განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2018
საქმის ნომერი
190100118002246440
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/12-18

(№021061017001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი თეონა წოწკოლაური,დაცვის მხარე: ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე,ბრალდებული: შ-----------------ი

მამის სახელი: ა----ი

დაბადებული: 08.10.1--- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რ-ნი, სოფ. ნ-------–ო.

 

თარჯიმანი: თალე ალიევა

 

კვალიფიკაცია:

 

- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;

 

- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი - ცივი იარაღის უკანონო ტარება განზრახი, მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 06 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 16:30 საათზე ქ. გარდაბანში აღმაშენებლის ქუჩა №12-ში ქ. გარდაბნიდან სოფ. ქესალოსკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით მოძრაობისას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, შ----------------მა მ-----–-–--------ს მუცლისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღის ოთხჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ასევე, 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისათვის ნასამართლევი შ----------------ი 2017 წლის 06 ოქტომბერს ქ. გარდაბანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა №12-ში უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ-----–-–--------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს მამასთან - ს------–--------თან, გ---------------–---–თან და ბიძა პ---–--–--------თან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „O---“-ით მოძრაობდა ქ. გარდაბნიდან სოფელ ქესალოსკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. მოძრაობისას გზაზე შეფერხების გამო შემოესმათ ,,B--“-ს მარკის ა/მანქანიდან გინების ხმა და მოთხოვნა გაეჩერებინათ ა/მანქანა. პ---–--–--------მა გააჩერა ა/მანქანა და გადავიდა. ,,B--“-ს მარკის ა/მანქანქანიდან გადმოსულმა ორი ბიჭიდან ერთმა, შაად ასადოვმა მიახლოვებისთანავე პ---–--–--------ს თავი დაარტყა. მეორე ბიჭი კი მას დაესხა თავს. თავის დაცვის მიზნით იგი ამ უკანასკნელს შესაშინებლად გაეკიდა. ამ დროს დაინახა, რომ შ----------------მა პისტოლეტი აიღო მანქანიდან და უმიზნებდა პ---–--–--------ს. ამის დანახვაზე გამოიქცა და პისტოლეტიანი ხელი გაუკავა შ-------ს, ხოლო ს------–--------მა წაართვა პისტოლეტი. უცებ შენიშნა შ----------------ი დანით ხელში მირბოდა მისკენ, მან სცადა დანის წართმევა, მაგრამ ვერ შეძლო. შ----------------მა ორჯერ დაარტყა მუცელში დანა, იგი ცდილობდა მუცლიდან აეცილებინა დარტყმები, რა დროსაც ორჯერ მოსწრო დანის დარტყმა მარცხენა ფეხში. მისი განმარტებით, არ იცის როდის მიიღო დაზიანება შ----------------მა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პ---–--–--------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს ის, მისი ძმა ს------–--------ი, მისი ძმიშვილი მ-----–-–--------ი და მისი თანამშრომელი გ---------------–---–ი გარდაბნიდან სოფელ ქესალოსკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიდიოდნენ მის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „O---“-ით. მოძრაობისას გზაზე შეფერხების გამო შემოესმათ ,,B--“-ს მარკის ა/მანქანიდან უცენზურო სიტყვებით გინების ხმა და მოთხოვნა გაეჩერებინათ ა/მანქანა. გააჩერა ა/მანქანა და გადავიდა. ,,B--“-ს მარკის ა/მანქანქანიდან გადმოსულმა შ----------------მა მიახლოვებისთანავე თავი დაარტყა თავზე. მისი ა/მანქანიდან გადმოსული მ-----–-–--------ი ცდილობდა გაეშველებას, რა დროსაც შ----------------მა ა/მანქანიდან აიღო პისტოლეტი და უმიზნებდა. მ-----–-–--------მა ხელი დაუკავა, ს------–--------მა კი ხელი გადაუტრიალა და პისტოლეტი გააგდებინა. მან აიღო იარაღი ხელში და დაემუქრა შ-------ს, რომ პოლიციას გადასცემდა. ამ დროს შ----------------ის ხელში შენიშნა შავი, დაახლოებით 12-14 სმ. სიგრძის ცალპირიანი დანა, რომლითაც რამდენიმე დარტყმა მიაყენა მ-----–-–--------ს მუცლის არეში. მ-----–მა დაიყვირა - ,,მამა დამჭრესო“. ს------–--------მა დანა გააგდებინა შ----------------ს. დანა აიღო მათი მხრიდან კ----–-----------მა და წაიღო მანქანისკენ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს------–--------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს მისი ძმის პ---–--–--------ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „O---“-ით მოძრაობდა გარდაბნიდან სოფელ ქესალოსკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. ა/მანქანაში იყვნენ ასევე მისი ვაჟი მ-----–-–--------ი და მისი ძმის თანამშრომელი გ---------------–---–ი. მოძრაობისას გზაზე შეფერხების გამო შემოესმათ ,,B--“-ს მარკის ა/მანქანიდან გინების ხმა და მოთხოვნა გაეჩერებინათ ა/მანქანა. შ----------------მა მანქანა ისე გააჩერა, პ---–--–--------ი იძულებული გახდა თვითონაც გაეჩერებინა მანქანა და გადასულიყო. ,,B--“-ს მარკის ა/მანქანქანიდან გადმოსულმა ორი ბიჭიდან ერთმა, შაად ასადოვმა მიახლოვებისთანავე პ---–--–--------ს თავი დაარტყა. მ-----–-–--------ი გადავიდა ა/მანქანიდან და ცდილობდა მათ გაშველებას. შ----------------მა აიღო პისტოლეტი და წავიდა მისი ძმის, პ---–--–--------ის მიმართულებით. მისმა შვილმა, მ-----–-–--------მა ხელი ააწევინა და პისტოლეტი დააგდებინა. პ---–--–--------მა აიღო იარაღი და დაემუქრა, თუ არ წავიდოდა, პოლიციას გადასცემდა იარაღს. პისტოლეტის წართმევის შემდეგ, შ----------------ი გაემართა მ-----–ისკენ და დანით რამდენიმე დარტყმა მიაყენა მუცლის და ფეხის არეში (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს ს-----, მ-----– და პ---–--–--------ებთან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „O---“-ით მოძრაობდნენ გარდაბნიდან სოფელ ქესალოსკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. მოძრაობისას გზაზე შეფერხების გამო შემოესმათ ,,B--“-ს მარკის ა/მანქანიდან გინების ხმა და მოთხოვნა გაეჩერებინათ ა/მანქანა. პ---–--–--------მა გააჩერა ა/მანქანა და გადავიდა. B--“-ს მარკის მანქანიდან გადმოსულმა შ----------------მა თავი დაარტყა პ---–--–--------ს, ამ უკანასკნელმაც დაარტყა. მ-----–-–--------ი ცდილობდა მათ გაშველებას. შ----------------ი გაბრუნდა მანქანისკენ და უკან მობრუნდა ბარაბნიანი ვერცხლისფერი პისტოლეტით, რომელსაც პ---–--–--------ს უმიზნებდა. მ-----–-–--------მა იყვირა, იარაღი აქვსო, ხელი დაუჭირა და იარაღი დააგდებინა. პ---–--–--------მა მოასწრო იარაღის აღება და დაემუქრა, თუ არ წავიდოდა, პატრულს მისცემდა იარაღს. პისტოლეტის წართმევის შემდეგ, შ----------------ი გაემართა მ-----–ისკენ და დანით რამდენიმე დარტყმა მიაყენა მუცლის და ფეხის არეში. მისივე განმარტებით, შ----------------მა თავზე დაზიანება მიიღო ს------–--------ზე თავის დარტყმის შედეგად. მუცელზე კი მისმა მოქნეულმა დანამ გაკაწრა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის ექიმის ს------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს მორიგეობისას გასინჯა პაციენტი შ----------------ი, ხოლო მეორე პიროვნება - მ-----–-–--------ი გადაიყვანეს საოპერაციოში. შ----------------ს აღენიშნებოდა ჭრილობა შუბლზე დაახლოებით 1-2 სმ. და ბარძაყზე დაახლოებით 3 სმ., რომელზეც ჩაუტარა შესაბამისი მკურნალობა (გაკერა). პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ესაჭიროებოდა ამბოლატორიული მკურნალობა. შეავსო ფორმა №100, რომელიც შემდეგ პოლიციამ წაიღო (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 18 დეკემბრის №007400317 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შპს ჯეო ჰოსპიტალს გარდაბნის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 4950-ის მონაცემებით მ-----–-–--------ს 06.10.17.წ. აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის წინა კედელზე და მარცხენა ბარძაყის მიდამოებში. ოპერაციულად დაუდგინდა: ერთი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, ვისცერული პერიტონეუმის და სწორი კუნთის დაზიანებით, სისხლი და სისხლის კოლტები მუცლის ღრუში, მარცხენა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანება ჭრილობების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (ტ. 1, ს.ფ. 345-348).

 

2.7. საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 14 ნოემბრის №006671717 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის გარდაბნის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N4951-ის მონაცემებით შ----------------ს 06.10.17.წ. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა შუბლის მიდამოში, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, ბარძაყის კუნთების დაზიანებით. შუბლის მიდამოში არსებული ჭრილობა განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობა - მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (ტ. 1. ს.ფ. 249-251).

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მირიან ლეფსვერიძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.8. საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 8 ნოემბრის №006297517 ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ტ. 1. ს.ფ. 393-398) თანახმად:

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მ-----–-–--------ის სისხლის ნიმუშში:

- არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

- არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეთადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი.

 

- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შ----------------ის სისხლის ნიმუშში:

- არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

- აღმოჩენილი იქნა 1,88% ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ცისანა გვენეტაძემ და ვლადიმერ სარიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.9. საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 14 ნოემბრის №006614017 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის (ტ. 1, ს.ფ. 374-383) თანახმად:

სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

 

- პაკეტებში წარწერით: ”FCD 837518... 3 ც ბიოლოგიური ჩხირი მოწითალო ფერის ლაქებით...” და ” FCD837520... 6 ც. ბიოლოგიური ჩხირი მოწითალო ფერის ლაქებით...” მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (იბ. N1-3.6-11)წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N1-3,6-10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–-–--------ს (ობ. N30; პაკეტი , წარწერით: ...მ-----–-–--------ის სისხლის ნიმუში...”), ხოლო ობ. N11-ის გენეტიკური გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ----------------ს (ობ. N 31 ; პაკეტი, წარწერით: ”... შ----------------ი: სისხლის ნიმუში”);

 

- პაკეტში, წარწერით: ” FCD837516,,,ა/მანქანა ბ-----ს სახ. N---------- ჩხრეკის ფაქტზე ამოღებული 2 ც ბიოლოგიური ჩხირი მოწითალო დერის ლაქებით...” მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N4,5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ----------------ს (ობ.N31);

 

- პაკეტში, წარწერით: ”...პისტოლეტის მაგვარი საგანი მოწითალო ფერის ლაქებით...” მოთავსებულ რევორვერისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ.N12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-----–-–--------ს (ობ.N30). ამაცე საგნის ტარსა და ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ . N13, 14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–-–--------ს (ობ.N30). ამავე პაკეტში მოთავსებულ ექვს ცალ ვაზნაზე (ობ.N15) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოცნდა;

 

- პაკეტში, წარწერით: ”...ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა... მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ.N16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N16-ის და დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N17) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მ-----–-–--------ს (ობ.N30), ხოლო მინორული წილი შ----------------ს (ობ.N31).

 

- პაკეტში, წარწერით: ”...შ----------------ის ტანსაცმელი ფეხსაცმელი...” მოთავსებულ შარვალზე (ობ.N18,19), მაისურზე (ობ.N20), წყვილ წინდაზე (ობ.N21, 22) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.N23,24) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N18,20,21,24-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–-–--------ს (ობ.N30), ობ.N19,220ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ----------------ს (ობ.N31), ხოლო ობ.N23-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მ-----–-–--------ს (ობ.N30), ხოლო მინორული ნაწილი შ----------------ს (ობ.N31);

 

- პაკეტში, წარწერით: ”...მ-----–-–--------ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N25,26), შარვალზე (ობ.N27) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.N28,29) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-----–-–--------ს (ობ.N30).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ვერა ოკუნავამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.10. საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 07 დეკემბრის №007146717 ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის (ტ. 1. ს.ფ.412-418) თანახმად: გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს უცხოური წარმოების, სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ ”ZORAKI R.2 მოდელის, არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ 9მმ კალიბრის ხმოვანი (ფუჭი) ვაზნებისა და მაშხალებისთვის განკუთვნილ N0615-000264 სასტარტო-სასიგნალო რევოლვერს 6 ვაზნის ტევადობის დოლურით;

 

- გამოსაკვლევი 6 ც ვაზნა წარმოადგენს სტანდარტულ, რიგი შესაბამისი კონსტრუქციის და დანიშნულების, როგორიცაა სასტარტო-სასიგნალო პისტოლეტები, განკუთვნილ არასაბრძოლო მასალას-ფუჭხმოვან) ვაზნებს, რომლებიც განკუთვნილი არ არის წარმოდგენილი რევოლვერისათვის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ექვსი ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გამოსაყენებლად სროლისთვის.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნათელა მძელურმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.11. საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 25 დეკემბრის №007558417 ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ტ. 1, ს.ფ.399-411) თანახმად: გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას და დამზადებულია ქარხნული წესით.

 

1. ა)” შ----------------ის” წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ბრეტელიანი მაისური; ჯინსის შარვალი; ქამარი; ერთი წყვილი წინდა; ერთი წყვილი ფეხსაცმელი) - შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია: ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით, რაც წარმოდგენილი დანის პირის ტექნიკურ-კონსტრუქციული მახასიათებლების გათვალისწინებით არ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას გამოსაკვლევი დანით. მიმართულება უნდა განისაზღვროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მიერ ჭრილობის არხის სიღრმის მიმართულების მიხედვით. ერთი წყვილი ფეხსაცმელი ხასიათდება მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელ კვალთა არსებობით, რომელთა გამოსახვის ხასიათი არაინფორმატიულია მიმართულების განსაზღვრისათვის. ბრეტელიან მაისურზე; ერთ წყვილ წინდაზე დაზიანება არ აღინიშნება.

 

ბ) ”მ-----–-–--------ის” წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (კომუფლირებული სამხედრო ფორმის ქურთუკი; კომუფლირებული სამხედრო ფორმის შარვალი; ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი)- ქურთუკზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია: ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით, რაც წარმოდგენილი დანის პირის ტექნიკურ-კონსტრუქციული მახასიათებლების გათვალისწინებით არ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას გამოსაკვლევი დანით. მიმართულება უნდა განისაზღვროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მიერ ჭრილობის არხის სიღრმის მიმართულების მიხედვით. შარვალს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანება, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია შარვალზე არსებული დაზიანების მორფოლოგიური სახის განადგურება და თავის მხრივ შეუძლებელი გახადა დამზიანებელი ობიექტის საკითხზე მსჯელობაც. ამასთან შარვალს აღენიშნება, ჭრით განვითარებული დაზიანება, რომლის კვალდამტოვი საგნის მახასიათებლებზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან დაზიანება არ მოიცავს ინფორმაციული ხასიათის მონაცემებს, მცირე ზომისა და შესაბამისად მაინდივიდუალირებელი ნიშნების კომპლექსის არ არსებობის გამო. ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე დაზიანება არ აღენიშნება.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ელგუჯა კუტალაძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.1. ბრალდებულმა შ----------------მა სასამართლო სხდომაზე თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში ,,B--“-ს მარკის ა/მანქანით, როდესაც წინ მიმავალმა „O---“-ის მარკის ა/მანქანამ მკვეთრად დაუმუხრუჭა. მან დაუსიგნალა, ფანჯარის მინა ჩასწია და მძღოლს ჰკითხა, რატომ გაუჩერა მკვეთრად. მძღოლმა შეაგინა, შეკამათდნენ და მანქანიდან გადმოვიდნენ. იგი იყო ნასვამი, ვერ მოითმინა და თავში თავი დაარტყა. მძღოლს ხელი არ შეუბრუნებია. საკუთარ ა/მანქანაში მყოფი პირები არ დაუნახავს, როგორც შემდეგ მათი მონაყოლიდან გაიგო, გაქცეულან. „O---“-ის მარკის მანქანიდან გადმოსულმა პიროვნებებმა (ოთხი-ხუთმა) კი სცემეს, დააგდეს ასფალტზე, ვიღაცამ თავზე ფეხი დააბჯინა, რის გამოც გაიფიქრა, მომკლავენო. ასევე შენიშნა, რომ მანქანიდან გადმოსულ დაზარალებულმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მოუქნია და ორჯერ დაარტყა. პროფესიით ელექტრიკოსია და დანა მასაც თან ჰქონდა. ძირს დააგდებულმა მოახერხა და ამოიღო საქამრიდან პატარა ”კნოპკიანი” დანა, რომელიც დაცვის მიზნით მოიქნია, რადგან კლავდნენ; ვის მოხვდა და სად, არ იცის. პისტოლეტი მას არ აუღია, ე.წ. ”ბარდაჩოკში” ჰქონდა შენახული და ვინ ამოიღო, არ იცის.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე 2018 წლის 15 იანვარს უდავოდ სცნო, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ცნება - ,,ჯანმრთელობის დაზიანება“ თავის თავში მოიცავს დანაშაულის ობიექტზე მინიშნებასაც. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია სხვა ადამიანის ჯანმრთელობა. ამასთან ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ბიოლოგიურ მოვლენად. ჯანმრთელობას დიდი სოციალური მნიშვნელობაც აქვს. მასზეა დამოკიდებული ადამიანის შრომისუნარიანობა, შემოქმედებითი შესაძლებლობები და ა.შ. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. მოცემული ქმედების კვალიფიკაციისთვის დანაშაულის ხერხს და საშუალებას მნიშვნელობა არ აქვს.

 

ჯანმრთელობის დაზიანების შემადგენლობანი მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნებიან. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია განსაზღვრული შედეგის დადგომა. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის.

 

მიზეზობრივი კავშირის საკითხის გადაწყვეტისათვის განსახილველი კატეგორიის საქმეებზე დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზის დასკვნის სწორ შეფასებას. ექსპერტი განსაზღვრავს დაზიანების ხანდაზმულობას, რომლის საფუძველზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო ადგენს, არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ”წესები სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრისთვის” იძლევა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩამონათვალს, რომელთა შორის მითითებულია ჭრილობა მუცლის ღრუში. მოცემულ შემთხვევაში №007400317 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ-----–-–--------ს მიყენებული აქვს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის წინა კედელზე და მარცხენა ბარძაყის მიდამოებში და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვაგვარი მოქმედებით. კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხასიათის მოქმედებას მიმართა დამნაშავემ - მექანიკურ, თერმულ, ქიმიურ თუ ფსიქიკურ და ა.შ. ზემოქმედებას. დანაშაულის ჩადენის საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მხოლოდ სასჯელის ზომის განსაზღვრაზე.

 

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში.

 

დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში მ-----–-–--------ის ჯანმრთელობა.

 

შ----------------ს ასევე ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი - უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

 

მოცემულ შემთხვევაში, №007558417 ტრასოლოგიური ექსპერტიზის თანახმად გამოსაკვლევად წარდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას და დამზადებულია ქარხნული წესით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით შ-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ(გადახდილია).

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი შ-----------------ი, პირობით გამოსაცდელ ვადაში და ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2017 წლის 6 ოქტომბერს ატარებდა ცივ იარაღს - დანას. შ-----------------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით ითვლება ნასამართლევ პირად.

 

განხილულ გარემოებებთან მიმართებაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის განხორციელების გარდაუვალობას. მოცემულ შემთხვევაშიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ასევე ცივი იარაღის უკანონო ტარების, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთერთი ელემენტი - სისხლისსამართლებრივი ბრალეულობა, ანუ განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, არამედ მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებდა ანდა შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობა.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, ინციდენტის დროს ძირს დააგდებულმა ამოიღო საქამრიდან პატარა ”კნოპკიანი” დანა და დაცვის მიზნით მოიქნია. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც საქმეზე დაკითხული მოწმეების მ-----–-–--------ის, პ---–--–--------ის, ს------–--------ის და გ---------------–---–ის ჩვენებებს, ასევე 2017 წლის 18 დეკემბრის №007400317 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის სარწმუნოებაში ეჭვის საფუძველი არ არსებობს და რომლითაც დადასტურებულია, რომ მ-----–-–--------ს 06.10.17.წ. ოპერაციულად დაუდგინდა ერთი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, ვისცერული პერიტონეუმის და სწორი კუნთის დაზიანებით, რასაც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ბრალდებული დაცვის მიზნით მოქნევისას კონკრეტულად აღწერილ ვითარებაში დაზარალებულს ვერ მიაყენებდა.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

შ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა. დამამძიმებელია - მის მიერ დანაშაულის სიმთვრალეში ჩადენა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე დაზარალებულის მხრიდან მის მიმართ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

შ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:

 

- შაად ასადოვის კუთვნილი სასტარტო-სასიგნალო რევოლვერი 06 ვაზნით, ბაბეკ ასადოვის დაბადების მოწმობა, სპორტული ფეხსაცმელი, შაად ასადოვის და მიხეილ შუმანოვის ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- სისხლის კვლები, სისხლის ლაქები, დანა, ხელის კვალის და სისხლის ნიმუშები - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით შ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს შ-----------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.06.2016 წლის №1/350-16 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.06.2016 წლის №1/350-16 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, შ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

2. შ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 06 ოქტომბრიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:

 

- შაად ასადოვის კუთვნილი სასტარტო-სასიგნალო რევოლვერი 06 ვაზნით, ბაბეკ ასადოვის დაბადების მოწმობა, სპორტული ფეხსაცმელი, შაად ასადოვის და მიხეილ შუმანოვის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- სისხლის კვლები, სისხლის ლაქები, დანა, ხელის კვალის და სისხლის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი