გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2018
საქმის ნომერი
140210017001678558
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017001678558

საქმე № 2/32-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - შ---------------------------------–-----------------------“

წარმომადგენელი - მ-------–------

 

მოპასუხე - ზ-----------–--–ი ( მონაწილეობის გარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვადლებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ-----------–--–ს შ----------------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 2850 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 451.62 ლარი, პროცენტი - 586.88 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი, ჯარიმა - 1111.50 ლარი;

1.2. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 700 ლარის დაკისრების შესახებ და მოითხოვა მოპასუხე ზ-----------–--–ს შპს მისო "მო მანი კრედიტის" სასარგებლოდ დაეკისროს დავალინების გადახდა, 2150 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 451.62 ლარი, პროცენტი - 586.88 ლარი, ხოლო ჯარიმა - 1111.50 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც პროცესზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 05 მაისს შ----------------------------სა" და ზ-----------–--–ს შორის გაფორმდა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება - 33488-11132, რომლითაც მოპასუხე ზურაბ ხალკაცზე გაიცა კრედიტი 700 ლარის ოდენობით, წლიური 166.5 %-იანი სარგებლით, ცხრა თვის ვადით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 05 მაისს შ----------------------------სა" და ზ-----------–--–ს შორის გაფორმებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება - № 33488-11132;

 

3.1.2. 2016 წლის 05 მაისს შ----------------------------სა" და ზ-----------–--–ს შორის გაფორმებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება - 33488-11132 იყო სარგებლიანი, მოპასუხეს ყოველთვიურად თვეში ერთხელ უნდა გადაეხადა ძირი თანხა და პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება - № 33488-11132

 

3.1.3. 2016 წლის 05 მაისს შ----------------------------სა" და ზ-----------–--–ს შორის გაფორმებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებით ვალდებუელბის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - მიღებული კრედიტის 0,6%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება - № 33488-11132

 

3.1.4. მოპასუხემ არ შეასრულა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება, მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილებისა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება - № 33488-11132;

- დავალიანების ცნობა;

- შეტყობინება-გაფრთხილება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''საქართველოს ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2016 წლის 05 მაისს შ----------------------------სა" და ზ-----------–--–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით წლიური 166.5%-იანი სარგებლით, ცხრა თვის ვადით, თვეში ძირი თანხისა და პროცენტის გადახდის პირობით. ასევე დასტურდება, რომ ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო.

 

ზეოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასამართლოს მთავარ სხდომზე დაზუსტებული სარჩელი დასაბუთებული და საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადასტურებულია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, ამასთან, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ორი მოთხოვნიდან მოხსნა პირგასამტეხლოს სახით 700 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელეს გადახდილი 100 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 13.28 ლარი, ხოლო დარჩენილი 86.72 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად და მისი მოსარჩელისათვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მო მანი კრედიტის" დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ზ-----------–--–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ზ-----------–--–ს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მო მანი კრედიტის" სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის - 2150 (ორი ათას ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის - 451.62 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი, სარგებელი - 586.88 (ხუთას ოთხმოცდაექვსი ლარი და 20 თეთრი) ლარი, ჯარიმა - 1111.50 (ათას ას თერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

 

3. მოსარჩელეე შპს მისო " მო მანი კრედიტს" (ს/ნომერი: 404893451) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან - დაუბრუნდეს 13.28 ლარი, ხოლო დარჩენილი 86.72 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. მოპასუხე ზ-----------–--–ს მოსარჩელე შ----------------------------ის" სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 86.72 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

 

6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი