განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2018
საქმის ნომერი
180100118002379317
დავის ტიპი
18 - 187 1 , 151 , 118 1
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1------

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

23 მაისი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- მი------–---–-;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ--–- იმ---–---–-;

 

ბრალდებული - ლე---- ზუ------ ძე ქა---------, დაბადებული 1--- წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, განქორწინებული, ს-–----–-- განათლების მქონე, ნასამართლევი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, დაზარალებულ ნ---- ირ-----–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ლე--- ქა--------- თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვოლვოს“ მარკის ა/მანქანით,სახ.#C-------- დაეჯახა თავისი ყოფილი მეუღლის - ნ---- ირ-----–-ს კუთვნილ ა/მანქანას, რომელიც არის 2003 წლის მოდელის შავი „ნისან მარჩის“ მარკის სახ.#S--------. შეჯახების შედეგად აღნიშნული ა/მანქანა დაზიანდა, რითაც დაზარალებულს მიადგა 900 (ცხრაასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, დაზარალებულ ნ---- ირ-----–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლე--- ქა--------- თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვოლვოს“ მარკის ა/მანქანიდან - სახ.#C--------- დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - დაზარალებულ ნ---- ირ-----–სა და მის დედას - მ---- მე-----–---–ს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რა დროსაც ლე--- ქა---------მ თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვოლვოს“ მარკის ა/მანქანა დააჯახა მ---- მე-----–---–ს, რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგ ლე--- ქა--------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

1.3. 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, დაზარალებულ ნ---- ირ-----–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ლე--- ქა---------მ თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ვოლვოს“ მარკის ა/მანქანა - სახ.#C--------- განზრახ სხეულის დაზიანების მიზნით დააჯახა მ---- მე-----–---–ს, რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგ ლე--- ქა--------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული მ---- მე-----–---–ი კი მოთავსებულ იქნა შპს „ ჯეოჰოსპიტალსში.“

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ლე--- ქა---------მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.

 

2.2. დაზარალებულ მ---- მე-----–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში ოჯახთან ერთად. 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით ღამით 02:00 საათზე, მას და მის შვილს - ნ---- ირ-----–ს ეძინათ სახლის პირველ სართულზე, ამ დროს გაიგო ხმაური და ნ---- ირ-----–თან ერთად გავიდა გარეთ. მათ დაინახეს ყოფილი სიძე - ლე--- ქა--------- მუქი ფერის ,,ვოლვოს“ მარკის მანქანით, სახ.#C--------, რომელიც შესული იყო ეზოში და მანქანით რამდენჯერმე დაეჯახა ნ---- ირ-----–-ს მანქანას „ნისან მარჩის“- მარკის სახ.#S--------, დააზიანა მანქანის წინა და უკანა მხარე, ხოლო ამის შემდეგ შეეჯახა მეორე შვილის მანქანას. როდესაც ლე--- ქა---------მ დაინახა მ---- მე-----–---–ი და ნ---- ირ-----–- მანქანით მათი მიმართულებით წამოვიდა სწრაფად, ნ---- ირ-----–მა გვერდით გასვლა მოასწრო, ხოლო მ---- მე-----–---–მა ვერ მოასწრო გასვლა და ლე--- ქა--------- მანქანით დაეჯახა, იგი წაიქცა და მოიტეხა ფეხი, ლე--- ქა--------- ამ დროს აგინებდა და ემუქრებოდა მ---- მე-----–---–სა და ნ---- ირ-----–ს ,,დაგხოცავთო“. დაჯახების შემდეგ ლე--- ქა--------- სწრაფად გავიდა ეზოდან.

 

2.3. დაზარალებულ ნ---- ირ-----–-ს დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში. 2017 წლის 13 დეკემბერს, ღამის 02:00 საათზე, მას შემოესმა ხმაური ეზოდან, რის გამოც იგი დედამისთან - მ---- მე-----–---–თან გავიდა გარეთ და დაინახა მისი ყოფილი მეუღლე ლე--- ქა---------, „ვოლვოს“ მარკის ა/მანქანით - სახ.#C-------- იყო შესული მათ ეზოში. ლე--- ქა--------- კუთვნილი მანქანით დაეჯახა ნ---- ირ-----–-ს მანქანას, „ნისან მარჩის“ მარკის სახ.#S--------, ხოლო აღნიშნული მანქანა დაეჯახა ნ---- ირ-----–-ს ძმის მანქანას, რომელსაც უკანა მხარე დაუზიანა, ნ---- ირ-----–-ს მანქანას დაუზიანდა წინა და უკანა მხარე. ნ---- ირ-----–- და მ---- მე-----–---–ი ამ დროს სახლის გვერდით იდგნენ. ნ---- ირ-----–ს უნდოდა ლე---- შეეჩერებინა და ეცადა მანქანის კარის გაღებას, მაგრამ ლე---- არ აჩერებდა მანქანას, ის წამოვიდა მანქანით ნ---- ირ-----–-სა და მ---- მე-----–---–ის მიმართულებით, ხოლო ლე--- ქა--------- ცდილობდა მანქანის დაჯახებას, მაგრამ ნ---- ირ-----–მა მოასწრო გვედზე გაწევა, მ---- მე-----–---–მა ვერ მოასწრო გაწევა და ლე--- ქა--------- მას მანქანით დაეჯახა შეგნებულად, გვერდის ავლა არც უცდია და პირდაპირ დაეჯახა, ლე--- ქა--------- უყვიროდა და დაგხოცავთო ემუქრებოდა. აღნიშნულს უყურებდა ასევე ნ---- ირ-----–-ს ძმა - ზ----- ირ-----–-. შეჯახების შედეგად მ---- მე-----–---–ი წაიქცა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ნ---- ირ-----–მა მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან ლე--- ქა---------ს ნ---- ირ-----–- წარსულშიც არაერთხელ ჰყავდა ნაცემი, შემაკავებელი ორდერიც არაერთხელ იქნა გამოცემული და განაჩენიც არის დამდგარი. აღნიშნული ინციდენტის გამო ნ---- ირ-----–მა დარეკა 112-ის სამსახურში.

 

2.4. სასაქონლო და სატრანსპორტო ექსპერტიზის №1----- და 2------ დასკვნის თანახმად, ავტომობილ „ნისან მარჩის“ მარკის სახ. №S-------- არსებული დაზიანებები დამახასიათებელია მათ რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღდგენისათვის შეადგენს 900 (ცხრაას) ლარს.

 

2.5. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მ---- მე-----–---–ს დაუდგინდა მარჯვენა დიდი წვივის ძვლის სახსარშიდა ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანება მარჯვენა დიდი წვივის ლატერალური ზედა როკის სახსარშიდა მოტეხილობის სახით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლითა და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების თარიღს (1--------- წ).

 

2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.7. ამდენად, აღნიშნული და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ზ-----ბ ირ-----–-ს დაკითხვის ოქმით, რ---- კ------ისა და ხა---- მე-–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით, შემაკავებელი ორდერებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენის ასლით ლე--- ქა--------ის მიმართ და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა სრულადაა დადასტურებული, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ლე--- ქა---------მ განზარხ დააზიანა ყოფილი მეუღლის - ნ---- ირ-----–-ს მანქანა ,,ნისან მარჩის“ მარკის სახ.№S--------, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე დადასტურებულია, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებოთ 02:00 საათზე, ლე--- ქა---------მ ყოფილი მეუღლის - ნ---- ირ-----–-სა და მისი დედის - მ---- მე-----–---–ის მიმართ განახორციელა მუქარა და რომ ლე--- ქა---------მ 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებოთ 02:00 საათზე, განზრახ შეჯახების მიზნით ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მ---- მე-----–---–ის მიმართ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლე--- ქა---------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ლე--- ქა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით ლე--- ქა--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. ლე--- ქა---------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 7 დეკემბრიდან.

 

მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის წერილის თანახმად, ლე--- ქა--------- აღრიცხვაზე იმყოფება მცხეთის პრობაციის ბიუროში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

დადგენილია, რომ ბრალდებული ლე--- ქა--------- ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, 2017 ბიუროში და იხდიდა სასჯელს, შესაბამისად იგი ნასამართლევად ითვლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

5.2. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რ----ფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, (რაც არ განხორციელებულა), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--- ქა---------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტის საკითხები:

 

6.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთმტკიცებათა ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმასის მოწითალო მოთეთრო და მოშავო ფერის ნატეხები უნდა განადგურდეს

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლე--- ქა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

2. ლე--- ქა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

3. ლე--- ქა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და ლე--- ქა---------ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით ლე--- ქა--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ლე--- ქა---------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

7. ლე--- ქა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

8. ლე--- ქა---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 17 დეკემბრიდან.

9. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმასის მოწითალო მოთეთრო და მოშავო ფერის ნატეხები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

10. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი