვეშ, რითაც მათი საუკეთესო ინტერესები ძალიან დაზიანდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია და დაპატიმრების შედეგად ერთადერთი შრომისუნარიანი მამაკაცის ჩამოცილება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისაგან, ოჯახს სარჩოს გარეშე დატოვებს.

ამდენად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ამასთან, გ---–---- ტ------ე ნასამართლევია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს გ---–---- ტ------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ---–---- ტ------ეს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ---–---- ტ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

1.1. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

1.2. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ---–---- ტ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გ---–---- ტ------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---–---- ტ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

4. გ---–---- ტ------ე დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

5. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გ---–---- ტ------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 აპრილიდან 2018 წლის 02 მაისის ჩათვლით.

6. გ---–---- ტ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ივნისიდან.

7. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გ---–---- ტ------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს.

8. გ---–---- ტ------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მაისის განჩინებით გ---–---- ტ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ა---------– უ--–---ს (პ/ნ N5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩ----–- საკადასტრო კოდი N2----------- - 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

9.1. CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნაჯახი, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე