განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2018
საქმის ნომერი
010100115001051814
დავის ტიპი
260 1
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100115001051814

საქმე N1-892/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

18 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - მ-----– ქ------–-ძე

ადვოკატები - მ-----– მ-----ძე, ვ-–ა ხ--------–---–ი

 

ბრალდებული: ჯ------– გ------ე

მამის სახელი: ი-–ა

პირადი ნომერი: 6----------;

დაბადების თარიღი: 0-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–--ე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი

რეგისტრაციის მისამართი: ხ--–----------------–----–------ი, ს------–----------–---–ი

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის ქ-------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

ა) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ჯ------– გ------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ქ. ბათუმში, ფ-----–--–--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ჯ------– გ------ემ ოთხ ცალ ქოთანში დათესა, მოიყვანა და კულტივირება გაუწია ოთხ ძირ, დიდი ოდენობით (150, 72 გრამი) კანაფის მცენარეს, რაც 2015 წლის 19 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული.

 

ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ------– გ------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ჯ------– გ------ემ 4 ძირი კანაფის მცენარიდან უკანონოდ დაამზადა ნარკოტიკული საშუალებები - 13, 4 გრამი ნედლ მარიხუანა და 0, 1489 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რაც 2015 წლის 19 ივლისს, ქ. ბათუმში, ფ------------–--–ის ქ----------–ი მდებარე ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ჯ------– გ------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ჯ------– გ------ე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს - 13, 4 გრამ ნედლ მარიხუანას და 0, 1489 გამომშრალ მარიხუანას, რაც 2015 წლის 19 ივლისს, ქ. ბათუმში, ფ------------–--–ის ქ----------–ი მდებარე ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული.

 

ბრალდებულმა ჯ------– გ------ემ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში უარყო ნარკოტიკული საშუალების დამზადება, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, ჯ------– გ------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაში, ქმედების კვალიფიკაციის შეუცვლელად.

 

ჯ------– გ------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ქიმიური ექსპერტიზის 2015 წლის 19 ივლისის N----- დასკვნის და ექსპერტ ბ-----------------–---–-ს ჩვენების თანახმად, ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 4 (ოთხი) ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, საერთო წონით (ფესვის გარეშე) - 150, 72 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფს (მცენარე). ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ქურთუკიდან ამოღებული მწვანე ფერის ნედლი მცენარეული მასა, წონით 13,4 გრამი, არის ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანა. ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ქურთუკიდან ამოღებული მომწვანო მშრალი მცენარეული მასა, წონით 0, 1489 გრამი, არის ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ბრალდებულ ჯ------– გ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, სასამართლოს განჩინებები გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შემოწმების შესახებ, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნა, ამოღებული კანაფის მცენარეები და ნარკოტიკული საშუალებები, 2015 წლის 27 ივლისის განჩინება ჯ------– გ------ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მოწმეების: გ-------------ის, ქ----------------ის, გ--------------ის, თ---------------ის, მ--------------------------ი) სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------– გ------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/70-, 709, 710 განჩინებაში და 2017 წლის 15 თებერვლის №1/3/855 გადაწყვეტილებაში იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანის“ და ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) (იხ. „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანარათი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფა) პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის მიმართ სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა მის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედების გამო, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების – გამომშრალი და ნედლი „მარიხუანის“ უკანონო შეძენა ან შენახვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ'' საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა რიგი ცვლილებები, კერძოდ, სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნას დაემატა მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე. ასევე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლითაც სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად განისაზღვრა მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და დაწესდა შესაბამისი სასჯელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ბრალდებულ ჯ------– გ------ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული ვერ იქნებოდა - თავისუფლების აღკვეთა და ვერც საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სხვა სასჯელს დაუნიშნავდა სასამართლო, რადგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ ადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არც ერთ სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა ჯ------– გ------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 2731 მუხლზე გადაკვალიფიცირება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯ------– გ------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის შემთხვევაში, მას სასჯელი არ დაენიშნება, ხოლო 2731 მუხლზე გადაკვალიფიცირების შემთხვევაში, დაენიშნება არასაპატიმრო სასჯელი, რაც აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ------– გ------ე სასჯელის დაუნიშნავად უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701, 722, 725 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

ამდენად, ჯ------– გ------ე სასჯელის დაუნიშნავად უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ჯ------– გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.

 

2. ჯ------– გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.

 

3. ჯ------– გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ ჯ------– გ------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, რ-----------------, საკადასტრო კოდი: 05.25.10.00-.01.00-) 12 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად შეფარდებული დამატებითი ვალდებულებები გაუქმდეს.

 

5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯ------– გ------ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ დარჩენილი 4 (ოთხი) ძირი მწვანე ფერის ნედლი კანაფის მცენარე, ჯ------– გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნედლი მარიხუანა და მშრალი მარიხუანა სულ 2 პაკეტად, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ჯ------– გ------ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა N-------- და საქართველოს მოქალაქის პასპორტი N---------- დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი