გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
160210017001990022
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210017001990022

N2/645-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: სალომე ჯელიაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - ვი-–---------------ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ნა----------–---–ი

მოპასუხე - ნა---------------ა (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - აი-------------ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ვი-–---------------სა და მოპასუხე ნა---------------ას შორის, 2010 წლის 06 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ვი-–---------------ი და ნა---------------ა 2010 წლის 06 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეები ერთად ცხოვრობდნენ 2016 წლის ივნისის თვემდე, რის შემდეგაც მოპასუხე ნა---------------ა საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. მოსარჩელის მითითებით, მან სთხოვა მოპასუხეს შერიგება თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ რაც მოსარჩელეს შერიგების იმედი გადაეწურა, მოპასუხეს მოსთხოვა განქორწინება სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, რაზეც ნა---------------ამ უარი განაცხადა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14).

 

2.1. მოპასუხე ნა---------------ას პოზიცია

 

მოპასუხე ნა---------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო ვი-–---------------ის სარჩელი და განმარტა, რომ მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2011 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული ას------------ი. მხარეთა შორის ხშირად ხდებოდა ოჯახური კონფლიქტები, მოსარჩელე მოპასუხეს აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ნა---------------ა იძულებული გახდა წასულიყო მშობლების სახლში. მოპასუხის მითითებით, მას სურს ოჯახის აღდგენა და მეუღლესთან შერიგება (იხ. შესაგებელი ს.ფ. 27-34).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვი-–---------------ი და ნა---------------ა 2010 წლის 6 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2011 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული ას------------ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2016 წლის ივნისის თვიდან მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ვი-–---------------ი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მოპასუხე ნა---------------ა ცხოვრობს ბოლნისის რაიონი, სო----–---------ში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ნა---------------ას შუამდგომლობა მხარეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემის თაობაზე; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით მხარეებს შესარიგებელი ვადა გაუგრძელდათ ექვს თვემდე. ამდენად, მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღედგინათ ოჯახური ურთიერთობები, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული ვადისა, მხარეები არ შერიგებულან. 2018 წლის 27 მარტის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ იგი ვერ დაუკავშირდა უშუალოდ მოპასუხეს, ხოლო მისი ოჯახის წევრები უთითებენ, რომ ნა---------------ა შეურიგდა მეუღლეს, ხოლო მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეები არ შერიგებულან და მისი მარწმუნებელი შერიგების წინააღმდეგია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვი-–---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მიეცათ ვადა შერიგებისათვის, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული ვადისა მხარეთა შერიგება ვერ მოხერხდა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვიალატ მამედვის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს ვილაიტ მამედოვსა და ნა---------------ას შორის, 2010 წლის 06 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ვი-–---------------ის სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ნა---------------ასმოსარჩელე ვი-–---------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვი-–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს ნა---------------ას (პირადი ნომერი: 10001024577) და ვი-–---------------ს (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბ: 08.09.1966წ.) შორის, 2010 წლის 06 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების აქტის ჩანაწერი №02---------.

 

3. მოპასუხე ნა---------------ას მოსარჩელე ვი-–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე