გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002278584
N3/11-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.07.2018 ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე -ხა----------------–-ძე, ქეთ----------------აძე,წარმომადგენელი-მა-------–---ძე
მოსარჩელე-ბე-------–უა
წარმომადგენელი-ფრ------------–ია
მოპასუხე- ოზ----------------–----–-------------ია,წარმომადგენელი-მი----–-–--–---ძე, ლა–--------ე
მესამე პირები-ალ---------–---–ი და გი---------–------ლი
წარმომადგენელი-კა-------–-–---–ი
დავის საგანი : ქმედების განხორციელების თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. ხა----------------–-ძის და ქეთ----------------აძის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 26 დეკემბრის N227 და 2017 წლის 26 დეკემბრის N216 ბრძანება.
1.2. დაევალოს ოზ----------------–----–-------------იას აღადგინოს ქეთ----------------აძე ტოლფას თანამდებობაზე. კერძოდ, ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის-მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
1.3.დაევალოს ოზ----------------–----–-------------იას აღადგინოს ხა----------------–-ძე ტოლფას თანამდებობაზე. კერძოდ, ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის-პირველი რანგის, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღავანელის თანამდებობაზე ან ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
1.4. ხა----------------–-ძეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს -1680 ლარს) ოდენობით.
ქეთ----------------აძეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს- 1050 ლარს) ოდენობით.
1.5 გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ.
1.6. გადაწყვეტილების მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოტანისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების-2018 წლის 17 მაისის N3259 ბრძანებისა და 2018 წლის 17 მაისის N3212 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეების-ხა----------------–-ძის და ქეთ----------------აძის წარმომადგენლის მა-------–---ძის განმარტებით 2017 წლის 15 ივნისის N987-11 საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, თვითმართველი ქა-–----------------ი და ოზ----------------–----–----ტი გაერთიანდა ერთ თითმართველ ერთეულად და სახელწოდებად განისაზღვრა ოზ----------------–----–-------------ია. შესაბამისად მიიჩნევს, რომ მოხდა ორი საჯარო დაწესებულების გაერთიანება და არა როგორც მოპასუხე მხარე მიიჩნევს -ლიკვიდაცია, რადგან ლიკვიდაცია გულისხმობს გაუქმებას. 2017 წლის 25 დეკემბერს, ოზ----------------–----–-------------ისგან-კონსტანტინე შარაშენიძისაგან ხა----------------–-ძემ მიიღო შემოთავაზება ოზ----------------–----–----ტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულიდან ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის საინვესტიციო განყოფილების მეორე რანგის მეორად სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებაზე, რასაც ხა----------------–-ძე დათანხმდა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობდა იმას, რომ შეთავაზება მერის მხრიდან იყო კანონიერი. მსგავსი სახის შეთავაზება განხორციელდა ქეთ----------------აძის მიმართაც. შეთავაზება გულისხმობდა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულიდან ოზ----------------–----–-------------იის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მესამე რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანას, რასაც ასევე დათანხმდა ქეთ----------------აძე.
მა-------–---ძის განმარტებით 2017 წლის 26 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილმა პირმა მერს რეკომენდაციის სახით ჩამოუყალიბა, რომ საჯარო დაწესებულებას უნდა უზრუნველეყო ვაკანტური თანამდებობის გამოყენება მობილობის მიზნებისთვის, რისთვისაც უნდა ეხლემძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე განემარტა, რომ ქვედა იერარქიული რანგიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანა ეწინააღმდეგებოდა მობილობის წესს. წერილში ასევე მითითებული იყო, რომ მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება საჯარო კონკურსის, ანუ ღია და დახურული კონკურსის გარეშე. რაც მერის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მიიჩნევს, რომ ახალი სამსახური არ ჩამოყალიბებულა. ფუნქციურად სრულიად იდენტურად მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამსახურს, ახალ სამსახურთან მიმართებაში, რომელსაც დაემატა 4 განყოფილება. მა-------–---ძე ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს 2017 წლის 26 და 28 აპრილის N215 და N218 დადგენილებებიც, რომლებიც გამორიცხავენ 2017 წლის პირველ ივლისამდე დაკავებულ თანამდებობის პირებზე აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების გავრცელებას, ისევე დამატებით შეზღუდვებს, რაზედაც მოპასუხე მხარე აპელირებს ხა----------------–-ძესთან მიმარტებაში. მისი განმარტებით მოპასუხე მხარემ თავისი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენა მტკიცებულებად ხა----------------–-ძის შრომის წიგნაკი, თუმცა არ მიიღო მხედველობაში მისი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში, ისე, რომ მის მიერ აქტის გამოცემას ან ქმედებას არ გამოეწვია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვა. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გამოეკვლია უნდა ის ფაქტი, არსებობდა თუ არა ტოლფასი თანამდებობები, შეესაბამებოდა თუ არა მოსარჩელეების კომპეტენცია ამ თანამდებობებს და დაესაბუთებინა რა არსებითი გარემოება გახდა დაბალ თანამდებობის შეთავაზების საფუძველი. მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი უთითებს სამსახურის ფუნქციების და თანამდებობრივი სარგოს გაზრდას, მაგრამ ტოფასი თანამდებობა არსებობდა თუ არა და რატომ ეთქვა ასეთზე უარი, არ დაუსაბუთებია მერიას.
ქეთ----------------აძესთან მიმართებაში განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე რადიკალურად განსხვავებულ განყოფილებად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანამდებობას- მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილებას, ისევე როგორც განყოფილების უფროსობას, თუმცა არ მსჯელობს იმაზე, რომ განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობები აბსოლიტურად მოიცავენ მენეჯერულ უფლება-მოვალეობებს, ისევე როგორც ის ფუნქციები, რომელიც გაწერილია მერის წარმომადგენლთა კოორდინაციის განყოფილებაში. კერძოდ მთელი განყოფილების საქმიანობა მოიცავს ფაქტიურად ინფორმირებას, ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას და ა.შ. რისთვისაც ქეთ----------------აძეს ჰქონდა მისი სამუშაო გამოცდილება და უნარ-ჩვევები. მა-------–---ძე არ ეთანხმება მესამე პირის წარმომადგენლის-კა-------–-–---–ის მოსაზრებას გარდამავალ პერიოდთან მიმართებაში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან იერარქიულად ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ზემდგომი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი" მოითხოვდა ვალდებულებების შესრულებას მობილობით გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ მობილობის წესი არ გავრცელდებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებზე, ამით ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობას ექნებოდა ადგილი დაენიშნათ მათი სურვილის შესაბამისად კადრები, რაც ზღუდავს დასაქმებული პირების კანონიერ ინტერესებს და უფლებებს. ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
მა-------–---ძეს ეთანხმება ხა----------------–-ძე და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თითმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (26.07.2017წ. N1251-რს) მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად-2017 წლის ადგილობრივი თითმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულ მუნიციპალიტეტის მერს/საკრებულოების თავმჯდომარეებს საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უნდა უზრუნველეყოთ 2017 წელს გაუქმებული მუნციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულების აპარატებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ახლად არჩეულ მერს ქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება მობილობა განეხორციელებინა არსებული საჯარო მოხელეებიდან. სამუშაოზე დასაქმებასთან დაკავშირებით მერის შეთავაზებაზე დათანხმდა იმიტომ, რომ იგი შეცდომაში შეიყვანა მერიის მხრიდან არასწორად წარმართულმა მობილობის პროცესმა. ასევე განმარტავს, რომ შემოთავაზებას დაეთანხმა, ვინაიდან იგი არის ქვრივი, ორი შვილის დედა, ცხოვრობს დედასთან, აქვს ჯანრმთელობის პრობლემა. მისი მეუღლე 3 წლის განმავლობაში იყო კომაში და მისი სიცოცხლის შენარჩუნება ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ყოველივე ამის გამო დაეთანხმა შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნას. ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
მა-------–---ძეს ეთანხმება ქეთ----------------აძე და დამატებით განმარტავს, რომ შეთავაზებულ თანამდებობაზე დათანხმდა იმიტომ რომ გააჩნდა ვალდებულება როგორც ოჯახის, ასევე ბანკების მიმართ და უთხრეს, რომ ტოლფასი თანამდებობა არ იყო დარჩენილი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ტოლფასი თანამდებობა, რომელსაც მერი სხვისთვის ინახავდა. ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. ბე-------–უას დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
2.1. ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 26 იანვრის N1136 წერილი. ბე-------–უა ამოირიცხოს მოხელეთა რეზერვიდან. ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 30 იანვრის N209 ბრძანება და ბე-------–უა აღდგენილ იქნას ოზ----------------–----–-------------იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
2.2. ბე-------–უას აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური- 2018 წლის თებერვლიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2000 ლარს) ოდენობით. ასევე აუნაზღაურდეს 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისი- (500 ლარი).
2.3. ბე-------–უა დაუყოვნებლივ აღდგეს ოზ----------------–----–-------------იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და დაუყოვნებლივ მიეცეს იძულებითი განაცდური.
2.4. ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------იაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები. ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გი---------–------ლის დანიშვნის ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 17 მაისის ბრძანება.
ბე-------–უას წარმომადგენლის-ფრ------------–იას განმარტებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იგივეა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-12 მუხლის I პუნქტით.
პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგი.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ" პუნქტის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. ამასთან, ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ" ან „გ" ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. ამავე კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, პირი მოხელეთა რეზერვში მხოლოდ იმ შემთხვევაში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია, თუკი შეუძლებელია პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორად მიიჩნევს ფრ------------–ია მერის 2018 წლის 26 იანვრის წერილს მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე. მისი განმარტებით რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ტოლფასი თანამდებობა ან არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებაზე მოხელე ამბობს უარს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწმყის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლის გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-3 მუხლის „ა" პუნქტის მიხედვით, მობილობა არის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. ამავე წესის მე-2 მუხლის მიხედვით კი, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიული კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.
ფრ------------–იას განმარტებით მოსარჩელე მუშაობდა ოზ----------------–----–-------------იაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა ფუნქციური დანიშნულებით. რამდენადაც მოსარჩელე მუშაობდა ოზ----------------–----–-------------იაში ადმინისტრაციის უფროსად, მერი ვალდებული იყო მისთვის შეეთავაზებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 52-ე მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული ტოლფასი თანამდებობა - ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა და თუ მოსარჩელე უარს იტყოდა ამ შემთავაზებაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მისი გათავისუფლება და რეზერვში ჩარიცხვა. იგი არასწორად მიიჩნევს მერიის შესაგებელში აღნიშნულ გარემოებას იმის შესახებ, რომ რამდენადაც ყოფილ ადმინისტრაციულ სამსახურს დაემატა კიდევ საქმიანობის 4 სახე და გაიზარდა თანამდებობრივი სარგო, ახალი თანამდებობა არ არის ტოლფასი ძველი თანამდებობის.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართელოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კანონის 47-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა). ფრ------------–იას განმარტებით ახალი თანამდებობა ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილების განმხორციელებელი თანამდებობაა და მოსარჩელე უნდა დანიშნულიყო მობილობით აღნიშნულ თანამდებობაზე, რაც გამორიცხავდა კონკურსის ჩატარებას. თუ მოსარჩელე უარს იტყოდა მობილობით ამ თანამდებობაზე, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა კონკურსის გამოცხადება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 34-ე მუხლის I პუნქტით. რის დასადასტურებლად უთითებს ოზ----------------–----–-------------ისადმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის წერილს, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ არ შეიძლება არც ღია და არც დახურული კონკურსის ჩატარება, არამედ პირი უნდა დაინიშნოს მობილობის წესით.
ფრ------------–იას განმარტებით მოპასუხეს მოსარჩელე უნდა დაენიშნა მობილობით სადავო თანამდებობაზე. თუ მოსარჩელე უარს იტყოდა ამ შეთავაზებაზე, მაშინ უნდა გამოცხადებულიყო დახურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება ექნებოდათ მხოლოდ მერიის საჯარო მოხელეებს, მერიაში არანაკლებ 1 წლით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და რეზერვში ჩარიცხულ პირებს, თუ ამ დახურული კონკურსის შედეგად ვერ გამოვლინდებოდა გამარჯვებული, მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა კანონიერი სადავო 2018 წლის თებერვლის კონკურსი და ამ კონკურსის შედეგად სადაო თანამდებობაზე ინწკირველის დანიშვნის ბრძანება. მოხელე რეზერვში ირიცხება მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. მერიაში არსებობს ცოლფასი თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. ოზ----------------–----–-------------იის წარმომადგენლის მი----–-–--–---ძის განმარტებით (ბე-------–უას საქმეზე) საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 დადგენილებით თვითმართველი ქა-–----------------ი და ოზ----------------–----–----ტი გაერთიანდა ერთ თვითმართველ ერთეულად-ოზ----------------–----–----ტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქა-–----------------ი. გაუქმებულ გამგეობასა და მერიაში არსებობდა 18 სრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თანამდებობა, მათ შორის ორი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. ახლად შექმნილ ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურს დაემატა 4 ახალი სფერო-განყოფილება, გაიზარდა მისი ფუნქციები და ახალი სამსახური ვერ ჩაითვლება გაუქმებული მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იდენტურად. ასევე განმასხვავებელ ფაქტორად მიიჩნევს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. ვინაიდან გაიზარდა აღნიშნული სამსახურის ფუნქციები ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით საჭიროდ მიიჩნიეს ღია კონკურსის გამოცხადება. კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნა გი---------–------ლის კანდიდატურა. 2017 წლის 21 დეკემბერს ბე-------–უასადმი შეთავაზებულ იქნა მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, რაზედაც ბე-------–უამ უარი განაცხადა. 2018 წლის 26 იანვარს N1136 წერილით ბე-------–უას შეეთავაზა რეზერვში ჩარიცხვა, რაზედაც ასევე თქვა უარი და შემდეგ იგი 2018 წლის 30 იანვრის N209 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ჩაირიცხა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა ერთი თვის კომპენსაცია. მიიჩნევს, რომ ბე-------–უას მიმართ კანონი არ დარღვეულა დამოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მი----–-–--–---ძეს ეთანხმება ლა–--------ე.
3.2.ოზ----------------–----–-------------იის წარმომადგენლის მი----–-–--–---ძის განმარტებით (ხა----------------–-ძის საქმეზე) ხათუნა სურგულაძეს მობილობის განხორციელებამდე ოზ----------------–----–----ტის გამგეობაში ეკავა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა, ხოლო ახლად შექმნილ ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურს დაემატა 4 ახალი სფერო-განყოფილება, გაიზარდა მისი ფუნქციები და ახალი სამსახური ვერ ჩაითვლება გაუქმებული მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იდენტურად. ასევე განმასხვავებელ ფაქტორად მიიჩნევს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. ვინაიდან გაიზარდა აღნიშნული სამსახურის ფუნქციები, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით საჭიროდ მიიჩნიეს ღია კონკურსის გამოცხადება. კონკურისის შედეგად შერცეულ იქნა გი---------–------ლის კანდიდატურა. მი----–-–--–---ძე ასევე იდენტურ თანამდებობად ვერ მიიჩნევს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართის სამსახურის უფროსის თანამდებობას, რადგან აღნიშნული თანამდებობა რადიკალურად განსხვავებული სფეროს სამსახურია. შესაბამისად მოსარჩელის კომპეტენციიდან გამომდინარე მისი აღნიშნულ თანამდებობაზე გადაყვანა ვერ მოხდებოდა. ქონების მართვის სამსახურსაც დაემატა სამი ახალი სფეროს განყოფილება. აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა ალ---------–---–ის კანდიდატურა. ხა----------------–-ძეს შეეთავაზა დაბალი რანგის თანამდებობა, რაზედაც იგი დათანხმდა. შესაბამისად, მოპაუხე მხარე მიიჩნევს, რომ მერიას ხა----------------–-ძის მიმართ კანონი არ დაურღვევია. ასევე უთითებს, რომ ხა----------------–-ძეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N218 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება არ ქონდა.
მი----–-–--–---ძეს ეთანხმება ლა–--------ე.
3.3. ოზ----------------–----–-------------იის წარმომადგენლის მი----–-–--–---ძის განმარტებით (ქეთ----------------აძის საქმეზე) ქეთ----------------აძეს გაუქმებულ მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკავა განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა. ახლადშექმნილ ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიაში განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადმოყვანილ იქნა გაუქმებული ქ. ოზ----------------–----–-------------იის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღავნელი მარინა ჯაფარიძე. ქეთ----------------აძეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N218 დადგენილებით განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით შეეთავაზა ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რაზედაც იგი დათანხმდა. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - მობილობით გადაყვანილ იქნას იგი ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენლთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, რასაც ყოველგავარ საფუძველ მოკლებულად მიიჩნევს, რადგან ქეთ----------------აძის ყოფილი თანამდებობა და მოთხოვნილი თანამდებობა რადიკალურად განსხვავებული სფეროს განყოფილებებია. შესაბამისად მობილობის წესით მისი გადაყვანა მოთხოვნილ თანამდებობზე ვერ განხორციელდებოდა. აღნიშნული განყოფილება ახალია და წარმოიშვა ახალი ვაკანსია, რომელზედაც გამოცხადდა კონკურსი და დაინიშნა შესაბამისი მოხელე.
მი----–-–--–---ძეს ეთანხმება ლა–--------ე.
4. მესამე პირის პოზიცია
4.1.მესამე პირების -გი---------–------ლის და ალ---------–---–ის წარმომადგენელი-კა-------–-–---–ი მოსარჩელეთა პოზიციას, რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, ასევე მათი მოსაზრებით ეს გარემოება წარმოადგენს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძველს, არასწორად მიიჩნევს, ვინაიდან სამსახურში აღდგენას აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად. ბე-------–უა და ხა----------------–-ძე იყვნენ ადმინისტრაციის უფროსები და გაფრთხილება უნდა განეხორციელებინა თავად მოსარჩელეთა დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებს. კა-------–-–---–ი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელეთა პრეტენზიას ღია კონკურსთან დაკავშირებით. თვლის, რომ კონკურსის ყველა ეტაპი გავლილი იყო საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით. ასევე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 126/1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად-გარდამავალ პერიოდად ჩაითავლა 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი -,, გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) უფლებამოსილია პირველი, მეორე და მესამე რანგის ვაკანტურ თანამდებობების დასაკვაბელად გამოაცხადოს ღია კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით".... სამი სამსახურის უფროსის ვაკანსიასთან მიმართებაში დაინიშნა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება ქონდათ ადრე არსებულ და რეორგანიზებული სამსახურის უფროსებსაც, რაც მათ მიერ არ განხორციელებულა. მიიჩნევს, რომ შეიქმნა ახალი სამსახურები დამატებული ფუნქციებით და მათ მიჩნევას ყოფილი სამსახურის ტოლფასად მოსარჩელეთა მხრიდან არასწორად თლის.
მოსარჩელეების მოთხოვნას სამსახურში აღდგენის თაოაბაზე, ასევე არასწორად მიიჩნევს, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით ერთი სამსახურიდან მეორეში გადაყვანა ხდება 47-ე (ჰორიზონტალური გადაყვანა) და 52-ე (მობილობა ) მუხლების საფუძველზე, რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, აღნიშნულს აწესრიგებს ამავე კანონის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი. მისი განმარტებით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება საქმეში არა არის, მოხდა გადაყვანა, ანუ მობილობა, რაზედაც პრეტენზია არ უნდა ქონდეთ მოსარჩელეებს.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2014 წლის 4 აგვისტოს N4 ბრძანებით ხა----------------–-ძე დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N4 (იხ.ტ.1 ს.ფ. 17)
5.2.2. ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2017 წლის 5 ივლისის N1857 ბრძანებით ხა----------------–-ძე დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში -1680 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N1857 (იხ.ტ.1 ს.ფ. 20-21)
5.2.3. ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 26 დეკემბრის N227 ბრძანებით გაუქმებული ოზ----------------–----–----ტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ხა----------------–-ძე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, მე-2 რანგის მეორდი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში- 1050 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N227 (იხ.ტ.1 ს.ფ. 27-28)
5.2.4. ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის N592 ბრძანებით ქეთ----------------აძე დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა -800 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N592 (იხ.ტ.1 ს.ფ. 38)
5.2.5. ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2017 წლის 5 ივლისის N1890 ბრძანებით ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის N592 ბრძანებაში შევიდა შესწორება და ქეთ----------------აძე დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის მეორე რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა-1050 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N1890 (იხ.ტ.1 ს.ფ. 39-40)
5.2.6. ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 26 დეკემვრის N216 ბრძანებით გაუქმებული ოზ----------------–----–----ტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი, მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ქეთ----------------აძე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზ----------------–----–-------------იის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა- 750 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N216 (იხ.ტ.1 ს.ფ. 41-42)
5.2.7. 2017 წლის 26 დეკემბერს ხა----------------–-ძე დაეთანხმა მობილობის წესით შეთავაზებულ თანამდბობას-ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 25 დეკემბრის წერილი (იხ. ტ.1.ს.ფ.79) .
5.2.8. 2017 წლის 25 დეკემბერს ქეთ----------------აძე დაეთანხმა მობილობის წესით შეთავაზებულ თანამდბობას-ოზ----------------–----–-------------იის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 22 დეკემბრის წერილი (იხ. ტ.1.ს.ფ.80) .
5.2.9. საქმეშია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 26 დეკემბრის Nგ9999 წერილი მობილობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
Nგ9999 წერილი (იხ. ტ.1. ს.ფ. 118-119).
5.2.10. საქმეშია საქართველოს მთვარობის სამართლებრივი დასკვნა ოზ----------------–----–----ტის საკრებულოს 2017 დეკემბრის N4 დადგენილებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ ,,ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახური", მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადმინისტრაციული სამსახური".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამართლებრივი დასკვნა (იხ. ტ.1. ს.ფ. 158-142).
5.2.11. ქ. ოზ----------------–----–----ტის მერის 2015 წლის 8 აპრილის N312 ბრძანებით ბე-------–უა დაინიშნა ქ. ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N312 (იხ. ტ.2. ს.ფ.29).
5.2.12. ქ. ოზყურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2017 წლის 3 ოქტომბრის შეფასებით ბე-------–უას შეფასება იყო საუკეთესო, პირველი რანგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ოქმი N2 (იხ. ტ.2. ს.ფ. 32-38).
5.2.13. 2017 წლის 21 დეკემბერს ბე-------–უას მობილობის წესით შეეთავაზა ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 21 დეკემბრის წერილი (იხ. ტ.2. ს.ფ.171).
5.2.14. 2018 წლის 26 იანვარს ოზ----------------–----–-------------ის N1136 წერილით ბე-------–უას შეეთავაზა რეზერვში ჩარიცხვა. რაზედაც მან 2018 წლის 29 იანვარს განაცხადა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
N1136 წერილი და 2018 წლის 29 იანვრის ბე-------–უას პასუხი (იხ. ტ.2. ს.ფ.59-60).
5.2.15. ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 30 იანვრის N209 ბრზანებით ბე-------–უა გათავისუფლდა გაუქმებული ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და 2 წლის ვადით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება N209 (იხ. ტ.2. ს.ფ.67).
5.2.16. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 დადგენილებით თვითმართელი ქა-–----------------ი და ოზ----------------–----–----ტი გაერთიანდა ერთ თვითმართველ ერთეულად-ოზ----------------–----–----ტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქა-–----------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 დადგენილება (იხ. ტ.3. ს.ფ.235)
5.2.17. ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 17 მაისის N3259 ბრძანებით გი---------–------ლი დაინიშნა 12 თვის გამოსაცდელი ვადით ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციულ, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2018 წლის 17 მაისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა- 2000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება (იხ. ტ.4. ს.ფ. 31).
5.2.18. ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 17 მაისის N3212 ბრძანებით ალ---------–---–ი დაინიშნა 12 თვის გამოსაცდელი ვადით ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2018 წლის 17 მაისიდან და მისი თანამდებობრივი სარგეო განისაზღვრა -2000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულბებს:
ბრძანება (იხ. ტ.4. ს.ფ. 32).
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების სამართლებრივი შეფასების, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხა----------------–-ძის და ქეთ----------------აძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბე-------–უას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი".
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმამ მიიჩნიეს რა თავიანთი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართეს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.’’ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
მოსარჩელეების-ხა----------------–-ძის, ქეთ----------------აძის და ბე-------–უას მოთხოვნები გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის- ოზ----------------–----–-------------იის წარმომადგენლის განმარტებას მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის თაობაზე, რადგან საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 10-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის" 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულებათა ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ მოხდა ორი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება/შეწყმა, რაც დასტურდება საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით, რომლის მიხედვით თვითმმართველი ქა-–----------------ი და ოზ----------------–----–----ტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზ----------------–----–----ტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქა-–----------------ი, შესაბამისად ადგილი არ ქონია მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციას, არამედ სახეზეა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება/შერწყმა, რამაც თავისთავად გამოიწვია მანამდე არსებული მუნიციპალიტეტების გაუქმება და არა ლიკვიდაცია, რადგან საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას ახალი საჯარო დაწესებულების წარმოშობა არ ხდება, ამასთან სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მეექვსე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიცირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. ამავე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო ამავე დადგენილების მეშვიდე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" პირველი და მეორე ნაწილის თანახმად პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.
ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე.
ამავე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებსა ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
ამავე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტთა გაერთიანების შემდეგ დამტკიცდა ოზ----------------–----–-------------იის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები და აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა.
დადგენილია, რომ ქ. ოზ----------------–----–----ტის მერის 2015 წლის 8 აპრილის N312 ბრძანებით ბე-------–უა დაინიშნა ქ. ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული უფროსის თანამდებობაზე. ქ. ოზყურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2017 წლის 3 ოქტომბრის შეფასებით ბე-------–უას შეფასება იყო საუკეთესო, პირველი რანგი. 2017 წლის 21 დეკემბერს ბე-------–უას მობილობის წესით შეეთავაზა ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა. 2018 წლის 26 იანვარს ოზ----------------–----–-------------ის N1136 წერილით ბე-------–უას შეეთავაზა რეზერვში ჩარიცხვა. რაზედაც მან 2018 წლის 29 იანვარს განაცხადა უარი. . ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 30 იანვრის N209 ბრძანებით ბე-------–უა გათავისუფლდა გაუქმებული ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და 2 წლის ვადით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში (იხ. ტ.2. პუნატი 5.2.11-5.2.15).
დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე ხა----------------–-ძე ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2014 წლის 4 აგვისტოს N4 ბრძანებით დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად, ხოლო 2017 წლის 5 ივლისის N1857 ბრძანებით დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან. ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 26 დეკემბრის N227 ბრძანებით გაუქმებული ოზ----------------–----–----ტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ხა----------------–-ძე მისივე თანხმობით მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, მე-2 რანგის მეორდი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის N592 ბრძანებით ქეთ----------------აძე დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლის 5 ივლისის N1890 ბრძანებით ოზ----------------–----–----ტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის N592 ბრძანებაში შევიდა შესწორება და ქეთ----------------აძე დაინიშნა ოზ----------------–----–----ტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის მეორე რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან. ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 26 დეკემვრის N216 ბრძანებით გაუქმებული ოზ----------------–----–----ტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი, მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ქეთ----------------აძე მისივე თანხმობით მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზ----------------–----–-------------იის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (იხ. პუნქტი 5.2.1-5.2.8).
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 107-ე მუხლის განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლების, რაც მოცემულ შემთხვევაში ბე-------–უას მიმართ სახეზე არ გვაქვს.
ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
მითითებული მუხლების დეფინიიციდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი- შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" 4-ე მუხლის თანახმად მობილობას ექვემდებარება შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, შესაბამისად რადგან სახეზე იყო შტატების შემცირება, ამიტომ მოსარცელეები-ხა----------------–-ძე, ქეთ----------------აძე და ბე-------–უა ექვემდებარებოდნენ მობილობის პროცედურას, რაც ბე-------–უას მიმართ მიმართ ოზურგეთის მერის მიერ არ განხორციელებულა კანონმდებლობის დაცვით.
საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა წმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
ამავე დეკლარაციის 7-ე მუხლის თანახმად ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.
ამავე დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო ყოველივე აღნიშნული საფუძველზე დამატებით განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ’’ლ’’ ქვეპუნქტი მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება- დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ბე-------–უას მიმართ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ გამოიყენა კანონის შესაბამისად, ხოლო ხა----------------–-ძისა და ქეთ----------------აძის მიმართ დაცულია მობილობა.
საქმეში არსებული მასალების, ასევე ზემოაღნიშნული დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე სასამართლოს მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოთა გაერთიანების შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის დასახელების ცვლილებას; ხოლო თავად სამსახურის ფუნქციების მიზნებისა და დანიშნულების ცვლილების ისეთ თვისობრივი და არსებითი ხასიათის ცვლილებას, რომელიც ხელმძღვანელს სხვა პროფესიულ და კომპეტენციურ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს წაუყენებდა, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამსახურმა რეალურად შეინარჩუნა იმავე ფუნქცია, მიზნები და დატვირთვა რაც ასევე დასტურდება საქართველოს მთვარობის სამართლებრივი დასკვნით ოზ----------------–----–----ტის საკრებულოს 2017 დეკემბრის N4 დადგენილებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ ,,ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახური", მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადმინისტრაციული სამსახური" (იხ. პ0უნქტი 5.2.10).
№614-840-08 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ „სამუშაოდან მუშაკის განთავისუფლება მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო არ გულისხმობს მუშაკის სამუშაოდან უპირობო განთავისუფლებას. საწარმოდან მუშაკის განთავისუფლება დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუკი მუშაკი თანახმაა დაინიშნოს საწარმოში სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია შესთავაზოს მუშაკს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან აღნიშნულ მოხელეს არ აქვს შეთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მუშაკის განთავისუფლება...
ოზ----------------–----–----ტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №14 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათი კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგვასა და ორგანიზებას. აღნიშნული ფუნქციების ცალკეული პუნქტებით გადმოცემულია ამავე დებულების მე-4 მუხლში. ამ დებულების საფუძველზე ოზ----------------–----–-------------ის 2015 წლის 2 თებერვლის №66 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ოზ----------------–----–-------------იის მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.
ოზ----------------–----–----ტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №14 დადგენილებით დამტკიცდა ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის დებულება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოზურგელთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური არის ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური არის ოზ----------------–----–-------------იის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის ფუნქციები, კერძოდ, მერის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, ადამიანური რესურსების მართვა, მერიის ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, აგრეთვე მერის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას.
დასახელებული დებულების საფუძველზე ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 11 დეკემბრის №18 ბრძანებით დამტკიცდა ოზ----------------–----–-------------ის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.
რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საკრებულოს დებულებებით მოცემული სამსახურის ფუნქციები პრაქტიკულად იდენტურია. ასევეა სამუშაო აღწერილობებით. სხვაობა არის მხოლოდ თანამდებობის სახელწოდებაში.
აღნიშნული გარემოება უარყოფილი არაა მერიის შესაგებლით. მასში აღნიშნულია, რომ ახალ სამსახურს დაემატა 4 ფუნქცია და თანამდებობრივი სარგო არის განსხვავებული, რაც ძირეულ განსხვავებად არ უნდა ჩაითვალოს.
ადმინისტრაციის ვალდებულებაა შტატების შემცირების დროს მუშაკს შესთავაზოს შესაბამისი თანამდებობა. იგივეა აღნიშნული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე და პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-12 მუხლებში, რომლებიც მოითხოვენ მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას. ბე-------–უას ოზ----------------–----–-------------მა არ შესთავაზა პრაქტიკულად იგივე თანამდებობა, რითაც დაარღვია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა. ზაკ-ის მე-5 მუხლის I ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობას მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ოზ----------------–----–-------------ის 2017 წლის 21 დეკემბრის შეთავაზება ბე-------–უასათვის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა ჩაითალოს შეთავაზებად, რადგან ოზ----------------–----–-------------იის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ 2017 წლის 3 ოქტომბერს მას მიანიჭა I რანგის მოხელის სტატუსი, რაც გამომდინარეობს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 25-ე მუხლიდან, ხოლო მერის დასახელებული შეთავაზება წინააღმდეგობაში მოდის ამ ნორმასთან, ასევე 52-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, მოხელე გადაყვანილ უნდა იქნეს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მერის მიერ შეთავაზებული თანამდებობა არის დაბალი თანამდებობა. მერს უნდა შეეთავაზებინა ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, რადგან ის არის ტოლფასი თანამდებობა ფუნქციური დანიშნულებიდან და მოსარჩელის მოხელის რანგირებიდან გამომდინარე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე არასწორია მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვის მერის 2018 წლის 26.01. №1136 წერილი. რეზერვში ჩარიცხვა ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ტოლფასი თანამდებობა, ან არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებაზე მოხელე ამბობს უარს.
მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა, რაც უნდა შეეთავაზებინათ ბე-------–უასათვის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე-------–უას მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს ხა----------------–-ძის მოთხოვნაა: დაევალოს ოზ----------------–----–-------------იას აღადგინოს იგი ტოლფას თანამდებობაზე. კერძოდ, ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის-პირველი რანგის, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღავანელის თანამდებობაზე ან ოზ----------------–----–-------------იის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ქეთ----------------აძის მოთხოვნაა: დაევალოს ოზ----------------–----–-------------იას აღადგინოს იგი ტოლფას თანამდებობაზე. კერძოდ, ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის-მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
როგორც დადგენილია ხა----------------–-ძე და ქეთ----------------აძე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. ისინი გადაყვანილ იქნენ სხვა-დაბალი რანგის თანამდებობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლიდან გამომდინარე, რასაც ნებაყოფილობით დათანხმდნენ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მათ პოზიციას, რომ მათთვის უცნობი იყო სხვა ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ და იძულებული იყვნენ სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე დათანხმებულიყვნენ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნას, ვინაიდან მათ ქონდათ შესაძლებლობა გამოეკვლიათ ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა თუ არა ტოლფასი თანამდებობა, არა მარტო რანგირებიდან გამომდინარე, არამედ ფუნქციური დატვირთვისა და მათი კომპეტენციის გათვალისწინებით და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გაზიარებულ უნდა იქნას მოპასუხე ორგანიზაციის-ოზ----------------–----–-------------იის პოზიცია იმ ნაწილში, რომ ხა----------------–-ძის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა-ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა და ქეთ----------------აძის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა-ოზ----------------–----–-------------იის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის-მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ფუნქციურად და რადიკალურად განსხვავებული სფეროს განყოფილებებია და შესაბამისად ვერ მოხდებოდა აღნიშნულ თანამდებობებზე მათი გადაყვანა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხა----------------–-ძისა და ქეთ----------------აძის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, თანმდევი შედეგებით არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 9-ე, მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ხა----------------–-ძის და ქეთევან კვჭანტირაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუვლობის გამო.
2. ბე-------–უას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------ის 2018 წლის 26 იანვრის N1136 წერილი. ბე-------–უა ამოირიცხოს მოხელეთა რეზერვიდან. ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------იის 2018 წლის 30 იანვრის N209 ბრძანება და ბე-------–უა აღდგენილ იქნას ოზ----------------–----–-------------იის პირველადი სტრუქტრურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
2.2. ბე-------–უას აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური- 2018 წლის თებერვლიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2000 ლარს) ოდენობით. ასევე აუნაზღაურდეს 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისი- (500 ლარი).
2.3. ბე-------–უას მოთხოვნა- დაუყოვნებლივ აღდგეს ოზ----------------–----–-------------იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
ბე-------–უას მოთხოვნა -იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ მიცემასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწლობრივ. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნას მიქცეული ბე-------–უას სასარგებლოდ მხოლოდ 3 თვის ხელფასი (თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2000 ლარს).
2.4. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის შემდგომ ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------იაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები. ბათილად იქნას ცნობილი ოზ----------------–----–-------------იის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გი---------–------ლის დანიშვნის ოზ----------------–----–-------------იის 2018 წლის 17 მაისის ბრძანება.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32), ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ.#14), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე