განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2018
საქმის ნომერი
080100118002436138
დავის ტიპი
276 6 , 128
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/393-18 (№069100218005)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივნისი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ--- მჟ----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გი------ ლე----ს ძე კი--------–--- - დაბადებული 1--- წლის 9---------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონე, ს-–----–-- განათლებით, რეგისტრირებული: წყალტუბო, სოფ. ჭა–-–----, ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გე-------

 

ადვოკატი - მაკა ლა-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლი;

 

დისპოზიცია:

1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში;

2. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ როცა მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გე-----ში, ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებულ გზაგამტარ ხიდზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გი------ კი--------–---მ მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ვაზ-2106“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომანქანით მოძრაობისას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლში გაჩერებულ ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომობილის უკანა მარცხენა კარებთან მდგარ სო--- შ---–---ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

2. 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გე-----ში, ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებულ გზაგამტარ ხიდზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გი------ კი--------–---მ მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ვაზ-2106“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომანქანით მოძრაობისას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლში გაჩერებულ ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომობილის უკანა მარცხენა კარებთან მდგარ სო--- შ---–---ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ჩავარდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ როცა გი------ კი--------–---ს წარმოეშვა ქვეითზე ზრუნვის სპეციალური ვალდებულება და შეეძლო მისი დახმარება, მან განსაცდელში დაუხმარებლად მიატოვა სო--- შ---–---, არ შეაჩერა ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა. ხოლო სო--- შ---–--- მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნათია წე------ გამოკითხვის ოქმები, მოწმეების მამუკა ნოსელიძის, თეიმურაზ გაბუნიას, ციალა შვ--–---ს, გი------ ომ-----, ანა ნე---–-------- და გივი ამ------–---- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ გი------ კი--------–---ს დაკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N000960818 დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკების დათვალიერების ოქმები, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N153/ა დასკვნა, ალკოჰოლური თრობის N000889218 დასკვნა) ერთობლიობა გი------ კი--------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ კი--------–---მ ჩაიდინა 1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში; 2. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ როცა მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი------ კი--------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო გი------ კი--------–---ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გი------ კი--------–---ს სასჯელის სახე და ზომა უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, ამასთან სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებით სასჯელად დაენიშნოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, ხოლო უფლების ჩამორთმევის ვადად საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე განესაზღვროს - 2 წელი. სასამართლო ასევე უთითებს, რომ ვინაიდან გი------ კი--------–--- წარსულში არ არის ნასამართლევი და სახეზე არ არის დანაშაულის რეციდივი, მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი და ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტომასალის დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით. ,,ვაზ-2106“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ,,ოპელ-ვექტრა“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სო--- შვ--–---ს ტანსაცმელი, რაც ინახება გეგუთის პოლიციის განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. გი------ კი--------–---ს ტანსაცმელი, ,,ვაზ-2106“-ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ქვედა საფენი, საზურგის შალითა (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) დაუბრუნდეს გი------ კი--------–---ს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს. სამი ცალი მოშავო ფერის პლასტმასის დეტალი, მოყვითალო ფერის დეტალი, ერთი ცალი გამჭირვალე პოლიეთილენის ჭურჭელი, რაც ინახება გეგუთის პოლიციის განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი------ კი--------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ - 7 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი------ კი--------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გი------ კი--------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ გი------ კი--------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი და ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტომასალის დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

- ,,ვაზ-2106“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- ,,ოპელ-ვექტრა“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- სო--- შვ--–---ს ტანსაცმელი, რაც ინახება გეგუთის პოლიციის განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- გი------ კი--------–---ს ტანსაცმელი, ,,ვაზ-2106“-ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ქვედა საფენი, საზურგის შალითა (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) დაუბრუნდეს გი------ კი--------–---ს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.

- სამი ცალი მოშავო ფერის პლასტმასის დეტალი, მოყვითალო ფერის დეტალი, ერთი ცალი გამჭირვალე პოლიეთილენის ჭურჭელი, რაც ინახება გეგუთის პოლიციის განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური