განაჩენი

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
180100118002345789
დავის ტიპი
126 2 , 126 1 , 126 , 126
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/57-1-

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

04 ივნისი, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივნები ბელა ოჩიაური,დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -

სტაჟიორ პროკურორი - გი-----ი გამხიტაშვილი,დაცვის მხარე -

ბრალდებული აკ--- ფი-------ი, დაბადებული 198- წლის 1- მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თი-----ი, სოფელი სი------------ი;

ადვოკატი - გი-----ი პასიკაშვილი

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1.1 201- წლის 02 თებერვალს, საღამოს საათებში, თი-----ის რაიონის სოფელ სი------------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა აკ--- ფი-------მა მისივე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ფიზიკური ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მა-- დე-------ის და მისი არასრულწლოვანი შვილის გი-----ი ფი-------ის მიმართ. კერძოდ, აკ--- ფი-------ი მოულოდნელად გაღიზიანდა, მეუღლეს დაუწყო კამათი, ხოლო შვილს გინება, ხელში აიყვანა და მცირეწლოვანი, 3 წლის შვილი -გი-----ი ფი-------ი, საწოლზე მიაგდო და კედელზე მიარტყმევინა თავი, რის გამოც გი-----ი ფი-------მა დაიწყო ტირილი. მა-- დე-------ემ სცადა მეუღლის შეჩერება, რა დროსაც აკ--- ფი-------მა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და თავის არეში ასევე ამოარტყა ფეხი, რა დროსაც მა-- დე-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

აკ--- ფი-------მა, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა აკ--- ფი-------მა თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დასკვნითი სიტყვების ეტაპზე მან განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და თავს დამნაშავედ ცნობს მთლიანად.

 

2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის აკ--- ფი-------ის, მიერ ჩადენის თაობაზე, ემყარება ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მა-- დე-------ის, მოწმეების ემ-------–------–---–---------------–-–---–-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ალკოტესტზე შემოწმების ოქმს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დასახელებული დანაშაულის ბრალდებულ აკ--- ფი-------ის მიერ ჩადენას.

 

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული თუ უდაოდ მიჩნეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ აკ--- ფი-------მა, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრების მიმართ, ანუ ჩაიდინა დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

სასჯელის განსაზღვრა:

 

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

3.2 ბრალდებულ აკ--- ფი-------ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული - თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. აკ--- ფი-------ს პასუხისმგებლობას უმძიმებს წარსულში ნასამართლობა - დანაშაულის ჩადენის დროს იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. სახელდობრ თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 1- მაისის განაჩენით აკ--- ფი-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-8-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. სასჯელის მოხდა დაეწყო 201- წლის 12 იანვრიდან. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 201- წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით N001/1-/ზე-120 აკ--- ფი-------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 4 თვითა და 4 დღით ადრე - 201- წლის 8 სექტემბრიდან. წარსულში ნასამართლობის გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

4.1 აკ--- ფი-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 1- მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1-8-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აკ--- ფი-------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი სასჯელზე -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით..

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ აკ--- ფი-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

4.2 აკ--- ფი-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი და--ვების მომენტიდან - 201- წლის 03 თებერვლის 05:10 საათიდან.

 

4.3 გაუქმდეს აკ--- ფი-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4.4 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.5 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი