გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002307913 (2/271-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზ---------- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - მა-----------ვა
მოპასუხე - ს---------------- მუ--–----–----------------–------------------------–ა
წარმომადგენლები: ირ-------ია (დი-----------), თე-------ა
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.მოსარჩელის მოთხოვნა
1.1.მოსარჩელე მა-----------ვასთან, როგორც ს---------------- მუ--–----–----------------–------------------------–ის ქ--------–-------------–--------------- მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ს---------------- მუ--–----–----------------–------------------------–ის დი-----------ს მ/შ-ის 2----–-–----------------- №1--- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2.მა-----------ვას ს---------------- მუ--–----–----------------–------------------------–ის მას–---–---–-----------------ზე აღდგენა;
1.3.მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 3-- ლარის ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 19.12.2----–-–------------ურში აღდგენამდე (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 18.05.2----–-–--------------–------------------ი).
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2--- წლის 01 სექტემბრის №5--- ხელშეკრულების საფუძველზე მა-----------ვა 2018 წლის სექტემბრამდე დაინიშნა ს---------------- მუ--–----–-------ს ჯ----ს სა------- სკო-–------–---–---–ად.
აღნიშნული ხელშეკრულების 3.3. პუნქტის საფუძველზე, მა-----------ვამ იკისრა შემდეგი ვალდებულება:
-შეასრულოს სა------- სკ---–-ს შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
-იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
-მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი.
გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით, სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 3-- ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-01.09.2--- წლის შრომით ხელშეკრულება (ს.ფ. 17);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 18.05.2----–-–--------------–------------------).
3.1.2.დასაქმებისას მოსარჩელე გაეცნო შრომის შინაგანაწესს, რომლითაც გათვალისწინებული იქნა დასაქმებულისათვის დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახეები. შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დამსაქმებელს მიენიჭა უფლება დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სასტიკი საყვედური; ე) არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.
შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება, თუ იგი მო-–---–-ს მიაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-შინაგანაწესი (ს.ფ. 21);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 18.05.2----–-–--------------–------------------).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.დადგენილია, რომ 2--- წლის 13 დეკემბერს მოსარჩელე მა-----------ვამ ქ--------–-------------–--------------- გაკვეთილზე ფ-----------–------–------------------–--------–---- მო-–---–---ს, სახელდობრ, ძალადობას ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ნიკ---–---------–----–ავას, ასევე ლუ---------–--ის და ბე-------–-------ას მიმართ, რის შესახებაც სკო-–------–---–---–ებმა მ-------------- და გ. ღუ---–---- მოხსენებითი ბარათით, მო-–---–---მა ნ. მი--–----–----- ლ. ე-----–----, ბე-------–-------ამ, ან-------მ, მა----------ამ, მა-----------იამ და ელ----------------ძემ ახსნა-განმარტებით, ასევე, მშობლებმა მ. კ-----ძემ, ი. და---–-ამ, ხ. ქა-----ამ, ლ. სო-----ამ ა ი. თო-----მ განცხადებით მიმართეს სკ---–-----------------ს მ/შ-ს ირ-------იას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-დოკუმენტაცია ჯანმრთელობის შესახებ (ს.ფ. 78-84);
-მა-–---–---–--ის მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 89-90)
-მო-–---–---ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 91-93, 95, 100, 101-102);
-მშობლების განცხადებები (ს.ფ. 94, 96-99, 103);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 18.05.2----–-–--------------–------------------).
3.2.2.სკ---–-ს დი-----------ს 15.12.2--- წლის წერილის საფუძველზე, მო-–---–-თათვის შეურაცხყოფის აღნიშნული ფაქტი განხილული იქნა სკ---–-ს შრომის შინაგანაწესით შექმნილი და როგორც მა-–---–---–--ით, ისე მშობლებითა და სკ---–-ს მო-–---–---ით დაკომპლექტებული დისციპლინური კომიტეტის მიერ 2--- წილს 15 დეკემბერს, რის შედეგად მიღებულ იქნა №- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც სკ---–-ს დირექტორს მიეცა რეკომენდაცია მასზედ, რომ მო-–---–---ის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის გათავისუფლებული იქნა ქ--------–-------------–--------------- მასწავლებელი მა-----------ვა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-15.12.2--- წელის დი-----------ს წერილი (ს.ფ. 88);
-15.12.2--- წლის კომიტეტის №- ოქმი (ს.ფ. 104);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 18.05.2----–-–--------------–------------------).
3.2.3.კომიტეტის დასკვნა საფუძვლად დაედო ს---------------- მუ--–----–----------------–------------------------–ის დი-----------ს 2----–-–----------------- №1--- ბრძანებას, რომლითაც შეუწყდა მა-----------ვას ს---------------- მუ--–----–----------------–------------------------–ის ქ--------–-------------–--------------- მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება მო-–---–---ის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, 2--- წლის 19 დეკემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-19.12.2--- წლის ბრძანება (ს.ფ. 15);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 18.05.2----–-–--------------–------------------).
3.2.4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-მა-–---–---–--ის მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 89-90)
-მო-–---–---ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 91-93, 95, 100, 101, 102, ;
-მშობლების განცხადებები (ს.ფ. 94, 96-99, 103);
-15.12.2--- წელის დი-----------ს წერილი (ს.ფ. 88);
-15.12.2--- წლის კომიტეტის №- ოქმი (ს.ფ. 104);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 18.05.2----–-–--------------–------------------).
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.ქვეყნის უზენაესი კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, გარანტირებულია შრომის უფლება, რაც ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რამდენადაც იგი ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი). აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება სოციალური უფლებაა, რა აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის და მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში დასაქმება, მისთვის სამართლიანი და პირობების შემქნა, ანაზღაურების მიღება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან დასვენება. თუმცა აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური, იგი შეიძლება შეიზღუდოს დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
კონსტიტუციის თანახმად, შრომის უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება განისაზღვრება ორგანული კანონით. სახელდობრ, შრომის თავისუფლების პრინციპები (შრომითი და თანმდევი ურთიერთობები), რომლებიც განმტკიცებულია კონსტიტუციით, ასახულია და მოწესრიგებულია ორგანულ კანონში – საქართველოს შრომის კოდექსში.
მითითებული ნორ--ტიული ატის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გამოვლინებაა შრომითი ურთიერთობის შეწვეტა, რის უფლებასაც მას ანიჭებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების დადგომისას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც დაედო საფუძვლად სწორედ მაკა კოზმავას სამსახურიდან გათავისუფლებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებას წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, დარღვევის ხარისხი და ასეთის არსებობის შემთხვევაში მოპასუხის, როგორც დამსაქმებლის მიერ რამდენად იქნა ადეკვატური ზომები გატარებული მოსარჩელის მიმართ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების მართებულად მიღების ფაქტი უნდა ამტკიცოს დამქირავებელმა. ამ კუთხით, ყურადსაღებისა სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რაც გულისხმობს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შრომით ურთიერთობებში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე მუშაკმა ადასტუროს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არამართლზომიერ და შრომითი პირობების დამრღვევ მოქმედებებს (----------–---------------–---------------–-–-------------------------------------------------------------------------
მხარის მტკიცების ტვირთის შესახებ სამართლებრივ დებულებას ვხვდებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ნორმის ნორ--ტიული შინაარსის სადავო სამართლებრივ სივრცეში გადატანით, ცალსახაა, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილების (ბრძანების) გასაჩივრებისას, რომელსაც საფუძვლად უდევს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, დამსაქმებელი დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვალდებულია დაასაბუთოს ის გარემოება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გარდა სხვა ალტერნატივა მას არ გააჩნდა ანუ ვინაიდან ნდობა არ არსებობდა დასაქმებულის მიმართ, ასევე, დარღვევა იმდენად უხეში ხასიათისაა, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.
კონკრეტულ ვითარებაში, საქმის განხილვით დადგინდა, რომ მა-----------ვა 2--- წლის 01 ს-------------ნ დასაქმებული იყო ჯ----ს სა-------------–-ში.
შრომის ხელშეკრულების მიხედვით, მას ევალებოდა:
-შეესრულებინა სა------- სკ---–-ს შინაგანაწესით და აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
-ეზრუნა თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაეცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
-მოემზადებინა თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი.
ხელშეკრულებასა და შინაგანაწესში მოსწავლის უფლებებზე და ინტერესებზე ხაზგასმა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული ფუნდამენტური ნორმებით, კერძოდ, 36-ე მუხლის მესამე პუნქტით, რომლითაც ბავშვის უფლებები დაცულია კანონით, ხოლო 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე პუნქტებით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება; სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
კონსტიტუციის 36-ე მუხლში მითითებულ კანონში ნაგულისხმებია საქართველოს კანონმდებლობის მთლიანი ბაზა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორ--ტიული აქტების მიმართ. ამ მხრივ, ყურადსაღებია საერთაშორისო სამართლებრივი აქტი - გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და არეგულირებს ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები. კერძოდ, კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
კონვენციის მე-3 მუხლით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას; მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო 28-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება...
აღნიშნული კონვენციის 29-ე მუხლი ითვალისწინებს ბავშვის განათლების სხვადასხვა მიმართულებებს. მათ შორის, მონაწილე სახელმწიფოები მითითებული მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით ეთანხმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული განვითარებისაკენ.
მაშასადამე, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნორმები მიუთითებენ მასზედ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვებისათვის განათლების მიცემა უსაფრთხო გარემოში, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მა-–---–---–--ი, რამდენადაც როგორც წესი ბავშვი უმეტეს დროს უნდა ატარებდეს ოჯახსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოჯახის წევრების შემდგომ, უპირველესად სწორედ მა-–---–---–--ს აკისრიათ პასუხისმგებლობა დაიცვან ბავშვის უფლებები, იმოქმედონ მათი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, დანერგონ ბავშვების აღზრდის სწორი მეთოდები.
თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნული ვალდებულება მოსარჩელის მხრიდან ვერ შესრულდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სკ---–-ს მოსაწავლეებს, ეს ფაქტი კი დადასტურდა, როგორც საქმის მასალებით, კერძოდ, მა-–---–---–--ის მ-------------- და გ. ღ-----–---- მოხსენებითი ბარათებით, მო-–---–---ის ნ. მ---–----–----, ლ. ე-----–----, ბე-------–-------ას, ან-------ს, მა----------ას, მა-----------იას და ელ----------------ძის ახსნა-განმარტებებით, ასევე, მშობლებმა მ. კ-----ძის, ი. და---–-ას, ხ. ქა-----ას, ლ. სო-----ას ა ი. თო-----ს წერილობითი განცხადებებით, ისე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მა-–---–---–--ის გ. ღ-----–----, მ. ჯ------, მშობლების ირ-- თო-----ს და ინ-----ა და---–-ას ჩვენებებით.
სასამართლო თვლის, რომ ფაქტი მოსარჩელის მიერ მო-–---–---ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე სერიოზულია, რამდენადაც ასეთი ქმედება შეიძლება გახდარიყო მოსწავლისათვის ფიზიკური და ფსიქიკური ტრამვის მიზეზი. უფრო მეტიც, მოსარჩელემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მო-–---–-თაგან - ნიკ---–---------–----–ავას, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დიაგნოზით - სიმსივნური წარმონაქმნი მარცხენა ტვინის არეში. აღნიშნული გარემოებები კი ერთობლიობაში მაჩვენებელია იმისა, რომ მოსარჩელისაგან ადგილი ჰქონდა თავისი სამსახურებრივი მოვალეობის სწორედ უხეშ დარღვევას, მისი მხრიდან აბსოლუტურად იგნორირებული იქნა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც მცირე მნიშვნელობის დარღვევად ვერ მიიჩნევა.
გამომდინარე აქედან, შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, როცა დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის გაგრძელება შეუძლებელია, მისი ქმედება საზიანოა ბავშვის - მოსწავლის ინტერესებისათვის, რაც მიუთითებს მასზედ, რომ მა-----------ვასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სკ---–-----------------ს მ/შ 2----–-–----------------- №1--- ბრძანება კანონიერია, იგი მოსარჩელის მიერ განხორციელებული ზემოთ მითითებული ქმედების ადეკვატური ზომაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ძალაში უნდა დარჩეს 2----–-–----------------- №1--- ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რაც გამორიცხავს ასევე სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მა-----------ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისის ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---------- რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ------------------------–---------- №12) მეშვეობით;
4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა