გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
010224018002417791
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010224018002417791

N2/1749-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მაისი 2018 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი თამარ გიორგაძე

 

განმცხადებელი - და----ო მა----ძე

მხარდაჭერის მიმღები პირი - ედ-----დ აგ------ი

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - მაია ქა------ე

მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სს------–---–-----------------------------------------------–---–----------------------–------ი

წარმომადგენელი - ლაშა მა----–--ე

 

მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის ფარგლების გაფართოება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული, მხარდაჭერის მიმღები პირის - ედ-----დ აგ------ის მხარდაჭერის ფარგლების გაფართოება.

 

1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებთან ერთად, ედ-----დ აგ------ის მხარდამჭერი პირისათვის - და----ო მა----ძისათვის დამატებითი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, შემდეგი მოცულობით:

 

ა) და----ო მა----ძეს მიენიჭოს უფლება წარმოადგინოს ედ-----დ აგ------ის კანონიერი ინტერესები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაცვლის ხელშეკრულების დადების მიზნით შემდეგი პირობებით: ედ-----დ აგ------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმი, გურამიშვილის ქ. N76 (ს/კ 05.28.48.008), 1/3 წილი გაიცვალოს ნოდარ ბერიძის საკუთრებაში არსებულ ქონებებში, მდებარე ქ. ბათუმი, იმედაშვილის ქ. N3 (მეორე სართული) ს/კ 05.21.54.028.01/507. 67.24 კვმ საცხოვრებელ ფართში, ს/კ 05.21.54.028.01/508 32.43 კვმ საცხოვრებელ ფართში და ს/კ 05.21.54.028.01/509 5.33 კვმ ფართში.

 

2. მხარდაჭერის მიმღები პირის, მისი ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

 

მხარდაჭერის მიმღებმა პირმა შეძლო კომუნიკაციის დამყარება სასამართლოსთან და მხარი დაუჭირა განცხადებას მხარდაჭერის ფარგლების გაფართოების შესახებ. მხარდასაჭერი პირის ადვოკატმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ მხარდაჭერი გაფართოება განცხადებაში მითითებულ ფარგლებში გაცილებით აუმჯობესებს მხარდასაჭერი პირის საყოფაცხოვრებო პირობებს. დღეის მდგომარეობით ედ-----დ აგ------ი ცხოვრობს მცირე ზომის საცხოვრებელ ფართში, რომელშიც არაა მოწესრიგებული კომუნალური პირობები, ფართი გაურემონტებელია და საცხოვრებლად არაკომფორტული. გაცვლის შედეგად მისაღები ფართები გარემონტებულია, მასში მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო და კომუნალური პირობები. მხარდასაჭერი პირის ადვოკატმა ითხოვა განცხადების სრული მოცულობით დაკმაყოფილება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი იმ მოცულობით, რაც განცხადებაშია მითითებული. სააგენტოს წარმომადგენლის აზრით, მხარდაჭერის ფარგლების გაფართოება, მითითებული პირობებით, სრულიად შეესაბამება მხარდასაჭერი პირის ინტერესებს. მისი ქონებრივი და საყოფაცხოვრებო პირობები უმჯობესდება არსებულთან შედარებით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები პროცესის მონაწილეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. და----ო მა----ძე არის ედ-----დ აგ------ის დედა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის N000750317 საფუძველზე ედ-----დ აგ------ს დადგენილი აქვს დიაგნოზი - მყარი ფსიქიკური (გონებრივ-ინტელექტუალური) დარღვევები და ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორცილების სფეროებში. ედ-----დ აგ------ს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სხვა სფეროში.

 

3.2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით და----ო მა----ძის განცხადება, ედ-----დ აგ------ის მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარებისა და მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილდა. ედ-----დ აგ------ი (პ/ნ 61001073785) ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორცილების სფეროებში. დასკვნის თანახმად, ედ-----დ აგ------ს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სხვა სფეროში.

 

3.2.3. ედ-----დ აგ------ს (პ/ნ 61001073785) მხარდამჭერად დაენიშნა დედა და----ო მა----ძე (პ/ნ 61001073784). და----ო მა----ძეს ედ-----დ აგ------ის მხარდაჭერისათვის განესაზღვრა უფლება-მოვალეობათა ფარგლები, შემდეგი მოცულობით:

 

- წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან:

- იყოს ედ-----დ აგ------ის წარმომადგენელი სოციალურ მომსახურების სააგენტოში:

- იყოს ედ-----დ აგ------ის წარმომადგენელი სს ”ლიბერთი ბანკში”, ასევე ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებაში მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან/და სხვა სოციალური დახმარება) დანიშვნა-ცვლილებასთან დაკავშირებით;

- ედ-----დ აგ------ის სახელით ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და იურიდიულ პირებს მიმართოს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები).

- გაუსხსნას ანგარიში ბანკში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს ედ-----დ აგ------ის კუთვნილი პენსია, დახმარება, ან/და სხვა ფულადი თანხები.

- მიენიჭოს უფლებამოსილება წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში, წარადგინოს სარჩელი ან/და განცხადება, წარადგინოს სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, სცნოს სარჩელი, უარი თქვას სარჩელზე, საქმისწარმოება დაამთავროს მორიგებით:

- იყოს წარმომადგენელი სასამართლოში, სააღსრულებო ბიუროში და მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულება.

- გამოხატოს თანხმობა მკურნალობაზე.

- იყოს ედ-----დ აგ------ის წარმომადგენელი სამკვიდროს მიღების საკითხში, მართოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება.

- მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხარდამჭერ პირს და----ო მახაძეაძეს მიენიჭოს უფლებამოსილება დაიცვას ედ-----დ აგ------ის სხვა კანონიერი უფლებები, რაც გამომდინარეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შინაარსიდან.

 

3.2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით და გადასინჯვის ვადა - 4 წელიწადსა და 9 თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განმცხადებლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება;

- ადვოკატის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ედ-----დ აგ------ის დაბადების მოწმობა;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

- ექსპერტიზის დასკვნა;

- ფოტოსურათები

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოუსმინა განმცხადებელს, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დამცველ ადვოკატს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, მიიჩნევს, რომ განცხადება ედ-----დ აგ------ი მხარდაჭერის ფარგლების გაფართოების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1280-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ედ-----დ აგ------ი საჭიროებს მხარდაჭერას და მას მხარდამჭერად დანიშნული ყავს ოჯახის წევრი, დედა და----ო მა----ძე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 363 23 -ე მუხლის პირველი ნაწილით თუ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის (მხარდამჭერების), ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „?????????????? ???????????? ??????????? ??????????? ????????? ???????“ ??????????? ??????? შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხდება არ მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა, არამედ მხარდაჭერის ფარგლების გაფართოება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მხარდაჭერის ფარგლების დაცვით. კერძოდ, დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის N000750317 საფუძველზე ედ-----დ აგ------ს ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორცილების სფეროებში. ედ-----დ აგ------ს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სხვა სფეროში.

 

დადგენილია, რომ განცხადებაში მითითებულ სფეროს არ ითვალისწინებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება ედ-----დ აგ------ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისა და და----ო მა----ძის ედ-----დ აგ------ის მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ.

 

დადგენილია, რომ განცხადებაში მითითებული გარიგება, კერძოდ, ედ-----დ აგ------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმი, გურამიშვილის ქ. N76 (ს/კ 05.28.48.008), 1/3 წილის გაცვლა ნოდარ ბერიძის საკუთრებაში არსებულ ქონებებში, მდებარე ქ. ბათუმი, იმედაშვილის ქ. N3 (მეორე სართული) ს/კ 05.21.54.028.01/507. 67.24 კვმ საცხოვრებელ ფართში, ს/კ 05.21.54.028.01/508 32.43 კვმ საცხოვრებელ ფართში და ს/კ 05.21.54.028.01/509 5.33 კვმ ფართში, მკვეთრად აუმჯობესებს მხარდასაჭერი პირის სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს, ამდენად, შედის მის კანონიერ ინტერესებში. აღნიშნული დადასტურებულია თავად მხარდამჭერი პირის-და----ო მა----ძის, მხარდასაჭერი პირის-ედ-----დ აგ------ის, მხარდასაჭერი პირის ადვოკატის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებით და საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ფოტოსურათებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა, რაც დაცულია განმცხადებლის მიერ.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.

 

განსახილველ საქმეზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10/02/2017 წლის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნით ედ-----დ აგ------ს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია, მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული, მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია. დასკვნის თანახმად მას ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. მხარდამჭერის გადასინჯვის ვადა კი რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლით, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

 

მითითებული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღები პირი საქმის განხილვისას უზრუნველყოფილი იყო ადვოკატით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ედ-----დ აგ------ი ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად და განისაზღვრა მისი მხარდაჭერის ფარგლები. იმავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხარდამჭერი პირის და----ო მა----ძის უფლება-მოვალეობების ფარგლები. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც უდავოდ მიუთითებენ მხარდამჭერი პირის უფლებების გაფართოების აუცილებლობაზე, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის მიზნით. შესაბამისად, სახეზეა მხარდაჭერის ფარგლების გაფართოების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე 257-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ედ-----დ აგ------ის მხარდამჭერი პირის და----ო მა----ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N2-3839/16) განსაზღვრული მხარდაჭერის ფარგლები გაფართოვდეს და მხარდაჭერის მიმღები პირის - ედ-----დ აგ------ის (პ/ნ 61001073785 დაბადებული:09.08.1974წ.) მხარდაჭერისათვის მხარდამჭერ პირს - და----ო მა----ძეს (პ/ნ61001073784) დამატებით განესაზღვროს უფლება-მოვალეობები, შემდეგი მოცულობით:

 

- და----ო მა----ძეს მიენიჭოს უფლება წარმოადგინოს ედ-----დ აგ------ის კანონიერი ინტერესები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულების დადების მიზნით შემდეგი პირობებით: ედ-----დ აგ------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმი, გურამიშვილის ქ. N76 (ს/კ 05.28.48.008), 1/3 წილი გაიცვალოს ნოდარ ბერიძის საკუთრებაში არსებულ ქონებებში, მდებარე ქ. ბათუმი, იმედაშვილის ქ. N3 (მეორე სართული) ს/კ 05.21.54.028.01/507. 67.24 კვმ საცხოვრებელ ფართში, ს/კ 05.21.54.028.01/508 32.43 კვმ საცხოვრებელ ფართში და ს/კ 05.21.54.028.01/509 5.33 კვმ ფართში.

 

3. მხარდამჭერ პირს განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:

ა) მხარდამჭერი ვალდებულია სრულყოფილად იზრუნოს მხარდამჭერის მიმღებ პირზე, დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები, იყოს მზრუნველი და გაუწიოს ყველა აუცილებელი დახმარება, კეთილსინდისიერად გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება კანონიერი ინტერსების დაცვის მიზნებისათვის.

ბ) მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

გ) მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

დ) მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

 

4. მხარდაჭერის ვადა განისაზღვროს და გადასინჯვის პერიოდი განისაზღვროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N2-3889/16) შესაბამისად;

 

5. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე