გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
210210018002248030
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 210210018002248030

საქმე N2/20-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

15.06.2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი

 

მოსარჩელე -ირ---–---–-–----ე

მოპასუხეები: ზა----------–---–ი, მა--------------ი, ცი--–--------–---–ი, ეკ--------–---–ი, მა------------–---–ი, ვლ------------არ-–---–-, თე--–--------–---–ი, ლ-----------–---–ი, მა--- თ----–---–ი.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეების ზა----------–---–ის, მა--------------ის, ცი--–--------–---–ის, ეკ--------–---–ის, მა------------–---–ის, ვლ------------არ-–---–-ს, თე--–--------–---–ის, ლ-----------–---–ის, მა--- თ----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ირ---–---–-–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გ-----------–- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.0-.3-.0--), სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 2800 კვ.მ. და იგი გადაეცეს მოსარჩელეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხების განმარტებით მათ სურთ დავა მორიგებით დაასრულონ და გამოისყიდონ უძრავი ქონება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გ-----------–- მდებარე უძრავ ქონებაზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.0-.3-.0--, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 2800 კვ.მ., რეგისტრირებულია ირ---–---–-–----ის (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხეები ფლობენ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გ-----------–- მდებარე უძრავ ქონებას, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.0-.3-.0--, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 2800 კვ.მ.,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების ზა----------–---–ის, მა--------------ის, ცი--–--------–---–ის, ეკ--------–---–ის, მა------------–---–ის, ვლ------------არ-–---–-ს, თე--–--------–---–ის, ლ-----------–---–ის, მა--- თ----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ირ---–---–-–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გ-----------–- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.0-.3-.0--), სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 2800 კვ.მ. და იგი გადაეცეს მოსარჩელეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის წინაპირობას, თუმცა მისი დაკმაყოფილება დამოკიდებულია მოპასუხის

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს. მესაკუთრეს სსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის და 170-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს არ ფლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება. თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების პირველ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე. ვინიადან მესაკუთრის მიერ დაბრუნების მოთხოვნა თანაბრად უკავშირდება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს, ამიტომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სხვადასხვაგვარად დასტურდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მეორე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი. აღნიშნული თავისთავად გამომდინარეობს მოთხოვნის არსიდან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ეხება ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვას, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი, ვინაიდან 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობას, თუ მფლობელობა არაკანონიერია. უძრავ ნივთებთან მიმართებით საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადასტურებული იქნა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გ-----------–- მდებარე უძრავ ქონებაზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.0-.3-.0--, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 2800 კვ.მ., რეგისტრირებულია ირ---–---–-–----ის (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლება. მოპასუხეები ფლობენ აღნიშნულ უძრავ ქონებას მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ეს გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვეს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისახზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

ვინაიდან მოსარჩელეს გადახდილი ქონდა ბაჟი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ, თანხის 120(ასოცი) ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჟის 160(ას სამოცი) ლარის ოდენონი გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ირ---–---–-–----ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეების ზა----------–---–ის, მა--------------ის, ცი--–--------–---–ის, ეკ--------–---–ის, მა------------–---–ის, ვლ------------არ-–---–-ს, თე--–--------–---–ის, ლ-----------–---–ის, მა--- თ----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ირ---–---–-–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გ-----------–- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.0-.3-.0--), სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 2800 კვ.მ. და იგი გადაეცეს მოსარჩელეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 120(ასოცი) და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 160(ას სამოცი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი