გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002323710
N2/176-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.05.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ფატმან ჭანტურიძე, თამარ აბულაძე,მოსარჩელე: სს ,,თ----- ბ----",წარმომადგენელი: ე----- მე-–---,მოპასუხე: კა------ ღა---–--ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე კა------ ღა---–--ეს მოსარჩელე სს ''თ----- ბ----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 3645. 93 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე -კა------ ღა---–--ეს მოსარჩელე სს ''თ----- ბ----ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 109.23 ლარის გადახდა.
მოსარჩელის პიზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ე----- მე-–---მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ მოპასუხე კა------ ღა---–--ეს სს ,,თ----- ბ---თან '' დადებული აქვს სამი ხელშეკრულება. 2012 წლის 20 აპრილს ს.ს. ,,თ----- ბ---სა'' და კა------ ღა---–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ბარათის ტიპი საკრედიტო ბარათი ვიზა ელექტრონ, საკრედიტიო ლიმიტის მოქმედების ვადა 365 დღე, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 200 ლარი. შემდგომ ცალმხრივად მოხდა საკრედიტო ლიმიტის გაზრდა, რასაც მოპასუხე დაეთანხმა გაზრდილი ლიმიტით თანხის გატანით და საბოლოოდ მის მიერ გატანილმა ძირმა თანხამ შეადგინა 600 ლარი. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური; წლიური საპროცენტო განაკვეთი 22%. საკრედიტო ლიმიტის დაფრავა ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25% -ით უნდა შემცირდეს მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს ყოველ 40 დღეში არასანქცირებული ოვერდრაფტი, სრულად უნდა დაიფაროს ყოველთვიურად გასახდელი თანხის გადახდის დღეს. საკრედიტო ლიმიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იყო ბ----სათვის გადაეხადა ბ----სათვის ათვისებული ლიმიტის წინსწრების დაფარვის თარიღამდე საპროცენტო სარგებელი. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 %, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1410.91 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხაა 600 ლარი, პროცენტი 310.91 ლარი, პირგასამტეხლო (დაკორექტირების შემდეგ) 500 ლარი.
2011 წლის 13 დეკემბერს სს ,,თ----- ბ---სა'' და კა------ ღა---–--ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 2500 ლარი, კრედიტის ვადა 2014 წლის 15 დეკემბრამდე, საპროცენტო განაკვეთი წლიური 24%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, საკომისიო ვადაზე ადრე დაფარვისათვის 10%, რეფინანსირების შემთხვევაში, 02% სხვა შემთხვევაში. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1440.21 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 719.71 ლარი, პროცენტი 410.72 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი, დაზღვევა 9.78 ლარი.
2011 წლის 08 თებერვალს სს ,,თ---- ბ---სა'' და მოპასუხე კა------ ღა---–--ეს შორის დაიდო განვადების ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: განვადების ლიმიტის მოცულობა 600 ლარი, განვადების ლიმიტის ვადა 4 წელი და 10 თვე, განვადების ვადა 10 თვე. განვადების ბარათი ყოველწლიური მომსახურების საკომისიო 20 ლარი, გაძვირების პროცენტი 16%, ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა 50 ლარი, ტრანზაქციის საკომისიო ბ---ები/ბ---ომატები 3%, სავაჭრო მომსახურების ობიექტები უფასო, განვადების დაფარვის თარიღი ყოველი თვის 20 რიცხვი, ვადაგადაცილების ჯარიმა 20 ლარს დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1194.81 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 698.98 ლარი, პროცენტი 95.83 ლარი, პირგასამტეხლო (დაკორექტირების შემდეგ )500 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა 4045.93 ლარი კვლავ შეამცირა 400 ლარით და მოითხოვს მოპასუხე კა------ ღა---–--ეს სს ,,თ----- ბ----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 3645. 93 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კა------ ღა---–--ეს სასამართლოსათვის შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გააჩნია დავალიანება სს ,,თ----- ბ----ს'' მიმართ, თუმცა არ აქვს მისი გადახდის საშუალება და მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 20 აპრილს ს.ს. ,,თ----- ბ---სა'' და კა------ ღა---–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N2109774-2110859, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კა------ ღა---–--ეზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 20 აპრილის საბ---ო კრედიტის # 2109774-2110859 ხელშეკრულება;
3.1.2. 2011 წლის 13 დეკემბერს მოპასუხე კა------ ღა---–--ეს და სს ,,თ----- ბ---ს'' შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ნომრით 1071828-1445893, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 2500 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა 2014 წლის 15 დეკემბრამდე, საპროცენტო განაკვეთი წლიური 24%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, საკომისიო ვადაზე ადრე დაფარვისათვის 10% რეფინანსირების შემთხვევაში, 02% სხვა შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება ნომრით 1071828-1445893,- მხარეთა განმარტება.
3.1.3. 2011 წლის 08 თებერვალს სს ,,თ---- ბ---სა'' და მოპასუხე კა------ ღა---–--ეს შორის დაიდო განვადების ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: განვადების ლიმიტის მოცულობა 600 ლარი, განვადების ლიმიტის ვადა 4 წელი და 10 თვე, განვადების ვადა 10 თვე. განვადების ბარათი ყოველწლიური მომსახურების საკომისიო 20 ლარი, გაძვირების პროცენტი 16%, ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა 50 ლარი, ტრანზაქციის საკომისიო ბ---ები/ბ---ომატები 3%, სავაჭრო მომსახურების ობიექტები უფასო, განვადების დაფარვის თარიღი ყოველი თვის 20 რიცხვი, ვადაგადაცილების ჯარიმა 20 ლარს დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულება
- მხარეთა განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2012 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი კა------ ღა---–--ე ვალდებული იყო მოსარჩელე სს ,,თ---- ბ----სათვის'' გადაეხადა 1410.91 ლარი. საიდანაც სესხის ძირი თანხაა 600 ლარი, პროცენტი 310.91 ლარი, პირგასამტეხლო (დაკორექტირების შემდეგ) 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება,- მხარეთა განმარტება.
3.2.2. 2011 წლის 13 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი კა------ ღა---–--ე ვალდებული იყო მოსარჩელე სს ,,თ---- ბ----სათვის'' გადაეხადა 1440.21 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 719.71 ლარი, პროცენტი 410.72 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი, დაზღვევა 9.78 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის განმარტება.
3.2.3. 2011 წლის 08 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი კა------ ღა---–--ე ვალდებული იყო მოსარჩელე სს ,,თ---- ბ----სათვის'' გადაეხადა 1194.81 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 698.98 ლარი, პროცენტი 95.83 ლარი, პირგასამტეხლო (დაკორექტირების შემდეგ )500 ლარი.
-2011 წლის 08 თებერვლის სესხის ხელშეკრულება,- მოსარჩელის განმარტება.
3.2.4 2012 წლის 20 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2014 წლის ივლისის თვეში და სარჩელი ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2012 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულება
-მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.2.5 2011 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2014 წლის 10 მაისს და სარჩელი ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2011 წლის 13 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება
-მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.2.6 2011 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2014 წლის ოქტომბრის თვეში და სარჩელი ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2011 წლის 13 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება
-მოპასუხის ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ე--------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე, 123-ე, 128-131-ე, 317-ე, 327-ე, მე-400, 403-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე , 623-ე , 625-ე, მუხლები
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 53-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე სს ,,თ----- ბ---სა'' და მოპასუხე კა------ ღა---–--ეს 2012 წლის 20 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოსარჩელის მიერ გატანილმა ძირმა თანხამ შეადგინა 600 ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1410.91 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხაა 600 ლარი, პროცენტი 310.91 ლარი, პირგასამტეხლო (დაკორექტირების შემდეგ) 500 ლარი.
2011 წლის 13 დეკემბერს სს ,,თ----- ბ---სა'' და კა------ ღა---–--ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება 2500 ლარზე. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1440.21 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 719.71 ლარი, პროცენტი 410.72 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი, დაზღვევა 9.78 ლარი.
2011 წლის 08 თებერვალს სს ,,თ---- ბ---სა'' და მოპასუხე კა------ ღა---–--ეს შორის დაიდო განვადების ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1194.81 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 698.98 ლარი, პროცენტი 95.83 ლარი, პირგასამტეხლო (დაკორექტირების შემდეგ) 500 ლარი. მოსარჩელის საბოლოო სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს 3645. 93 ლარს. მოსარჩელის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2014 წლის ოქტომბრის თვეში.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელე სს ,,თ----- ბ---სა'' და მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოპასუხის მიერ დაირღვა და არ შესრულდა.
6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაასაბუთა მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულებები), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებების თანახმად დადგენილია, რომ სესხი უნდა დაებრუნებინა მოპასუხეს სარგებელთან ერთად. ასევე ვადაგადაცილების შემთხვევაში დაერიცხებოდა ჯარიმები. აღნიშნულ ხელშეკრულებას დაეთანხმა მოპასუხე და სესხი მიიღო. რაიმე პრეტენზია და საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ თანხის გადახდა შეწყვიტა 2014 წლის ოქტომბრის თვეში. სს ,,თ---- ბ----ს'' მიერ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2018 წლის 26 თებერვალს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
სამოქალაქო საქმის წარმოება ეფუძნება რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს, მასში მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან, მიუთითონ და დაამტკიცონ ის გარემოებები, რაც მიაჩნიათ თავიანთი მოთხოვნებისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის აუცილებლად, სასამართლო კი ნეიტრალურია და ამ თვალსაზრისით შეზღუდულია, თავისი ინიციატივით დაადგინოს ამა თუ იმ მხარის ინტერესების შესაბამისი ფაქტები. ამასთან, მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. მოპასუხემ არ გამოიყენა მისი ეს უფლება, არ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც უნდა მიეთითებინა სარჩელის უარყოფის ფაქტობრივი გარემოებები და მათ შორის ხანდაზმულობის შესახებ, სასამართლო სხდომაზე მან ეს უფლება დაკარგა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----- ბ---მა'' თანხის გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2018 წლის 26 თებერვალს- მოთხოვნის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ წარმოადგინა შესაგებელი, სრულყოფილად და თანამიმდევრობით არ ასახა მასში თავისი მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ არ მიუთითა ხანდაზმულობის თაობაზე, მას წაერთვა უფლება, მოითხოვოს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჟებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 121.37 ლარი. მოსარჩელემ სარჩელი ნაწილობრივ შეამცირა, კერძოდ 4045.93 ლარის ნაცვლად მოითხოვა 3645.93 ლარი, შესაბამისად შემცირებული სარჩელის 400 ლარის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 12.14 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა 3645.93 ლარის ნაწილში შესაბამისად ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 109.23 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 259-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სს ,,თ---- ბ----ს (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხე კა------ ღა---–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე კა------ ღა---–--ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,თ---- ბ----ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 3645.93 (სამი ათას ექვსას ორმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარი.
3. მოპასუხე კა------ ღა---–--ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 109.23 (ას ცხრა ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე სს ,,თ---- ბ---ს (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 12.14 (თორმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე